სურამის სოფელ ბუღაურის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძარი, რომელიც წარმოადგენს ერთნავიან ბაზილიკას, 1995 წელს ძველი ნატაძრალის ადგილზეა აგებული.
1997 წლის თებერვალში ტაძარი მოილოცა და დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა - ილია მეორემ. ტაძარი ნაკურთხია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით. 2008 წლის ზაფხულში შესრულდა ტაძრის გარე სამუშაო, კერძოდ: გამოიცვალა ეზოში შესასვლელი კარიბჭე, ტაძარს გამოეცვალა სახურავი, ქვითმოპირკეთდა ტაძრის შესასვლელი და გარშემო შემოსავლელი ბილიკები და აშენდა მოძღვრის ოთახი. 2011 წლის გაზაფხულზე შესრულდა ტაძრის შიდა სამუშაო, კერძოდ: კედლებზე მთლიანად ჩამოიშალა ძველი ნალესი და გაჯით გაილესა. გამოიცვალა კანკელი,მოპირკეთდა იატაკი და ტაძარი მთლიანად მოიხატა ხატმწერ დავით ჯინჭველაძის მიერ. 2015 წლის ივლისში ტაძარს სტოვა მიაშენეს. 1999 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი დავით ლომიძე.