"ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ"
"ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ"
გავიხსენოთ ის მღვდელმთავრები, რომელთაც თავიანთი მართალი სიტყვითა და ქმედებით განასხეულეს სახარებისეული მცნება: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ".

წმინდა ამბროსი მედიოლანელი
ქმედითად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმინდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზეც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმინდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმინდა ძღვნის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.

გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) მუდმივად გრძნობდა საკუთარი ერის მაჯისცემას, როგორც ღირსეული შვილი ქვეყნისა, და ამას საქმით ადასტურებდა.

აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებათა დასაცავად. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ცნობას გვაწვდის ივანე ზურაბიშვილი. 1888 წლის შემოდგომაზე საქართველოს სტუმრად ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. ქუთაისში ხელმწიფე ამალითურთ საკათედრო ტაძარს ესტუმრა, სადაც გაბრიელს პარაკლისი უნდა გადაეხადა. როცა შევიდა ეკლესიაში და ამბიონისაკენ გაემართა, ეპისკოპოსის ხმა მოესმა: "შესდექ, რუსთ ხელმწიფევ!" შეყოყმანებულ ხელმწიფეს უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიეთ შედგა კარიბჭესთან, სადაც მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვები: "ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს". ამ ნათქვამში ნათლად იგულისხმებოდა ეროვნული უკმაყოფილება და პირადი გულისტკივილი საკუთარი ხალხისადმი, რომელმაც გუნება-განწყობილება წაუხდინა ალექსანდრე III-ს (ივანე ზურაბიშვილი, "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", 1962 წ.).

"გაბრიელ ეპისკოპოსი თავის სამღვდელმთავრო მოქმედების ფარგლებში შეცილებას ვერ ითმენდა და მტკიცედ და სასტიკად მოუჭრიდა ხოლმე პასუხს. ერთმა გავლენიანმა და დიდი უფლებების მქონე პირმა შენიშნა, - საკათედრო ტაძარში უფრო ხშირად უნდა სრულდებოდეს რუსულად წირვა-ლოცვაო. ყოვლადსამღვდელომ მოუჭრა: თქვენ შეგიძლიათ თქვენს სფეროში იმოქმედოთ, როგორც გნებავთ, ხოლო მე თვითონ ვიცი, ჩემი მოვალეობა როგორადაც უნდა შევასრულოო. მეტი არც სიტყვა და არც პასუხი. მიიბრუნა გვერდი და გასწია ეტლისაკენ" ("კვალი", 1896, 18.II).

ქადაგებაში "ქურდობისათვის" წმინდა გაბრიელი შეახსენებს მსმენელებს და შეგვახსენებს ჩვენც, რომ ღვთის ყოველ სიტყვას და მცნებას პირდაპირი და ვიწრო მნიშვნელობის გარდა აქვს "ფართო, მაღალი, ღრმა, ვრცელი აზრი და მნიშვნელობა". ამ პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, ადვილად მივალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ მცნება "არ მოიპარო!" მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საგნის (ფულისა თუ ნივთის) მალვით წაღებას და მითვისებას არ გულისხმობს. მღვდელმთავრის განმარტებით, "მპარავის მსგავსი შეიქმნება ის ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც დაუდევნელად და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა. ჯამაგირი და ჯილდო, რომელსაც იგი იღებს ხელმწიფისაგან, მოპარული აქვს ესრეთსა ჩინოვნიკსა. ვაჭარი, რომელი იღებს უზომო ფასს თავის საქონელში, ანუ, ნაცვლად კარგის საქონლისა, აძლევს ცუდს საქონელს და ფასს სრულს იღებს, ვგონებ, პირდაპირ უნდა შეირაცხოს მპარავთა შორის... ვინ იცის, იქნება წინაშე თვალთა მართლმსაჯულისა ღვთისა პირდაპირი ქურდი არ არის იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ესრეთნი - ფარულად და მზაკვარებით აღმასრულებელნი მპარაობისა".

1864 წლის 20 ნოემბრის დადგენილება, რომელიც სასამართლო სისტემის განახლებას ისახავდა მიზნად, ქუთაისის ეპისკოპოსმა იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ იგი, ასევე, ქადაგების თემად აქცია. მისი დაკვირვებით, რეფორმის მთავარი სიკეთე და ძველთან შედარებით უპირატესობა სასამართლო პროცესის მეტ სიცხადეში, გამჭვირვალეობაში, სიმარტივეში, სისწრაფესა და საჯაროობაში მდგომარეობს. იგი ამასთანავე მიგვანიშნებს პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოების როლის გაფართოებაზე. "სად იყო იმერეთში, ანუ სად არის ახლაც ჯერედ სჯულის შიში, ცუდი საქმის მორიდება, ადამიანის პატივისცემა? ჩვენში პატივისცემა აქვს ტანისამოსს, სახელსა და სახესა; პატივისცემა აქვს სიმდიდრესა. ადამიანს კი პირადი პატივი არა აქვს... გარნა ამიერითგან იქნება ახალმა სჯულმა ჩვენ გვასწავოს პატივისცემა კაცისა, ვითარცა კაცისა, ადამიანისა", - ამბობს მღვდელმთავარი და საზოგადოებას გააქტიურებისაკენ, უფრო ზუსტად, მართლმსაჯულებაზე სახალხო კონტროლის დამყარებისაკენ მოუწოდებს: "გარნა, ძმაო, თუ გსურს, ამ დიდ ცვლილებას მიეცეს წარმატება; თუ გსურს, რომ ახალმა წყობილებამ უმეტესი კეთილი გიყოს შენ და ყოველსა საზოგადოებასა, მიიღე გულითადი მონაწილეობა მას შინა. რა სახით?.. ხშირად შეხვიდოდე სასამართლოში და ყურს უგდებდე, როგორ სწარმოებს სამართალი. თუ შეიტყო, რომ მოსამართლე გონიერად მიუძღვის სამართალსა, აქე, დალოცე, წაახალისე. თუ სიმრუდე რაიმე შეიტყო, თამამად გაამტყუნე; ბევრი იყვირე საზოგადოებაში". ამ სიტყვებს ფართო შინაარსი და განმაზოგადებელი ძალაც აქვს და აქ საქვეყნო-სახელმწიფო საქმეებში საზოგადოების ქმედითად ჩართულობა იგულისხმება.

დემეტრე მეფის (თავდადებულის) მამხილებელი ეპისკოპოსები:
ნიკოლოზ კათალიკოსი: თავის "ასწლოვან მატიანეში" ჟამთააღმწერელი ჩამოთვლის ქართველი ერის ცოდვებს: "მთავართა იწყეს ხელის შეხება საყდართა და მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოფელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა - საყდარსა ზედა დიდებულსა აწყვერისასა". ჟამთააღმწერელი არ ერიდება სასულიერო პირთა გაკიცხვასაც, რადგან მათაც დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება: "არავინ იპოებოდა სიმართლის მყოფელი, რამეთუ იყო მღვდელმთავარი და მღვდელი ლაღ, ამპარატავან, ანგარ, ბოროტისმყოფელ, უწესო... იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ".

სამცოლიანი იყო სადუნ მანკაბერდელიც, რომელსაც ფრიად შეაჩვენებდა კათალიკოსი ნიკოლოზი, "კაცი მოხუცებული და მართლმკვეთელი". ეკლესიაშია დავანებული ადამიანთა ხსნა, ამიტომაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები უშიშრად, გაბედულად ებრძოდნენ და ამხელდნენ უკეთურებას, რომელიც ქვეყნის განადგურების მიზეზად ქცეულიყო: "დაღათუ ამათ უწესობათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოსი და ნიკოლოზ მაწყვერელი ჯუანშერის ძე, გარნა არავინ ყურად იღებდა სიტყვასა მათსა".

მეფე დემეტრე, "აქამომდე კეთილად მმართებელი, სისრულისგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავა საქმენი მათნი უძღებებისა და სიძვისა". მან თავისი მცირეწლოვანი ასული - რუსუდანი ცოლად მისცა ბუღას შვილს, "რომლისათვის დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი ფრიად აბრალებდა და ღმრთისა სასჯელსა თვალუხვავობასა აქადებდა". სასულიერო პირები ამხელდნენ მეფეს, ამით ისინი არა მარტო მეფის, არამედ მთელი ერის გადასარჩენად იღვწოდნენ, რადგან მეფე ზნეობრივი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო ერისათვის. ნიკოლოზ კათალიკოსი განრისხებული ამხელდა მეფეს, მაგრამ "ვერ არწმუნა. ამისთვის დაუტევა კათალიკოსობა". კათალიკოსად მეფის ჯვარის მტვირთველი აბრაამი აკურთხა, ხოლო "თვით წარვიდა მამულად თვისად, მოხუცებული, და მუნ იყოფოდა მრავლითა მოღვაწებითა, მარხვითა, მღვიძარებითა და გლახაკთა მოწყალებითა და სათნოებათა ტვირთითა უფლისა მიმართ მიიცვალა". ჩანს, ნიკოლოზ კათალიკოსმა მისია ბოლომდე აღასრულა. მისმა მხილებამ გარკვეული ხნის შემდეგ მაინც უთუოდ იქონია გავლენა დემეტრეს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ბასილი მონაზონი:
დემეტრე მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოზ კათალიკოსისა: "საღმრთოითა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლით განბრწყინვებული... ვითარცა მოციქული, ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთვის ქორწინებისა და ასწავებდა სიწმიდესა და მოახსენებდა ტაძარ ღმრთისა ყოფასა ჩვენთა და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა, ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა და ლმობიერებასა და უხვებასა... მდინარეთა მათ მწვირიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა.. და მთავართა ამხილებდა უწესობათა". მეფემ არ შეისმინა ღვთისმშობლის შთაგონებით მოვლენილი მონაზვნის სიტყვები და მაშინ თვით განგება ამეტყველდა ბასილის პირით: "უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარყოს სიმდიდრე შენი". გაკვირვებულმა მეფემ ვერაფერი უპასუხა მას, "რამეთუ იყო წმინდათა კაცთა პატივისმცემელ".

იმხანად გამობრწყინდნენ პიმენ სალოსი, რომელმაც "ნათესავიცა ლეკთა წარმართობისგან მოაქცივნა" და "დიდიცა იგი მოღვაწე ანტონი, ნათესავით მესხი". ისინიც ამხელდნენ მეფის უზნეობას და მას საღმრთო გზისკენ მიუთითებდნენ. დემეტრეს გვერდით მოიხსენიება აბრაჰამ პირველი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, რომელიც "კეთილად მართებდა საჭეთა ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი", სამეფოთა კეთილი გამგებელი.

წმინდა იოანე ოქროპირი დაუნდობლად ამხილებდა წარჩინებულთა ცოდვებს, მათ სიხარბეს, ანგარებასა და უსამართლობას, და ღვთის რისხვას უქადდა უსჯულო საქციელისთვის. ამისთვის მან მრავალი დიდებულის მტრობა მოიმკო: წმინდანის სიტყვები მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა, რადგან თავიანთი ცოდვების დატევება არ სურდათ და მხილების მოსმენა ემძიმებოდათ. ისინი ცილს სწამებდნენ წმინდანს, ცდილობდნენ ხალხის თვალში სახელი გაეტეხათ მისთვის და როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ამის მიუხედავად, წმინდანის დიდება სულ უფრო მატულობდა და ბევრი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა მის მოსასმენად. იოანე ოქროპირის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო - დედოფალი ევდოქსია. იგი საშინელი ანგარების და სიხარბის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი, სიმდიდრის მოსახვეჭად არაფერს თაკილობდა და თავის ქვეშევრდომთა ქონებას ძალით თუ მოტყუებით იტაცებდა: იოანე ოქროპირის ყველა ქადაგებას, რომელშიც იგი ანგარებას ამხილებდა, დედოფალი პირადად თავის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდა და სასტიკად სძულდა იგი. ევდოქსიამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჩამოეშორებინა პატრიარქი. წმინდანების მტრებს შორის იყვნენ აგრეთვე ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, რამდენიმე ეპისკოპოსი და ის მღვდლები, ვისაც წმინდანის ქადაგებები უსჯულო ცხოვრებით ტკბობაში ხელს უშლიდა.

მაშინ თეოფილე ალექსანდრიელმა მოიწვია კრება კონსტანტინოპოლში, რომელმაც დაუსწრებლად დასდო მსჯავრი წმინდა იოანეს და პატრიარქობიდან გადააყენა. მეფე, რომელიც დედოფალმა გადაიბირა, დაეთანხმა ამ კრების განჩინებას და ბრძანა წმინდანის გაძევება. ამ ამბით აღშფოთებული ხალხი ეკლესიასთან შეიკრიბა; ისინი გმობდნენ მეფე-დედოფალს და თავიანთ მღვდელმთავარს იცავდნენ. სამი დღის მანძილზე ეკლესიას ვერავინ გაეკარა. მაგრამ წმინდა იოანეს არ უნდოდა, რომ მისთვის ახალი ბრალდება წაეყენებინათ - თითქოს იგი მეფის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ამიტომ ჩუმად გაიპარა ეკლესიიდან და თვითონ ჩაბარდა ჯარისკაცებს.

როდესაც ხალხმა ეს ამბავი შეიტყო, ეპისკოპოს თეოფილეს ჩაქოლვა დაუპირა. თეოფილე შეშინდა და სასწრაფოდ გაიქცა კონსტანტინოპოლიდან. ხალხი გარს შემოერტყა მეფის სასახლეს და წმინდანის დაბრუნებას მოითხოვდა. იმავე დღეს დიდი მიწისძვრა მოხდა, რამაც დედოფალი ევდოქსია შეაშინა და სთხოვა მეფეს, დაებრუნებინათ პატრიარქი. მარმარილოს ზღვა ნავებმა გადასერეს - მეფის შიკრიკები წმინდა იოანეს უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ. მღვდელმთავარი დათანხმდა. კონსტანტინოპოლის მკვიდრნი ანთებული სანთლებით გამოეგებნენ თავიანთ პატრიარქს და მალე ზღვა გაჩირაღდნებული ნავებით აივსო. ქალაქში რომ შევიდნენ, ხალხმა იგი დიდი პატივით, ფსალმუნების გალობით შეაბრძანა ეკლესიაში. წმინდანმა ლოცვა აღუვლინა ღმერთს და მერე სიტყვით მიმართა ხალხს, რომელიც სასოებით უსმენდა საყვარელ მღვდელმთავარს. ხალხი ზეიმობდა, წმინდანის მტრები კი მიმოიფანტნენ.

პატრიარქმა განაგრძო თავისი მსახურება, მაგრამ მშვიდობა ორ თვესაც არ გაგრძელებულა. წმინდა სოფიას ტაძრის მახლობლად დედოფალმა ევდოქსიამ აღმართა მაღალი სვეტი თავისი გამოსახულებით, მის გახსნაზე გამართა დიდი ზეიმი და თამაშობები. ხმაური ეკლესიამდე აღწევდა და საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას ხელს უშლიდა. წმინდა იოანემ ქალაქის თავს მოსთხოვა, შეეწყვიტათ თავაშვებული ზეიმი, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა პატრიარქის სიტყვებს. მაშინ წმინდა იოანემ ეკლესიაში მკაცრი, მამხილებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასე იწყებოდა: "კვლავაც მძვინვარებს ჰეროდია, კვლავ დაძრწის და როკავს, კვლავ დაეძებს იოანეს თავს!"

ეს ამბავი სასწრაფოდ მიუტანეს ევდოქსიას, თანაც უთხრეს, ჰეროდიაში, ცხადია, შენ გგულისხმობსო. დედოფალი განრისხდა და ტირილით შეევედრა მეფეს, ხელმეორედ მოეწვია კრება იოანე ოქროპირის წინააღმდეგ.

სულთმოფენობის დღეს წმინდა იოანეს გადასახლების ბრძანება გადასცეს. ერთ-ერთმა დიდებულმა ურჩია, ფარულად წასულიყო ქალაქიდან, რათა თავიდან აეცილებინა ხალხის მღელვარება და სისხლისღვრა. მაშინ წმინდანმა მოუხმო რამდენიმე ერთგულ ეპისკოპოსსა და სასულიერო პირს, აგრეთვე დიაკონისა ოლიმპიადას, და დაემშვიდობა მათ. ყველა ტიროდა, ტიროდა თვითონ წმინდა იოანეც - ისინი გრძნობდნენ, რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს. მალე მღვდელმთავარი ფარულად გავიდა სახლიდან და ზღვის ნაპირს მიაშურა, სადაც მას ჯარისკაცები უცდიდნენ: მათ ნავში ჩასვეს წმინდანი და გზას გაუყენეს.

წმინდა იოანეს გაძევების შემდეგ კონსტანტინოპოლში დიდი ხანძარი გაჩნდა, რაც აშკარად ღვთის რისხვის გამოვლინება იყო. დაიწვა მრავალი შენობა, განადგურდა დიდი სიმდიდრე, დაიწვა სასახლე, სადაც იოანე ოქროპირის საწინააღმდეგო კრებები ტარდებოდა, მაგრამ ხალხი უვნებელი დარჩა. წმინდანის მტრებმა ხანძარი მისი მომხრეების მოწყობილად გამოაცხადეს.

ამასობაში წმინდა იოანე ოქროპირი თავისი გადასახლების ადგილისაკენ მიემგზავრებოდა. თანმხლები ჯარისკაცები სასტიკად გვემდნენ და აწამებდნენ მას, რითაც დედოფლის ბრძანებას ასრულებდნენ: ევდოქსიას სურდა, მღვდელმთავარი რაც შეიძლება ადრე გამოსალმებოდა წუთისოფელს. ჯარისკაცებმა ვირზე შესვეს წმინდანი და მთელი ძალით მიერეკებოდნენ მას, დასვენებას არ აცლიდნენ, ღამეს ყველაზე ჭუჭყიან სასტუმროებში ათევინებდნენ, აშიმშილებდნენ, ეკლესიებში შესვლის ნებართვას არ აძლევდნენ და ლანძღვა-გინებით იკლებდნენ. გზად შეხვედრილი ბერ-მონაზვნები, ამ დიდი მამის ტანჯვა-წამების შემყურე, მწარედ ტიროდნენ...

ამ გზამ საბოლოოდ დააუძლურა წმინდანი. ერთ ღამეს მას კვლავ გამოეცხადნენ წმინდა მოციქულები იოანე და პეტრე, მოახლოებული აღსასრული აუწყეს და ისიც უთხრეს, რომ დედოფალი სასტიკად დაისჯებოდა თავისი დანაშაულისთვის. წმინდა იოანეს თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი, წმინდანის ერთგულნი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს წმინდა მოციქულები და დიდება აღუვლინეს ღმერთს. რამდენიმე დღეში მათ კომანს (საქართველო, აფხაზეთი) მიაღწიეს. ამ ქალაქის ახლოს წმინდა ვასილისკოს ტაძარი იდგა (წმინდა ვასილისკო ეპისკოპოსი იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა). ეკლესიასთან მგზავრებმა ღამე გაათიეს. ღამით იოანეს წმინდა ვასილისკო ეჩვენა და უთხრა: "გამხნევდი, ძმაო იოანე! ხვალ ერთად ვიქნებით!"

მეორე დღეს წმინდა იოანე შევიდა ეკლესიაში, სამღვდელმთავრო შესამოსელი შეიმოსა, თავისი ტანისამოსი კი თანმხლებთ დაურიგა; მერე საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა და სიტყვებით: "დიდება შენდა, ღმერთო, ყოველივესთვის" უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს, 407 წელს, როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი 60 წლისა იყო. იგი ექვსი წელი მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას, გადასახლებაში სამი წელი გაატარა.

ამ მღვდელმთავართა ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat