მთიან არკადიაში მდებარე წმინდა თეოდორას ეკლესია როგორც მომლოცველთა და ცნობისმოყვარე მოგზაურთა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია. XI-XII ს ტაძარი წარმოადგენს ღმერთის და ადამიანის შემოქმედების შერწყმის საოცარ ნიმუშს.
წმინდა თეოდორას პატარა ტაძარი შემოინახა არა რესტავრატორების ძალისხმევამ, არამედ ბუნების არარსებული კანონების აუხსნელმა მზრუნველობამ. ეკლესიის საძირკველიდან და კედლებიდან ამოზრდილია 17 უშველებელი ხე, რომელთა ქერქებისა და ფესვების სტრუქტურულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტაძრის დაარსებიდან დღემდე ხეები ხმებოდნენ და ისევ იზრდებოდნენ, თუმცა მათი საერთო რაოდენობა არ იცვლებოდა. გარდა ამისა შენობა ფაქტიურად წყალზე დგას (ტაძრის ქვეშ მოედინება კურნების მადლის მქონე, ანკარა ნაკადული).
თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გამოყენებით მრავალრიცხოვანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდა ამ ფენომენის ამოსახსნელად, მაგრამ სრული ახსნა მაინც ვერ მოუძებნეს.
ეკლესია მეცნიერების ყურადღებას იქცევს აგებულების იდუმალებით, ხოლო მორწმუნეებს აოცებს წმინდა თეოდორას ძლიერი რწმენით მისი წარმოშობის ისტორიით.