ნიკორწმინდის 1000 წლისთავი წარმოაჩენს თითოეული ჩვენთაგანის სულისკვეთებას საკუთარი კუთხის განვითარების მიმართ
30.07.2015
ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის,მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით, 1 აგვისტოს, 18 საათზე გაიმართება ნიკორწმინდის "მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი",
რომლის გახსნის პატივი წილად ერგო პოეტსა და მეცნიერ ბადრი სულაძეს, რომელმაც თავისი ცხოვრება რაჭის მატერიალური და სულიერი კულტურის კვლევას, გუდასტვირის ტრადიციას,გუდასტვირის დამკვიდრებას და მესტვირული პოეზიის ჩამოყალიბებას მიუძღვნა. ასევე, "რაჭის მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტების" კვლევას. ბატონი ბადრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რაჭული კილოკავისა და მეტყველებითი დიალექტის უნიკალური, მივიწყებული ნიმუშების წარმოჩენას და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პოეტები, სახალხო მთქმელები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. საზოგადო და სასულიერო მოღვაწენი. დასწრება თავისუფალია.. ნიკორწმინდის 1000 წლისთავი წარმოაჩენს თითოეული ჩვენთაგანის სულისკვეთებას საკუთარი კუთხის განვითარების მიმართ.