კუკიას წმინდა ნინოს სახელზე აგებული ეკლესიის შექმნის იდეა საქართველოს ეგზარქოსს, შემდგომში სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ პალადის (რაევი) ეკუთვნის
27.01.2016
ჩვენს დედაქალაქში მრავალი ძველი ტაძარი მდებარეობს, თუმცა მათი ისტორიული წარსული ცოტამ თუ იცის. კუკიას წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წარსულს ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი გვაიმბობს:
-თბილისის კუკიას სასაფლაოს წმინდა ნინო განმანათლებლის სახელზე აგებული ეკლესიის შექმნის იდეა ეკუთვნის საქართველოს ეგზარქოსს, შემდგომში სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ პალადის (რაევი). მეუფე პალადიმ ტაძრის აგება უბრძანა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის დიაკვან იოსებ ბერიძეს. მამა იოსები შეუდგა ამ დიდი საქმის განხორციელებას. სულ მალე, რამდენიმე თვეში, სასაფლაოზე აღიმართა დროებითი, პატარა და დაბალი ქვის საყდარი, რომელსაც ხის გაახურვა ჰქონდა, სწორედ ამ ტაძარი აკურთხეს მღვდლად მამა იოსები.
დროებითი ეკლესიის აგებამ სასაფლაოს ყველა პრობლემის აღმოფხვრა ცხადია ვერ შეძლო. საფლავების რიცხვი უსწრაფესად იზრდებოდა. აუცილებელი იყო სასაფლაოსთვის ქვის დიდი ღობის შემოვლება, სადარაჯო სახლის აგება ეკლესიისა და სასაფალოს დარაჯისთვის, უწესრიგო საფლავებს შორის ბილიკის გაყვანა და, რაც მთავარაია, დაუკეთესო მუდმივი დიდი ქვის ეკლესიის აშენება. მთელი თავისი აღჭურვილობით. მისმა უსამღვდელოესობამ პალადიმ ეს რთული და კეთილშობილური საქმე მამა იოსებ ბერიძესთან ერტად დაავალა დაინტერესებულ და გულისხმიერ ადამიანებს, რომელთაგანაც შეიქმნა კუკიას სასაფლაოსთან არსებული საეკლესიო მზარეულთა საკრებულო. მისი თავმჯდომარეობა იკისრა გრაფმა ივანე დიმიტრის ძე ტატიშჩევმა.
მზრუნველთა წევრები დიდი მოკრძალებითა და გულმოდგინებით კრეფდნენ ნებაყოფლობით შემოწირულობებს კეთილმორწმუნე თბილისელი მოქალაქეობისაგან. კუკიას სასაფლაოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა სრულ ორ წელიწადს გრძელდებოდა.
ტაძარი 1895 წლის 12 იანვარს აკურთხა მისმა უსამღვდელოესობამ საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლენსკი), რომლისგანაც ყურადღება და ფულადი დახმარება უდიდეს სტიმულს აძლევდა საეკლესიო მზრუნველთა საკრებულოს წევრებს. ეს დღე ყველაზე გამორჩეული და სადღესასწაულო იყო თბილისელი მართლმადიდებელებისთვის. დაახლოებით 1907 წელს წმიდნა ნინოს ტაძარს ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან მკლავები მიუშენდა, რის შედეგადაც მისი პირვალდელი გარეგნული იერსახე შეიცვალა და ჯვრის ფორმა მიიღო.
ჩრდილეოთის მხარე მაშნდელი ამერკის ელჩის, ბახმეტოვის, შემოწირულობებით აიგო, ხოლო სამხრეთი ნაწილი-გენერალ ტარანოვსკის შემწეობით. სწორედ ტაძრის ამ ნაწილში მდებარეობს ტარანოვსკების საოჯახო საძვალე.
ტაძარში დიდი სიწმინდეები და ძირფასი ხატები ინახება: "მრავალნაირი ჩუქურთმით მორთული კაკლის ხის კანკელი, რომელიც წმინდა ნინოს ტაძრისთვის დამზადდა თბილისის არსენალის სახელოსნოში, შემკულია ხატებით, როლებიც მოხატა შესანიშნავმა მხატვარმა პ. კოლჩინმა, მასვე ეკუთვნის პროექტიც". საკურთხეველში ინახება სანაწილე, რომელშიც ჩაბრძანებულია წმინდა ანასტასია სნეულთმკურნალის, წმინდა მთავარმოწამე ევსტათის, წმინდა ხარლამპის და უჯარმის ჯვრის ნაწილები. საკურთხევლეში დაბრძანებულია წმინდა სერაფიმ საროველის ხატი ამავე წმინდანის წმინდა ნაწილით. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, დიდ კიოტში, ჩაბრძანებულია წმინდა ნიკლოზისა და წმინდა მიქაელ მალეინის ძველი ხატები, რომელბიც დაწერილია მხატვარ ბონდარის მიერ (1913 წ). კანკელის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოზრდილ კიოტში ჩაბრძანებულია წმინდა ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატები. ძველი ხატებიდან ტაძარში ასევე არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის, ივერიისა და ვლადიმირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ასევე წმინდა სოფიოს ხატები.
***
კუკიას წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ გაბრიელის (ჩოჩიშვილი) გარდაცვალების შემდეგ (08. 12.2009 წ) უწმინდესისი ლოცვა-კურთხევით 2009 წლის 9 დეკემბერს ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა საბურთალოს სასაფლაოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელსახური, ამჟამად დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოყვანილი იქნა მღვდელი გიორგი ჭიტაძე და დაინიშნა წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურად. მოგვიანებით 2010 წლის იანვრის დასაწყისში წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურთა რიცხვი კიდევ ორი სასულიერო პირით გაიზარდა-ესენი არიან მღვდელი არჩილ ხაჩიძე (ამჟამად დეკანოზი და მღვდელი გიორგი გელუტაშვილი). უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2009 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ტაძრის განახლება.
2010 წელს ძველი რუსული ხის ტრაპეზის ნაცვლად ქართული ტრადიციის გათვალისწინებით დიადგა ქვის ტრაპეზი, რომელიც შემოწირა თამაზ ბაქარაშვილმა. ძველი ამბიონი ახლით შეიცვალა, კერძოდ: კიბეები მთიანად მარმარილოთი მოპირკეთდა (შემომწირველი ვასილ დომბოროვსკი), ხოლო საკურთხველში ძველი იატაკი შეიცვალა და გრანიტის ფილები დაიგო. 1990-იან წლებში შერულებული ტაძრის მოხატულობა მიწისძვრის შედეგად იყო დაზიანებული და ამავე დროს ზოგი მათგანი არ შეესაბამებოდა მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკას. უწმინდესის ლოცვა-კურთევით და საპატრიარქოსტან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნბეისა და რესტავრაციის ცენტრის გადაწყვეტილებით, ფრესკები ჩამოიხსნა და 2011 წელს აწ განსვენებულმა ხატმწერმა გოჩა ცერცვაძემ დაიწყო ტაძღის ხელახალი მოხატვა. მოიხატა გუმბათი ქვედა ყელის ჩათვლით და საკურთხევლის ზედა ნაწილი. სამწუხაროდ, ხატმწერ გოჩა ცერცვაძის გარდაცვალების გამო მოხატვა დროებით შეჩერდა. ხატმწერმა გიორგი ვართაგავამ ტაძრის მოხატვა განახლა. 2013 წლის 21 აგვისტოდან და დაასრულა 2014 წლის დეკემბერში.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ზარი, ჩამოსხმული ძველი რუსული ზამბარებისგან დაზიანებული იყო. 2013 წელს ეს ზარი გადაადნეს და გაამდიდრეს სხვადასხვა ლითონებით. აგრეთვე ჩამოისხა ორი მომცრო ზარი და ეკლესიის სამრეკლო მთლიანობაში სამი ზარი შეიმკო. ძველი კანკელის ხისგან დამზადებულ კანკელს, რომელიც შიგნიდან ზეთის საღებავით იყო შეღებილი, ჩაუტარდა რესტავრაცია და ძველი იერსახე დაუბრუნდა.
მთლიანად შეიცვალა გუმბათისა და საკურთხევლის შიგნითა ფანჯრები. რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის ძრითად ფანჯრებს. ძველი ელექტროსადენები ახლით შეიცვალა. სამუშაოებს ოთარ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა. ბზისა და კაკლის ხისგან დამზადებულ იქნა ჯვრაცმა, რომლის ავტორია თამაზ ჩეტკოშვილი, შემომწირველნი-კახა ხარბედია და ვასილ დომბროვსკი.
ტრაპეზის სახარება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ უანგაროდ იქნა რესტავრირებული. ტაძრის მრევლის შემოწირეულობით მოიქარგა ახალი გარდამოსხსნა, რომელიც გამჭვირვალე ლუსკუმაში იქნა დაბრძანებული. ტაძრის შემკობა დაიწყო დაწერილი ხატებით. კანკელის, კიოტისა და ძველი ხატების რესტავრაციის ნაწილი შესრულდა თეიმურაზ მოსეშვილის შემოწირულობით და ნაწილი დავით უგულავას უშუალო მონაწილეობით. ტაძრის სარდაფში გაკეთდა მარანი, სადაც ინახება საბარძიმე ღვინო. 2014 წელს განახლდა სასაფლაოს შესასვლელი კარიბჭე და ღობის წინა ნაწილი, შემომწირველი ზაზა ქორიძე. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სამუშაო შესრულდა კუკიას წმინდა ნინოს ტაძრის მრევლის შემოწირულობებით, რომ არა თითოეული მათაგნის თანადგომა, ტაძარში ჩატარებული სამუშაოები ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა, რისთვისაც ვლოცავთ და ვაკურთხევთ ჩვენი ტაძრის მრევლის თითოეულ წვერს თავისის ოჯახით და უფალს ვევედრებით, რომ შეიწიროს მათი თანადგომა.
შევეწიოთ წმინდა ნინოს მადლი. მრავალ ნინოობას დაგასწროთ ღმერთმა.