11.09.2015
საჩხერის რაიონში, სოფელ კორბოულში მდებარე ძლევის წმინდა გიორგის ტაძარი ვახუშტი ბატონიშვილს ერთ-ერთ წიგნში აქვს აღწერილი.
ტაძარი ბერძენი ხელოსნების მიერ, 1875 წელს არის აშენებული. ტაძარში მსახურება კომუნისტური პერიოდის დროს შეწყდა. მაშინ, როცა კომუნისტებმა პიკს მიაღწიეს და სასულიერო პირები თითქმის გაანადგურეს. გადმოცემით ვიცით, რომ ამ ტაძარში მოღვაწობდნენ სასულიერო პირები, მაგრამ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება ტაძარში არ ჰქონდათ. დეკანოზი იოსებ მაჭარაშვილი თურმე ნათლობებს ჩუმად, სახლში ატარებდა. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან აღდგა ძლევის წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება. ტაძრის წინამძღვარია მამა ნიკოლოზი მაჭარაშვილი.
ძლევის წმინდა გიორგი თავად მოვილოცე, მამა ნიკოლზმა საუბარში დაგვლოცა და მცირედი რჩევაც მოგვცა.
-შევეცადოთ ისე ვიცხოვრობთ, როგორი აღთქმაც გვაქვს ღვთის წინაშე დადებული. ღვთის წინაშე ნათლობის დროს ასეთ აღთქმას ვდებთ,- განვეშორები ეშმაკისაგან და შევუდგები ქრისტესა. ეს აღთქმა უნდა შევასრულოთ და სულიერ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ღმერთმა გაგხაროთ, დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით და ჩვენი სოფლის გასაჭირი გულთან მიიტანეთ. მწამს, რომ კიდევ უკეთ გაიცნობს ხალხი სოფელ კორბოულს.
ძლევის წმინდა გიორგის ტაძარი მრევლის დახმარებით კეთილმოეწყო. გასაკეთებელი კიდევ ბევრია.ვისაც სურს შეეწიოს ძველის წმინდა გიორგის ტაძარს გთხოვთ მიმართოდ მამა ნიკოლოზს. 555 30 73 14