ჯვარის მამა იყო მეტოქი-კუთვნილება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისა
26.09.2015
ჯვარის მამის ტაძარი, დედაქალაქში, სიონის ტაძრის მახლობლად მდებარეობს. აქვეა დაფუძნებული დედათა მონასტერი. გადმოცემის თანახმად, ვახტანგ გორგასლის დროს აუგია 40 ძმას და "გოლგოთა" რქმევია.
მონღოლთა შემოსევის დროს დანრგრეულა, XVI საუკუნეში აღადგინეს. 1795 წელს კვლავ დაინგრა აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. საბოლოოდ 1825 წელს აღადგინეს ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძარი. ჯვარის მამა იყო მეტოქი-კუთვნილება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისა. ჯვარის მამა, თავის სახსრებით მამასავით ინახავდა "შვილს"-იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს.
შეგვეწიოს მისი მადლი!