წმინდა პატაპიოსი ძილშიც ეცხადება და დაფარულად ესაუბრება მორწმუნეებს
წმინდა პატაპიოსი ძილშიც ეცხადება და დაფარულად ესაუბრება მორწმუნეებს
მართლაც განსაკუთრებული მადლი და სასწაულებრივი ძალა აქვს საბერძნეთის წმინდა ადგილების, წმინდა მამათა და დედათა ნატერფალის მოლოცვას. ათენის გარშემო კუნძულზე დავანებულია საოცარი და ულამაზესი ეკლესია-მონასტრები. ასეთია წმინდა პატაპიოსის სახელობის დედათა მონასტერი. ის მდებარეობს კორინთოს ახლოს, სადაც წმინდა პავლე მოციქულმა იქადაგა და ერთ-ერთი პირველი ეკლესია დააფუძნა. მონასტერი დაბა ლუტრაკს და ისტორიულ კორინთოს არხს გადაჰყურებს.

წმინდა პატაპიოსის შესახებ მონასტრის მოლოცვამდე არაფერი ვიცოდი. მამა აბიბოსმა (ტარიადისი) მირჩია წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტრის მოლოცვა და იქ მოღვაწე ქართველი მონაზვნის მონახულება. მონასტერი შემაღლებულ ადგილზეა. მრავალსაფეხურიანი კიბის ავლის შემდეგ თვალწინ უმშვენიერესი მონასტერი გადამეშალა. იქაურობას უფრო მეტ მადლს ჰფენს წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეული, რომელიც ხის შუშის სახურავიან სარკოფაგშია ჩაბრძანებული და მისი ნახვა ყველას შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მრავალი მოდის და რწმენით მისულებს უნუგეშოდ არავის ტოვებს (ვრცლად წმინდა პატაპიოსის ცხოვრების შესახებ შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერი შემოწირულობებით ინახავს მოხუცთა თავშესაფარს და ბავშვთა ბანაკებს. მონასტერში ორმოცზე მეტი მონაზონი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ დედა ოლიმპიადა (ტრაპაიძე). ძალზე შთამბეჭდავი იყო მასთან საუბარი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ.

- საქართველოში ეკლესიურად კი ვცხოვრობდი, თუმცა მონასტერულ ცხოვრებაზე არ მიფიქრია. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ სწავლის გაგრძელებაზე უარი ვთქვი და სასულიერო გზა ავირჩიე. ჯერ ჩემი და წავიდა მონასტერში, მერე მე. დეიდაც მონაზონია. ორივენი ერთად მოღვაწეობენ საქართველოში, ბურიანის წმინდა სვინკლიტიკიას სახელობის დედათა მონასტერში (წინამძღვარია მამა ბასილ ანთაძე). დეიდა - კეთილმოწესეა, დედა ანთია. ჩემს დას კი დედა ნანა ჰქვია.

KARIBCHEსაბერძნეთში მამიდასთან წამოვედი, რათა ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები მომელოცა. აქ გავიცანი ქართველი ემიგრანტი ანა, რომლის დახმარებითაც მრავალი წმინდა ადგილი მოვილოცე. წმინდა პატაპიოსის მონასტერში ერთი კვირა დავრჩი. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა დედებთან და ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე. მონასტერს ისე შევეჩვიე, რომ სხვაგან წასვლა აღარ მინდოდა. სამშობლოს გარეთ ყოფნასაც კი ვერ ვგრძნობდი. რამდენიმე წელია, ამ მადლიან მონასტერში ვცხოვრობ და აქედან წუთითაც არ გავსულვარ.

- დედაო, როგორ მიგიღოთ ქართველი გოგონა წმინდა პატაპიოსის მონასტერმა?

- დასაწყისში მაკვირდებოდნენ, ეკლესიური ვიყავი თუ არა. ადამიანს ხომ გარეგნულად ემჩნევა, რა სულისაა და რა წესით ცხოვრობს. მონასტერში დარჩენა რომ მინდოდა, ვერ ვამხელდი. სულ "წავალ-წავალს" გავიძახოდი. ახლა ისე შევეჩვიე აქაურობას, ასე მგონია, საქართველოში ვარ. დედა ეკლესია, მასში დავანებული სულიწმინდის მადლი ხომ ყველას აერთიანებს.

- დედაო, ოჯახი როგორ შეეგუა სამი წევრის შემონაზვნებას?

- ოთხი დედმამიშვილი ვართ. სამ დას ერთი ძმა გვყავს. ორი ერში ცხოვრობს. შეიძლება მესამე დაც აღიკვეცოს. მე უფრო ჩემი დის გამო დავტოვე საერო ცხოვრება. ჩვენ ყველგან ერთად დავდიოდით და განვიცადე მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება.

დაახლოებით ორი წელი ვცხოვრობდი მონასტერში. უფლის ნებით, ხუთი წლის შემდეგ მონაზონი გავხდი. აქ დიდ სქემაში რომ აღიკვეცო, ოცი წელი მაინც უნდა გქონდეს ნამოღვაწარი.

- რის მიხედვით ანიჭებენ ხარისხს?

- უფრო გამოცდილებისა და წლების მიხედვით. მორჩილება და თავმდაბლობა კი მონაზვნის აუცილებელი პირობაა. რასაც გეტყვიან, მორჩილებით უნდა შეასრულო. საკუთარი ნება უარყოფილი გაქვს.

- თქვენი აღკვეცა როგორ მოხდა?

- აქ ასეთი წესია - აღკვეცისას წმინდა პატაპიოსთან მივდივართ და მისგან ლოცვა-კურთხევას ვიღებთ. იქვე ვდებთ მონაზვნის შესამოსელს. ეს რიტუალი წირვისას სრულდება, მაგრამ ჩვენმა მეუფემ, კორინთოს ეპარქიის ეპისკოპოსმა დიონისემ, ვერ შეძლო წირვაზე მოსვლა და საღამოს ლოცვის დროს აღმკვეცა. ლოცვის ბოლოს გამოვედი და მუხლმოდრეკილმა მოვილოცე ყველა ხატი. მეუფის წინ დიდი მეტანია შევასრულე და შევიმოსე მონაზვნის შესამოსელით. ანთებული კელაპტრებით უკან მომყვებოდნენ მონაზვნები და მონასტრის იღუმენია.

- სახელი თავად შეარჩიეთ?

- სახელს სამონაზვნეები ირჩევენ. იღუმენს სურდა, რომ ჩემი საერო სახელი - მარიამი მქონოდა, მაგრამ მეუფე არ დათანხმდა.Bმეუფემ კურთხევის წინ მკითხა, - რომელი წმინდანის სახელი გსურსო. წმინდა იოანე ხრისოსტომის (ოქროპირი) სახელი მომწონს-მეთქი. საბერძნეთში მამაკაცის სახელებს არქმევენ ქალებსაც. მეუფემ უარი მითხრა და შემომთავაზა წმინდა ოლიმპიადას სახელი დამერქმია.

- რას გავალდებულებთ მონაზვნობა?

- ნების მოკვეთას, რაც ძალიან ძნელია. ერში რასაც გინდა, იმას გააკეთებ. მონასტერში რომ გეტყვიან, ეს კაბა გრძელია, უნდა დაამოკლოო, ან კიდევ პირიქით, დააგრძელოო, ვალდებული ხარ, შეასრულო. თუ შენ არ მოგწონს, ეს ბევრს არ ნიშნავს. წინამძღვარს უნდა დაემორჩილო და საწინააღმდეგო აზრი არ უნდა გამოთქვა. ჯერ მიღწეული არ მაქვს ნების მოკვეთა.

- რა არის მონასტრული ცხოვრების მიზანი?

- ცხონება. მონაზვნობა ხომ ანგელოზებრივი ცხოვრებაა. ღმერთი ირჩევს ყველას და ყველაფერს. ვინც მონასტერში მოდის, ის ღვთის რჩეულია. ყველაფერი ღვთის ხელშია. შეიძლება გონებით არ ემორჩილებოდე, მაგრამ შინაგანად თავს კარგად გრძნობდე.

- მონასტერში რა იპოვეთ?

- შინაგანი სიმშვიდე. არაფერი არ მაქვს, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სულიწმინდის მადლით ვკმაყოფილდები. შეიძლება ყველაფერი აგიკრძალონ, მაგრამ ღმერთი შინაგანად გაკმაყოფილებს.

- თავიდან არაფერი გაგეგოთ წმინდა პატაპიოსის მონასტრის შესახებ?

- ბევრმა ბერძენმაც არ იცის ამ მონასტრის შესახებ. წმინდა პატაპიოსი ძალიან დიდი შემწე და მანუგეშებელია ყველასი, ვინც გულით და რწმენით შესთხოვს დახმარებას. ზოგს ძილშიც ეცხადება წმინდა პატაპიოსი და კურნავს ფიზიკური და სულიერი სნეულებისგან. თანაც აუწყებს, რომ წმინდა პატაპიოსია და განკურნების იმედს აძლევს. მერე მოდიან მონასტერში და ამბობენ, წმინდა პატაპიოსის გამოცხადებით მოვედითო.

მონასტერში ისეთი უბრალო და თავისუფალი მონაზვნები არიან, რომ ადვილად ვურთიერთობთ. შინაგანი თავისუფლება აქვთ. იღუმენიაც ძალიან კარგი გვყავს, ყველა თანაბრად ვუყვარვართ. ჩემზე ამბობს ხოლმე გერონიიდან (მთას ნიშნავს) ხარ წარმოშობითო.

ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე.

- დედაო, როგორ გამოიძიეთ ღვთის ნება?

- უნდა მიხვდე, სად გრძნობ თავს კარგად და იმის მიხედვით გამოიძიო ღვთის ნება. მე აღარ შემეძლო ამ მონასტრის გარეშე ცხოვრება და, ღვთის მადლით, დავინახე, სად იყო ღვთის ნება. ჩემი ადგილი ჯერჯერობით აქ ვიპოვე.

- როგორია მონასტრული ტიპიკონი?

- მონასტრული ტიპიკონი ყველგან ერთნაირია. აქ ფიზიკურად ძალიან დატვირთულები არ ვართ. ჩვენი შემოსავალი, ძირითადად შემოწირულობებია. უფრო მეტად მორჩილებებით ვართ დაკავებული, რისი შესრულებაც არ არის შეუძლებელი. მონასტერში 42 მონაზონი ვართ. 30-70 წლისანი. ამჟამად ჩვენი იღუმენია შეუძლოდაა და მონასტერს ორი მონაზონი უძღვება.

- დედაო, წმინდა პატაპიოსის უხრწნელ სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?

- როცა წმინდანის სხეულს ვხსნით და ვასუფთავებთ, ძალიან ფაქიზად ვიყენებთ მტვერსასრუტს. წმინდანის სხეულს საერთოდ არ ვეხებით. მის შესამოსელს ვცვლით, ვჭრით და ვურიგებთ მომლოცველებს. რამდენიმე ხნის წინ ორმა მეუფემ გამოუცვალა შესამოსელი. პირადად მე მხოლოდ წმინდანის სახე მაქვს დანახული. არ შეიძლება ყველამ ნახოს წმინდანის სხეული.

ჩვენს მონასტერში ბევრი წმინდა ნაწილია დაბრძანებული. მათ შორის წმინდა ნექტარიოსის, წმინდა პარასკევას თითის ნაწილი, წმინდა ჯვრის ნაწილები... ყველა მონაზონს უკეთია წმინდა ნაწილებით შემკული ჯვარი.

- განსაკუთრებით როგორი ადამიანები ევედრებიან წმინდა პატაპიოსს?

- ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე მოდიან დემონური, ეშმაკეული ძალებით შეპყრობილნი.

წმინდა პატაპიოსის ერთ სასწაულს გავიხსენებ.Aადრე, როცა აქ მონასტერს აშენებდნენ, ლუტრაკში ერთ მონაზონს გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი და უთხრა, - მონასტერში ჩემი სახელით ფეხსაცმელები მიიტანეო. წმინდა პატაპიოსი უფრო მეტ სასწაულებს ურწმუნო ადამიანებზე ახდენს და ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ უხელს თვალებს. ერთხელ მონასტერში კათოლიკე შემოვიდა და რაღაც ძალამ გარეთ გააგდო. ევედრებოდა წმინდანს შემოსვლას.Mმერე მუხლმოდრეკილმა შესთხოვა და ტაძარში შემოვიდა. იმდენად ირწმუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ მართლმადიდებლად მოინათლა. წმინდა პატაპიოსთან მოდიან ბოშებიც. თუ ვინმეს გასამართლება სურთ, აქ მოყავთ ხოლმე. წმინდანის წინაშე ტყუილს ვერ ამბობენ. აქ ფიცს დებენ, ინათლებიან და ეზიარებიან კიდეც. წმინდა პატაპიოსი მთელ მსოფლიოს ეწევა.

- დედა ოლიმპიადა, დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის. ჩემთვის მართლაც დაუვიწყარი იქნება თქვენთან გატარებული წუთები..

- შეგეწიოთ წმინდა პატაპიოსის მადლი და ვისაც რა თხოვნა გაქვთ, წმინდა პატაპიოსმა შეგისრულოთ.

KARIBCHEროცა დედა ოლიმპიადასთან საუბარი დავასრულე, ერთ-ერთი მონაზონი მოგვიახლოვდა. დედა ოლიმპიადას დახმარებით დედა თეოქტისტესაც გავესაუბრე.

- დედაო, დიდი ხანია ამ მონასტერში მოღვაწეობთ?

- 52 წელია, მაგრამ მგონია, თითქოს გუშინ მოვედი. დროს ვერ გრძნობ მონასტერში. ძალიან ვნანობ, აქ ბავშვობიდან რომ არ მოვედი. წმინდა პატაპიოსის მონასტერი 1952 წელს გაიხსნა. წარმოშობით ძველი კორინთოდან ვარ, სადაც წმინდა პავლე მოციქულმა დაწერა ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. ჩემი ძმა ათონის მთაზე მოღვაწეობს. მამიდაშვილი - კუნძულ მაგადასკარის ეპისკოპოსია, მეუფე იგნატიოსი.

- დედაო, თავად თუ ხართ მომსწრე წმინდა პატაპიოსის მიერ აღსრულებული სასწაულების?

- ძალიან ბევრს ჰყავს ცოცხლად ნანახი წმინდა პატაპიოსი. ძილშიც ეცხადებათ და ეუბნებათ, - მე წმინდა პატაპი ვარო, ისე, რომ წმინდანის შესახებ არაფერი იციან. დაფარულად ესაუბრება. ერთ ამბავს გავიხსენებ: მონასტერში ერთი გამომძიებელი მოდიოდა დედასთან ერთად. დედას გული აწუხებდა და კიბეზე ამოსვლა უჭირდა. უეცრად დაინახეს ზურგზე ხურჯინმოკიდებული ბერი. გამომძიებელმა ჰკითხა, - ახლოსაა მონასტერიო? მოძღვარმა მიუგო, დიახო და მაშინვე გაქრა.

სუიდიაში ერთ ბავშვს თვალის კიბო ჰქონდა. ექიმები იმედს არ აძლევდნენ თვალის ჩინის შენარჩუნებისა. ბავშვს წმინდა პატაპიოსი გამოეცხადა და უთხრა, - მე წმინდა პატაპიოსი ვარ და ნუ გეშინია, განგკურნავო. ასეც მოხდა.

შეგეწიოთ წმინდა პატაპიოსის მადლი. წმინდა პატაპიოსის მონასტრიდან გლოცავთ ყველას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat