ძამის ხეობაში მრავლად არის ტაო-კლარჯეთის მონასტრების სახელით დაფუძნებული მონასტერები. შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტერი ხეობისკენ მიმავალი გზის პირასაა.
მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა): - ჩვენი ხეობა დაკარგული საქართველოს, ტაო-კლარჯეთის ძირძველი მონასტრების სახელების განმეორებაა, მონასტერი ახალი დაფუძნებულია და მრავალი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის ეს რიგით მეხუთე მონასტერია, რომლის აღორძინებასაც ვცდილობ. გელათიდან მათხოჯის დედათა მონასტერში წამოვედი. შემდეგ ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში მდებარე უძლოურის მამათა მონასტერში ვმსახურობდი. იქიდან გადავედი სამტრედია-გურიის საზღვარზე, მაღალ მთაზე მდებარე ზანდოს მამათა მონასტერში. დღეს ძამის ხეობაში, შატბერდის მამათა მოანასტერში ვმსახურობ.
მონასტრის საძმოამ მონასტერში 16 წევრი ვცხოვრობთ. მათგან, ჩემი ჩათვლით, 6 ბერია.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. შეისმინოს და შეიწიროს ყოველივე ის, რაც თქვენს სულს გადაარჩენს, უკვდავებას მოუტანს და ხორციელ ცხოვრებას მშვენიერს გახდის.