უფლის ტაძარი თავად უფალმა ააშენა
უფლის ტაძარი თავად უფალმა ააშენა
კეთილი საქმეების მკეთებლის ცხოვრება მუდამ წინააღმდეგობებითაა აღსავსე. წმინდა მამების რჩევით, ასეთ დროს განსაკუთრებული სასოებაა აუცილებელი და გაძლიერებულად უნდა ვევედრებოდეთ უფალს შემწეობას. თუკი უფალს სიტყვასთან ერთად საქმითაც ვადიდებთ, უფალს სათნოვეყოფით და ძედ ღმრთისად ვიწოდებით.

მინდა გიამბოთ ერთ ჭეშმარიტად მორწმუნე და ღვთისმოსავ ოჯახზე, რომლის ცხოვრება მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებაზეა დამყარებული, სხვისი სატკივარი თავისად რომ მიაჩნიათ და გაჭირვებული მოყვასისთვის არაფერს იშურებენ. თანამედროვე ყოფაში მართლაც ძნელად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც საკუთარ გულისწუხილს გაუზიარებ, გულდასმით მოგისმენენ და დახმარების ხელსაც უშურველად გამოგიწვდიან.

რამდენიმე წლის წინ ბორჯომის ეპარქიაში, მეუფე სერაფიმესთან სტუმრობისას გავიცანი ეს ოჯახი. დრო გადიოდა და მათი გაკეთებული კეთილი საქმეებიც მატულობდა. როცა "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე, ხათრი ვეღარ გამიტეხეს და სასაუბროდ ოჯახში მიმიწვიეს. ოჯახის უფროსმა, ბატონმა დავით გელაშვილმა ნამდვილქართულად მიმასპინძლა. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა უხერხულია, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ღვთის ნებით ხდებაო.

- კეთილი საქმეების კეთების, თუნდაც ტაძრის აგების სურვილი დიდი განსაცდელების შემდეგ მოვიდა. პირველად ჩემს სოფელ ყვიბისში სამედიცინო დაწესებულების აშენების სურვილი გამიჩნდა. უფლის წყალობით, დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკური კურნების მისაღებად იქ მიდის. შემდეგ, როცა საშუალება მომეცა, IX-X საუკუნეების პეტრე-პავლესა და მთავარანგელოზის (ორი სახელით იხსენიება) სახელობის ტაძარი აღვადგინე. ის დღეს უკვე მოქმედი და მოხატულია. ასევე აღდგა და მოიხატა რამდენიმე ეკლესია. შემდეგ, უფლის წყალობით, დავიწყე ფიქრი ტაძრის აგებაზე. მეუფე სერაფიმემ მითხრა, - ხომ იცი, ტაძრის მაშენებელს განსაკუთრებული ბრძოლები აქვს და კარგად იფიქრეო. წაღვერში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კურთხევაზე, უწმინდესი ბრძანდებოდა. მეუფემ აჩვენა ის ადგილი, სადაც ტაძარი უნდა აშენებულიყო. უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მომცა და მკითხა, - რამდენ ხანში ააშენებო. ამის გაგონებაზე, ცოტა არ იყოს, დავიბენი და - დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში-მეთქი. რეკორდულ დროში, ხუთ თვეში აშენდა ტაძარი.

- ბატონო დავით, როგორ შეარჩიეთ ტაძრისთვის ადგილი?

- ადრე აქ შუშის ქარხანა იყო. მისი ერთ-ერთი მოწილის, ვახტანგ შენგელიას დახმარებით, ტაძრის ასაშენებლად ადგილი დაგვითმეს. მშენებლობაში ძალიან დაგვეხმარა ამჟამინდელი დეპუტატი გიორგი ტალახაძე, ასევე, მალხაზ კაპანაძე და უამრავი ადამიანი. დიდი მადლობა მათ... მართლაც საოცარი ადგილია. ტაძარს მდინარე გუჯარულა ჩამოუდის. აშენდა სენაკები, სამრეკლო. არქიტექტორია რეზო ჯანაშია. უფლის ტაძარი თავად უფალმა ააშენა. მადლობა ღმერთს, რომ მისი აგება მე დამეკისრა.

- წმინდა დავით აღმაშენებლის მიმართ განსაკუთრებული სასოება გაქვთ?

- მეუფის ლოცვა-კურთხევით, წილი ვყარეთ - წმინდა დავით აღმაშენებლის სახელი ამოვიდა. თანაც ბორჯომში ამ წმინდანის სახელობის ტაძარი არ გვქონდა. ტაძრის შესასვლელში, კარების თავზე, წმინდა დავითის ჩუქურთმაა ამოტვიფრული, რომელიც გივიკო გელაშვილის ფინანსური დახმარებით გაკეთდა. უფლის სალოცავი ეკლარის და ტუფის ქვით დამშვენდა. ზარები საქართველოში ბრინჯაოს მასალისგან ჩამოვასხით. ტაძარი დიდი გალავნითაა შემოზღუდული. ვფიქრობთ, ტაძართან დავაარსოთ სამრევლო სკოლა, სადაც მორწმუნეები შეისწავლიან სხვადასხვა ხელსაქმეს.

ტაძარი საკურთხებლად გამზადებულია. აგვისტოს მოვლენებმა შეგვიშალა ხელი, რის გამოც მისი უწმინდესობა და ალექსანდრიის პატრიარქის ჩამობრძანება ბორჯომში ვერ მოხერხდა. უწმინდესი შეგვპირდა ბორჯომში ჩამოსვლას და ჩვენც გულმოდგინეთ ველოდებით ამ დღეს.

- ცხადია, ეკლესიურად ცხოვრობთ...

- დაახლოებით ათი წელია, რაც ტიმოთესუბანში დავდივარ. მონასტრის წინამძღვარი, მამა იერომიელი ჩემი სულიერი მოძღვარია. მისი ლოცვა-კურთხევით ვცდილობ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებას. საქართველოს ეკლესიას ჰყავს მადლიანი მამები. თუ ასეთ ადამიანებს დაუჯერებს ხელისუფლება, ქვეყანა გაძლიერდება.

ტაძარში სიარულმა, ეკლესიურმა ცხოვრებამ განსაკუთრებული სიყვარული შემძინა ოჯახის წევრების, მეუღლის მიმართ. რომ არა ჩემი ოჯახის წევრები, ალბათ ვერ შევძლებდი სიკეთის კეთებას. ეკლესიურობამ მასწავლა ამქვეყნად მზადება იმქვეყნიურობისთვის, ამავე დროს, მოთმინება, თავმდაბლობა და ყველაფერი, რასაც ჩემი სულისთვის სიმშვიდე მოაქვს.

საუბარში ბატონი დავითის მეუღლე, ქალბატონი მაია შემოგვიერთდა:

- მადლობა უფალს, რომ კეთილი საქმის კეთებას ვახერხებთ. როცა დავითმა ტაძრის აშენების სურვილი გამანდო, მაშინ სადგერის დედათა მონასტერში ვიყავი სტუმრად. სიხარულს ვერ ვმალავდი. რაც უფრო მეტი ეკლესია-მონასტერი იქნება, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხი, თანაც ბერ-მონაზვნების ლოცვა შეგვეწევა. დილა-საღამოს ლოცვებში მუდამ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ვავედრებ ღმერთს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

ახლო ურთიერთობა მაქვს სადგერის მონასტრის დედებთან. მათთან ერთად ვლოცულობ, ვსაუბრობ. ორი სქემმონაზონი გვყავს მონასტერში. ისეთ სითბოს ვნახულობ მათთან ურთიერთობისას, რომ ერში წამოსვლა არც მინდა ხოლმე. ღვთის წყალობით, ყველანაირად ვცდილობ, ადამიანებს გაჭირვება შევუმსუბუქო.

ვლოცულობ, როცა წარვდგები ღვთის სამსჯავროზე, იქნებ პატარა ადგილი მეც დავიმკვიდრო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat