ქვათახევის მონასტერში უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება
ქვათახევის მონასტერში უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება

"კარიბჭელებმა" ქვათახევის მადლით სავსე მონასტერი მოვილოცეთ. წინამძღვარმა, იღუმენმა საბამ (კარელიძე) გულთბილად მიგვიღო, სულიერად დაგვაპურა და გზა დაგვილოცა.


ქვათახევი, XII-XIII სუკუნეების ქართული მონასტერი ქართლში, კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან არცთუ ისე შორს, კავთურის ხეობაში მდებარეობს. ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული ცნობა ქვათახევის შესახებ თემურ ლენგის შემოსევას უკავშირდება. თემურ ლენგმა საქართველოში მორიგი ლაშქრობისას მონასტერი დაარბევინა. უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი "განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი". ღვთის სამკვიდრებელში შეჭრილებმა მახვილები იშიშვლეს და შეკრებილთ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს წმინდა ტარიგი ტაძარში გამოკეტეს და ცეცხლი აღაგზნეს, თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, "ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ". ტაძრის იატაკზე მათი დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: "და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი".

KARIBCHE KARIBCHE

დარბეული მონასტერი საქართველოს მეფე - წმინდა ალექსანდრე დიდმა აღადგინა და აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. მათთვის დაახლოებით 1488 წელს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნიში აიგო და იქ ევედრებოდნენ ყოვლადწმინდა დედას, ამ წესს 1796 წლამდე უცვლელად იცავდნენ. 1821 წლამდე კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებო ქოშებით შედიოდნენ, რასაც საქართველოში ბატონობისას თვით ტაძარში შესვლის მსურველი თურქი და ირანელი დიდებულბიც კი ემორჩილებოდნენ.

XV საუკუნის 60-იან წლებში ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი სამცხის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათაბაგის, ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან-დარეჯანის (სქემაში ნინოს) მამა გერმანე (ერისკაცობაში გიორგი). 1517 წელს, ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად სილიბისტრო მაღალაძე იხსენიება. მე-16 საუკუნის 50-იან წლებში კი ქვათახევის წინამძღვარი ფილიპე (ბარათაშვილი) ყოფილა, რომელსაც 1559 წლის 1 დეკემბერს ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გურჯი დაუწერია.

KARIBCHE KARIBCHE

1601 წელს ქვათახევის მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70000 ლევი შეუწირვს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ პერიოდში მონასტერს წინამძღვრობდა იოანე (ავალიშვილი), რომელიც ერისკაცობიდან ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იყო. ჯერ კიდევ ერისკაცობაში გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია "ვეფხისტყაოსანი", ხოლო წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი. ჩვენთვის უცნობია, თუ როდის აღიკვეცა ბერად, თუმცა ვიცით, რომ ის ჯერ საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ქვათახევის წინამძღვარი გამხდარა. 1614 წელს შაჰ აბას I შემოსევის გამო მეფე ლუარსაბ მეორესა და თეიმურაზ პირველთან ერთად პატრიარქი იოანე IX იმერეთს შეეხიზნა, სადაც 1616 წელს ღვთივ განისვენა. წინამძღვარ იოანეს (ავალიშვილი) მთავარეპისკოპოსად კურთევის შემდეგ წინამძღვრად იოსებ ნასიძე იქნა დადგენილი, რომლის დროსაც ქართლის მეფემ, ლუარსაბ მეორემ ქვათახევის ტაძარში ჯვარი დაიწერა დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის დაზე, თეკლა ბატონიშვილზე.

მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ქართლ-კახეთის ლეკთა თავდასხმების გამო ქვათახევის მონასტერი ბერ-მონაზვნებმა დატოვეს და დაიკეტა, აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს ერთ გამოქვაბულში გადამალეს. მე-18 საუკუნის 40-იან წლებში ქვათახევში ბერ-მონავნები დაბრუნდნენ და მალევე წინამძღვრად არიქიმანდრიტი იოანზე გამოირჩიეს.

ქვათახევის მონასტერს სხვა გამორჩეული მწინამძღვარი ჰყავდა. მონასტერთან არსებობდა სამედავითნეო სკოლაც, სადაც განათლება მიუღია შემდგომში წილკნელ ეპისკოპოს ტარასის (კანდელაკს), რომელმაც მე-20 საუკუნის 30-იან-წლებში მონათლა ყრმა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი.

KARIBCHE KARIBCHE

ამჟამად მონასტერში უდიდესი სიწმინდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება.

2002 წელს, მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა, რომლის წინამძღვრობითაც კვლავ დაიწყო მონასტრის განახლება, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, მონასტერში განახლდა ტაძრამდე მისასვლელი გზა.

2013 წლის 3 ნოემბერს, უწმინდესისა და წმინდა სინოდის განჩინებით სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსად გამოარჩიეს ქვათახევის ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენი დამიანე (ხუფენია).

2013 წლიდან ქვათახევს წინამძღვრობს იღუმენი საბა (კარელიძე). ღვთის მადლით, მონასტერშუ ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა.

ქვათახევის მონასტერში გამორჩეულად აღნიშნავენ დღესასწაულებს - 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას და 23 აპრილს-ქვათახევში მოწყვეტილთა ხსენების დღეს.

KARIBCHE KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
19.04. 2018
ივანე
მანდ წასვლა მინდა, საოცრად წმიდა წყნარი ადგილი მგონია, სადაც შეგიძლია შენს თავზე ძალიან ბევრი იფიქრო და იმსჯელო. იმსჯელებს ღმერთი შენ კი შეძლო და როგორმე გაჩუმდე... იმედია შევძლებ რომ მივიდე, მიმიღონ, დავრჩე და გავჩერდე.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat