თუ არა უფლის ნება, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის შემოქმედი?
თუ არა უფლის ნება, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის შემოქმედი?
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ნაკვალევზე
ჯიხეთის მონასტრის წმინდა სავანისა და წარსულში იქ მოღვაწე დედათა და მამათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ეს მონასტერი გურიაშია, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხეთში, და ნიგოთის მთაზე დგას. "ჯიხათი" ძველკოლხური ტოპონიმია და "საციხურს" ნიშნავს. ჯიხა (ციხე) ერთ დროს სახლის ნაწილი იყო და გორა-სამოსახლოს ერქვა.

მონასტერი დაარსებულია XIX ს.-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელს აუგია ოზურგეთელ ილარიონ მენაბდეს. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუვალ ალაგს, ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე დედებს მეტად აწუხებდათ უწყლობა. ამიტომ გადაუწყვეტიათ, ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი სამი მტრედისთვის მიუნდვიათ - მტრედები იქვე, ახლოს, მთის ძირში დაფრინავდნენ. ის ადგილი სამებად იწოდებოდა, ამიტომაც ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი უწოდებიათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმინდე, მოკრძალებით და რუდუნებით აუშენებიათ ახალი მონასტერი. პირველი საზეიმო წირვა აღავლინა ახალგაზრდა მოძღვარმა დეკანოზმა ეპიფანე ხონელიამ. დედათა მონასტრის პირველი წინამძღვარი და მისი დამფუძნებელი გახლდათ დედა ელენე (მგალობლიშვილი).

დეკანოზი ეპიფანე ხონელია
ხონელების პირველი სამკვიდრო გურიის სოფელი გოგორეთია. XIX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში ერთი გოგორეთელი ხონელია გურიის სოფელ სამებაში გადასულა. მამა ეპიფანე ახალგაზრდა ეკურთხა მღვდლად და დეკანოზის ხარისხით უფალს დიდხანს ემსახურა. მანამდე თავისი მშობლიური სოფლის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფელ სამებაში გადმოსულა, ამაში უფროსი მეგობარი, მღვდელი სოლომონ დუმბაძე დახმარებია. ვიდრე მოძღვარი გახდებოდა, მამა ეპიფანეს ამ სოფელში დაუარსებია ერთკლასიანი სკოლა. საკუთარი სახსრებით შეუძენია სკოლის შენობა და სამებელ ბავშვებს სწავლა-განათლებას აძლევდა. გურია-ოდიშის ეპარქიის მაშინდელ მღვდელმთავარს, გრიგოლს (დადიანს) პირველივე შეხვედრისთანავე შეუნიშნავს მისთვის ჭეშმარიტი ღვთისმსახურისა და მოძღვრის უნიკალური თვისებები და ამიტომაც უკურთხებია მღვდლად. მამა ეპიფანეს დედათა სავანესთან ურთიერთობა უფრო გაძლიერდა იქ დედამისის მონაზვნად აღკვეცის შემდგომ (იქვეა დაკრძალული).

უაღრესად ენერგიული და სათნო მონაზონი ყოფილა მამა ეპიფანეს დედა. შუახნისა მისულა მონასტერში და მთელი სიცოცხლე ღვთისმსახურებაში, ლოცვასა და ვედრებაში გაუტარებია, ამ კეთილი თვისებების გამო მონაზონს მონასტრის კრებულის პატივისცემა და ქრისტესმიერი სიყვარული დაუმსახურებია. ეს გრძნობა ძალიან ახარებდა შვილს, რომელსაც დედათა მონასტერი დიდი იმედით შეჰყურებდა, როგორც მწირველსა და მზრუნველს.

ვიდრე მონასტრის ახალი ეკლესია აშენდებოდა (1896 წ.), ძველ ეკლესიაში წირავდნენ. პირველად იქ მხოლოდ დეკანოზი ივანე წეროძე წირავდა, ხოლო შემდეგ მამა ეპიფანეც აკურთხეს. ის თითქმის ექვსი ათეული წელი ემსახურებოდა ამ წმინდა სავანეს.

მონაზონი ელენე (მგალობლიშვილი)
გურიის დედათა მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი გახლდათ დედა ელენე. თუ როდის დაიბადა დედა ელენე და ვისი შვილი იყო, მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ცნობილია ის, რომ გათხოვილი ბრძანდებოდა, მეუღლე მღვდელი ჰყოლია. ადრევე დაქვრივებულა და მონაზვნობაც გადაუწყვეტია. იმ დროს გურიაში ჯერ კიდევ არ იყო დედათა მონასტერი, ამიტომ მონაზვნები სოფლის ეკლესიების გარშემო აგებულ ქოხებში ცხოვრობდნენ და ღვთის ლოცვა-ვედრებაში აღამებდნენ და ათენებდნენ. მღვდლის ქვრივიც სოფლის ეკლესიაში აკურთხეს ჯერ მორჩილად, შემდეგ მონაზვნად და იქვე მოღვაწეობდა. ერთ ღამეს ხილვა ნახა: ქრისტე ღმერთი გამოეცხადა და უთხრა, ცოდოა, ეს ღვთისმსახურნი ასე რომ არიან მიმოფანტულნი. იზრუნე მონასტერზე, სადაც ისინი შეიკრიბებიან და ჭეშმარიტ ღვთაებრივ სამსახურსაც შეიძლებენო.

ელენე მონაზონი ღრმად დააფიქრა ღვთის გამოცხადებამ და მალე ეს ხილვა სხვებსაც გაანდო. ყველას მოეწონა დედათა მონასტრის აშენების აზრი. არც საეპარქიო ცენტრი იყო წინააღმდეგი. შეირჩა სამონასტრო ადგილი. ნიგოითის ქედის კალთაზე მიაკვლიეს ერთ ძველ ეკლესიას, რომელიც დროთა განმავლობაში ტყესა და ნარ-ეკალს მოეცვა. მონაზვნებმა ღვთის სახლი მალე გაასუფთავეს და აამოქმედეს კიდეც. ეკლესიის მოწყობის შემდეგ მწირველი მღვდელი მოიწვიეს - სოფელ სამების დეკანოზი ივანე წეროძე.

ამის შემდეგ დედა ელენე მგალობლიშვილი, დეკანოზი ივანე წეროძე და ახალგაზრდა მონაზვნები - მარინე (მარიამ) გოგეშვილი და აკვირინე აროშიძე გაემგზავრნენ მარტვილში გურია-ოდიშის ეპისკოპოსის გრიგოლის სანახავად. მღვდელმთავარმა ღირსეულად მიიღო ისინი და დახმარებაც აღუთქვა. ამის შემდეგ, დეკანოზ წეროძის თაოსნობით, მონასტერმა ძვირფასი ადგილი შეიძინა ახალი ტაძრის ასაგებად, რომლის სიახლოვეს მონაზონთა საცხოვრებლები აშენდებოდა. დედა ელენე და მისი კრებულის ძველი წევრები სიკვდილამდე ხალისით იხსენებდნენ იმ ბედნიერ დღეს, როდესაც გურიის დედებს ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) ეწვია დიდი ამალით და დაუვიწყარ საზეიმო ვითარებაში აკურთხა მონასტერი. დროდადრო მწუხარებაც სდევდა მონასტრულ ცხოვრებას. მონაზონ მართა ხონელიას (დეკანოზ ეპიფანე ხონელიას დედა) გარდაცვალების შემდეგ აღესრულა მონასტრის პირველი მწირველი და მზრუნველი დეკანოზი ივანე წეროძე.

ახალი ტაძრის აშენების შემდეგ პირველი საზეიმო წირვა აღასრულა ახალგაზრდა მოძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ხონელიამ.

1904 წელი იდგა და ქვეყანა დიდი რევოლუციის წინაშე იდგა. მონასტერში დიდი შფოთი და შიში სუფევდა. ამ დროს ბევრი საეკლესიო მოღვაწეც ემსხვერპლა. ამ გარემოებამ მონასტრის უკვე ხანში შესული წინამძღვარიც გაიყვანა ამ ქვეყნიდან.

***
ჯიხეთის მონასტრის მონაზვნები იყვნენ: ანასტასია ლორთქიფანიძე, მარიამ გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემმონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები.

ანასტასია ლორთქიფანიძემ გურიის დედათა მონასტრის პირველი წინამძღვარი და დამაარსებელი შეცვალა. გადმოცემით, დედა ანასტასია დადიანის ქვრივი ბრძანდებოდა. "დედა ანასტასია, - იგონებდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია, - მართლაც ღირსეული დედა და მონასტრის დიდებული გამძღოლი აღმოჩნდა. ახლო და საქმიანი ურთიერთობა მქონდა მასთან და მუდამ გაკვირვებული ვრჩებოდი მისი მაღალადამიანური თვისებებით და გონიერებით. თავისი ხასიათით ის წმინდა არისტოკრატი ბრძანდებოდა, მაგრამ ხაზგასმით არასოდეს ამჟღავნებდა. ამიტომ იყო, რომ ძლიერ უყვარდათ არა მარტო მონაზვნებს, არამედ ყველას, ვინც კი მას იცნობდა". დედა ანასტასიას იხსენებს მონაზონი აკვირინე აროშიძეც: "ელენე მგალობლიშვილისთანა სრული მონაზონი იშვიათად თუ მინახავს. ასევე სისრულის განსახიერება იყო დედა ანასტასია, უაღრესად კეთილი, ღვთის მოშიში. ლაპარაკობდა ძუნწად, მაგრამ ყოველი მისი სიტყვა და ფრაზა სიბრძნეს ასხივებდა... მის საფლავს დღესაც ადრინდელივით ესათუთება ჩვენი კრებული... გული არ მწყდება სიცოცხლეზე. ვინც ამქვეყნად პატიოსნად და ღვთისნიერად იცხოვრა, არც იმ ქვეყანაში დაიკარგება".

მონაზონი მარინე (მარიამ) გოგეშვილი გურიის დედათა მონასტრის მესამე წინამძღვარი გახლდათ. ის სრულიად ახალგაზრდა გახდა მონასტრის იმ მცირე ჯგუფის წევრი, რომლებსაც განგებამ ამ სავანის დამფუძნებლის პატივი არგუნა. მარინე მონაზვნის შესახებ მონაზონ მატიონე ჩხიკვაძის მოგონებიდან ვგებულობთ. "მარინე მონაზონი ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ ეს სრულებით არ გვიშლიდა ხელს, გაცნობის პირველი დღეებიდან გაბმულიყო ჩვენს შორის უღრმესი სიყვარული და პატივისცემა. მარინე ღვთისაგან უაღრესად განებივრებული მონაზონი იყო: პატიოსანი, ზრდილობიანი, საქმიანი, გამჭრიახი გონების, მოყვარე და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ ამშვენებდა. სწორედ ამ თვისებების გამო აირჩია კრებულმა წინამძღვრად ღვთივკურთხეული წინამძღვრის ანასტასია ლორთქიფანიძის მიცვალების შემდეგ. მართალია, მას მერე დიდხანს აღარ უცოცხლია, მაგრამ მოკლე დროშიც ისეთი წარმატებით იღვაწა, რომ ჭეშმარიტი მეისტორიე ღირსეულ ადგილსაც მიუჩენს ჩვენი ღვთივკურთხეული სავანის ისტორიაში.

მარინე მონაზონს მეორე მსოფლიო ომის მძიმე ჟამს მოუხდა წინამძღვრობა. დიდი მწუხარება განვიცადეთ მარინეს მოულოდნელი სიკვდილის გამო და ეს იმიტომ, რომ კეთილი თვისებების გარდა ის ყოველი ჩვენგანის საიმედო პატრონი და ნუგეში იყო. მწუხარებას ისიც გვიძლიერებდა, რომ მის ღირსეულ შემცვლელს ჩვენს წრეში ვეღარ ვხედავდით. მაგრამ დრო გავიდა და ელისაბედ მონაზონი გამოვარჩიეთ საწინამძღვროდ".

დედა ელისაბედ ჯანჯღავა სოფელ ონტოფოში (აბაშის რაიონი) დაიბადა. დედა ღვთისნიერი და მორწმუნე ქალი იყო, ხოლო მამა - პირიქით, ეკლესიისკენ გული არ მიუწევდა. ელისაბედს ღვთის სიყვარული ბავშვობიდანვე თან სდევდა. როგორც თვითონ ბრძანებდა: "რაღაც იდუმალი ძალა მეზიდებოდა ღვთის სახლისკენ, სულ იქ მსურდა ყოფნა და ლოცვა. თანდათან მონაზვნობის ძლიერი წადილიც მეუფლებოდა. ამას თითქოს ჩამძახებდა ვიღაც. სულ მონაზვნების კრებული მესიზმრებოდა, ვნატრობდი იმ ბედნიერ დღეს, როცა მათ სათნოებას ვეზიარებოდი. ბავშვებთან თამაშს ეკლესიაში ყოფნას ვამჯობინებდი. ერთხელ ეკლესიის მახლობლად ვთამაშობდით. მოხერხებულად გავეპარე ამხანაგებს და ეკლესიას მივაშურე, სადაც პურის კურთხევა მიმდინარეობდა. რიტუალმა ისე დამაინტერესა, რომ დამთავრებამდე ვეღარ მოვშორდი. ამიტომ შინ მისვლა ძალიან დამაგვიანდა. კიდევ კარგი, მამა არ დამხვდა შინ, დედამ კი ძლიერ დამტუქსა - შეეშინდა ჩემი მარტო შესვლა ეკლესიაში და დამემუქრა: "თუ კიდევ მარტო შესულხარ ეკლესიაში, შენც მოგკლავ, მღვდელსაც და იქაურობასაც ნაცარტუტად ვაქცევო". ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. ჩემს თავს არ ვჩიოდი, მაგრამ საოცრად მორთული ეკლესია რომ მიენგრ-მოენგრია ანდა მღვდელი შეურაცხეყო, რა უნდა მექნა?"

გოგონა მეზობლის მორწმუნე და კეთილ ქალებს გაენდო. მათ მისი მარტვილის ვედიდკარის დედათა მონასტერში მალულად წაყვანა გადაწყვიტეს. ბავშვს ხატი ჩამოუკიდია გულზე და შევედრებია: - ხატო ძლიერო, შენა ხარ აწი ჩემი პატრონი და მფარველი, შენ გამინათე გზა და სავალიო.

მონასტერში არავინ მელოდა და არც ის ვიცოდი, რას მეტყოდა წინამძღვარი. ჩემს მიმყვანს კეთილად შეხვდნენ და მეც სიყვარულით მიმიღეს, - ვკითხულობთ მონაზვნის მოგონებებში, - მალე მღვდელიც გამოჩნდა. იმანაც ღვთისნიერად მიმიღო, შემდეგ ერთი ხნიერი მონაზონი იხმო და მას მიმაბარა. მეორე დღეს დავიწყე ლოცვების შესწავლა. ზოგი რამ ვიცოდი მეგონა, მაგრამ რასაც ჩემი დედობილი და ღრმად განსწავლული მონაზონი მასწავლიდა, ადრე მსგავსი არაფერი მინახავს.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი სოფლის სასაფლაოზე ერთი საფლავის ქვაზე ეპიტაფიის ამოკვეთას ვადევნებდით თვალს. ეპიტაფიის მჭრელი კარგი ოსტატი ჩანდა. იმ კაცისგან გავიგე გურიაში დედათა მონასტრის გახსნის თაობაზე: "ახლახან გაიარეს გურულმა მონაზვნებმა, - თქვა მან, - გრიგოლ ეპისკოპოსთან (დადიანი) მიდიოდნენ მონასტრის ნებართვის გამოსათხოვადო". ძალიან დამაფიქრა ამ ცნობამ. მარტვილში ჩინებულად მიმიღეს და კარგადაც ვიყავი, მაგრამ გურიაში მონასტრის გახსნის მოახლოებამ რატომღაც მეტისმეტად ამაფორიაქა, რატომღაც გული იქით მეწეოდა. თუ არა უფლის ნება, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის შემოქმედი?

გურიაში რომ მოვედი, დედათა მონასტერი ერთი წლის გახსნილი იყო. წინამძღვარიცა და მონაზვნებიც დიდი სიხარულით შემხვდნენ. ნამეტნავად წინამძღვარს გაუხარდა ჩემი მისვლა. მას უფრო ჩემი ახალგაზრდობა მოეწონა. ამას მის თვალში დიდი ფასი ჰქონდა, რადგან დედების უდიდესი ნაწილი ასაკიანი გახლდათ და მხოლოდ მათზე დაყრდნობით მონასტრის ჭეშმარიტი ცხოვრების გამართვა შეუძლებელი იყო".

იმ დროს, როდესაც დედა ელისაბედი მონასტერში მივიდა, სულ 12 მონაზონი ყოფილა, აქედან მხოლოდ ორი იყვნენ ახალგაზრდები: მარინე გოგეშვილი და აკვირინე აროშიძე. როდესაც მონასტერი ჩამოყალიბდა, საზღვარგარეთულ მონასტრებთანაც დაამყარა კავშირი და შემწეობაც მიიღო. სულ მალე მონასტერმა ათენიდან მიიღო ძვირფასი ხატები.

მარინე (მარიამ) გოგეშვილმა 1947 წლამდე იწინამძღვრა. მისი გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობა ელისაბედ ჯანჯღავას დაეკისრა და ისიც კარგა ხანს ღირსეულად ასრულებდა მას.

ღირსეული მოძღვარნი
დეკანოზი ივანე წეროძე დაიბადა და აღიზარდა სოფელ სამებაში, მიიღო სასულიერო განათლება და ადრევე ეკურთხა მღვდლად. ყმაწვილობიდან იყო დაკავშირებული საეკლესიო მოღვაწეებთან, მათ შორის გაბრიელ ტუსკიასთან. მეუფე გაბრიელი დიდხანს იყო გურიის უდაბნოს წინამძღვარი და იქ არსებული სკოლის მუშაობასაც წარმართავდა. უდაბნოს სამრევლო სკოლამ ბევრი ღვთისნიერი საეკლესიო მოღვაწე აღზარდა. მათ შორის გახლდათ მამა ივანე წეროძეც. მამა ივანეს თბილი ურთიერთობა ჰქონდა ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკიას) მემკვიდრე მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძესთანაც, რომელიც გურიის ეპარქიას 1845 წლამდე განაგებდა. მალე ახალი სამწყსოს მღვდელმთავრად კეთილი და ბრძენი ეპისკოპოსი მობრძანდა, მეუფე გრიგოლი (დადიანი). ახალმა მღვდელმთავარმა დანიშვნისთანავე შემოიარა სამწყსო, იყო სამებაშიც, სადაც გაიცნო და დაიახლოვა დეკანოზი ივანე წეროძე. მამა ივანემ არა მარტო მწირველობით დასდო ღვაწლი დედა მონასტერს, არამედ მრავალი მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებითაც. მისი წყალობაა, რომ მონასტერი ასეთ შესანიშნავ ადგილასაა გაშენებული. მამა ივანემ დაიწყო ახალი ტაძრის აშენება, მაგრამ მის დასრულებას ვერ მოესწრო.

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში მოღვაწე დაუვიწყარ დედათა შესახებ შემდეგ ნომერში გიამბობთ.
ბეჭდვაელფოსტა
03.05. 2017
პეტრე კუპრი
სოფელი ჯიხეთი არ არსებობს... მონასტრის ახლანდელი წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია, ნამდვილად ღირსეული ბერი და გურიის გრიგოლ ხანძთელი, უფალმა ძალი მისცეს!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat