აქ ფეხშიშველი იდგა თამარი და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა
თამარი და ვარძია
"იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და გავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
ათასი კიბით,
ათასი ხვრელით,
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.
ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა.
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით.
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.
იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
გავდა ვარძიის წყარო ზღაპრული:
ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.
თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.
იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და გავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია".
გრიგოლ აბაშიძე

თამარის მეფობის დროს, საქართველოს ოქროს ხანაში, აშენდა იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, წუღრუღაშენი, ერთაწმინდა, ტიმოთესუბანი, ყინწვისი, ლამაზი საყდარი, კაზრეთი, გუდარეხი, ლურჯი მონასტერი, გეგუთის ტაძარი, უდაბნოს მონასტერი და სხვა მრავალი ეკლესია-მონასტერი. მათ შორის ყველაზე უფრო დიადი და საკვირველი – ვარძია, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ თამარის მამამ, მეფე გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა მისმა ასულმა. არსებობს გადმოცემა, რომ მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა იმ ადგილას, სადაც ახლა ვარძიაა. მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ, თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზააბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა, - "აქ ვარ, ძია!" და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია".

მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან მეფის ბრძანებით, ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ, მიტოვებულ ადგილს ნავარძიევი ეწოდება. მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამას სამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა. ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III-ის და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

მეფე გიორგის სახელს უკავშირდება მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი "სახლები" ეკლესიითურთ წყაროსთან. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების (1184) შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესია სტოა-პორტიკით, რომლის მოხატვა 1185 წლისათვის დაუსრულებიათ მხატვარ გიორგის ხელმძღვანელობით. ტაძრის მოხატვის შემდეგ აღმოსავლეთით, საღალატოს ხევამდე და დასავლეთით, ანანაურამდე, გამოკვეთეს საცხოვრებელი სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, სამალავი და საირიგაციო ნაგებობები. სამუშაოები 1202 წლისათვის დასრულებულა.

ვარძია იმთავითვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარი სწორედ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. ტაძრის მოხატულობას, ზუსტი თარიღის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები. ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა და ძლიერი ციხე-სიმაგრის როლსაც ასრულებდა, იგი ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინარისკენ ეშვება.

ვარძიის მონასტერი თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.) დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.


მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით, ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.

ვარძია საინტერესოა წყალმომარაგების საკმაოდ რთული სისტემით, შორი მანძილიდან გამოყვანილი წყალსადენითა და ამჟამადაც მოქმედი, დიდი ოსტატობით გაკეთებული ხელოვნური წყარო-აუზით. კლდის სიღრმეში გამოკვეთილი ოთახებისათვის საკმაოდ გონებამახვილურადაა გამოჭრილი ჰაერის გამწოვი მილი, რომელიც მთელი კომპლექსის შუაგულშია და ცენტრალური დერეფნის საშუალებით გაიწოვს ჰაერს პატარა დერეფნებიდან და ოთახებიდან. ვარძიაში კანალიზაციის არსებობაზეც მიუთითებენ, რაც ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს. მიწისქვეშა საძროხესა და ფარეხს საკუთარი საკანალიზაციო სისტემა აქვს, რომლის მოწყობილობა მეტად ორიგინალურია.

ვარძიის კომპლექსში მნიშვნელოვანია VI სართულზე მდებარე აფთიაქი (15-20 მ2 ფართობის ოთახი). მის კედლებში გამოჭრილია ერთი და იმავე სიდიდის 265 ნიშა ჰორიზონტალური ძირითა და ნახევარწრისებური თაღით. როგორც ჩანს, თითოეული ნიშა განკუთვნილი იყო თითო სამკურნალო საშუალებისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ დიდ აფთიაქთან ერთად ვარძიაში საავადმყოფოც იქნებოდა. ის რომ გარეშე მომსვლელთათვის განკუთვნილი სავაჭრო წამალხანა ყოფილიყო, მაშინ ქვედა სართულებში იქნებოდა მოთავსებული.

XII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს სამცხეში მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის სტოას წინა ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ამის შემდეგ, ვარძიამ, სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა - ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306 წწ.).

კიდევ ერთი ახალი ნაგებობა - სატრაპეზო შეიქმნა 1391-1444 წლებში ივანეს ათაბაგობის დროს.

1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ: ვარძია "საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება". ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო.

1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი, ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდოპულომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მისასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი - მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი".

ვარძიას "ქვათა ღაღადიც" კი შეიძლება უწოდოს კაცმა. კომლექსი რომელმაც გაუძლო დროსა და ქარტეხილებს ისევე, როგორც ქართველმა ერმა. დაბოლოს, ვარძიის ნახვისას კიდევ ერთხელ გვახსენდება ღირსეული წინაპარი - წმინდა მეფე თამარი. წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) ამბობდა, რომ მხოლოდ წმინდა მეფის გახსენება არაა საკმარისი: "თუ თქვენთვის ღირებულებას მოკლებული არ არის თქვენი სამშობლოს აღდგენა-გაძლიერება, თქვენი მშობელი ერის განათლება და ბედნიერება, მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი. თქვენც მის მსგავსად დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეთ სამშობლოს სამსახურისთვის, პირიდან ლუკმას უნდა იღებდეთ მოყვასთა საშეღავათოდ, მტლედ და წამლად უნდა ედებოდეთ გაჭირვებულ თანამემამულეებს, თქვენი ლმობიერი საქციელით უნდა სპობდეთ ცხოვრებაში ფესვგადგმულ ერთი-მეორის მტრობას და სიძულვილს, თქვენ უნდა უმზადებდეთ სამშობლოს ნაკურთხ ნიადაგს შოთა რუსთაველისა და ჩახრუხაძის მსგავსი პირების წარმოსაშობად".



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat