პეჩორის ლავრის ბერული ცხოვრების დამაარსებლები წმინდა ანტონი და ღირის ფეოდოსი გახლდათ. წმინდა ანტონ პეჩორელს ერისკაცობაში ანტიპი ერქვა. წარმოშობით ქალაქ ლუბეჩიდან (ჩერნიგოვის ახლოს მდებარეობს) გახლდათ.
განმარტოვებული ადგილის ძებნამ ის წმინდა ათონის მთაზე მიიყვანა. ათონზე ანტიპმა იპოვა არა მარტო განმარტოვება, არამედ სულიერი ხელმძღვანელობა. ის დარჩა ესფიგემის მონასტერში და ბერული ცხოვრების დამაარსებლის საპატივცემულოდ ბერად აღიკვეცა ანტონი დიდის სახელით. ღვთის განგებით, 1051 წელს ღირსი ანტონი კიევში დაბრუნდა. იღუმენ ფეოქტისტს, რომელმაც ღირსი ანტონი ბერად აღკვეცა, უფლისგან ჰქონდა ზეშთაგონება და დაულოცა მას უფლისკენ სავალი გზა ამგვარი სიტყვებით: "ანტონი წადი რუსიაში, ღმერთს ასე უნდა". უწინასწარმეტყველა, რომ მის გვერდით უამრავი ბერი გაიზრდებოდა. წმინდა ანტონიმ შემოიარა ბერების მიერ აშენებული კიევის მონასტრები, მაგრამ ვერსად ჰპოვა ჭეშმარიტი მონაზვნის სულიერება. ამიტომაც წმინდა ანტონიმ განარტოვებული ცხოვრება მღვიმეში აირჩია. იქ, სადაც მიტროპოლიტი ილარიონი წინათ ლოცულობდა.
წმინდა ანტონის სულიერმა მოღვაწობამ მიიზიდა კიევის დიდგვაროვანი და უბრალო მოქალაქენი, რომელნიც მოდიოდნენ მასთან კურთხევისთვის და რჩევის მისაღებად. ისინი კი ვინც მიისწრაფოდნენ მიეძღვნათ ღვთისთვის სიცოცხლე, სთხოვდნენ მას იქ დარჩენას. დროთა განმავლობაში მღვიმევის რაოდენობა იზრდებოდა: მორჩილები სთხოვდნენ ახალი მღვიმეების დაარსებას, მიწისქვეშა კორიდორებს. როცა მიტროპოლიტი ილარიონის მღვიმეში მონასტრის წევრთა რაოდენობამ თორმეტს გადააჭარბა, დაიწყო მიწისქვეშა მონასტრის დაფუძნება. დაარსდა პირველი მიწისქვეშა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1061 წელს წმინდა ანტონი ხალხმრავლობის გამო გადავიდა სხვა ბორცვზე, სადაც გათხარა თავისთვის სენაკი. ძმობის წინამძღვრობა ღირს ვარლამს ჩააბარა (შემდეგში პირველი იღუმენი კიევ-პეჩორის ლავრის).
როცა წმინდა ანტონთან შეიკრიბნენ საკმაოდ დიდი რაოდენობის მორჩილები, წარმოიშვა მონასტრის ორი მიწისქვეშა კომპლექსი-ახლო და შორეული მღვიმეების სახელით. წმინდა ანტონმა თავმდაბლობის გამო არ მიიღო მღვდელსახურება და არც იღუმენის წოდება ის დარჩა ძმათა სულიერ მოძღვრად. პეჩორელი ბერების ცხოვრება მიდიოდა განუწყვეტელ ლოცვაში, მკაცრ მარხვაში, სიმშვიდეში, ხორცის და ვნების მოკვდინებაში, ეშმაკთან ბრძოლაში. მღვიმეებში ისინი არაფერს ეძებდნენ გარდა ღმერთისა, სულის გადარჩენისა და ლოცვისა.
***
პეჩორის ლავრაში დაყუდება, ითვლებოდა განდეგილობის უმაღლეს წესად. წმინდა ანტონი იღუმენის და სავანის მოძღვრის ლოცვა-კურთხევით თხრიდა პატარა სენაკს, რომელშიც ამოქოლილი იყო და გარე სამყაროსთან მხოლოდ პატარა ფანჯარა აკავშირებდა. წლების განმავლობაში ის წყვეტდა ადამიანებთან ურთიერთობას და თავგანწირვაში სრულ მარტოობაში იყო. კვირაში ორჯერ იღუმენი ან რომელიმე ბერი მოდიოდა ვიწრო ფანჯარასთან, ტოვებდა სეფისკვერს და წყალს, მისგან ითხოვდნენ კურთხევას და უკან ბრუნდებოდნენ. თუ არავინ უპასუხებდა და მოტანილიც ხელუხლებელი რჩებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ბერმა ამით თავისი მიწიერი არსებობა დაამთავრა. კელიას ხსნიდნენ და დაყუდებულს იქვე უგებდნენ წესს.
დაახლოებით 1062 წელს, დიდმა მთავარმა იაროსლავმა ღირსი ვარლამი იღუმენად დანიშნა ახლად დაარსებულ საგვარეულო მონასტერში, მის ნაცვლად კი ძმობამ ერთხმად აირჩია ღირსი ფეოდოსი, რომელიც 1058 წლის დასაწყისში აქ აღიკვეცა ბერად და მიიღო იერუსალიმის არქიმანდრიტის, ფეოდოსის სახელი. პალესტინაში მან დაარსა ბერთა საერთო ცხოვრება. ღირსი ფეოდოსი გაჰყვა თავისი ზეციური მამის კვალს და გახდა წინამძღვარი რუსეთში პირველი ბერთა მონასტრისა. წმინდა ანტონისა და ღირსი ფეოდოსის მიერ შემუშავებული წესდება განსაზღვრავდა მონასტრის და მორჩილთა ცხოვრებას. წესდება გამოიხატა ორი მიმართულება.
XI საუკუნის 70-იან წლებში, როცა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენება დამთავრდა, პეჩორის მონასტრის ძმობა დაფუძნდა ახლანდელ ზემო ლავრის ტერიტორიაზე. ძველ მონასტერში დარჩნენ უმცირესნი. მღვიმეებს კი იყენებდნენ განმარტოებული ლოცვებისთვის და ბერთა საძვალედ.
მღვიმეში დაკრძალვის წესი აღწერილია წესდებაში. გრადაცვლილი წმინდა მამებს ღია სხეულის მკერდზე ულაგებდნენ ხელებს, უფარავდნენ სახეს, დებდნენ ფიცარზე და ასვენებდნენ ამოთხრილ ლუსკუმაში, რომელსაც ამოქოლავდნენ. სამი წლის შემდეგ სამარხს ხსნიდნენ და თავის ქალებს, ძვლებს სხვა ადგილას ათავსებდნენ. პეჩორის სავანეში ბევრი წმინდანის უხრწნელი სხეულია. აი, როგორ ახასიათებს პეჩორის სავანეს ღირსი ნესტორ მემატიანე: "შედგა რა მონასტერი კურთხევით წმინდა ათონის მთიდან, არა სიმდიდრით, არამედ ცრემლით, მარხვით, ლოცვით, დაუცხორომელი ზრუნვით და გადაამეტა ყველა მონატერთა დიდებას, რომელიც აშენებული იყო ოქროთი და ვერცხლით და მაღალმთავრის მიერ".
***
XII საუკუნეში კიევის მიტროპოლიაში დაიწყო პეჩორის წმინდანების თაყვანისცემა. უკვე 1108 წელს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ღირსი ფეოდოსი პეჩორელი.. XVII საუკუნეში როცა დაიწყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლეისიის აღორძინა, დადგა აუცილებლობა პეჩორელი წმინდანების ოფიციალურად კანონიზაციის საკითხი. 1619 წელს არქიმანდრიტმა ზაქარია კოპისტენსკიმ ანფოლოგიონში შეიტანა მსოფლიო საეკლესიო და რუსეთის წმინდანების გვერდით 24 პეჩორელი მამის წმნდა სახელი. ლავრის მღვდელმთავარმა პეტრე მოგილამ (შემდეგში არქიმანდრიტი, კიევის მიტროპოლიტი) დაიწყო შუამდგომლობა, რათა მიეღო ოფიციალური ნებართვა კონსტანტინოპოლიდან პეჩორელი წამინდანების კანონიზაციისთვის.
1643 წელს შეადგინეს "კანონი პეჩორელი წმინდანების", რომელშიც 74 სახელი შეიტანეს. 1762 წელს რუსეთის ეკლესიამ პეჩორელი წმინდანები სრულიად რუსეთის წმინდანებად შერაცხა. დროთა განმავლობაში პეჩორის ლვრაში მომლოცველთა რაოდენობა გაიზარდა. მონასტერმა დიდი ხნის დარბევის შემდეგ დაიწყო აღორძინება. მიწისქვეშა გასასვლელები გააფართოვეს, კედლები და კამარა ქვით ამოაშენეს, სადაც უსაფრთხოს ხდიდა მათ. ღირსთა უხრწნელი სხეულების ნაწილებ ლუსკუმებში გადაიტანეს და მოათავსეს სპეციალურად კედელში გამოჭრილ ნიშებში. XIX საუკუნეში ლავრის სასულიერო კრების გადაწყვეტილებით წმინდანები ერთ დონეზე იყვნენ განთავსებილი, კიპაროსის, მუხის და ცაცხვის ლუსკუმებში. ყველა აკლდამის კედელზე ეკიდა წმინდანის ხატი. ეს ხატები სპილენძზე არის მოხატული ლავრის ხატმწერის მიერ.
ავტორის ფოტოები