დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლების დღე კიევში (+1051-1054) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
08.12.2022
რუსეთის დიდი მთავრის ვლადიმირის ვაჟმა იაროსლავმა გადაწყვიტა კიევში დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის აშენება.
ტაძარი უნდა აშენებულიყო წმინდა სოფიის ტაძრის დასავლეთით. როდესაც ტაძრის შენება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მუშახელი არასაკმარისი იყო. მთავარმა მშენებლობის ზედამხედველს უხმო და ჰკითხა:
- რატომაა ასე ცოტა მუშახელი?
- რადგან, მთავარო, ტაძარს ხელისუფალი აშენებს, ხალხს ეშინია, რომ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ამიტომ თავს იკავებენ ეკლესიის აშენებაში მონაწილეობისაგან, - უპასუხა ზედამხედველმა.
მთავარმა ბრძანა, რომ ყველა მუშა, ვინც ეკლესიის აშენებაში მიიღებდა მონაწილეობას, ყოველდღიურად მიიღებდა ძველ რუსულ ოქროს მონეტას. ამის შემდეგ მუშახელი მომრავლდა და ეკლესიაც მალე დასრულდა.
მთავარ იაროსლავის მიერ აშენებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი კიევში აკურთხა მიტროპოლიტმა ილარიონმა 1051 წლის 26 ნოემბერს. ტაძრის კურთხევის დღე მთავრის ბრძანებით წმინდა გიორგის პატივსაცემად დღესასწაულად დაწესდა.