როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი
როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი
რამდენიმე დღის წინ,ტაო-კლარჯეთში, იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა ტაძრის იატაკი აღმოაჩინეს.
იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ მცირე ფრაგმენტების დაფიქსირება მოხერხდა, რომელსაც რესტავრატორებმა მალევე კვლავ მიწა მიაყარეს.

მას შემდეგ, რაც იშხნის რესტავრაციის დროს (თურქმა რესტავრატორებმა) ტაძრის იატაკი მთლიანად გაწმინდეს, გამოჩნდა, რომ იატაკი სრულად ყოფილა დაცული დასავლეთ მხარეს. ფრაგმენტები გადარჩენილა გუმბათქვეშა სივრცეშიც – ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში.

როგორც ჩანს, მთელი ტაძარი ასეთი იატაკით იყო დაფარული. მასალა: კირხსნარი – თეთრად, აგურისფრად და შავად დაფერილი.

VII საუკუნეში აგებულმა, IX-ში მეორედ აშენებულმა და X-ში გაფართოებულმა იშხნის ტაძარმა საბოლოო სახე 1032 წელს მიიღო, ბაგრატ IV-ის მეფობის ჟამს, ანტონ იშხნელის ეპისკოპოსობისას, ხელითა ხუროთმოძღვარ იოვანე მორჩაისძისაითა.

სტილის მიხედვით და ტაძრის ისტორიის გათვალისწინებით, იატაკიც 1032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისა უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ეს ახალი ნიმუში დიდ მსგავსებას ავლენს ბაგრატის ტაძრის ასევე ახლადგამოვლენილ იატაკის ფრაგმენტებთან.
ასეთი სიძველის, ასეთი სისრულისა და ასეთი მხატვრული შესრულების იატაკი არცერთ სხვა ქართულ ტაძარს არ შერჩენია!

ავტორი: ბუბა კუდავა

წყარო: bu.com.ge

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
23.10. 2019
დოდო
დები იშხნელები მაინც არ გაგიგიათ?
01.11. 2016
ქართველი.
ქართული გვარები: იშხნელი, უშხვანი, იშხანიშვილი, სოფელი უშხვანარი და კიდევ რამდენი იქნება....
21.10. 2016
ზურაბი
ახლახან აღმოჩნდა რომ სომხებს ანბანიც მოპარული გქონიათ ეთიოპიელებისაგან, საიდანაც ხართ წარმოშობით. და დაგვანებეთ რა თავი.
06.10. 2016
პასუხი
იშხანი ეპარქია იყო საქართველოში, ტაო–კლარჯეთის მხარეში. ეს მხარე თურქეთმა პირველად სწორედ საქართველოსგან მიიტაცა დაახლოებით 500 წლის წინ. არც ერთი მიუკერძოებელი ისტორიული წყარო არ ადასტურებს რომ როდესმე ეს იყო სომხეთის ტერიტორია ან სომხური კულტურის ნაწილი. რაც შეეხება უშუალოდ სახელს, ფაქტია, რომ სომხეთი საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ლოგიკურია, რომ ეს სახელი სომხეთში გადასულიყო და უბრალოდ შემორჩენილიყო...
06.10. 2016
ზურა
წაიკითხეთ წიგნები და გაიგებთ, რატომ ქვია იშხანი. ეკლესია მდებარეობს ტაოს იმ ნაწილში, რომელიც სტრაბონის მიხედვით იბერიას ეკუთვნოდა და სომხეთის სამეფოს მიერ იქნა მიიტაცებული, მოგვიანებით ეს ტერიტორია ხშირად გადადიოდა ხელიდან ხელში მე-8 საუკუნემდე, სანამ საბოლოოდ (ოსმალებამდე) არ დაუბრუნდა ქართველებს. ყოველივე ამის გამო, აქ მცირედად შემორჩა სომხური ტოპონიმები - იგივე იშხანის სახით, თუმცა თითონ იშხანი სპარსული სიტყვაა. ეს საერთოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც დამყრობელი თავის კვალს ტოვებს თუნდაც ტოპონიმების სახით. იგივე თბილისის შემთხვევაში მრავლად გვაქვს არაქართული ტოპონიმები ავლაბარი, სეიდაბადი და სოლოლაკი და ა.შ.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat