წმინდა გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
წმინდა გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
VIII-X საუკუნეები პოლიტიკურთან ერთად საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმიანობითაც ხასიათდებოდა. როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: "საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში". VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, კლარჯეთში დაარსდა და განახლდა მთელი რიგი სავანეები, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად შუა საუკუნეებში.

KARIBCHE

გიორგი მერჩულის თხზულების - "ცხორება გრიგოლ ხანძთელის" მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველ-ქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ" სავანედ, და თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სინად არის ცნობილი. თუ რამდენად დიდი იყო კლარჯეთის სავანეთა მნიშვნელობა ქართული განათლებისათვის VIII-X საუკუნეთა მანძილზე, ეს შეიძლება დავასკვნათ იმ მოღვაწეთა ჩამოთვლით, რომლებიც ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ: წმინდა გრიგოლ ხანძთელი - მეთაური საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისა IX-X საუკუნეებში, "კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი"; საბა იშხნელი, გრიგოლის დეიდაშვილი, მეორედ აღმშენებელი და ეპისკოპოსი იშხნისა; თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლისაგან ფარულად ტაოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გაემგზავრნენ და იქაც გასწიეს სამონაზვნო საქმიანობა; სწორედ ეს ოთხნი გაეშურნენ პირველად ოპიზას და დაიწყეს სამონასტრო მშენებლობა, "ვითარცა სულმა ერთმა ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებულმა"; თევდორემ და ქრისტეფორემ აფხაზეთის გზაზე სამცხეში დაიმოწაფეს ექვსი წლის არსენი, რომელიც შემდგომად გახდა "ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდარისა გვირგვინი დაუჭნობელი"; გაპარული მოწაფეების მოსაბრუნებლად აფხაზეთში წასულმა გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა ჭაბუკი ეფრემი, რომელიც შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი გახდა; სოფრონ შატბერდელი, იოანე ზოსიმე შატბერდელი-სინელი, ილარიონ პარეხელი და სხვანი. ამ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის გიორგი მერჩულე, რომელიც კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია X საუკუნეში და რომლის ნაწარმოები "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა" აქ, კლარჯეთში, ხანძთაში არის დაწერილი.

KARIBCHE KARIBCHE

***
ქართლის დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დაარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოზთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი. დღესაც, ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმიდა მამის, "უდაბნოთა ქალაქთმყოფელის", გრიგოლ ხანცთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელი) წარმოთქმული სიტყვები: "შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... ...და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა". სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანცთასა და შატბერდთან, "გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორო და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ" გამომშვიდობებისას "ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა" – გრიგოლ ხანძთელმა: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა"...

...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX საუკუნის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა (ადარნესემ და გვარამ მამფალმა) წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით.

KARIBCHE KARIBCHE

ავტორის ფოტოები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat