სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს
სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს
სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელიდან 6 კილომეტრზე მდებარეობს. მისკენ მოსალოცად მორწმუნეები უწყვეტ ნაკადად მიემართებიან. სარკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არაერთხელ გაუძარცვავთ (ბოლოს 2009 წელსაც გაძარცვეს). ცერად დაკიდებულ ფერდობს ტყე ფარავს. მწვერვალზე ავდივართ. თვალწინ იშლება ისეთი დიდებული სივრცე, მიწიერი სამოთხე გეგონებათ. ტაძარში დაბრძანებულია უძველესი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც დღემდე მრავალ ხილულ სასწაულს აღასრულებს. ხატი განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს. ვესაუბრებით სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, სქემმღვდელმონაზონ შიოს (მამისაშვილი).

- წმინდა გიორგი ოდითგან ქართველი ერის მეოხი და მფარველია, გადამწყვეტ წუთებში, არაერთხელ დაუცავს დედაღვთისმშობლის კურთხეული მიწა, რაც ისტორიულად ცნობილია. წმინდა გიორგი დღესაც გვმფარველობს და გვაძლიერებს სარწმუნოებაში. ეს ტაძარიც უკვე საუკუნეებია ჩვენი ხსნის საქმეს ემსახურება. ჩვენი მონასტერი მართალია შორს არის ადამისი საცხოვრისიდან, მაგრამ ამ მიუვალ ადგილას უამრავი ხალხი ამოდის. მორწმუნესა თუ ნაკლებმორწმუნეს აქ თავიანთი ცხოვრებისეული სიმძიმე ამოაქვს, აქედან კი ლაღნი და ამ ტვირთისგან განთავისუფლებულნი მიდიან. ამბობენ, როცა XVII საუკუნეში ეს ტაძარი აღდგა, ქართველები, ბერძნები, მუსულმანებიც კი მოდიოდნენ თურმე წმინდა გიორგის ხატთან, ხსნას ითხოვდნენ და იმათაც შეეწეოდა, ზოგი სასწაულებრივად იკურნებოდა, ზოგსაც შვილი ეძლეოდა.

სარკის წმინდა გიორგი უშვილობის გარდა სხვადასხვა მძიმე სნეულებით დაავადებულებსაც სწყალობს. ამას წინათ კიბოთი დაავადებული ადამიანი ძლივს ამოიყვანეს აქ მანქანით, ხატის მოლოცვის შემდეგ გამართულად სიარული დაიწყო, თვითონ ჩაჯდა მანქანაში. მინახავს დავრდომილები, რომლებმაც აქ ამოსვლის შემდეგ დაიწყეს სიარული. ისიც გამიგია, რომ ბევრი აქედან წასვლის შემდეგ განკურნებულა მძიმე სნეულებისგან და შემდეგ ამოუტანიათ ტაძარში შესაწირი. უკმაყოფილო ტაძრიდან არავინ წასულა, შესაძლოა, ღმერთმა ყოველთვის დიდი სასწაული არ დაუშვას, მაგრამ აქედან სულიერი სიხარული მაინც მიაქვთ.

- გვიამბეთ ტაძრის ისტორია.

- ტაძარი VI საუკუნეშია აშენებული, განუახლებიათ XII-ში, ტაძრის რესტავრაცია XVII-შიც გაუკეთებიათ, თავიდან ბაზილიკა ყოფილა და ჯვარგუმბათოვან ტაძრად XII ს-ში გადაუკეთებიათ. ათეისტურ წლებში მიტოვებული იყო ტაძარიც და მონასტერიც. 1997 წელს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ამ მონასტერს დაუბრუნდა სიცოცხლე. აშენდა კელიები, სამრეკლო, მეუფე იობის რეზიდენცია, აღდგა ბერული მოღვაწეობა. მონასტრის უდიდეს სიწმინდედ ითვლება ბერების საძვალეები, წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის ძველი და შედარებით ახალი მოზრდილი ხატი, რომელიც ტაძრის ჩრდილოეთ კედელს ამშვენებს. პატარა ხატი კი, რომელშიც წმინდა გიორგის ნაწილია მოთავსებული, ტრაპეზზე გვაქვს დაბრძანებული და განსაკუთრებული შემთხვევის დროს გამოვაბრძანებთ ხოლმე.

ადრე, როდესაც ამ ადგილს მოილოცავდნენ და წმინდა გიორგის შემწეობით უშვილოთ შვილი მიეცემოდათ, მადლიერების ნიშნად მონასტერს აკვანსაც სწირავდნენ და სარკეებსაც.

- სარკის შეწირვას რა მნიშვნელობა ჰქონდა?

- ადრე ამ მონასტერს სარყვა ერქვა. საღოლაშენის სოფლის ბოლოში ხალხი დედოფლის მიწებს ეძახდა და ისე იცავდა და უფრთხილდებოდა, როგორც სიწმინდეს. ამ მიწაზე გლეხი არც ხნავდა, არც თიბავდა, არც თესავდა. ერთხელაც გადაწყვიტეს, მის დასაცავად ხნული გაეკეთებინათ, შემოესარყვათ გარშემო. შემოსარყვა ნიშნავს რაიმესგან დაცულობას, შემორაგვას, ღობის გაკეთებას. სარყვის დროს გუთნის დედას ჩასძინებია და სიზმარი უნახავს, სარყვა გაეგრძელებინა და წმინდა გიორგის ხატს იპოვიდა. როდესაც გამოეღვიძა და მუშაობას შეუდგა, ხარები ვეღარ დაიძრნენ, რაღაც სიმძიმეს გამოედო გუთანი, კაცმა სწორედ ქვისგან გამოთლილი ის ფილა იხილა, რომელზეც წმინდა გიორგი იყო გამოსახული. სიზმრის მიხედვით, მას ქვის ხატი ურემზე უნდა დაედო, უღელში გაუხედნავი ხარები შეება და სადაც დიდი ხნით გაჩერდებოდნენ, იქ უნდა აშენებულიყო ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. პირველად ხარები გზაჯვარედინზე გაჩერდნენ, თქვენც შემოგხვდებოდათ ეს ადგილი, სანამ ტაძარში ამოხვიდოდით, მერე ხარები მაღლა წამოვიდნენ, გამოიარეს ტყიანი ფერდობი და როდესაც ამ ადგილს მოაღწიეს, სადაც დღეს ეს ტაძარი დგას, დაწვნენ და აქედან ფეხი აღარ მოიცვალეს. სარყვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი სამ მონაზონს აუშენებია. დროთა განმავლობაში სახელწოდება შეიცვალა და სარკის წმინდა გიორგის ტაძარი ეწოდა. სარკესაც ხომ სიმბოლური დატვირთვა აქვს; ადამიანი სულიერადაც ისე უნდა ხედავდეს თავის თავს, როგორც ფიზიკურად, სარკეში ხედავს... წმინდა გიორგის ქვის ხატს, სამწუხაროდ, ჩვენამდე აღარ მოუღწევია, შესაძლებელია, არც დაკარგულა და მონასტრის კედლებშია ჩატანებული, ან მომავალში გამოჩნდეს, ყველაფერი ხომ უფლის ნებაზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით ჩვენ არც ის აკლდამები გაგვიხსნია, როლებშიც ბერების საძვალეები და წმინდა ნაწილებია. ჩვენს ტაძარში კიდევ ერთი, რუსულწარწერიანი ხატი ინახება, რომელშიც ასევე წმინდა გიორგის ნაწილია მოთავსებული, ძველი ხალხი ამბობს, ეს ხატი მუდამ ამ ტაძარში ინახებოდაო. მას დიდი მადლი აქვს, როგორც უძველეს სიწმინდეს.

- მამა შიო, რით ახსნით იმას, რომ უშვილობა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ჩვენი დროისა. ამდენი უშვილო ოჯახი, დღეს რომ არის, არასდროს ყოფილა.

- ბუნებით, ქართველ კაცში, ყოველთვის ჭარბობდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული, რაც დღეს დაიკარგა, ადრინდებურად აღარ ხდება უფლის მადლით სიხარულით ავსება და ეს დაეტყო კიდევაც ჩვენს ყოფიერებას. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ამას თუ არა, საოცარი ის არის, რომ უამრავი ადამიანი, რომელთაც ერთი დღეც არ უცხოვრიათ ქრისტიანულად, შინაგანად ხსნას და გადარჩენას მაინც უფალში ეძებენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც უშვებს მათზე ამდენ სასწაულს სარკის წმინდა გიორგი, აქ ერთი ამოსვლითა და შემწეობით იმხელა სასაწულს ხედავენ, აბსოლუტურად იცვლება მათი ცხოვრების წესი. ამაშიც ჩანს, რაოდენ მიმტევებელი და გულმოწყალეა ღმერთი ყოველი ადამიანის მიმართ, როგორ ცდილობს, თავისი წმინდანების მეოხებით ჩვენს გადარჩენას, სწორ გზაზე შედგომას. იგი ყველა საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ ადამიანი თავისთან მიიყვანოს. ჩვენც ხომ უფლის მადლისა და სიყვარულის წყალობით მივედით ამ უკაცრიელ ადგილას.

ღმერთს სურს ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალოს, დავუბრუნდეთ მის წიაღს და ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენთან ამოსული იყო 15 წლის უშვილო ცოლ-ქმარი. გუშინ სიხარულით მაცნობეს, რომ მას შემდეგ, რაც პარაკლისი გადავუხადეთ და სარკის მონასტერი მოილოცეს, ბავშვი ჩაესახათ, ასეთი რამ თითქმის ყოველ თვეში ხდება.

ჩვენთან პარაკლისის გადახდის შემდეგ, ბევრ ადამიანს, ვისაც უშვილობის პრობლემა აწუხებს, ცხრამუხაში ვუშვებ დედა ანისიასთან, რომელიც უშვილოებს, ლოცვასთან ერთად, თავისი საგვარეულო წამლითაც შეეწევა. მისმა ლოცვამ და წამლობამ ბევრს განაცდევინა დედაშვილობის სიხარული.

ღმერთმა არ მოაკლოს საქართველოს შვილოსნობა, გაამრავლოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, გვწყალობდეს უფალი!

სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, სქემმღვდელმონაზონ შიოს კურთხევით, ცხრამუხის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანისიაც (ხვადაგიანი) მოვინახულეთ.

- 8 წელზე მეტია, ამ ეპარქიაში ვარ მონაზონი. თავიდან სურამის დედათა მონასტერში განმაწესეს, 5 წელი სამწევრისის დედათა მონასტერშიც ვიყავი, ერთი წელია, რაც ცხრამუხაში, ახალგახსნილ მონასტერში წინამძღვრად მაკურთხა მეუფე იობმა.

თაობებიდან გადმოცემული ხალხური წამლის დამზადება ბებიაჩემმა - ბაბია სიჭინავამ მასწავლა. ამაში თაობათა უდიდესი გამოცდილებაა ჩადებული. წამლის რეცეპტი ჩვენი წინაპრის, ლიდია ხორავასგან მოდის, მანაც წინა თაობებიდან მიიღო. წამალში ისეთი ბალახებია, რომელიც ყველგან არ მოიპოვება, უფრო დასავლეთ საქართველოში ხარობს. ვცადე, მონასტერში გამეხარებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

უშვილობა - ჩვენი დროის გადაუჭრელი პრობლემაა, ძალიან ბევრი მაკითხავს და ვინც რწმენით მიიღო წამალი, თითქმის ყველას შვილი გაუჩნდა. ჩემი წინაპრებიც ლოცვითა და რწმენით უყურებდნენ ამ წამლის ეფექტიანობას. მართალი გითხრათ, სარწმუნოებისა და ეკლესიის სიყვარულიც მათგან ვისწავლე. ჩემს არჩევანში 1982 წელს დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა.

გარდა წამლის მიღებისა, ჩვენ მონასტერში ვლოცულობთ და ხშირად ვიხსენიებთ იმ წყვილებს, რომლებიც დასახმარებლად მაკითხავენ. დედებს ვიხსენებთ არა მხოლოდ ფეხმძიმობამდე, არამედ დაფეხმძიმების პერიოდშიც, ვიდრე ბავშვი არ გაუჩნდებათ, არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ნაყოფი არ რჩებათ. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ ნაყოფის შენარჩუნებისთვისაც.

შედეგი მართლაც დაუჯერებელია. ამასწინათ ეს წამალი გავგზავნეთ იტალიაში და მშობლებს, რომელთაც 19 წელი შვილი არ ჰყავდათ, წამლის მიღების შემდეგ გაუჩდათ. ერთ ცოლ-ქმარს 9-10 წელი არ უჩნდებოდა შვილი და ახლა გავიგე, რომ მიეცათ ბავშვი. ერთ წყვილს, უკვე მესამე ბავშვი შეეძინა, კმაყოფილებმა შემატყობინეს ამის შესახებ, პატარა ანასტასია ჩვენთან მონათლეს, შემდეგ ბიჭიც შეეძინათ და ახლა მესამეს ელოდებიან, ღმერთმა გაუზარდოთ და სიხარული მისცეთ!

- ძირითადად საიდან გაკითხავენ დასახმარებლად?

- უფრო მეტად მოდიან თბილისიდან და ბათუმიდან. მათგან დაახლოებით 80% დადებით შედეგს იღებს. გინეკოლოგთა ერთმა ჯგუფმა კვლევითი ინსტიტუტი შექმნა ამ მიმართულებით თბილისში და თანამშრომლობაც შემომთავაზა, მე დავთანხმდი, რადგან ლაბორატორიული თანამედროვე მეთოდებით ამ წამლის რეცეპტის მომზადება უფრო ეფექტიანი იქნება. სხვათა შორის, ამ საქმეს ორი მღვდელმთავრის კურთხევით ვეწევი.

ცხრამუხის დედათა მონასტრი

ბევრს, ბავშვი რომ უჩნდება, ჩემთან მოჰყავს მოსანათლად. იყო შემთხვევა, როცა ტყუპი ბავშვი შეეძინათ და ორივეს ნათლია უნდოდათ მე ვყოფილიყავი, მაგრამ არ შეიძლებოდა და დაჰყვნენ ჩემს რჩევას, ერთი ბავშვი მოძღვარს მოენათლა. ძალიან ბევრი ბავშვის ნათლია ვარ უკვე და უნდა გამოგიტყდეთ, მოსანათლთა რაოდენობა ყოველთვიურად მატულობს.

სარკის წმინდა გიორგი ძალიან შემწეა უშვილობისა, როდესაც იქ ილოცებენ, მერე მამაოს კურთხევით ჩემს წამალსაც იყენებენ ზოგიერთები. მე კიდევ ჩემთან მოსულებს მონასტერში ვგზავნი და როცა ორივე მონასტერი დაქორწინებულ წყვილზე ვლოცულობთ, უფრო სასურველ შედეგს ვიღებთ.

- თქვენ რამდენი დედმამიშვილი გყავთ?

- სამნი ვართ - ორი და და ერთი ძმა. მყავს ორი ვაჟიშვილი, ორივე დაოჯახებულია, ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე - სენაკში. მე 51 წლისა დავქვრივდი და მას შემდეგ მონასტერში ვარ ჩემი მოძღვრის კურთხვით.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი ქრისტიანული ოჯახისთვის?

- ყველა ადამიანშია დადებითიც და უარყოფითიც, მაგრამ ოჯახის შექმნის დროს და მის შემდეგაც, სიყვარული ყველაზე მთავარია. ამას აი, რატომ მოგახსენებთ: უშვილო ცოლ-ქმარს ღმერთმა სასწაული მოუხდინა, შვილი გაუჩნდათ და ამის შემდეგ მოსულან და ჩემთვის უთქვამთ, გავეყარეთ ერთმანეთსო. ამდენი წელი ერთად იყავით და რატომ დასცილდით, ბავშვს ხომ დედაც სჭირდება და მამაც. ახლავე ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთს და სიყვარულით იცხოვრეთ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი თხოვნა აღარ ჭრის. თქვენ წარმოიდგინეთ, პასუხიც არა აქვთ ამ კითხვაზე, რაც ძალიან მაწუხებს...

ამიტომ ვუსურვებ ჩემს ხალხს ყველაზე მთავარს, რწმენას და სიყვარულს, რომელიც ასე რიგად გვაკლია და შემდგომში ეს ხდება ჩვენი ყველა უბედურების სათავე და მიზეზი. მოზარდებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ მშობლებისგან გარდატეხის ასაკში. განსაკუთრებით კი ბიჭებს - ყბაყურას შემდეგ, რაც ხშირად მათი უშვილობის მიზეზი ხდება. ჩვენს დედებს ვურჩევ: შვილების მარტო გაზრდა კი არა, მათი სწორ, სარწმუნოებრივ ნიადაგზე აღზრდაა მთავარი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat