მცხეთის ჯვრის მონასტერს 1400 წელი უსრულდება
მცხეთის ჯვრის მონასტერს 1400 წელი უსრულდება
მცხეთის ჯვრის მონასტერი ისეთ ადგილზეა აღმართული, რომ შეუძლებელია კაცის თვალს შეუმჩნეველი დარჩეს. ამ ვეებერთელა სიმაღლიდან ხელისგულივით მოჩანს წმინდა ქალაქი მცხეთა. იქ ასულს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს უფრო მეტად უახლოვდები გამჩენ ღმერთს და ამ მადლიანი ადგილიდან გულში ნათქვამ ვედრებას უფალი უკეთ შეისმენს. მნიშვნელოვანია, რომ ჯვრის მონასტრის აგებიდან 1400 წელი სრულდება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეთიც ამცნო საზოგადოებას. "წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს - მცხეთის ჯვრის მონასტერს 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება", - ვკითხულობთ ეპისტოლეში.

ჯვრის მონასტრის მოსალოცად უამრავი ადამიანი მიდის, მაგრამ მათგან ცოტამ თუ იცის მისი უნიკალურობა და წარსული.

"ქართლის ცხოვრებიდან" ვგებულობთ: "აღვედით კლდესა მას ზედა და დასდვა ხელი წმიდამან ნინო ერთსა ქვასა... და მუნ აღმართეს ჯუარი იგი დიდებით მეფეთა..."

ეს მოხდა IV საუკუნის დასაწყისში, მირიანის მეფობის დროს. მაშინ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი ჯერ არ ყოფილა აგებული. ჯვარი აღმართული იყო მთის კონცხზე, ისევე, როგორც გოლგოთაზე - იერუსალიმში. ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე მოგვითხრობს, რომ იმპერატორმა კონსტანტინემ და დედოფალმა ელენემ იერუსალიმში მიაკვლიეს იმ ჯვარს, რომელზეც ქრისტე აწამეს. მისი დიდი ნაწილი კონსტანტინოპოლში წაიღეს, მცირედი კი იერუსალიმში დარჩა და აღდგომის ტაძარში ვერცხლით მოჭედილ კიდობანში მოათავსეს. ხოლო ძველი ჯვრის ადგილას ჯვარი აღმართეს. ასეთივე ჯვარი იდგა მცხეთაში. ეს ჯვარი ტაძრის აგების დროს შიგ მოექცა. მის გუმბათქვეშ ჯვრის ძველი კვარცხლბეკია დარჩენილი.

VI საუკუნეში გუარამ ერისმთავარი იწყებს ტაძრის მშენებლობას. "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს: "იწყო შენებად ეკლესიისა ჯვარისა პატიოსნისა და აქამომდე ჯვარი ველსა ზედა იდო და განასრულა წელთა ...მდის ოდენ". ანუ ნახევრამდე აღაშენა ტაძარი. ხოლო VI ს-ის ბოლოს ტაძრის მშენებლობას განაგრძობს გუარამ ერისმთავრის ძე სტეფანოზ I (586-604). ჯვრის ტაძარი არაბების შემოსევას ვერ გადაურჩა. "დაწვეს ჯვარი მცხეთისაი". მოგვიანებით, XIV საუკუნის ბოლოს, მეფე ალექსანდრე I-ის და მისი ბებიის, რუსას მოღვაწეობის დროს კვლავ განუახლებიათ. 1893 წელს ტაძარი ხელახლა გადახურეს კიდეც. ამ დროს მკვეთრად შეცვალეს მსახურება. შესაძლოა, ჯვრის ტაძარს მონასტერი ამ დროიდან შეარქვეს. მაშინ ააშენეს ბერებმა მცირე სენაკი, რომელიც თაღით გადავლებული აკლდამის თავზე აღმოჩნდა. აკლდამაში კი კიბით ჩადიოდნენ. ჯვრის მცირე ტაძრის ქვედა სართულში ერთი აკლდამა ბერებმა საცხოვრებელ სენაკად მოაწყვეს.

ტაძრის ერთ მხარეს გამოსახული არიან ქტიტორები, რომელთა თაოსნობით და სახსრებით აშენდა მცხეთის ჯვრის ტაძარი. ცენტრშია ქრისტეს წინაშე მუხლმოყრილი ერისმთავარი სტეფანოზი, გვერდით კი მისი ძმები - დემეტრე და ადარნასე.

ასეთი წარსულის მქონე ჯვრის მონასტერი დღეს შველას ითხოვს... ატმოსფერულმა დაბინძურებამ, წვიმებმა განსაკუთრებით დააჩქარეს რელიეფის დაშლის პროცესი და ჩვენს თვალწინ დნება ტაძრის კედლები. მსოფლიო არქიტექტურულ საგანძურში შესული ჯვრის მონასტერი შარშან უცხოელმა სპეციალისტებმა მოინახულეს. კულტურის სამინისტრომ მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გამოიკვლია რელიეფის დაზიანების გამომწვევი მიზეზები. ჯვრის მონასტერი აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლად, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველმა სპეციალისტებმა დაამუშავეს პირველადი დოკუმენტაცია. აიზომა ტაძარი. ამჟამად მიმდინარეობს მისი დამუშავება. ტაძრის აღმოსავლეთ კედლის დასაცავად, სადაც გამოსახულია ერისთავების რელიეფები, აღიმართა სპეციალური შენობა. საპატრიარქოს არქიტექტურის, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის არქიტექტორ-რესტავრატორ სოსო ბანძელაძის განმარტებით, მისი გადარჩენის ერთადერთი გზა სამუზეუმო პირობების შექმნაა. აუცილებელია ტაძრის რელიეფების გამაგრება ძველი ასლების მიხედვით და მისი დახურულ სივრცეში მოქცევა. ტაძრის სახურავი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ წვიმის წყალი მთლიანად აზიანებს ტაძრის კედლებს.

- მცხეთის ჯვრის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ რესტავრატორს ვახტანგ ცინცაძეს. მისი ხელმძღვანელობით მოხდა ტაძრის დაზიანებული გუმბათის თავდაპირველი სახით აღდგენა და გამაგრება. უწმინდესის კურთხევით ღვაწლმოსილი რესტავრატორი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს. კარგი იქნება, თუ ჩვენი წინაპრების დაწყებულ კეთილ საქმეებს მომავალი თაობებიც გააგრძელებენ.

მოგეხსენებათ, ჯვრის მონასტერში მამათა მონასტერია დაფუძნებული. სენაკები ტაძრიდან საკმაოდ მოშორებულია, რაც მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ცოტა არ იყოს, ართულებს. ტაძართან ახლოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უქონლობის გამო ტაძარს სათანადო ყურადღება ვერ ექცევა. ტაძრის კედლებს დამთვალიერებლები კვლავ ჯღაბნიან, მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული. ჩვენი მემკვიდრეობა უკეთ იქნება დაცული, თუკი ტაძრის ახლოს ნაწილობრივ მაინც აღდგება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის კოშკი, სადაც შესაძლებელი იქნება სენაკების მოწყობა.

სასიხარულოა, რომ ჯვრის მონასტრის გადასარჩენად ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილის თაოსნობით მოწვეულ იქნა დამხმარე უცხოური ორგანიზაცია. შემუშავდა ერთობლივი პროექტი. პროექტის ხელმძღვანელის, სოსო ბანძელაძის თქმით, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოსთან არსებული არქიტექტურის, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან ერთად მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პირველ რიგში გადაიხურება მცირე ტაძარი, გამოიცვლება დიდი ტაძრის დაზიანებული კრამიტი. მცხეთის გამგეობის დახმარებით ტაძარი ხარაჩოებში მოექცევა და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად მის გადარჩენაში მონაწილეობას მიიღებენ მომავალი სპეციალისტებიც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler