ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის ისტორიას უკავშირდება
ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის ისტორიას უკავშირდება
ყურაქედი მდებარეობს სოფელ პატარა თხილნარაში, სოფელ ხცისის ჩრდილოეთის ქედზე. ამჟამად აქ მხოლოდ ნასოფლარია. XVIII საუკუნეში ლეკიანობის გამო ეს სოფლები განადგურდა ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში აქ დასახლებულან ეთნიკური ოსები, XX საუკუნის 90-იან წლებში ეს სოფლებიც აყრილა.

ხცისის მონასტრებიდან ყორანქედის მონასტერი ყველაზე ადრინდელია, იგი VIII საუკუნეშია აგებული. ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის ისტორიას უკავშირდება. ბიბლიიდან ცნობილია მისი წინასწარმეტყველება, რომ უფალი ქვეყანას უდიდესი გვალვით დასჯიდა. ელია ერთხანს ქერითის ხევში იმალებოდა და იქ ყორნები უზიდავდნენ საკვებს, ხოლო, როცა ხევი დაშრა, წავიდა სიდონის სარეფთაში და იქ ცხოვრობდა. ისიც ცნობილია, რომ ქარმელის მთაზე შედგა ბაალის და ელიას პაექრობა, სადაც ღმერთმა ელიას ცეცხლი გარდმოუვლინა, ხოლო, როცა ელიამ ამქვეყნიური მისია ამოწურა, იგი ცეცხლის ეტლით ამაღლდა ცად.

ყურაქედი სწორედ ელიას ბიბლიურ თავგადასავალთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ მისი ადრინდელი სახელი იყო ყორანის ქედი იმის ხსოვნის აღსანიშნავად, რომ ელია წინასწარმეტყველს ყორნები ასაზრდოებდნენ.

შთამომავლობას რომ არ დაევიწყებინა ამ ადგილის სიწმინდე, აუგიათ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი. 2008 წლამდე აქ მხოლოდ ძველი ტაძრის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, ეს არ უშლიდა სოფლის მოსახლეობას სალოცავად ევლო ეკლესიაში. ღვთისწყალობით გამოჩნდა ადამიანი, სოფელ ხცისის მკვიდრი მალხაზ ბერიძე, რომელმაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით ნანგრევების ადგილას ააშენა შედარებით მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სადაც ძველი ტაძრიდან შემორჩენილი ქვებია გამოყენებული, 2009 წლის ზაფხულში აქ გაიხსნა მამათა მონასტერი, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს ( გიორგობას ), მეუფე იობმა ტაძარი წმიდა გიორგის სახელზე აკურთხა. მონასტერი სქემიღუმენი სვიმეონის (ცაკაშვილი), ახლა უკვე მეუფე სვიმეონის წინამძღვრობის პერიოდში აღორძინდა. მონასტრის წინამძღვარია მღვდელომონაზონი ზაქარია (ბაქრაძე). მალე დასრულდება წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობაც.

ბეჭდვაელფოსტა
25.11. 2016
ანა
წყარო რომ მიუთითოთ ინფორმაციისა თუ არის შესაძლებელი?? განსაკუთრებით ძეგლის დათარიღებისა მაინტერესებს
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat