როცა სიყვარულია ადამიანში, უკვე ღმერთია მასში დავანებული
როცა სიყვარულია ადამიანში, უკვე ღმერთია მასში დავანებული
რამდენჯერაც არ უნდა ეზიარო ბეთანიის მონასტრის მადლს, მაინც გიჩნდება სურვილი, ისევ ეახლო და მისი ყოველი კუთხე-კუნჭული თავიდან მოილოცო.

ბეთანიაში დავით გიქუაშვილთან ერთად წავედი - მას დიდი ხნის უნახავი მეგობრის, ბეთანიის მამათა მონასტრის იღუმენის, იაკობის (ბანძელაძე) ნახვა სურდა. მანამდე მცხეთაში, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენს, მამა ლუკას (ფალავანდიშვილი) გავუარეთ - ბეთანიაში წამოსასვლელად იქ გველოდებოდა.

წინამძღვრის, არქიმანდრიტ საბას (კუჭავა) ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, მონასტრამდე გზა მონასტრის წევრებს გვარიანად გაუსწორებიათ.

ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა იაკობმა სატრაპეზოში, ღუმელთან მიგვიპატიჟა. შემდეგ წმინდა მამების - გიორგის და იოანეს საფლავები მოვილოცეთ. მამა იაკობის კურთხევით, ბეთანიის მამათა საძვალის მოლოცვის ღირსიც გავხდი.

ბეთანიაში ლოცვა დილის სამ საათზე იწყება. დასვენების შემდეგ მონასტრის თითოეული წევრი პირად კანონს ასრულებს. ყველას თავისი მორჩილება აქვს. ხატების, ჯვრების, სანთლების გაკეთებასთან ერთად სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან.

მამა იაკობი ბეთანიაში კარგა ხანია მოღვაწეობს. მასთან საუბარი ყოველთვის საგულისხმოა.

- მონაზვნობა განღმრთობას ნიშნავს, ორმხრივ - ხორციელ და სულიერ სიწმინდეს, ღმერთთან თანაზიარობას. მონაზვნობა ადამიანში ღვთის სასუფევლის შეცნობა და აღმოჩენაა. მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულით მიდის, საკუთარ თავთან განმარტოებული რჩება ღვთის წინაშე და მისი გონება მხოლოდ ღვთის საქმეებით არის დაკავებული. ვმოღვაწეობთ, ვმარხულობთ, რათა სასუფევლის ნეტარების ღირსი გავხდეთ.

- მონასტრის წევრები უფალთან უფრო ახლოს არიან, ჩვენ, ერის ადამიანები, როგორ უნდა მივუახლოვდეთ მაცხოვარს?

- უფალს ყველა ადამიანი თავისებურად უახლოვდება. მთავარია ამ გზაზე დადგეს და ცხონდეს. მონასტრული ცხოვრების წესი და თვითონ მონაზვნობა განსხვავდება ერისკაცის ცხოვრების წესისაგან. არსობრივად ადამიანის ყოფა ამ სოფელში, გინდა მონაზონი იყოს, გინდა ერისკაცი, თანაბარია. უპოვარება, მორჩილება - მონაზონი რასაც აღუთქვამს, იმავე აღთქმით უნდა ცხოვრობდეს ერისკაციც. ჩვენ დედამიწაზე მდგმურად ვართ და არა მუდამმყოფობისთვის. ოდითგანვე ეკლესია-მონასტრები იმიტომ შენდებოდა, რომ ხალხი მისულიყო უფალთან. ახალმოქცეულებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად მისდით, თითქოს მათ უფალი შეაგრძნობინებს, რას ნიშნავს უფალთან მყოფობის ნეტარება. ბევრს უთქვამს, - პრობლემები იოლად მიგვარდებაო. დრო რომ გადის, მერე ცოტა რთულდება, ეს იმიტომ, რომ ადამიანს არჩევანის უფლება მიეცეს. ადამიანის თავისუფალ ნებას ხომ არ ეხება უფალი. ამ არჩევანის საშუალებით თავისუფალ ნებას გამოხატავს ადამიანი. მერე უკვე იწყება შინაგანი ბრძოლები.

ურწმუნოს სულიერი მომენტი გამატერიალურებული აქვს. თითქოს სიკვდილი არ ეხება და ეგოისტურად აზროვნებს. მერე ხვდება, მარტო რომ იყოს, ამ სამყაროში გაისრისება. ამიტომ უფალს უახლოვდება და იძენს სულიერებას, სიყვარულს. ღმერთი სიყვარული არისო, - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. როცა სიყვარულია ადამიანში, უკვე ღმერთია მასში დავანებული, ღმერთშემოსილების იმედი აქვს, სიყვარულის ძიებაშია. ეს ცხოვრება სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია. მან მიაგნო თავის ფუნქციას. უბედურია ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში თავისი საქმე ვერ იპოვა. ასეთები დეპრესიაში ვარდებიან. კაცი უბედურია, როცა სხვას ვერ ემსახურება. ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ. ქრისტეა ჩვენი მოძღვარი და მასწავლებელი. უფალმა თქვა: "მე იმიტომ კი არ მოვედი, რომ მე მემსახურონ, არამედ რათა მე ვემსახუროო". ადამიანის ბედნიერება ღვთის მსახურებაშია. უფალი ამბობს, რომ ბოლო ჟამს იქნება არჩევა - მამონას მიუდგე თუ უფალს. ორთა ბატონთა მონობა არ მოხერხდება. მამონა - კეთილდღეობის კერპია. ამას ადამიანი არჩევს - სხვა იმსახუროს თუ თვითონ მოემსახუროს. თუ მამონასკენ წავა - კომფორტს დაემონება, უბედური იქნება, რადგანაც უფუნქციოდ იცხოვრებს. ბოლოს იგრძნობს სიცარიელეს და ჰგონია, რომ მისი ცხოვრება არ არის არავისთვის ღირებული. ვინც მზად იქნება მოყვასის მსახურებისთვის, ქრისტეს მიმბაძავია.

- მამაო, ხშირად მსმენია, ბოლო ჟამს სიყვარული გაქრებაო.

- სიყვარული არასოდეს გაქრება, რადგან ღმერთი არის სიყვარული და ის არის მარადიულობა. უფალი როგორ გაქრება! შეიძლება ადამიანები არ იყვნენ ღვთისმსახურებაში და შესაბამისად - ღმერთშემოსილება ანუ სიყვარულშემოსილობა არ გააჩნდეთ, ღმერთს დაშორდნენ, თორემ სიყვარული არასდროს გაქრება.

- მამა იაკობ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი?

- თუ ადამიანს სინანული არა აქვს, ის ცოდვით იცხოვრებს და განუწმენდავი იქნება. უფალი ამბობს: "იყავი წმინდა, რამეთუ მამაზეციერი თქვენზე ბრწყინვალებს". თუ არ განვიწმინდებით, უფალთან სიახლოვის ღირსი როგორ გავხდებით? ადამიანს შინაგანი მამხილებელი ხმა ჩაესმის. ეს მფარველი ანგელოზის ხმაა. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო". ადამიანის ტაძარში მისვლით სულიერი თვალის ახელა, სულიერი დაბადება ხდება. ეკლესიაში მოსული ხვდება, რომ მას სჭირდება მოძღვარი, რომელიც დაეხმარება საერო და სასულიერო ცხოვრებაში. პირველი მოძღვარი - უფალია, მოძღვრება კი ქრისტეს მოძღვრება. მოძღვარია შენამდე სწავლების მომტანი, შუქურა, გამზადებული შენდა მსახურებად. უფალი ამბობს, - მე თქვენ მსახურებად მოვედიო. ეს არის მოძღვრის მოვალეობა. ეს გადაეცემა ყველა ქრისტიანს, რაც ცხოვრების წესად უნდა იქცეს. წირვა-ლოცვის ჩატარების გარდა ჩვენი ვალია, ვიყოთ ჭეშმარიტი მებადურნი, ვიყოთ ქრისტეს კაცთა მონადირენი. როგორც სახარებაში წერია, უფალს სურს, წარწყმედილი ცხოვარი ეკლესიაში დააბრუნოს. პეტრე მოციქული ამბობს: სულიერი შვილები ჩვენები არ არიან, ეს უფლის სამწყსოაო. ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი მსახურება გვაქვს. მოძღვართან ურთიერთობაში ადამიანი სწავლობს ღვთისმსახურებას, უფალს მიმსგავსებას, მოყვასის მსახურებას. თუ სხვის სამსახურში იქნება, უფლის მადლს ფლობს და მუდმივად გახარებულია.

სულიერი ცხოვრების წესი არ არის ხილული. სული უხილავია და ცხოვრების წესიც, შესაბამისად, უხილავია. ეს შეუცნობელი სამყაროა. ისე, შინაგანი სამყარო განსაზღვრავს ადამიანის ყოფაქცევას, რომელიც უკვე საზოგადოებისთვის ხილული ხდება. ადამიანი სახარებისეულად უნდა ცხოვრობდეს. პირადად მე ვცდილობ, ასე ვიცხოვრო და უფლის მოწყალების იმედი მაქვს.

- ხშირად ადამიანები მცირეოდენი წარმატების შემდეგ ამპარტავნდებიან, საკუთარი თავით კმაყოფილებს ჰგონიათ, რომ სხვაზე მეტი იციან და სხვებს ასწავლიან.

- უფლის შეწევნით ვასრულებთ ყველაფერს, საკუთარი ძალით ვერაფერს გავაკეთებთ, სასურველია, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით აკეთოს ადამიანმა ყოველი საქმე. ლოცვა-კურთხევით საღვთო მადლი გვეძლევა.

- ყველა ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა, მეგობრობა?

- მამა გაბრიელი ამბობს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშეო. ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, რა თქმა უნდა. თუ ადამიანი მეგობრობს ყველასთან იმის გამო, რომ მოემსახუროს მოყვასს და ამით უფალს მიბაძოს, ბედნიერი იქნება. თუ მეგობრობა გამორჩენისკენ არის მიმართული, ამაზე უფალი გვაფრთხილებს - ეს კერპის მონობააო. თუ ქრისტიანულად ცხოვრობს ადამიანი, მას მეგობრობით და ახლობლობით არავისგან საფრთხე არ ემუქრება. თუ არაქრისტიანულად ცხოვრობს...

- მამა იაკობ, ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეტყობა, მაშინ ძიების პროცესში ვიყავი, ფილოსოფიურზე გადავედი. ბოლოს მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო და მონასტერში წავედი. ჩემი სულიერი მოძღვარი ერისკაცობიდან დღემდე არის არქიმანდრიტი საბა. მაშინ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, სვეტიცხოველში ცხოვრობდა. როცა სასულიერო გზა ავირჩიე, მასთან მივედი... მამა საბამ და ახლანდელმა შემოქმედის ეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე), რომელიც იმ დროს სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი იყო, სასულიერო ცხოვრების გზაზე კურთხევა მომცეს. 22 წლისა უკვე სვეტიცხოველში მორჩილი ვიყავი. მერე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამავე ტაძრის მოძღვარმა, მამა იოაკიმემ და მამა საბამ ბერად აღმკვეცეს. რამდენიმე თვეში მამა საბა სვეტიცხოვლიდან მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, მერე ბეთანიაში განამწესეს და მეც თან წამომიყვანა. ვიყავი ზედაზენზეც, მახათას მთაზეც. მერე ისევ ბეთანიაში დავბრუნდი. ასე ინება უფალმა და ასე მაკურთხა ჩემმა მოძღვარმა. ბეთანიაში 1997 წლიდან ვარ.

ახლა მონასტერში ძირითადად შვიდი წევრი ვართ.

ჩვენი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება. მონასტერში ფიზიკური შრომით სულიერ შრომას ვიძენთ, სულიერი შრომით კი სულიერ ცხოვრებას ვაღწევთ.

ღმერთმა სულიერი ძალა მოგცეთ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat