ლაშარის ჯვარი
ლაშარის ჯვარი
ლაშარის ჯვარი მდებარეობს უკანა ფშავში, ერთ მაღალ მთის ქედზე, რომელსაც "ხმელგორს" უწოდებენ. გვერდით ჩამოუდის პატარა ხევი – ლაშარის წყალი, რომელიც არაგვს უერთდება.

ლაშარის გორს არც თუ პატარა ფართობი უკავია. გორი უტყეოა და მისავალადაც მარტივი არ არის. გორის თავზე ლაშარის ხატია დაბრძანებული, რომელიც ყორის გალავნით არის შემოსაზღვრული. ხატი დაჩრდილულია მუხისა და იფნის ხეებით. ხატის გალავანი წმინდა და შეუვალია, სადაც ხევისბრებისა და მოწმინდარების გარდა შესვლა არავის შეუძლია.

ხატის გალავნის გარეთ ხატის სასანთლეა აშენებული, სადაც ასვენია წმინდა გიორგის ხატები და ჯვრები. აქ ხევისბრები მხვეწართ ამწყალობებენ, სანთლებს უნთებენ და საკლავსაც ხოცავენ.

ხატის გალავანში მოთავსებულია თუნუქის გუმბათიანი საზარე ორი ზარით. ერთ–ერთ ზარს აქვს შემდეგი წარწერა: "შემოვწირე სახლთუხუცესმა ბებურიშვილის პაპუას მოსახსენებლად ფშავის ლაშარის გიორგის ქკს ტავ 1628".

ხატის გალავანშივე, ახალი საზარეს ქვემოთ დაცულია შედარებით ადრეული პერიოდის პირამიდულსახურავიანი საზარე და ხატის ბეღელი. აგრეთვე აქვეა საბერო, სალუდე, სახარბაკე და სხვა, რომელთა ნაწილი დღეისათვის, სამწუხაროდ, დანგრეულია. ამ საზარეში სამი საზედაშე ქვევრია ჩაფლული, რომელშიც წინათ ახმეტიდან მოტანილი კულუხის ღვინოს ასხამდნენ. ახმეტაში ლაშარის ზვრებს ფშავის თემები მორიგეობით ამუშავებდნენ.

ამ ძველ საზარეში ასევე ორი ზარია დაკიდებული. ერთ–ეერთზე არის ასეთი წარწერა: "ქ: ესე: ზარ: შემოვწირე: მე: ერისთავმა: რევაზ: შენ წმინდას: გიორგის: ლაშას:". ამ ზარს "ერისთვისეულს" უწოდებენ და გადმოცემით ლაშარისათვის ზურაბ ერისთავს შეუწირია.

ზურაბ ერისთავთან დაკავშირებით არსებობს ასეთი თქმულება: ზურაბ ერისთავი იბრძოდა ფშავის ხევის დასაპყრობად, მაგრამ მისი ყოველი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. შემდეგ მან გადაწყვიტა, ფშავლების დიდი სალოცავი – ლაშარი – შეემუსრა. ლაშარის ამ ხმელ გორაზე ბერმუხა მდგარა, რომელიც ოქროს ჯაჭვით ზეცაში იყო მიბმული. მასზე მუხის ანგელოზი ადიოდ–ჩამოდიოდა. ზურაბს სცოდნია ამ მუხის მუხის მფარველი ანგელოზის ძლიერება, მოუნდომებია მუხის მოჭრა, ანგელოზის მოშორება, რათა შემდეგ ფშავლები ადვილად დაემარცხებინა. მისი ბრძანებით, ლაშქარი მუხას შეესია და მოჭრას შეუდგა, მაგრამ ცულის ყოველ დარტყმაზე ატეხილი ნაფოტი მუხას ისევ ზედ ეკვროდა და ბერმუხა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს ერთ უკანაფშაველს, გვარად აფციაურს, ხატისთვის უღალატნია. მისულა ზურაბთან და უთქვამს, თუ მუხას კატის სისხლს მოსცხებთ. ანგელოზი მიატოვებსო. ზურაბიც ასე მოქცეულა. მიატოვა ანგელოზმა ბერმუხა და წაიქცა კიდეც იგი. მაგრამ ზურაბ ერისთავს ფშავის ხევი მაინს ვერ დაუმორჩილებია, და ცოდვის მოსანანიებლად ეს ზარი შუწირავს.

ხატის გალავანზე რკინის ბორკილი -"ჯალანდარი" ჰკიდია. მისი სიგრძე 3.4 მეტრია ხოლო წონით დაახლოებით 30 კგ-ს იწონის. ამ ჯალანდარის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს: პირიქით ხევსურეთში არღუნის ხეობაში უცხოვრიათ გვარად ჯალაბაურებს. მათი გვარი საკმაოდ ძლიერი გვარი ყოფილა. ისინი ქისტებტან ერთად ფშავის ხევს ხშირად ესპმოდნენ თავს და აოხრებდნენ. ბოლოს ჯალაბაურები ისე გაკადნიერებულან, რომ ფშაველთა დასამცირებლად რკინის ბორკილი გაუკეთებიათ, რომლითაც ვითო,და ლაშარის ჯვარი უნდა დაებათ. ამაზე ლაშარის ჯვარი გაბრაზებულა, ჯალაბაურების ოსტატი დაუმიზეზებია, რომელსაც შემდეგ ეს ჯაჭვი თავისი ხელით მოუტანია ლაშარში. მოგვიანებით, ჯალაბაურთა თავგასულობით მოთმინებადაკარგულმა ფშავლებმა მოისყიდეს მათივე სიძე - საგინა, რომელმაც ამოწყვიტა ჯალაბაურები, თავად კი ფშავის ხევს შეაფარა თავი - დასახლდა გოგოლაურთა თემში და მათ ძმად გაეფიცა. დღეს მათი შთამომავალნი საგინაშვილებად იწოდებიან.

ლაშარშივე არის არხოტიონებისა და თუშების სამანები. გადმოცემით, არხოტივნებსა და ფშავლებს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ. ერთხელ ლაშარობას არხოტელები გადმოპარულან ფშავში საომრად. მაგრამ ეს ამბავი თავხევისბერს ფოცხვერა მახანცაურს მალევე შეუტყვია და არხოტელები შეუპყრიათ. მისივე მოწოდებით სისხლიანი ანგარიშსწორების ნაცვლად, მათ ერთმანეისათვის პირობა მიუციათ სამუდამო შერიგებაზე და ნიშნად ეს სამანიც ჩაუგდიათ.
მეორე სამანი თუშების მიერ არის ჩაგდებული. თუშები თილისძის მეთაურობით ასევე ხშირად სტუმრობდნენ ფშავის ხევს სამტროდ და გასაპარტახებლად. ერთ-ერთი შემოსევისას ხოფ. ხოშარასთან დიდი ბრძოლა გამართულა, რომელშიც თილისძე დამარცხებულა. დამარცხებულ თილისძეს ფშავლებისათვის შერიგება უთხოვია და ნიშნად ლაშარობას ზვარაკად თეთრქორა ხარი მიუყვანია, ორივე მხარე ძმებად გაფიცულან და ამის ნიშნად ეს სამანიც აღუმართავთ. მას შემდეგ, თურმე თუშებს ლაშარის კარზე საკუთარი საჯარე ჰქონდათ.

ლაშარის ჯვარი წინათ თავისი განძეულობით და ჯვარ-ხატებით სალმაოდ მდიდარი ყოფილა. მის შესახებ ვახუშტი ამბობს: "აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ანუ ვერცხლი, ვერსაით იხმარებენ თვისად, არამედ მიუძღვის ლაშას ჯვვარს" (ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, ტფილისი, 1904წ. გვ. 139).

ლაშარში ხატობა რამდენჯერმე იმართება, მაგრამ თავდღეობა - სერობა პეტრე-პავლობის მარხვის დასრულების შედეგ პირველსავე ორშაბათს აღინიშნება.

მომზადებულის ს.მაკალათიას "ფშავის" მიხედვით

წყარო: http://www.pshavi.ge/
ამ თემაზე ასევე იხილეთ: http://www.ambioni.ge/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat