მოგონებები
მოგონებები
ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო?
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
საუკუნო სიხარულის საწინდარი

ერთ-ერთი პირველი ტაძარი, რომელსაც ახალგაზრდობისას მოვინახულებდი ხოლმე, გახლდათ წმინდა სამების ტაძარი, თბილისის ცენტრში, ერთ პატარა შესახვევში . ეს მყუდრო ადგილი ორ მდინარეს შორის მოქცეულ კუნძულს მოგაგონებთ.

წმინდა სამების ტაძარი XVIII საუკუნის ბოლოს არის აშენებული, საქართველოს უკანასკნელ მეფეთა ზეობის ჟამს. მისი ქტიტორი და ამშენებელი გახლდათ ქართველი დიდებული, სახელად პეტრე, რომელიც მეფე ერეკლეს ჯარში მსახურობდა. ის სახელმწიფო საზღვარს იცავდა და მუდამ ბრძოლის ველზე ტრიალებდა.

იმ დროს ლეკთა თარეში აღონებდა ქვეყანას. ლეკები ღამით, პატარ-პატარა ჯგუფებად შემოჰყვებოდნენ მთის ბილიკებს და დათქმულ ადგილას შეიკრიბებოდნენ, მერე თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იტაცებდნენ მათ და მონათა ბაზარზე ყიდდნენ. "გადასატვირთ პუნქტს" ახალციხის საფაშო წარმოადგენდა, რომელსაც მართავდა ფაშა, ნაცვალი თურქეთის სულთნისა, მსგავსად რომაელი პროკურატორისა. აქედან ტყვეები სტამბოლში, ბაღდადსა და აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში გადაჰყავდათ. ლეკები უსაფრდებოდნენ მინდორში მომუშავე გლეხებს, ვაჭრებს, მგზავრებს. ხშირად რამდენიმე ბანდა დიდ რაზმად შეერთდებოდა და სოფლებს ალყაში აქცევდა, ძარცვავდნენ, მოსახლეობაც ტყვედ მიჰყავდათ. თუ ადრე კავკასიის მთები ციხესიმაგრის კედლებივით ქართველებს ხაზარებისა და სკვითებისგან იცავდა, ახლა საქართველოს თავზე შეყრილ საავდრო ღრუბელს ჰგავდა. უღრანი ტყე, რომელიც ოდესღაც თბილისს გარს ერტყა და ქალაქს აყვავებულ ოაზისს ანდა უზარმაზარ ზურმუხტის თასს ამსგავსებდა, შემდგომ ქართველი მეფეების ბრძანებით გაიჩეხა, რათა იქ ლეკთა ბანდები არ დამალულიყვნენ. მესაზღვრეთა რაზმები ომის დროს ბრძოლის ველზე წინა რიგებში იდგნენ. ოღონდ აქ ფრონტის ხაზი არ გადიოდა და არც ბრძოლის დაწყებას აცხადებდა ვინმე. დღისა და ღამის განმავლობაში ყოველ წუთს შეიძლებოდა მტრის მოახლოების სიგნალი მოსმოდათ და ისინიც პირველ დარტყმებს იგერიებდნენ. ეს რაზმი სამშობლოს დამცველი ცოცხალი კედელი იყო. ისინი მტერს კვალში უდგებოდნენ, რათა მათთვის ტყვეები და ნაყაჩაღარი წაერთმიათ.

სამების ტაძრის ამშენებელი ანდერძში წერს, ბრძოლებში ასზე მეტი კაცი მყავს მოკლული. თუმცა ჩემს ვალს აღვასრულებდი, მაინც კაცის სისხლი მაქვს დაღვრილი და ამიტომ ჩემი ხარჯით ეკლესია ავაშენე ჩემი და ჩემი შვილების სულის საოხადო.

წმინდა სამების ტაძარი მომცროა, მაგრამ ნათელი და მყუდრო. იქ თავისი სამრევლო ჩამოყალიბდა, თემის მსგავსი. ეს იყო დევნის ჟამს, როცა ეკლესიას სიცრუით, ცილისწამებით, თვალთვალით ებრძოდნენ. ვინც ტაძარში დადიოდა, უმაღლესი სასწავლებლიდან რიცხავდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, მათთვის დაკეტილი იყო სამსახურებრივი წინსვლის გზა. ამავე დროს, ეს დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი ეკლესიისთვის იყო ერთგვარი ფილტრი, რომელშიც ილექებოდნენ ცრუ ქრისტიანები. ტაძარში მრევლი ცოტა იყო, მაგრამ ოჯახის წევრებივით უყვარდათ ერთმანეთი. ისინი ერთმანეთის სულიერ ნათესავებად გრძნობდნენ თავს - ასე ახლოვდებიან მღელვარე ზღვაში მოდრეიფე ხომალდზე მყოფი ადამიანები. მაშინ ძნელი იყო "სახარებისა" და "ლოცვანის" შოვნა. ბევრი ამ წმინდა წიგნებს ხელით გადაწერდა. ბიბლიის შეძენა უდიდეს ბედნიერებად ითვლებოდა. მახსოვს, ერთმა კაცმა გადაწერილი რამდენიმე რვეული მაჩუქა - ოთხთავი ქართულად. იოანეს სახარება არ იყო დასრულებული. მითხრა, ჩემი ცოლი კიბოთი იყო ავად. საშინელი ტანჯვისას სახარებას გადაწერდა და ამაში პოვებდა შვებასა და სიხარულს. მშვიდად, ლოცვაში გარდაიცვალა. სიკვდილმა შრომა შეაწყვეტინა, იოანესაგან სახარების ბოლო თავებიღა დარჩა გადასაწერიო. იმ საშინელ წლებს მაინც ვიხსენებ, როგორც ნათელსა და ძვირფასს.

მახსოვს ის დრო, როცა ძველი მონასტრებისკენ აბალახებული ბილიკები მიდიოდა, როცა სიწმინდეები მოწამეთა სისხლით და მლოცველთა ცრემლით იყო განბანილი და ნახევრადშიშველი ტურისტები არ დადიოდნენ. მაშინ საქართველოს სიწმინდეები უმანკო და კეთილგონიერ ქალწულს ჰგავდა, ღარიბულად მოსილს, ამა სოფლისათვის სახეს რიდეთი რომ იმალავს.

მახსოვს, მთებში ჩამალული ძველი ეკლესიების ნანგრევები, სადაც თვით მყუდროება იმათი ლოცვით იყო განმსჭვალული, ვინც აქ ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა. უდაბნოს ეს წმინდა ქვები უფრო ძვირფასია, ვიდრე ოქროს სამკაული.

KARIBCHEწმინდა სამების წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე, რომელიც მქადაგებლობის ნიჭით გამოირჩეოდა. მას ყაზანის სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ სამღვდელო ხარისხი არ მიიღო და ქუთაისში მასწავლებლად მუშაობდა. 40-იან წლებში სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან უარი თქვა ანტირელიგიურ პროპაგანდაზე. იხსენებდა, როგორ გამოიძახეს რაიკომში და უთხრეს: - მელქი, სიტყვის თქმა და წერაც შეგიძლია, ჩვენ პატივს გცემთ. ამბობენ, რომ ღმერთი გწამს, ამიტომაც გაზეთებში რელიგია უნდა ამხილო, ამით სახელსაც აღიდგენ... თუ არა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. ხელიძეს უთქვამს: - ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო? მე დონ კიხოტი არა ვარ, ასე მოვიქცეო.

მალე ხელიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და განათლების სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. სხვაგან სადაც კი ფეხი შედგა, რამდენიმე კვირაში უმიზეზოდ აგდებდნენ. ძალიან გაუჭირდა. დიდმოხელე ძმას მისი დანახვაც არ უნდოდა. შვილი შიმშილით მოუკვდა. ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. ომის შემდგომ, 40-იან წლებში, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზა.

როცა ის ქადაგებას იწყებდა, ტაძარში სიჩუმე ისადგურებდა, მრევლი სუნთქვაშეკრული უსმენდა. მამა მელქისედეკი ქართულ და რუსულ ენებზე ქადაგებდა. თუმცა მისი ქადაგებები დონით აკადემიური წრისთვის იყო განკუთვნილი, ის უბრალო ხალხსაც საუცხოოდ ესმოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძლიერი სიტყვა ერთნაირად შეძრავს ყველა წრის კაცთა გულებს, რამეთუ სილამაზის გრძნობა დამახასიათებელი თვისებაა თვითონ ადამიანის სულისა.

შემდგომში, როცა დეკანოზი მელქისედეკი ბოდბის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი იყო, მე იქ ერთხანს მეორე მღვდლად ვმსახურობდი.

ერთხელ მამა მელქისედეკს ნაცნობი მოუყვანეს, კაცი თითქმის ბრმა იყო. თავის დროზე ქუთაისის მილიციის უფროსი ყოფილიყო და ხელიძეს და მის ოჯახს დევნიდა. ფანატიკური ბოროტებით ექცეოდა რელიგიას. 50-იან წლებში რაღაც დანაშაულის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მანაც, ისევე, როგორც თავის დროზე ხელიძემ, სამუშაო ვერ იშოვა. მერე კი ძეგლთა დაცვის კომიტეტის საშუალებით დარაჯად მოეწყო ზედაზნის მონასტერში და იმით ერთობოდა, რომ სტალინის პორტრეტი ხატის ადგილას დაკიდა და როცა ხალხი მის სადარაჯო ოთახში შედიოდა, ჯვარს "ხალხის ბელადის" პორტრეტის წინ ისახავდა. ეს ძალიან ამხიარულებდა მას და ეუბნებოდა: - ახლა ქრისტიანები კი არა, სტალინელები ხართო.

ერთხელ ზედაზნის მონასტერში ნათლიმამასთან ერთად ვიყავი ასული. მან როცა ხატის ჩარჩოში ჩასმული სტალინის პორტრეტი დაინახა, ოთახიდან გამოვიდა, გადააფურთხა და თქვა: "დაწერილია, რომ წმინდა ადგილას საძაგელი იგი მოოხრებისაი იქნება". გავიდა ხანი და ახლა ამ ნახევრად ბრმა ბერიკაცს თავისი "იდეური მტრის", დეკანოზ მელქისედეკ ხელიძის ნახვა მოუნდა. მან იცნო, შინაურივით გადაეხვია და შინ შეიპატიჟა. ისინი დიდხანს საუბრობდნენ. მამა მელქისედეკს ჩემთვის საუბრის შინაარსი არ მოუყოლია, გადაკვრით მითხრა, - ძველი დრო გავიხსენეთო.

ეს ავადმყოფი კუზიანი მონაზონი ბედნიერი იყო
ერთხანობა სამების ტაძარში სანთელს ყიდდა მონაზონი ეფემია, მიტროპოლიტ რომანოზის (პეტრიაშვილი) ნათესავი. დაბადებიდან კუზიანი იყო. როცა სასანთლე მაგიდასთან ჯდებოდა, თითქოს კუზი თავს ზემოთ ჰქონდა წამოწეული. კარიბჭიდან საკურთხევლამდე მღვდლის დასაძახებლად მიდიოდა მოკაკული, საშინლად კოჭლობდა, გეგონებოდა, მთის ციცაბო ფერდობზე მიდისო. კუზის გამო თავი მხრებში ჩამძვრალი ჰქონდა. მისი შემხედვარე კაცი იტყოდა: "რა უბედური ადამიანია, რისთვის მიეცა სიცოცხლე, ანდა თვითონ როგორ ურიგდება ასეთ ხვედრს, რა სიმწარეს განიცდის ალბათ, როცა მოთამაშე ბავშვებს ხედავს, თვითონ ხომ ბავშვობიდან ჩამოშორებული იყო თანატოლებს. როგორ უნდა უმძიმდეს, როცა ეკლესიაში შიშნარევი თანაგრძნობით უცქერენო".

სახარებაში წერია: ერთხელ მოწაფეებმა უფალს ჰკითხეს, - "ვინ ცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა?" უფალმა უპასუხა, - "არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა" (იოანე 9,1-3). უფალმა სასწაული აღასრულა - ბრმად შობილს თვალი აეხილა. მე კი მეჩვენებოდა, რომ თვალნი ჩემნი სასწაულს ხედავდნენ: ეს ავადმყოფი კუზიანი მონაზონი ბედნიერი იყო, სიხარულით უბრწყინავდა სახე, ბავშვივით უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა თვალები, არ ფიქრობდა, ანდა ივიწყებდა თავის სნეულებას. საოცრად მიმნდობი იყო. ბავშვობაში გამიგია, კუზიანები ბოროტები და მზაკვრები არიან, ხალხს სჯიან თავიანთი სიმახინჯის გამოო. მაგრამ მათ შორის არიან ადამიანები, სიმდაბლითა და სიკეთით გამორჩეულნი, ეს სათნოებები თავიანთი სნეულების ცეცხლს გამოატარეს, ანდა როგორც თვალი პატიოსანი, სასმისის ფსკერზე იპოვეს მწარე სასმლის შესმის შემდეგ.

როცა ტაძარში არავინ იყო, იჯდა თავისთვის კუთხეში და ჩუმად კითხულობდა ლოცვანს ან ფსალმუნებს. ბრმადშობილი უფალს ტაძრის კარიბჭესთან შეხვდა. თვალნი აეხილა, მუხლი მოუდრიკა უფალს და მაცხოვარი ხმამაღლა ადიდა. მონაზონმა ეფემიამ უფალი ტაძარში იპოვა, სადაც ის თავის მორჩილებას აღასრულებდა. ეტყობოდა, რომ ყოველთვის ღმერთთან იყო, გულში განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს და მადლობდა ყველაფრისთვის.

უფალმა სასწაული მოახდინა: მან არ განკურნა მონაზონი ეფემია, ისე როგორც განკურნა სინაგოგაში კუზიანი დედაკაცი და ტაძრის კარიბჭესთან მოწყალების მთხოვნელი ბრმადშობილი, მაგრამ სულიერი სიხარული მისცა - განაბრწყინა მადლის უხილავი ნათლით, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანის სული, სამშვინველი და სხეული, როგორც ყოფიერების სისავსეს და მომასწავებელს საუკუნო სიცოცხლისა. ამით არანაკლებ განდიდდება სარწმუნოება და ვხედავთ არანაკლებ მოწყალებას ღვთისას, ვიდრე იქნებოდა მაშინ, უფალს საშინელი სნეულებისგან რომ განეკურნა ეფემია. მონაზონ ეფემიას შემხედვარე, როცა ის წიგნს დასცქეროდა ანდა ოდნავ შესამჩნევი, ბავშვურად მიმნდობი ღიმილით მრევლის წევრებს სანთელს აძლევდა, მიხვდებოდი, თუ რატომ განიცდიდნენ სიხარულს ქრისტიანები ციხეებსა და გადასახლებებში, რატომ იყო მათთვის დიდი ბედნიერება, ვნებულიყვნენ ქრისტეს სახელისთვის.

სამყარო მშვენიერებისკენ ისწრაფვის. მაგრამ ადამიანი მას გარეგნულ საგნებში ეძებს: სიმდიდრეში, რომელიც მერე მასვე იმონებს, ხორციელ სილამაზეში, რომელიც წარმავალია და სახეზე ნაოჭებს ტოვებს, როგორც წლების ნაიარევს, დიდ თანამდებობასა და ერისკაცულ განდიდებაში, რომელიც ადამიანის გარშემო უფრო მეტად შურიანებსა და უკეთურებს შემოკრებს, თითქოს იმ ბილიკს მიუყვება, სადაც ლოდებქვეშ გველები იმალებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ბედნიერებას ამ ცხოვრებაში ეძებს, ის ნელ-ნელა ქრება, როგორც ჩაღვენთილი სანთელი, სული კი ცარიელი რჩება, თუ არ ჩავთვლით მასში დარჩენილ სიმწარესა და იმედის გაცრუებას.

KARIBCHEტაძრის კუთხეში მჯდარ მონაზონს კი სულში ჰქონდა ის, რაც სოფელმა დაკარგა - საწინდარი საუკუნო სიცოცხლისა და საკვირველი მშვენიერება მისტიკური ნათლისა, რომელმაც, როგორც სინათლის სხივმა, გაიბრწყინა თაბორზე, გაკვეთა საუკუნეები, იპოვა გული ეფემიასი და მასში განისვენა.

რა დაემართებოდა მას, ქრისტიანული სარწმუნოება რომ არ ჰქონოდა? - ამ სამყაროსგან გარიყული იქნებოდა, ახლობლებს შერცხვებოდათ მისი გამოჩენა. მრავალ ხალხში კუზიანის დაბადებას წყევად მიიჩნევდნენ, ზოგიერთი დედა იმასაც ამბობს: "რომ მცოდნოდა, ასეთი მახინჯი მეყოლებოდა, მუცელში მოვკლავდიო". მეცნიერებასა და ხელოვნებასაც კი არ შეეძლო ასეთი ადამიანისთვის ბედნიერება მიეცა, უკეთეს შემთხვევაში, სწავლა და სამსახური სულის მოსათქმელი იქნებოდა მისთვის. ქუჩაში კუზიანს არა მარტო ცნობისმოყვარეობით უცქერენ, არამედ დაფარული შიშითაც. ასეთნი პირქუშნი და ყველაზე გაბოროტებულნი არიან. მხოლოდ რწმენას შეუძლია მოახდინოს სასწაული. ადამიანმა კი, რომელსაც დამამდაბლებელი სიბრალულით უცქერენ, თავის სულში იცის, რომ ბედნიერია იმათზე, ვისაც ამა სოფლის ქარბორბალა აბრუნებს. ვგრძნობდი, რომ მონაზონი ეფემია თავის ხვედრს სხვისაზე არ გაცვლიდა.

ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს დედამიწაზე მკვდრები საყოველთაოდ აღდგებიან. მაშინ ადამიანი სულის მსგავსი სხეულით აღდგება, მაშინ ცოდვილთა სხეული ცოდვებივით მახინჯი იქნება, ცხონებულთა სხეულს კი ანგელოზებრივი სახე ექნება.

მართლმადიდებლობა ღვთისმიმსგავსების რელიგიაა. მისი მისტიკური ცხოვრება - სულიწმინდის მოპოვებაა; მისი შინაგანი მტკიცებულება - ინტუიციური შეღწევაა სულიერ სამყაროში და სულის საიდუმლო შეხვედრაა ღმერთთან; გარეგნული მტკიცებულება - მადლშემოსილი ადამიანები არიან, რომლებიც ასხივებენ როგორც უხილავ, იმავ დროს ხილულ ნათელსაც.

გავიდა ოცი წელი. მე იმ ეპარქიაში ვმსახურობდი, რომლის მღვდელმთავარიც გახლდათ მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი). ის ძალზე თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი იყო, ურთიერთობისას უბრალო გახლდათ და ხშირად გვიყვებოდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან. ერთხელ ვკითხე, როგორი მოღვაწეები ეხილა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე - რევოლუციამდელ საქართველოში ხომ ბევრი მონასტერი და სკიტი იყო. მიპასუხა: "მოსაგრენი ჩვენს გვერდით არიან. თუ გახსოვს ჩემი ნათესავი, სამების ტაძრის მესანთლე მონაზონი ეფემია? მას ანგელოზის სული ჰქონდა". ეს ისეთი გრძნობით თქვა, თითქოს ერთ საწყალ, სნეულებით შებოჭილ მონაზონზე კი არა, გმირ დედაკაცზე ლაპარაკობდა, რომელიც სამყაროს მისმა ოჯახმა მისცა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat