სულიერი სამოსი
სულიერი სამოსი
მღვდელმთავრის შესამოსელი
ეპისკოპოსები ეკლესიაში უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.

სიწმინდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტ-ნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმინდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა).

ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა.

სტიქარი არის გრძელი სამოსი, რომელსაც განიერი სახელოები აქვს. იგი აცვია იპოდიაკონსაც; მისი ტარების უფლება აქვს მედავითნესაც და ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც. სტიქარი განასახიერებს სულის სიწმინდეს, რომელიც წმინდა ხარისხში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

გინგილა არის იმავე ქსოვილის გრძელი, ფართო ზოლი, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.

საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების, ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ფერის ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.

სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

ფილონს მღვდელი სხვა სამოსლის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. გარეგნული სახით მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შესამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.

ფილონის ზემოდან მღვდელს მკერდზე ჰკიდია ჯვარი.

გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც კუნკული და ბარტყული.

ეპისკოპოსი იმოსება მღვდლის ყველა შესამოსლით: კვართით, ოლარით, სარტყელით, საბუხრეებით, ფილონის ნაცვლად კი აცვია ბისონი, საგვერდულის მაგიერ უკეთია ენქერი; გარდა ამისა, მღვდელმთავარს აქვს ომოფორი და მიტრა.

ბისონი არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, ასე რომ, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.

ენქერი ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხითაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის ენქერის ტარების უფლებით მმართველი მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.

ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს; ეს არის გრძელი, ფართოთასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და "სამხრეს" ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსენებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის რა დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.

მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც "ყოვლადწმიდას" ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.

ეპისკოპოსს თავზე ადგას მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელი ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის მღვდელმთავარმა შეიძლება დააჯილდოოს მიტრის ტარების უფლებით.

ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე კვერთხი, როგორც უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანი.

ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსს ფეხქვეშ უფენენ არწივებს. ეს არის არწივისგამოსახულებიანი პატარა მრგვალი ხალიჩა, რომელიც ქალაქს დაჰყურებს. არწივი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს.

"ღვთისმსახურებისას გამოყენებული სამოსი მაცხოვრის თანდასწრებას განასახიერებს"...

ახალი აღთქმის ეკლესიამ ღვთისმსახურთათვის დააწესა სამოსი, რომლის წარმოშობაც მოციქულთა ცხოვრებას უკავშირდება.

სამოსში, რომლითაც ქრისტიანული ეკლესიის მსახურნი იმოსებიან, დეტალები ძველი აღთქმიდან გადმოვიდა. იგი მთლიანად დატვირთულია ქრისტეს მაცხოვნებელი სიმბოლოებით, რაც ეკლესიის მსახურთ მუდმივად ახსენებს მათ მისიას - შეამზადონ ადამიანები უფლის მეორედ მოსვლისთვის.

დროთა განმავლობაში როგორც სამოსმა, ისე მისმა დეტალებმა ფორმისა და ფერადოვანი გამის მხრივ გარკვეული ცვლილება განიცადა, მაგრამ სიმბოლური თვალსაზრისით უცვლელი დარჩა.

საეკლესიო სამოსის ფერისა და ფორმის სიმბოლიკის შესახებ გვესაუბრება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგებისა და ქსოვილების ფონდის წამყვანი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პრიფესორი იზოლდა მელიქიშვილი:

- საეკლესიო სამოსის ტარებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ერთი - იერარქიული საფეხური და მეორე - საეკლესიო მსახურებისა თუ ქრისტიანული დღესასწაულის რაობა.

ღვთისმსახურის მიერ ნებისმიერი საიდუმლოს აღსრულებისას გამოყენებული საგნითა თუ სამოსით ხაზგასმულია მაცხოვრის თანდასწრება, რაც იმას გულისხმობს, რომ ეკლესიის მსახურთა სამოსის ზოგადი სიმბოლური მნიშვნელობა არის ხილული, მატერიალური ფორმით გამოხატული სულიერი სამოსი, სიწმინდის, უბიწოების სიმბოლო, რომელშიც იმოსებიან ადამიანები ღვთის მადლით და ეკლესიის მიერ ხელდასხმულნი ამზადებენ ტაძარში მოსულთ მარადიული სიხარულისთვის.

სამოსი, რომლითაც მაცხოვარი გამოისახება, განსაზღვრავს მის იკონოგრაფიას, მაგრამ სამოსი, რომლითაც ეკლესიის მსახური იმოსება, თავად განასახიერებს მაცხოვარს დედამიწაზე და მხოლოდ ახალი აღთქმის რელიგიური სიმბოლიკით არის გაჯერებული.

როგორც მართლმადიდებლური ტაძარი და მის წიაღში განთავსებული ყოველი ნივთი, კედლებზე წარმოდგენილი ფრესკები, ისე სასულიერო პირთა სამოსი და მისი ყველა დეტალი კონკრეტულ კანონიკას ექვემდებარება და გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

საეკლესიო სამოსის განვითარების სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

I. ძველი აღთქმის სამოსი;

II. ადრექრისტიანული, რომელშიც გადმოდის ძველი აღთქმის სამოსის ძალიან ბევრი დეტალი;

III. შუა საუკუნეების (X-XIV) ქრისტიანული სამღვდელოების სამოსი, როდესაც ბიზანტია კარნახობს აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სამყაროს სამოსისა და მისი დეტალების კანონიკას.

ეკლესიის მსახურთა სამოსის ტარება, მასთან დაკავშირებული დოგმატიკა განსაზღვრული იყო და არის საეკლესიო დადგენილებებით. აქედან გამომდინარე, დაწესდა სასულიერო პირთა იერარქიის სამი ხარისხის სამოსი და დაკანონდა სამოსთა რაოდენობა ხარისხის გათვალისწინებით (დიაკონი იმოსება სამი, მღვდელი - ხუთი და მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი კი შვიდი სახის სამოსში).

ყველა ხარისხისთვის აუცილებელი სამოსია "სადიაკვნო სტიქარი", იგივე "ფესუედი სამოსი".

სტიქარი, ანუ ხსნის სამოსი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი და ჭრელი აბრეშუმის ქსოვილი.

სადიაკვნო სტიქარისგან განსხვავებით, სამღვდლო სტიქარი ტრადიციულად ოქროქსოვილისაა, ხშირად ფერადი ქვებითაა მოოჭვილი და მეუფისადმი სულიერი სიხარულის სიმბოლოა.

შემდგომი ხარისხის სამოსს წარმოადგენს საკოსი, რომელიც განასახიერებს კვართს, მაცხოვრის წამების დროის სამოსს ("საკოსი" ბერძნულად ტომარას ნიშნავს). ის არის სუფთა, შეუბღალავი სინდისის სიმბოლო. იგი ასევე იწოდება "უკერველ სამოსად", რადგან გვერდებზე არ არის გაკერილი და სპეციალური ზანზალაკებიანი ღილებით იკვრება. მოძრაობისას ისინი ხმას გამოსცემენ, რაც "უფლის გამოცხადების" სიმბოლოა.

ამ სამოსით მღვდელმთავარი იმოსება. მას ბისონსაც უწოდებენ.

საეპისკოპოსო საკოსი და ფელონი ღვთისმსახურებისას ერთმანეთს ენაცვლება. უმაღლესი ჩინის მღვდელმთავარი ერთ-ერთში უნდა შეიმოსოს. რაც შეეხება ფელონს, იგი არის ქლამიდის სიმბოლო, რომელიც ჯვარცმის წინ მაცხოვარს ემოსა. ფელონი მარადიული მეუფებისა და სიმართლის სიმბოლოა.

სამი ძირითადი პრინციპიდან, რომელსაც საღვთისმსახურო სამოსი ემყარება (ფორმა, ფერი და წმინდა რიცხვთა სიმბოლიკა), მნიშვნელოვანია ფორმა. იგი თავის თავში აერთიანებს ჯვარს, ოთხკუთხედსა და წრეს. თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა და სიმბოლიკა აქვს.

ჯვარი, რის თარგზეცაა აჭრილი სტიქარი და საკოსი, რაც მაცხოვრის მიწიერი და ზეციური ცხოვრების სიმბოლოა, იდენტური დატვირთვითაა გააზრებული სამოსშიც. "სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა", იმავდროულად, ჯვრის ფორმაში ჩადებული ორი არსის ერთობისა და ურღვეველობის სიმბოლოა. ამ მადლითა და ძალით შემოსილი ღვთისმსახური მიწაზე მაცხოვარს განასახიერებს. ის მრევლისკენ მიმართული სახით, თავისი ბაგით სულიერ შვილებს აზიარებს ქრისტეს მოძღვრებას, ხოლო როდესაც საკურთხეველთან დგას და ზურგითაა შებრუნებული, მაშინ მაცხოვრის სახეს ცვლის სამოსის ზურგზე დაკერებული ჯვარი - სასულიერო პირის ყველა შესამოსელის აუცილებელი ატრიბუტი.

ამავე დატვირთვითაა ჯვარი საეპისკოპოსო ფელონზე, რომელიც წრეზეა აჭრილი (წრეს ეფუძნება ფელონი, მიტრა, არწივი) და ღვთაებრივი ძალის, მაცხოვრის მარადიულობის, სიმრთელისა და ურღვეველობის სიმბოლოა.

მესამე ფორმა, რომელიც ასევე უმთავრესია სამოსში, არის ოთხკუთხედი (საბუხრეები, დაფარნა, გარდამოხსნა, ოლარ-ომოფორები). იგი ქვეყნის ოთხი მხარისა და ქრისტეს მოძღვრების ოთხკუთხივ გავრცელების სიმბოლოა: აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ ნაწილად (იოანე 19,20).

სამოსის ფორმათა სიმბოლიკაში წმინდა რიცხვთა სიმბოლიკაც აისახა. წამყვანი ის რიცხვებია, რომლებიც მაცხოვრის მიწიერსა და ღვთიურ ცხოვრებას უკავშირდება "ორობის", "ოთხობისა" და "შვიდობის" სიმბოლოებს.

"ორობა" - მაცხოვრის ორბუნებოვნება გამოხატულია საქარგავი მასალის ორი სახეობის - ოქროსა (მაცხოვრის ღვთიური, ტრანსცენდენტური საწყისი) და ბამბის ან აბრეშუმის ძაფის (მაცხოვრის ბიოლოგიური საწყისი) ერთმანეთთან "შერთვაში", "ოთხობა" მისი სამოსელის, სარწმუნოების ქვეყნიერების ოთხკუთხივ განფენის სიმბოლოა.

ეს, უწინარესად, როგორც აღვნიშნეთ, სასულიერო პირთა სამოსის ფორმებში ვლინდება (საბუხარის, ოლარ-ომოფორის ოთხი კუთხე, სტიქარისა და საკოსის ოთხი კალთა - ჯვრის ოთხი მკლავი).

რაც შეეხება "შვიდობას", ის ძირითადად უმაღლესი "ჩინის" მსახურის შვიდსახედი სამოსით შემოსვასა და მღვდელმსახურთა მიერ შვიდი საიდუმლოს აღსრულების უფლებასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი გარკვეულ კანონიკას ეფუძნება, რომელსაც მხატვრული მნიშვნელობის გარდა მკვეთრად ჩამოყალიბებული დატვირთვა აქვს.

უმნიშვნელოვანესია საეკლესიო სამოსში ფერის ფაქტორი.

ზოგადად ფერები, რომლებიც საეკლესიო სამოსში გამოიყენება, სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

I. თეთრი ფერი;

II. სპექტრის შვიდი ფერი;

III. შავი ფერი.

თეთრი ფერი - სინათლის სიმბოლო, ახსნილია, როგორც "მე ვარ მიუაჩრდილებელი ნათელის" განსახიერება. რადგან ეს არის ნათელი, რომლისგანაც ვისმენთ და გაუწყებთ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი (I იოანესი 1,5).

ამასთანავე, "ღმერთია თავად სინათლე და იმოსება სინათლით".

თეთრი ფერი ანგელოზთა ზეციურსა და მაცხოვრის თეთრ სამოსს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ აღდგომის დღესასწაული სასულიერო პირთათვის თეთრი სამოსით იწყება ნიშნად ღვთიური შუქისა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავიდან ამოიფრქვევა.

ოქროს სიმბოლიკაში მისი ბრწყინვალება გაიგივებულია თეთრ ფერთან. ეს ორი უკანასკნელი ღვთაებრივი სინათლის, მარადიული სიცოცხლისა და სიწმინდის სიმბოლოა.

ფერთა გამის მეორე ჯგუფში შემავალი სპექტრის შვიდ ფერს, ანუ ცისარტყელას ფერებს რამდენიმე ახსნა აქვს. ფერადოვნებას, რომელიც უძველესი დროიდანვე ღრმა სიმბოლიკით იყო გაჯერებული, ქრისტოლოგია ბიბლიურ ნოეს უკავშირებს: "ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის" (დაბ. 9,13). ცისარტყელა არის სიმბოლო მიწიერ წუთისოფელსა და მარადიულ, ზეციურ სასუფეველს შორის. მისი შვიდი ფერი შეესაბამება წმინდა რიცხვს - 7. ეს არის რიცხვი, რომელშიც ზეციური და მიწიერი სამყაროს შექმნის სიმბოლო დევს. საეკლესიო სამოსის ფერადოვან გამაში სწორედ სპექტრის შვიდი ფერია წამყვანი. ამ ფერთა სტრუქტურის ცვლათა შესაბამისად, საეკლესიო სამოსის ცვლა ღვთისმსახურებასა და საუფლო დღესასწაულებთან არის დაკავშირებული.

მესამე ჯგუფში წარმოდგენილი შავი ფერი გლოვის, ან ყოველგვარი მიწიერისგან განდგომის სიმბოლოა. გულისხმობს იმის გამორიცხვას, რაც სინათლის სპექტრის მიღმაა.

საეკლესიო სამოსში ეს ფერი სიმშვიდესაც ნიშნავს.

ფერთა გამის დატვირთვა შესაძლოა არაერთგვაროვანი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებისმიერი კომპოზიციის თემატურ, თეოლოგიურ და იკონოგრაფიულ გააზრებაზე.

ფერის სიმბოლური "მეტყველება" ქრისტოლოგიაში განისაზღვრება მისი სტრუქტურითაც. მაგალითისთვის, თუ ამ თვალსაზრისით მწვანე ფერს განვიხილავთ, საეკლესიო სამოსში მისი გამოყენება კონკრეტულ ახსნას მოგვცემს.

მწვანე ფერი - მარადიული ცხოვრების სიმბოლო, ქრისტიანულ ნაქარგობაში ფიგურირებს არა მარტო ფერადოვანი გამის სახით, არამედ კონკრეტული ფორმით. მის სიმბოლურ გამოსახულებას ხე წარმოადგენს. იგი შეიძლება ზოგ შემთხვევაში სულაც არ იყოს მწვანე ფერის, მაგრამ მასში ჩადებული სიმბოლო სიცოცხლის, განახლებისა და ცხოველმყოფელობისა ხის ფორმით გადმოიცემა.

ამავე თვალსაზრისით საინტერესოა იისფერიც, რომელიც აერთიანებს სპექტრის საწყის (წითელი) და ბოლო (ცისფერი) ფერებს, ამიტომაცაა, რომ იგი მაცხოვრის ჯვარცმის, წამებისა (წითელი) და ზეცაში მისი მარადიული მეუფების (ცისფერი) სიმბოლოა.

სპექტრის ფერები წრიულად რომ განვალაგოთ, საწყისისა და ბოლოს შეერთების ადგილი წითლისა და ცისფრის შესაყარია, რაც ნიშნავს "ანისა და ჰოეს" შესაყარს, მაცხოვრის მარადიული მეუფების სიმბოლოს.

ცისფერი დომინირებს წითელზე, რაც გულისხმობს "სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას" და ამით მარადიული სიცოცხლის მოპოვებას.

ფერთა სიმბოლიკა საეკლესიო სამოსსა და მის დეკორში გვეხმარება სიმბოლოთა ამოცნობაში.

ქართული საეკლესიო ნაქარგობა, მასზე გამოხატული სახეები ძირითადად ორი ფორმით წარმოგვიდგება: ერთია სახოვანი (ერთი ან რამდენიმეფიგურიანი კომპოზიცია) და მეორე - ორნამენტული დეკორით შემკული.

დეკორი, რომელიც სასულიერო პირთა თუ საეკლესიო მსახურებისთვის საჭირო ნივთთა სამოსზე გვხვდება, ისეთივე დოგმატიკას ექვემდებარება, როგორსაც ამ სამოსის ფორმა, ფერთა გამა და მისი ხმარების წესი. მათზე გამოსახული მცენარეული სახეები კონკრეტული სიმბოლური ინფორმაციის მატარებელია.

ძირითადი მცენარეული სახეები, რომლებიც სასულიერო პირთა სამოსზე გვხვდება, არის: ბროწეული (სიმბოლო ურღვევი რწმენისა - მისი მრგვალი ფორმა, მაგარი კანი და მრევლისა - მარცვლები) ყველა ვარიაციით - ნაყოფი, ყვავილი და ფოთოლი; შროშანა და მაყვალი (სიმბოლო ღვთისმშობლისა), ყვავილები და ფოთლები; მიხაკი (სიმბოლო მაცხოვრის წამებისა, მისი თესლი ზუსტად იმეორებს სამსჭვალის ფორმას). ყურძენი, როგორც წესი, ლერწით, მტევნებითა და ფოთლებით გამოისახება (მაცხოვრის, კონკრეტულ სიტუაციებში კი "მე ვარ ვენახის" სიმბოლო).

გვიანი პერიოდის (XIX ს.) ქართულ ნაქარგობაზე ჩნდება თავთავისა და ვარდების გამოსახულებები, რაშიც რუსული და ევროპული ხელოვნების გავლენა აისახა.

საინტერესოა ფონისა და დეკორის ურთიერთობა ორი თვალსაზრისით - ერთი - წმინდა სიმბოლურ-სემანტიკური გააზრებით. ანუ ფონი მოიაზრება, როგორც "სიტყვაი იგი", ხოლო მასზე გამოსახული ნაქარგი - უფლის სადიდებლად "განხორციელებული", დაფარულის ფორმად ქმნა.

მეორე - წმინდა ტექნიკური მხარე. სახე მბზინავი, მოციმციმე ფონით განათებული, რელიეფურადაა ამოზიდული, რაც ქმნის გამომსახველობითი აღქმის სხვაობას, ხოლო დეკორი, რომელიც იშლება რბილ, თბილ, ტონირებულ ფონზე, "მიდის სიღრმეში და ზრდის მოცულობით ეფექტს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat