წმიდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც გულით მოდის მის საფლავზე და რწმენით ითხოვს შემწეობას
წმიდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც გულით მოდის მის საფლავზე და რწმენით ითხოვს შემწეობას
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27კილომეტრზე, ტყით დაფარულ იალნოს ქედზე მდებარეობს. ზეპირი გადმოცემისა და წერილობითი წყაროების თანახმად, ამ ადგილს (მარტყოფს) VI საუკუნემდე აკრიანი, "ქვიანი ადგილი", რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის მიხედვით, აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. VI საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული 13 ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, მამა ანტონი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა, შესაბამისად, სახელწოდება მარტყოფი მიიღო. აკრიანის მთებში დამკვიდრებული მამა ანტონი მასთან დრო და დრო მისული ირმების რძით იკვებებოდა. XI საუკუნის ისტორიკოსის, ჯუანშერის გადმოცემით, ერთ დღეს ირმები დამფრთხალნი მისულან მამა ანტონთან, მათ შორის ერთი ნუკრი დაჭრილი ყოფილა. ირმებს ბერი იქ მიუყვანიათ, სადაც მთავარი ნადირობდა. მთავარს ვინაობა უკითხავს, რაზეც პასუხად ბერის გაშვერილი ხელი მიუღია - მამა ანტონს ენა არ ესმოდა და ამიტომ ხელით ანიშნა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა. გაბრაზებულ მთავარს უბრძანებია მისთვის გაწვდილი ხელის მოკვეთა, რომლის დროსაც მომხდარა სასწაული - მეშანთეს ხელი გახმობია, რომელიც მამა ანტონს ისევ გაუცოცხლებია. მთავარს სასწაულმოქმედი ბერისთვის უთქვამს, - რაც გინდა, ითხოვე და მოგეცესო. მამა ანტონმა მარილი ითხოვა ირმებისთვის და შემდეგ თავის საყუდელს დაბრუნებულა. მამა ანტონს მალე გაუვარდა სასწაულმოქმედის სახელი, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. მონასტერი, ისევე როგორც არაერთი სხვა ადგილი, ვერ გადაურჩა თემურ-ლენგისგან აოხრებას. 1395 წელს მისი შემოსევის დროს დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა ედესიდან ჩამოაბრძანა. ნაწინასწარმეტყველებია ხელთუქმნელი ხატის გამოჩენა, როცა საქართველოში მცხოვრებნი სინანულში იქნებიან.

საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა მარტყოფმა XIX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა. მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც 1918 წლის 26 აგვისტოს სწორედ აქ, თავის სენაკში, ვერაგულად მოკლეს. კომუნისტების მიერ გაუქმებულ მონასტერში XX საუკუნის 50-60-იან წლებში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს აღდგა. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისგან შედგება. მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია "ხელთუქმნელი ხატის" გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომისა ყოფილა, მის ნანგრევებზე კი შემდეგ უფრო მომცრო ზომისა აუგიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მამა ანტონის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში საძვალეა შემორჩენილი. მოხატული ყოფილა მეორე, ღვთაების ტაძარი, რომელიც ეგზარქოსობის დროს განადგურებულა. ტაძრების აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც 1629 წელს აუგია კალატოზ ახვერდას. სამრეკლო XVII საუკუნის ნინოწმინდის, ურბნისის და ანჩისხატის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა. მონასტრის აღმოსავლეთით, მთის თავზე, მამა ანტონის სვეტია, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლად აშენდა კოშკი. ეს ის სვეტია, სადაც ბოლო 15 წელი დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა მამა ანტონი. ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში დაკრძალულია წმინდა მამა ანტონი. ამ ხატის ისტორია ქალაქ ედესის მთავარს, ავგაროზს უკავშირდება, რომელმაც მხატვარი გაგზავნა უფალთან მის დასახატავად. უფალმა ტილო სახეზე მიიდო და ასე აღიბეჭდა უფლის სახე ტილოზე. კეთრით დაავადებული მთავარი ამ ხატის ძალით განიკურნა. ავგაროზის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ხატის წარწყმედა განიზრახა. ხატის დასაცავად ქალაქ ედესის ეპისკოპოსმა იგი კანდელ ანთებულ საცავში დამალა და დასაცავად ამოქოლა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ქალაქს მტერი შეესია, ქალაქის ეპისკოპოსმა ევლავიოსმა, ღვთისმშობლის მითითებით, მოიძია საცავი და ხატი გადააბრძანა. იმ კეცზე კი, რომელიც ხატის დასაფარად გამოიყენეს, უკვე ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება იყო გადასული და ისეთსავე ძალას ასხივებდა, როგორსაც თავად უფლის ხატი. სწორედ ეს ასლი ჩამოაბრძანა საქართველოში მამა ანტონმა და მარტყოფში, თავის სავანეში დაასვენა. მარტყოფის ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებულია "ქართლის ცხოვრების" გადმოცემა - XIII საუკუნეში მომხდარი სასწაული. ქართველი მემატიანის გადმოცემით, მონღოლური სამხედრო ბეგარის მოხდის დროს მუცლის სენით დაავადებულა მეფე დავით VII ულუ (1247-1270 წწ.). მისთვის ვერავის უშველია. ბოლოს, მეფისთვის მიუბრძანებიათ მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. მისი შეხების შემდეგ მეფე განკურნებულა.

გვესაუბრება ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):

- დღეს მონასტერში 20 ბერი და 15 მორჩილია. მიხარია, რომ გამრავლდა საძმო, მონასტერში დროებით დასარჩენად სტუმრებიც მოდიან. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები, მონასტერში 1993 წლის ოქტომბრიდან ვართ. მე მჯერა, რომ სიყვარული ჩვენს, აფხაზ და ოს ძმებს შორის გაიმარჯვებს და ერთად ვიცხოვრებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

VIII საუკუნეში მცხოვრებ იოანე დამასკელს, ცილისწამების გამო ხელი მოჰკვეთეს და ქალაქში გაიტანეს ყველას დასანახად. ღირსმა მამამ თავისი ხელი გამოითხოვა და ღამე ღვთისმშობლის ხატის წინ ილოცა. ლოცვაში ჩაეძინა და რომ გაეღვიძა, იხილა სასწაული - ხელი გამრთელებოდა. უფლის დედისადმი მადლობის ნიშნად გააკეთებინა ვერცხლის ხელი და ღვთისმშობლის ხატს მიამაგრა, რის გამოც, მას შემდეგ ღვთისმშობლის ამ ხატს "სამხელიანი" ჰქვია.

როგორც მოჭრილი ხელი აღუდგინა ღმერთმა ღირს მამა იოანე დამასკელს, ასევე ვევედროთ უფალს, მოჭრილი ტერიტორიების გამთლიანებას. ეს მოხდება არა ბრალდებებით, არამედ შეცდომების აღიარებით, რომლებიც ორივე მხარემ დაუშვა.

მამა ბენიამინი მონასტრის წევრებთან ერთად

წმინდა ანტონ მარტყოფელის შეწევნას მუდამ ვგრძნობთ... წმინდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც გულით მოდის მის საფლავზე და რწმენით ითხოვს შემწეობას. მრავალი ადამიანი განკურნებულა უკურნებელი სენისგან. ღვთის წინაშე ყველა წმინდანს აქვს კადნიერება, შეეწიოს გაჭირვებაში მყოფებს. ვინც ავად არის, უნდა იცოდეს, რომ ავადმყოფობა ისე არ მოდის, ხშირად ცოდვების გამო ხდება. ჩვენი რწმენა მარტო წმინდანის საფლავთან შეწევნის თხოვნით არ უნდა გამოიხატებოდეს. რადგან ხშირად ავადმყოფობა ცოდვებით არის გამოწვეული, საჭიროა ხშირი აღსარების თქმა. ცოდვას თუ გააგრძელებ, მომავალში ავადმყოფობა კვლავ იჩენს თავს.

- რა სულიერი პრობლემა აქვს ადამიანს?

- სულიერი პრობლემები სახარების უცოდინარობიდან მოდის. სახარების უცოდინარობა არის მიზეზი უიმედობისა, მწუხარებისა და უმეცრებისა. სუფრის ფულის უქონლობის მომიზეზებით, არ ნათლავენ ბავშვს, ან არ იწერენ ჯვარს. არ ესმით, რომ ნათლობით ბავშვს ეხსნება მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვები და ღვთისგან ევლინება მფარველი ანგელოზი. არა აქვთ საკუთარი ცოდვების განცდა (ხედვა), რის გამოც დადიან ნახევრადშიშველნი. სახარების არცოდნის გამო, დედამიწაზე უნდათ სამოთხის მოწყობა. სანამ ქრისტეს მეორედ მოსვლა არ იქნება, იქნება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

მშობლები, რომლებიც ყველა ნება-სურვილს უსრულებენ ბავშვებს, უწევენ დათვურ სამსახურს. ამგვარად გაზრდილი ბავშვები რეალურ ცხოვრებაში ჩავარდებიან უიმედობაში მცირედი შეჭირვების ჟამს, ან, თუ წარმატებას მიაღწიეს, ამპარტავნებაში.

ჩვენ გვიკვირს, რაც ხდებოდა ციხეებში 9 წლის განმავლობაში, ნაციონალების ხელისუფლების დროს, მაგრამ პრობლემი არ მოგვარდება დამნაშავეების დასჯით. სისასტიკეს ვაწყდებით ქუჩაშიც, ციხეში - პატიმრებს შორისაც, რადგან სასტიკ ადამიანებში არ არის ღვთის მადლი. უამისოდ კი ადამიანი მხეცზე უარესია, ხოლო ღვთით მადლმოსილ ადამიანს მტერიც კი არ სძულს. მაგალითად, ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელსაც არასოდეს სიძულვილზე სიძულვილით არ უპასუხია, ლოცულობს თავისი მტრებისთვის, რათა ღმერთმა მტერი მოყვარედ გადააქციოს.

ღმერთმა მოგვცეს სიყვარულის ნიჭი. ზოგი მეუბნება, რომ ყველას სიყვარულით რომ ვექცევით, იმიტომ ვიჩაგრებითო. პირიქით, ჩვენი მეობა იმიტომ შევინარჩუნეთ ღვთის ძალით, რომ სიყვარულის ნიჭი გვაქვს.

ზოგი ამბობს, სიკეთეს ვაკეთებ და არ მიფასდებაო. მოვიყვან ბერი ანდრიას (მილორავას) მაგალითს. მას კანქვეშა ნერვული დაბოლოებების კიბო ჰქონდა. 10 თვე გაუნძრევლად იწვა საწოლში და საშინელ ტკივილებს იტანდა. მაგრამ არასოდეს დაუწუწუნია, არ დაუკარგავს მადლიერების გრძნობა ღვთისადმი და სიყვარულის გრძნობა მოყვასისადმი. გარდაიცვალა 17 წლისა, მაგრამ არაფერი დაუკარგავს, რადგან ლოცვით, მარხვით, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, მარადიული სასუფეველი ღვთისა დაიმკვიდრა.

სულიერი პრობლემის მკურნალი არის ღმერთი. ამიტომ, ყოველ დილით მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ კიდევ ერთი დღე გვაჩუქა, მაგრამ მადლობა არა მარტო სიტყვით უნდა გამოვხატოთ, არამედ ცხოვრების წესითაც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat