ბევრეთის წმინდა თეკლას სავანე - ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანე - ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს


სოფელი ბევრეთი დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს.

ჩვენს თანამედროვეობაში ამ სოფელმა სახელი მას შემდეგ გაითქვა რაც აქ წმინდა თეკლას სავანე დაფუძნდა. ბერ-მონაზვნების ლოცვამ აქაურობოას მეტი მადლი მოჰფინა. წმინდა თეკლას სავანეში მართლაც საოცრება ვიხილეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ მსგავსი სულიერების კერა ჩვენს ქვეყანაში იშვიათად თუ მინახავს. მონასტრის მოძღვარმა იღუმენმა იოანემ (ჩაჩიბაია) გულთბილად გვიმასპინძლა, სულიერად და ხორციელად დაგვაპურა.

უწმინდესის მწყემსმთავრობის დროს საქართველოს სამოციქულო ეკლსიას წმინდა თეკლას დედათა სავანის სახით კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა. სავანეს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიას (დღეს უკვე იღუმენი იოანეს) მრევლიდან მონაზვნობის მტკიცე სურვილი გამოთქვა. მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ, რაც გამოწვეული იყო საერთო მიზნისკენ სწრაფვით. მოძღვრისადმი დიდი ნდობისა და სიყვარულის გამო არ ისურვეს მასთან განშორება და გადაწყვიტეს, თავიანთი სავანე დაეარსებინათ წმინდა პირველმოწამე თეკლას სახელზე (მისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო).

KARIBCHE

უწმინდესმა აკურთხა მათი განზრახვა და დაიწყეს სავანისათვის შესაფერისი ადგილის ძიება. ადგილის შერჩევა გაჭიანურდა და ამიტომ ისევ უწმინდესის კურთხევით მონასტრული ცხოვრება თბილისში ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლსიასთან არსებულ ძველ შენობაში წამოიწყეს. თბილისში ცხოვრებამ ორ-ნახევარ წელიწადს გასტანა. ეძებდნენ ადგილს, საერო შფოთისაგან განშორებულს, რის გამოც არ ისურვეს ძველ ნამონასტრალზე დასახლება, სადაც გარდაუვალი იქნებოდა შეხება სხვადასხვა მიზნით მოსულ ადამიანებთან, რომლებიც ვერ ეგუებიან სხვათა დასახლებას და თავისი უფლების შეზღუდვას იმ ადგილზე, რომელსაც მამაპაპისეულ მემკვიდრეობად მიიჩნევენ.

KARIBCHE

სწორედ ამიტომ შეიძინეს ნაკვეთი სახლითა და დამხმარე ნაგებობებით სოფელ ბევრეთში. თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ეს მშვენიერი ადგილი მდებარეიბს მთებში, ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, გამოირჩევა მეტად მკაცრი კლიმატით.

KARIBCHE KARIBCHE

1998 წელს დაიწყო სავანის საცხოვრებლი ნაგებობის მშენებლობა მამა იოანეს და მისი მრევლის ხელით. მშენებლობა სხვადახვა დროს სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობდა იმის შესაბამისად, თუ როგორ ეხმარებოდნენ სამშენებლო მასალით თუ ფულადი შემოწირულობებით. მკაცრი კლიმატის გამო სამშენებლო სეზონი მოკლეა, საცხოვრებლის მშენებლობა შვიდი წელი გაგრძელდა. სავანეში დღესაც გრძელდება სხვადასახვა სამონასტრო საჭიროებებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.

სამოანსტრო ადგილის პოვნისთანავე დები საცხოვრებლად გადავიდნენ. ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს (წმინდა თეკლა ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა). სავანის სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ეკლესია. უწმინდესმა მამა იოანეს კურთხევა მისცა, აეშენებინა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ძიების შემდეგ სავანის ადგილის პოვნა სწორედ ღვთისმშობლის მეოხების შედეგი იყო. მაგრამ უსახსრობის გამო ეკლესიის მშენებლობა საცხოვრებელი შენობის მსგავსად გაჭიანურდებოდა. საცხოვრებელი შენობის დასრულება კი აუცილებელი იყო, რადგან სხვაგვარად დებს ხანგრძლივად მოუწევდათ ცხოვრება მეტად მძიმე პირობებში. ამიტომ უწმინდესმა მათ კურთხევა მისცა, მანსარდაში მოეწყოთ პატარა ეკლესია წმინდა იოანე ოქროპირის სახელზე. პირველი ლიტურგია აღესრულა 1997 წლის 12 (25) ივლისს ათონელ ქართველ წმინდა მამათა - იოანესა და გაბრიელის ხსენების დღეს.

KARIBCHE

სავანის საცხოვრებელი შენობა იკურთხა 2004 წლის 14 (27) ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების მეორე დღეს. მონასტერს განაგებს კეთილმოწესე, რომლის სრულ მორჩილებაშიც იმყოფებიან დები. სავანე მისდევს მონასტრული ცხოვრების ზოგადსაცხოვრებულთა (კინოვიურ) წესს.
სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება, და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი - მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება. სავანეს აქვს ხატწერის სახელოსნო.
ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა ხატწერა და საგამომცემლო საქმე. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა. ძველ ხელნაწერთა მიხედვით სწორდება საღვთისმეტყველო წიგნები. სავანეში არის ფურნე, აცხობენ პურს აღდგომის სასწაულებრივი საფუარით.
საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან აქ გამოყენებულია სხვადასხვა პერიოდისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დეტალები (რაც დაკვირვებული თვალისა და არქიტექტურაში თუნდაც მცირედ გათვიცნობიერებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება).

KARIBCHE

ასევე გათვალისწინებულია ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიის და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტით და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისია.

სავანის საღვთისმსახურო ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისგან. ყოველდღიურად აღესრულება პარაკლისი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. სავანე ლოცულობს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ყოველი მართლმადიდებელი სულისთვის, მართლმადიდებლობით შესვენებულთათვის, საკუთარი სამშობლოსათვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის.
გთხოვთ შეეწიოთ წმინდა თეკლას სავანეს.

დახმარების მსურველთ შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშზე:
"საქართველოს პროკრედიტ ბანკის" ცენტრალური ფილიალი N 360101011307268

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler