ძალიან მიხარია, როდესაც სინანულში მყოფ ადამიანს ვხედავ
ძალიან მიხარია, როდესაც სინანულში მყოფ ადამიანს ვხედავ
სამთავისისა და გორის ეპისკოპოსის რეზიდენცია შიგ გორში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარეობს. რეზიდენციის კარი ტაძრის ეზოში გამოდის. იქ სტუმრის მისვლას ზარის დარეკვით იგებენ.

მეუფე ანდრიას (გვაზავას) რეზიდენციაში ვესტუმრე. მეუფე იქ სამ მონაზონთან - დედა ცეცილიასთან, დედა პოლიქსენიასთან, დედა მარიამთან - და რამდენიმე ბერთან - მღვდელმონაზონ კოზმასთან, იეროდიაკონ მიქაელსა და კიდევ რამდენიმე მორჩილთან ერთად ცხოვრობს.

დედა ცეცილია, მეუფის კურთხევით, ჩემს გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მეუფე ანდრია ისე ფეხაკრეფით, უხმაუროდ და მშვიდად შემოვიდა სასტუმრო ოთახში, რომ მისი შემობრძანება მაშინვე ვერც კი გავიგე...

საუბარი საინტერესოდ წარიმართა და ვინძლო, ბევრის სულისთვისაც სასარგებლო გამოდგეს.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო თქვენს ჟურნალს, მის თანამშრომლებს და მკითხველს. მინდა გისურვოთ სიკეთე, სიხარული, ღვთის წყალობა და ურთიერთსიყვარულში განმტკიცება.

- მეუფე ანდრია, თქვენი გვარის ხალხში ბევრი იყო სასულიერო პირი. ამანაც ხომ არ გიბიძგათ, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა აგერჩიათ?

- მე სოხუმელი ვარ. იქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი სოხუმში ცხოვრობდა. ჩემს გვარში მართლაც ბევრი იყო სასულიერო პირი: სოხუმში, მიხეილის სასაფლაოზე, დაკრძალულნი არიან დეკანოზი გვაზავები, გვაზავა გახლდათ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი მეორე სამამულო ომის დროს; ათონის მთაზე, ერთ-ერთ სენაკში, ცხოვრობდნენ ძმები მათე და ათანასე გვაზავები, ორი უკანასკნელ ქართველ ბერთაგანი... სასულიერო პირები იყვნენ ჩემი წინაპრები ბებიის, კაჭარავების მხრიდანაც. დედის მხრიდან წინაპრებს სასულიერო წოდება არ ჰქონიათ, მაგრამ ეკლესიის მორჩილებაში იყვნენ, საეკლესიო მსახურებს უწოდებდნენ და ხატის მცველთა გვარად იყვნენ ცნობილნი.

ჩემს ეკლესიაში მისვლაში უთუოდ მიუძღვის წვლილი წინაპრების ლოცვას და მათ მადლს, რომელიც შთამომავლობას გადმოგვეცა.

ბავშვობიდან დედის სახით მუდამ თვალწინ მედგა რწმენის მაგალითი. ჩვენი ოჯახი ყოველთვის დაუფარავად დღესასწაულობდა შობასა თუ აღდგომას. არ მეშინოდა სკოლაში წითელი ხელებით ან წითელი კვერცხით წასვლის. მახსოვს, როგორ ინახავდა დედა დიდ მარხვას. შინ გვქონდა ხატი, რომლის წინაც დედა სანთელს ანთებდა. ხშირად მინახავს ხატის წინაშე მდგომარე, მლოცველი. ტაძარში რომ მიდიოდა, მეც თან მივყავდი.

ჩემს ბავშვობაში სოხუმის საკათედრო ტაძარში იდგა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი, რომელიც შემდეგ კომანის ეკლესიაში გადაასვენეს. სარკოფაგი მარჯვენა მხარეს, მცირე სტოასთან, ჯვარცმასთან იდგა. იოანე ოქროპირის ხატი ჩასვენებული იყო ბისერით მოქარგულ სარკოფაგში. იმდენად ლამაზი იყო, როცა ტაძარში მივდიოდი, სულ მასთან ახლოს მინდოდა ყოფნა. მივდიოდი და თან რაღაც სასოებით ვივსებოდი. შემდეგ, როცა ეკლესიაში გააზრებულად დავდიოდი, ის ადგილი - მარჯვენა სტოა - ძალიან მიყვარდა.

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?

- დავამთავრე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა. ძალიან მიყვარდა კითხვა. ხშირად სახლისკენ მხოლოდ იმიტომ მივისწრაფოდი, რომ რომელიღაც წიგნი მქონდა დასამთავრებელი. სხვა საქმეები ნაკლებად მაინტერესებდა. შეიძლება, ამ წიგნების გავლენით - ბავშვობაში ვამბობდი, ეპისკოპოსი ან გენერალი უნდა გამოვიდე-მეთქი. ეს იყო მეხუთე-მეექვსეკლასელი ბავშვის გაუაზრებელი ოცნება. როცა წამოვიზარდე, მინდოდა ოკეანოლოგი გამოვსულიყავი. მიყვარს ზღვა, წყალქვეშა სამყარო... მერე ეს სურვილი თავიდან ამოვიგდე - მივხვდი, გამიჭირდებოდა.

- ცელქი ბავშვი იყავით?

- კი, ძალიან ცელქი და მოუსვენარი. ბევრი მეგობარი მყავდა და უმეტეს დროს მათთან ვატარებდი. სწავლაზე ნაკლებად ვფიქრობდი. საარდადეგებო განწყობა მაისიდან მეწყებოდა. ამინდი რომ ფუჭდებოდა, მაშინღა გვიჩნდებოდა სასკოლო განწყობა.

- როგორი იყო ბავშვობის შემდგომი პერიოდი?

- ჩავაბარე ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში. ეს იყო სამხედრო სასწავლებელი, რომელსაც თავისი რეჟიმი ჰქონდა. ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა კაცმა სამხედრო სამსახურის გამოცდილება უნდა მიიღოს. იქ რამდენიმე წელი ვისწავლე, მერე ჯანმრთელობის გაუარესების გამო მივატოვე სწავლა და სოხუმში დავბრუნდი, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.

ეკლესიაში ჩემი მოსვლა დაემთხვა 80-იანი წლების დასასრულს. ეს იყო დაახლოებით 1988-89 წლები. იმათგან, ვინც იმჟამად ტაძარში დადიოდა, ათიოდე ახალგაზრდასთან მქონდა განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა. ერთ-ერთი მათგანი, მღვდელმონაზონი ანტონი, დღეს ნიქოზის ეპარქიაში მსახურობს.

ტაძარში ჩემს მისვლაზე დიდი გავლენა მოახდინა რძალმა, ჩემი ძმის მეუღლემ. ეკლესიურად ცხოვრობდა და მასთან ურთიერთობამ ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

მახსოვს ჩემი პირველი მოძღვარი მამა იოსები (სევერინი), ძალიან მხცოვანი, 80 წელს გადაცილებული კაცი. სოხუმის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. რაკი ასაკში იყო, ღვთისმსახურებას არ აღასრულებდა, მაგრამ ასრულებდა საეკლესიო წესებს, იბარებდა აღსარებებს. საოცარი სულიერების პატრონი იყო და ალბათ, ჩემში მონაზვნობის სურვილის განმტკიცება ამ ადამიანთან ურთიერთობამაც განაპირობა.

უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე სერაფიმე როუზისა და ეგნატე ბრიანჩანინოვის ნააზრევმა. მაშინ ეგნატე ბრიანჩანინოვი არ იყო წმინდანთა დასში შერაცხული. მისი ნაშრომები ისეთი სახით, როგორიც დღეს არის გამოცემული, არ იბეჭდებოდა. საზოგადოდაც, რელიგიური ლიტერატურა მეტისმეტად მწირი იყო. უფრო თვითგამოცემები და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტები იყიდებოდა.

- პირველი მოძღვრისგან, მამა იოსებისგან, რა დაგრჩათ?

- დამრჩა მისი შემწყნარებლობა და გარკვეული სიმკაცრეც. მაგალითად, მოცემული ჰქონდა ლოცვა-კურთხევა, ოთხშაბათსა და პარასკევს მზის ჩასვლამდე მემარხულა. როცა რამეს მირჩევდა, ცოდვაზე ლაპარაკს კი არ იწყებდა, არამედ მომცემდა დარიგებას, რომელიც ამ ცოდვას მაშორებდა. ამას მოგვიანებით ვხვდებოდი ხოლმე.

- ალბათ, მაღალი სულიერების მქონე ადამიანებთან შეხვედრამაც მოახდინა თქვენზე გავლენა...

- მრევლს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთად დავდიოდით სიწმინდეების მოსალოცად. ჩემი პატარა ძმისწული ჩემთან ერთად დადიოდა. მოვილოცეთ სვიმონ კანანელის საფლავი, კომანში ვასილისკოს წყარო, იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილი (გამოქვაბული) კომანში, იოანე ოქროპირის მიცვალების ადგილი, ახალი ათონის მონასტერი, კიევ-პეჩორის ლავრა, კიევში, ვლადიმირის ტაძარში - წმინდა ბარბარეს ნეშტი. ჩემთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო სერაფიმე საროველის ნაწილების აღმოჩენა და ჩაბრძანება დივეევოში 1991 წელს. ამ ყოველივემ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველი დღეებიდანვე, როცა ეკლესიაში მოვედი, მონაზვნობა მსურდა. რატომღაც არ მიფიქრია სწავლის გაგრძელებაზე, ოჯახის შექმნაზე. სურვილი მქონდა მხოლოდ მონაზვნობისა და მონასტერში ცხოვრებისა ღვთისმსახურებითა და ადამიანებთან მინიმალური ურთიერთობით. იმხანად მოვილოცეთ ოპტის მონასტერიც. განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ოპტის სკიტებმა. ჩემი გადაწყვეტილება ნელ-ნელა მტკიცდებოდა.

იმ წლებში, ჯერ კიდევ სოხუმში ყოფნის დროს, ურთიერთობა მქონდა სასულიერო პირებთან. სოხუმში ძალიან ბევრი ბერ-მონაზონი მოღვაწეობდა: მეუფე ზინობი, მამა სერაფიმე, მამა ანდრონიკე. 20-იან წლებში მონაზვნების ნაწილი თბილისში წამოვიდა, ნაწილი სოხუმის უდაბნოში დარჩა. მე ურთიერთობა მქონდა მათთან, ვინც სოხუმის უდაბნოდან ჩამოდიოდა. ერთ-ერთი იყო მამა ვიტალი (სიდორენკო). დედა მარიამი და მისი და სეფისკვერებს აცხობდნენ. ძალიან მომწონდა მათი გაკეთებული სადილი, რაღაც არაჩვეულებრივი გემო ჰქონდა მათ ნახელავს... ბევრი საერო სამსახურში მუშაობდა. ზოგი მედდა იყო. იყვნენ ბერებიც, რომლებიც ქუჩას გვიდნენ და ხელფასს აფხაზეთის უდაბნოში მამებსა და დედებს უგზავნიდნენ. მიმაჩნია, რომ ღვთის წყალობა იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა.

დიდი მხნეობა მომცა სალოსმა ბერმა კონსტანტინემ, რომელიც სამონაზვნო ცხოვრების შესახებ წიგნებით გვამარაგებდა. მქონდა წერილობითი ურთიერთობა მამა იოანე კრესტიანკინთან, რომლის რჩევებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. იმ წლებში სოხუმის ელდეპოში ვმუშაობდი, მერე კერძო ბიზნესი მქონდა. ჩემი მონაზვნობის სურვილი არც უსაქმურობას გამოუწვევია და არც უიღბლობას.

მქონდა ისეთი პერიოდი, როცა გაორება დამეწყო ქრისტიანულ ცხოვრებასა და იმ ყოფით მოთხოვნილებებს შორის, რომლებსაც საერო ცხოვრება გიყენებს. მახსოვს მამა იოანეს ერთ-ერთი წერილი, რომელიც ასეთ პერიოდში მომწერა: როგორ შეიძლება, ადამიანი დემონსაც ემსახუროს და ღმერთსაცო.

ერთხანს პეჩორის მონასტერში ვცხოვრობდი. მამა იოანეს იქ შევხვდი. მას ვთხოვე ლოცვა-კურთხევა მონასტერში წასვლაზე. ოპტის მონასტერში დარჩენას ვფიქრობდი. მანამდე სოხუმში უნდა ჩავსულიყავი საბუთების წამოსაღებად. სწორედ მაშინ დაიწყო სოხუმის ომი. ქალაქში ჩასვლა თვე-ნახევრის შემდეგ მოვახერხე.

ოპტის უდაბნოდან ბერებმა პატრიარქთან საჩუქრები გამოგვატანეს. უწმინდესს მაშინ შევხვდი და მონაზვნობის სურვილი გავანდე. უწმინდესმა მიპასუხა: რა გინდა იქ, მონასტრები ჩვენთანაც არისო. ცოტა კადნიერად ვუპასუხე: რუსეთთან ენობრივი კავშირი მეტი მაქვს-მეთქი. არაფერი მითხრა.

მამა ვიტალისთან რომ მივედი და ოპტის უდაბნოში წასვლის სურვილი განვუცხადე, საოცარი პასუხი გამცა: კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ღმერთმა სხვანაირად ინებოსო. და ერთ ამბავს მომიყვა კაცზე, რომელსაც ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ეს ისტორია გამახსენდა წლების შემდეგ, როცა დავითგარეჯის წინამძღვარი გავხდი. მართლაც, ჩემს გადაწყვეტილებასა და ბერად შედგომას შორის ორმა წელმა განვლო. როდესაც ბერად აღმკვეცეს, 26 წლის გახლდით.

კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ერთ-ერთი იყო ზალიტის კუნძულზე მოღვაწე მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი, საოცარი მამა და მლოცველი. მისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა სამონაზვნო ცხოვრებაზე. მახსოვს მისი დარიგებები. დამარიგა, პატივი ეცი მშობლებს, თუ რაიმე გაქვს კარგი, იცოდე, რომ ეს მშობლებისგან არის მოცემულიო. სოხუმში შევხვდი სქემმონაზონ მარიამს, რომელმაც თავის დროზე მამა იოანე კრესტიანკინთან შეხვედრა, მასთან ურთიერთობა მირჩია და რომლის რჩევითაც გავუგზავნე პირველი წერილი მამა იოანეს.

- სასულიერო მოღვაწეობა რომელი მონასტრიდან დაიწყეთ და როგორი იყო თქვენი სულიერი ცხოვრების შემდეგი წლები?

- მარტყოფის მამათა მონასტრიდან, სადაც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენციაა განთავსებული. მორჩილის კაბა შევიმოსე სვეტიცხოველში. იქვე მოხდა ჩემი აღკვეცა ლაზარეს შაბათს, დიდ მარხვაში. მაშინ ამირანი მერქვა. რაც სოხუმიდან წამოვედი, მეუფე დანიელია ჩემი მოძღვარი. მასთან ურთიერთობა სოხუმის ომის დროსაც მქონდა.

როდესაც საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდა და ახალი ეპარქიები გაიხსნა, ერთ-ერთი იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია. მისი პირველი მმართველი მეუფე დანიელი გახლდათ. რამდენიმე მონაზონთან, დედებთან, მამებთან ერთად ამ ეპარქიაში გადავედი და იქ ვმოღვაწეობდი. ვცხოვრობდით ჯერ ქალაქში, შემდეგ - კორცხელის მონასტერში. ამჟამად იქ დედათა მონასტერია. იქ გავხდი დიაკონი, შემდეგ, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს თბილისში, კამოს, ახლანდელ უზნაძის ქუჩაზე (უმაღლეს სამხედრო სასწავლებელთან), მთავარანგელოზთა ტაძარში. პატრიარქის კურთხევით, მალე დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად გადამიყვანეს. ეს ის დრო გახლდათ, როცა რამდენიმე არქიმანდრიტი პატრიარქს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ასეთი მონასტერი გახლდათ დავითგარეჯის ლავრა. წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, დატოვა ლავრაც და ეკლესიაც და პატრიარქმა ეს დიდი პასუხისმგებლობა მე მომანდო. გარეჯში ყოფნის წლები ჩემი ბერობის საუკეთესო პერიოდად მახსენდება. მამა დავით გარეჯელი ჩემი სამონაზვნო ცხოვრების მფარველია, გრიგოლ ხანძთელთან ერთად, რომლის ხსენების დღესაც მღვდელმთავრად მაკურთხეს.

ამის შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის მღვდელმთავრად გამომარჩიეს. თავის დროზე, როცა უწმინდესს ვუთხარი, რომ ეს გზა მაშინებდა და მერჩია, გარეჯაში ვყოფილიყავი, უწმინდესმა ბრძანა, ასეთია ღვთის ნებაო. 1998 წელს, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, 18 ოქტომბერს, მოხდა ჩემი ხელდასხმა. იმხანად 27 ეპარქია იყო საქართველოში და მე 27-ე მღვდელმთავარი გახლდით.

საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიაში სამი წლის განმავლობაში მომიხდა მოღვაწეობა. 2001 წელს, პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილებით, გადმომიყვანეს სამთავისისა და გორის ეპარქიაში, სადაც დღემდე ვმოღვაწეობ.

თბილი მოგონებები გამომყვა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიიდან. დიდი მზრუნველობა მახსოვს იქაური მრევლისგან, გამხნევება, თანადგომა, ღვთის ძიების სურვილი... მინდა, კიდევ ერთხელ შევწირო მადლი უფალს და მადლობა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი სულიერი ცხოვრების გზაზე თანადგომას მიწევს. მათ შორის - ავთანდილ წერეთელს, გორელებს - ზაურ საგანელიძეს, გია სოსანიძეს, ვანო არჩვაძეს. განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებ რეგიონის გუბერნატორს ბატონ მიხეილ ქარელს, რომელიც შიდა ქართლის სამივე ეპარქიას დიდ თანადგომას უწევს. ჩვენ მადლიერნი ვართ მათი და ღვთის წყალობას ვუსურვებ ყველას.

- როგორ მიდის თქვენს ეპარქიაში საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრება?

- ჩვენს ეპარქიაში 25 სამრევლო ტაძარი და 2 მონასტერია: ატენის დედათა მონასტერი და ქვათახევის მამათა მონასტერი. გვყავს 19 მღვდელმსახური, მათგან სამი დიაკონია, დანარჩენი - სამღვდელო პირები. ეს მაინც ცოტაა, რადგან თითქმის ყველა სოფელშია საჭირო სამღვდელო პირის ყოფნა. ყველაზე ძველი ტაძარი ჩვენს ეპარქიაში ატენის სიონია, ბაზილიკა, რომელიც V საუკუნეშია აგებული.

- რა აზრის ბრძანდებით ჩვენს დროში ძველი მონასტრების განახლებასა და ახლების დაარსებაზე?

- ეს პარალელური პროცესი უნდა იყოს. ძველი მონასტრებისა და ტაძრების აღდგენა-განახლება საჭიროა, მაგრამ ასევე აუცილებელია ახალი მონასტრების დაფუძნება და ტაძრების აგებაც.

- როგორც ვიცი, განზრახული გაქვთ, ეპარქიაში სასულიერო სასწავლებელი გახსნათ. საამისოდ ახალ შენობას ააგებთ თუ ძველში განთავსდებით?

- ისტორიულად გორში არსებობდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც მოღვაწეობდა პატრიარქი კირიონი, სწავლობდნენ პატრიარქები ეფრემი და ლეონიდე, იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური. ისწავლებოდა ლათინური და ძველი ბერძნული ენები, გალობა, იყო ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. აი, ეს ისტორიული შენობა გადმოგვცეს. ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი სურვილია, აღდგეს ტრადიცია, რომელიც გორის სასულიერო სასწავლებელს ჰქონდა. ამჟამად გორში რამდენიმე სამრევლო სკოლაა, გამოდის ეპარქიის გაზეთი "გიხაროდენ", შეიქმნა ხუროთმოძღვრების სამსახური, რომელიც ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობას ხელმძღვანელობს და თანამშრომლობს პატრიარქის ხუროთმოძღვრების ცენტრთან. მომავალში შეიქმნება საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ნაწილი.

- მეუფე ანდრია, რა გიხარიათ და რა გწყინთ ყველაზე მეტად?

- ძალიან მიხარია, როდესაც სინანულში მყოფ ადამიანს ვხედავ. მიხარია, როცა ტაძარში პატარა ბავშვების გაოცებულ და გაბრწყინებულ სახეებს მოვკრავ თვალს. მიხარია ღვთისმსახურება, წირვაზე დგომა, ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე მეტად მწყინს, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მოდის, მეტ-ნაკლებად შეიცნობს ღმერთს, საღვთო მადლს, ზიარების საიდუმლოს და მერე მძიმე და სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდება. მწყინს, როდესაც სასულიერო პირები ისე არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, როგორც საჭიროა, რადგან სასულიერო პირის როლი ადამიანის ცხონებაში დიდია.

- როცა ადამიანი სასულიერო გზას აირჩევს, ხასიათი ეცვლება თუ იგივე რჩება?

- როდესაც ეკლესიაში მოვდივართ, ადამიანის საუკეთესო თვისებები კიდევ უფრო ვითარდება, უკვე ღმერთში, სიკეთითა და ვნებებთან ბრძოლით. რაც უფრო მეტად წარემატება ადამიანი, არსებული სათნოებანი უფრო უძლიერდება და ზრუნავს მათ მოსაპოვებლადაც, რომლებიც არ გააჩნია. ეს ღვთით ხდება, ამის ძალას ღმერთი გვაძლევს. თუ თავგანწირვით მუშაობ საკუთარ თავზე, ბოროტება, რომელიც ჩვენშია, უკან იხევს და დგება მომენტი, როდესაც ცოდვილი ვნებები წყვეტენ მოქმედებას. ეს უკვე სიწმინდის მდგომარეობაა, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთად.

- როგორ დალოცავთ, მეუფეო, ერსა და ბერს?

- ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი. ბევრი სიკეთეა ჩვენს ხალხში. ვისურვებდი, გვეზრუნოს ამ სიკეთის გასამრავლებლად, რამეთუ საკუთარ თავში სიკეთის გამრავლება ნიშნავს სიკეთის გამრავლებას სამყაროში, ხოლო ბოროტის შემცირება - სამყაროში ბოროტის შემცირებას. გვემრავლებინოს სიკეთე და ასე წარგვემართოს ჩვენი ცხოვრება ღვთის ძიებითა და ურთიერთსიყვარულით. ამის ძალას ვუსურვებდი ყველას, ერსაც და ბერსაც.
ბეჭდვაელფოსტა
28.09. 2014
m
yvela ese ambobs magram rodesac adamiani agsarebaze midian mat yvela xels kravs bevri minaxavs egre mtqmeli da bolos sheumwynarebeli gmertma gagadzlierot meufev da madli gimravlot tu egre xart
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat