კურთხეულ არს დედამიწა, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს
კურთხეულ არს დედამიწა, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს
"უფალო, ვითარ მშვენიერ-არს სტუმრობა შენთანა: ქარი მფრქვეველი კეთილსურნელების, მთანი, ცას მიბჯენილნი, წყალნი ვითარცა უნაპირო სარკენი, სხივთა ოქროცურვილისა და ღრუბელთა სიმსუბუქის ათინათი. ბუნება იდუმალ ჩურჩულებს, ერთიანად ალერსით აღვსილი, და ფრინველნიცა და მხეცნიც შენი სიყვარულით აღბეჭდულან. კურთხეულ არს დედამიწა თავისი დაჭნობადი შვენიერებით, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს..."

ღვთისადმი უდიდესი მადლიერების გამომხატველი ეს სიტყვები ჩვენს დიდ წინაპარს, XIX საუკუნის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწე უდიდეს მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ ტრიფონ თურქესტანოვს (თურქესტანიშვილს) ეკუთვნის. თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა ქართულ ენაზე აამეტყველა მეუფე ტრიფონის ღვთისადმი მიძღვნილი სამადლობელი აკათისტო "გმადლობ შენ, ღმერთო, ყველაფრისთვის".

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: - მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის პეტრეს ძე თურქესტანოვი) დაიბადა მოსკოვში 1861 წლის 29 ნოემბერს. მისი წინაპარი, ბორის თურქესტანიშვილი ჩვენი ავბედითობის დროს საქართველოდან ჩადის რუსეთში და მკვიდრდება სხვა ქართველ თავად-აზნაურებთან ერთად. მის შთამომავალ მომავალ მღვდელმთავარს ერისკაცობის სახელიც მის პატივსაცემად დაარქვეს. იგი დაბადებისთანავე სუსტი იყო. ექიმებმა მისი გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი დაკარგეს. დედამისი, რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ, განსაკუთრებით ხშირად დადიოდა ტაძარში და წმინდა მოწამე ტრიფონს ავედრებდა შვილს. იდუმალ აღუთქვამდა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, წმინდანის ლოცვითა და შუამდგომლობით, ვაჟიშვილს უფალს მიუძღვნიდა და თუ ღმერთი მას მონაზვნობის პატივის ღირსად ოდესმე გახდიდა, წმინდა ტრიფონის სახელსაც მიაღებინებდა. "უძლურ და უმწეო ყრმად ვიშევ ამქვეყნად, გარნა ანგელოსმან შენმან განართხნა ნათელი ფრთანი თვისნი და დაიფარა აკვანი ჩემი. იმა ჟამიდან ყოველთა გზათა ჩემთა მინათებს სიყვარული შენი, საკვირველად წინამძღვარი საუკუნოისა სინათლისაკენ", - დაწერს მეუფე ტრიფონი მოგვიანებით ღვთის სადიდებელ აკათისტოში.

აღთქმიდან არცთუ დიდი ხანი გასულა და აი, დედამისი, ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავისი ყრმით ჩადის ოპტის მონასტერში, იმ დროის სახელგანთქმულ უდაბნოში. როდესაც დედა-შვილი ტაძარში შედის, ამბიონზე ქადაგებს წმინდა ამბროსი ოპტელი. მოულოდნელად წმინდა ამბროსი შესძახებს: "გზა დაუთმეთ, გზა მიეცით რუსეთის მომავალ მღვდელმთავარს". ხალხი უცებ ორად გაიპო. როცა დედა გამოჩნდა ჩვილით ხელში, ყველა გაოცდა. ეს იყო წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი, რომელიც ასე უმწეოდ გამოიყურებოდა, რუსეთის მომავალი მღვდელმთავარი გახდებოდა.

"ოდეს ყრმა ვიყავ და გაცნობიერებულად პირველად მოგიხმე, ისმინე ლოცვისა ჩემისა და სულს კეთილმოკრძალებული სიმშვიდე მოჰფინე. გულისხმა-ვყავ, რომ შენ სახიერ ხარ და ნეტარნი არიან, ვინც შენ მოგიხმობენ და ვიწყე ძახილი კვალად და კვალად და ახლაც მოგიხმობ:

დიდება შენდა, კეთილთა შინა ზრახვათა შენთა აღმასრულებელო;

დიდება შენდა, რამეთუ დღემუდამ ჩემზედა ფხიზლობ;

დიდება შენდა, მწუხარებათა მკურნალო და დანაკლისის დროთა მდინარებაში აღმავსებელო;

დიდება შენდა, რამეთუ არა არს შენთანა უსასოო დანაკარგი, შენ სჩუქნი ყველას მარადიულ სიცოცხლეს;

დიდება შენდა, რამეთუ უკვდავჰყავ ყოველივე კეთილი და ამაღლებული, შენ აღუთქვი მსურველთ შესვენებულებთან შეხვედრა;

დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე".

დეკანოზი არჩილი:
- საშინელი დევნა-შევიწროების, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა გადასახლება-დახვრეტის მძიმე წლებში მეუფე ტრიფონი ერთ-ერთი სვეტი იყო ეკლესიისა, რომლისგანაც მღვდელმთავრები რჩევა-დარიგებებს იღებდნენ მათთვის საგულისხმო ყველა საკითხზე. მეუფე ტრიფონმა მართლაც საშინელი, მძიმე, ეკლიანი გზა განვლო და მიუხედავად ყველაფრისა, მასში არ ჩაქრა ჩაუქრობელი, პირიქით, ის უდიდეს მადლიერებას გამოთქვამდა უფლისადმი და ეს უზენაესი ჰიმნი (თუ შეიძლება ასე ითქვას) სწორედ მაშინ შეიქმნა ღვთის მიმართ. ხალხს სწამდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა.

მიტროპოლიტი ტრიფონი 1934 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის ვედენსკის სასაფლაოზე. მისი საფლავი მილიონობით მორწმუნის სათაყვანებელ ადგილად იქცა. ეს სამადლობელი დაუჯდომელი, "გმადლობ შენ, ღმერთო, ყველაფრისთვის", მის სულიერ ანდერძად იქცა, ამ განსაცვიფრებელი აკათისტოს სათაურშია გამჟღავნებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი სულიერი გამოცდილება ყველაზე უფრო სასტიკი დევნის ჟამს, რომელიც კი ოდესმე გადაუტანია ქრისტეს ეკლესიას.

"ვით ელვა, რაჟამს გაანათებს სანადიმო დარბაზებს და უღიმღამოდ წარმოაჩენს ლამპართა ნათებას - ესრევე უეცრად გამობრწყინდებოდი ცხოვრებისა ჩემისა უბედნიერეს წუთებში ჩემს სულში და შენი ელვისებური ნათების შემდეგ რაოდენ უფერული, მრუმე, ლანდისებური ჩანდნენ ისინი. სული ივლტოდა შენდამი.

დიდება შენდა, ადამიანური ნატვრის სამანო;

დიდება შენდა შენთან ზიარების დაუოკებელი წყურვილისთვის;

დიდება შენდა, რამეთუ შთაგვითხრე გულებში დაუკმაყოფილებლობა ამქვეყნიურითურთ;

დიდება შენდა, რამეთუ უმსუბუქეს სხივებში გაგვხვიე მადლისა შენისა;

დიდება შენდა, რომელმან შემუსრე წყვდიადის სულთა სუფევა და განადგურებას დაუქვემდებარე მიერთამდე ყოველი ბოროტება;

დიდება შენდა გამოცხადებათა შენთათვის, ბედნიერებისათვის, შეგიგრძნობდე და თანავარსებობდე შენთან.

დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat