"ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, რამეთუ მე მიძლევია სოფლისათვის"
"ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, რამეთუ მე მიძლევია სოფლისათვის"
(დასასრული. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #23)
ძნელია, ორიოდ სიტყვით აღწერო წმინდა გაბრიელ ქიქოძის 35-წლიანი მღვდელმთავრული მოღვაწეობა. მართლაც, განა ადვილი იქნებოდა მართვა ეპარქიისა, რომელიც ლამის მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. როგორც ბრძანებს დეკანოზი დავით ღამბაშიძე, "მისი მეუფების მეცადინეობით და შეგონებით იმერეთის ეპარქიაში აშენდა რამდენიმე ათასი ქვიტკირისა და ხის ახალი ეკლესია", დაარსდა ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა, 1890 წელს ქუთაისში გაიხსნა ქალთა სასწავლებელი, ოთხი წლის შემდეგ კი სასულიერო სემინარია. ეპარქია მის ხელში მოღონიერდა და ხალხიც "დაემსგავსა მეტ-ნაკლებად თავის მღვდელმთავარს" (ი. გოგებაშვილი). 1887 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა "ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი", რომელიც შედგებოდა საუკეთესო მგალობლებისგან. მათ უნდა შეეგროვებინათ და ნოტებზე გადაეღოთ გალობანი, რათა მომავალ თაობებს არ დაჰკარგვოდათ ფასდაუდებელი განძი.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჯერ გელათის ხახულის ხატი გაიძარცვა ბოროტმოქმედთაგან, შემდეგ კი ქუთაისის გუბერნატორმა გრაფმა ლევაშოვმა, ეგზარქოს ევსევის ნებართვით, გელათის სალაროდან გაიტანა ძველი ხელნაწერი სახარებისა და მისი ტიხრულმინანქრიანი ოქროს ყდა უბრალო ვერცხლის ყდით შეცვალა. წმინდა გაბრიელი აღდგა საეკლესიო ნივთების დასაცავად და გადასარჩენად. მისი, სერგეი მესხის და ნიკო ნიკოლაძის დამსახურებაა ამ "ბოროტი გუბერნატორის" საქართველოდან გაძევება. მიუხედავად ამ საქმის დიდი რეზონანსისა, ეს სიწმინდე-საგანძური მაინც დაიკარგა საქართველოსთვის.

1881 წელს კავკასიის ოლქის მზრუნველის იანოვსკის ბრძანებით, სასულიერო სასწავლებლის დაწყებით კლასებში აიკრძალა ქართული ენა, ხოლო 1885 წლის განკარგულებით, ყველა ტიპის სასწავლებლებში სწავლება მხოლოდ რუსულად უნდა წარმართულიყო. მასწავლებლებს აკრძალული ჰქონდათ რუსული სიტყვების მოსწავლეთათვის ქართულად ახსნა. მანამდე იანოვსკის არ გამოუვიდა ბესარაბიელი მოლდაველების გარუსება, ეტყობა, მწარედ განიცდიდა ამ "მარცხს" და შურს ქართველებზე იძიებდა. ამის გარდა, ის შეეცადა, საქართველოს კუთხეები ერთმანეთისთვის გადაემტერებინა. გადაწყვიტა, სამეგრელოს სკოლებში რუსული ენის სწავლება მომხდარიყო მეგრული ენის საშუალებით, რადგან, მისი აზრით, მეგრელები ქართველები არ იყვნენ. იანოვსკის მითითებით, მეგრელმა რუსეთუმე პედაგოგმა, ვინმე აშორდიამ, შეადგინა რუსული ასოებით მეგრული ანბანი და თარგმნა კიდეც "მამაო ჩვენო" და სხვა ლოცვები. სწორედ ამის წინააღმდეგ გაილაშქრა წმინდა გაბრიელმა. მან წერილი მისწერა ეგზარქოსს, სადაც გააკრიტიკა იანოვსკის გეგმები და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დამღუპველი იქნებოდა თვით რუსეთისათვის. ხმა ამოიღო სამეგრელოს სამღვდელოებამაც და ეგზარქოსმა დროებით უკან დაიხია. სამწუხაროდ, დღესაც სურს იანოვსკის "გეგმის" განხორციელება ზოგიერთ ვაიქართველს, როცა ცდილობენ "ბიბლიის" მეგრულად თარგმნას.

მანამდე კი, 1872 წელს, წმინდა გაბრიელმა ამხილა გიორგი მუხრანსკი და მისი წიგნაკი, რომელშიც თავადი ამტკიცებდა "პატარა" ერების, მათ შორის ქართველი ერის, "დიდ" ხალხში ანუ რუსებში გათქვეფის აუცილებლობას. მრავალმა გასცა ღირსეული პასუხი გადაგვარებულ ქართველს, მათ შორის გამოირჩევა წმინდა გაბრიელისა. მღვდელმთავარი დიდი ტაქტით, ქრისტიანული სიყვარულით, დასაბუთებულად უმტკიცებს მუხრანსკის მისი თეორიის სიყალბეს. ამ წერილით წმინდა გაბრიელმა სცადა, სააქაოსკენ, საქართველოსკენ მოებრუნებინა ნიჰილისტი ქართველი.

1885 წელს ერთგული მდივანი ესტატე მჭედლიძე მოუკლეს. თვით მღვდელმთავარსაც კი მოუვიდა მუქარის წერილი. ერთი პირობა, შეეშინდა, მართლა რომ მოეკლათ, ხომ "ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო" და საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. მაგრამ რომ დაინახა საზოგადოების წუხილი, გადაწყვიტა, აღარ გამგზავრებულიყო, დარჩენილიყო სამშობლოში და მცირედით მაინც გადაეხადა "ეს დაუმსახურებელი პატივისცემა".

დიდი იყო ღვაწლი წმინდა გაბრიელისა და დიდად უყვარდათ და პატივს მიაგებდნენ წმინდა მღვდელმთავარს ივერიელნი. მაგრამ კაცთა დიდება რად უნდოდა ქიქოძე ბერს. წლების მატებასთან ერთად უფრო უმძაფრდებოდა შეგრძნება საკუთარი არარაობისა, დიდად ცოდვილობისა. ღამეებს ლოცვაში ატარებდა, მიუხედავად ასაკისა, "ხშირი მუხლთმოყრით და ხელაღპყრობით" ლოცულობდა. ლოცვისას მისი სახე მოგაგონებდათ წმინდა ხატს, სადაც მაცხოვარია დახატული, გეთსიმანიის ბაღში რომ ავედრებს თავის თავს ზეციურ მამას, სისხლის ოფლამდეც კი. "გაბრიელი ლოცვის დროს იმ სახით დადგებოდა, იმ სახეს მიიღებდა, თითქო პირდაპირ უზენაეს ღმერთს უმზერდა... ლოცვის დროს აქეთ-იქეთ ყურება და მუსაიფი შეუძლებელი იყო", - ჰყვებოდა მღვდელი სპირიდონ ბრეგვაძე. კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული მისი ლოცვა. ეს იყო ტირილი. "ხშირად ტიროდა ლოცვის დროს. ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში. არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლი მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლით. ეწყინა, შეწუხდა, მრისხანედ შემომხედა - რატომ არ მაცლით ლოცვასო", - ჰყვებოდა იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე).

მღვდელმთავრის მძიმე კვერთხის ტვირთვისას წმინდა გაბრიელს თავისი სამღვდელო ძმების ლოცვისა ეიმედებოდა. განსაკუთრებით ბესარიონის - ათონის მთის ბერისა. როცა ეპისკოპოსად აკურთხეს, მიუწერია ძმისთვის: - "მძიმე და დიდი ტვირთი ძევს ჩემს მხრებზე და ვიცი, შენაც არ დასცხრები ვედრებად ღვთისადმი, რათა შემეწიოს მე ცოდვილს და მისგან მონდობილი სამწყსო კეთილად დამაწყსობიოსო". მამა ბესარიონიც გვერდში ედგა ლოცვით უმცროს ძმას და უმსუბუქებდა მძიმე ტვირთს. მაგრამ ნელ-ნელა გაიკრიფნენ ძმები იმ ქვეყანაში, ჯერ მღვდელი იოანე წავიდა, 1891 წლის 8 დეკემბერს დეკანოზი სიმონი გარდაიცვალა, 1892 წლის 8 იანვარს კი მღვდელი ათანასე. შეწუხებული მისწერს ამ ამბებს დარჩენილ ერთადერთ ძმას. აქვე საგულისხმოა ერთი რამეც: თუ ადრე წერილს ასე იწყებდა: "საყვარელო ძმაო ბესარიონ", 1892 წლის 18 იანვრის წერილში ამგვარად მიმართავს: "საყვარელო ძმაო და მამაო ბესარიონ". წმინდა გაბრიელი ათონის მთის სულიერ არწივს, თავის ნუგეშს, ძმასა და მამას ევედრება. "ჩემი ცოდვილი თავისთვის გთხოვ, არ დასცხრებოდე ლოცვას, რომ მოხუცებული შევიქენი, ღმერთმან მადლითა მისითა განმამხნეოს, იქნება რამე სათნო მისი საქმე აღვასრულოო". 1893 წლის ბოლოს, ათონის მთიდან დაბრუნებულმა დეკანოზმა გიორგი ახვლედიანმა ამცნო: შენი ძმა, ბერი ბესარიონი, ამა წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალაო. მამა გიორგის გადაუცია მომაკვდავი ბესარიონისთვის ძმის წერილი. წერილი მამა ბესარიონს არ გაუხსნია, ეამბორა მხოლოდ და უკანვე დაუბრუნა თურმე. არც უკითხავს, რას სწერდა ძმა, მდუმარედ შეუხედავს დეკანოზისთვის, ლოცულობდა მხოლოდ. ლოცვის მთლიანად წართქმა აღარ შეეძლო და ახლაც მხოლოდ ერთსა და იმავეს ჩურჩულებდა: "უფალო, უფალო" და ასე მშვიდად, ლოცვაში ჩააბარა სული უფალს. ბესარიონის სიკვდილმა თითქოსდა გაამყარა საიქიოსთან შემაერთებელი ხიდი. ასაკიც მორეოდა წმინდა გაბრიელს და სხვადასხვაგვარი სნეულებებიც. რუსეთიდან ძღვნად ჩამოტანილ ბუასილსა და "კუჭის ტკივილს" რევმატიზმი, წელის ტკივილი, სისხლნაკლულობა მიემატა. ფეხებს ვეღარ ითბობდა. 1895 წლის მაისიდან კი სულ უძილობას, შფოთვას მიეცა. ბოლოს დასჩემდა ცხვირიდან სისხლის დენა, ძილში ბოდვა და წამოყვირება. სიზმრები არ ასვენებდა, საშინლად გახდა. თბილისიდან გამოიძახეს მისი ძმისშვილი, ექიმი ტიტე ქიქოძე. გადაწყვიტეს, რაჭაში წაეყვანათ ავადმყოფი, ვითომდა სარევიზიოდ. პირველ დღეს ძალიან დაღალა მგზავრობამ, გზაც კი ეშლებოდა, მდინარე რიონსაც ვეღარ სცნობდა. შემდეგ დღეებში ერთ ადგილას დიდხანს ვერ გააჩერეს, შინისკენ, ქუთაისისკენ ესწრაფოდა. ონში ბავშვები მოუყვანეს გამოსაცდელად, ცოტათი გაახალისა მათმა დანახვამ. შემდეგ კი ავადმყოფობა გაუძლიერდა, ცხვირიდან წამოსულ სისხლს ვეღარ აკავებდა. მაინც სცადა სოფელ ჭიბრევში ტაძრის კურთხევა. ტაძარი კი აკურთხა, მაგრამ ქადაგების დაწყებისთანავე ფერი წაუვიდა, აკანკალდა, ცრემლი მოერია, დააკავებინა "სახარება" დიაკვანს, დადო ზედ ხელი და სუსტი ხმით წარმოთქვა: "ვხედავ, საყვარელნო ძმანო, ჩემთვის ეს სახარებაც უკანასკნელია, ჩემი აქ მოსვლაც და თქვენთან ქადაგებაც! როდესაც ჩემი სიკვდილი გაიგოთ, ყველამ ღმერთს შემავედრეთ, რომ ვცხონდე. მე თქვენთვის როგორ ვეხვეწებოდი ღმერთს, ის იქ გამოჩნდება, როდესაც თქვენ ყველანი ჩემთან მოხვალთ და ყოველიფერს იხილავთ". ამის მხილველი აქვითინებული მრევლი წუხდა, - ნეტავი დავხოცილიყავით და ეს არ მოგვსწრებოდაო. მალე ქუთაისში დაბრუნდა. სინოდის ნებართვით, მღვდელმთავარი ბორჯომში წაიყვანეს. ჰავის გამოცვლამ ცოტათი გუნება გამოუკეთა, მაგრამ შემდეგ ისევ გელათში წასვლა მოინდომა. წამოდგებოდა შუაღამისას და მღვდელ მარკოზ სხირტლაძეს ეხვეწებოდა: - წავიდეთ გელათში. აქ გაძლება არ შემიძლია! მარკოზა, შე კაცო, თუ აქნამდი ჩემი ერთგული იყავი, ნურც ახლა მიღალატებ, წამიყვანე გელათშიო. "ბერი იყო და ბერებთან უნდოდა", გელათში კი ნათესავი და მოძღვარი არქიმანდრიტი სერაპიონ ახვლედიანი ეგულებოდა.

გელათში უარესად შეიქმნა. ბერებმა ზეთის კურთხევის საიდუმლო აღუსრულეს და ამან ცოტათი დაამშვიდა, მეორე დღეს აზიარეს კიდეც. უკეთესობა დაეტყო და ამით გათამამებულმა ექიმებმა ქუთაისში წაიყვანეს, მაგრამ მისვლისთანავე უარესად შეიქმნა. სულ ლოცვას ცდილობდა, მაგრამ არეულად ლოცულობდა, ხშირად ლოცვის დროს გულამომჯდარი ტიროდა. თუ ჰკითხავდნენ მიზეზს, უპასუხებდა, ჩემს ცოდვებს ვტირიო. მეუფევ, თქვენ ცოდვები ვინ მოგცათო? - ეტყოდა მარკოზა. შენ რა იცი, რამდენი კაცისთვის მიწყენინებია. მე ჭეშმარიტად მეშინია ღვთისო! - მისცემდა პასუხს და მოუმატებდა ლოცვას. აღდგომის საგალობლით იგერიებდა უხილავ მტერს, რომელიც ცდილობდა მის შეშინებას. ჩემი ცოლ-შვილი სად არისო, - ჰკითხა ერთხელ დეკანოზ გიორგის. სამოთხეში, ბატონო, - უპასუხა შეშინებულმა გიორგიმ. ოჰ, რა კეთილი კაცი ხარ, რომ მანუგეშებ! ჩემი ცოდვებისთვის დამსაჯა ღმერთმა, ჩემი ცოდვებისთვისო, - ამოიკვნესა. ხან თავის ნათლულებს მოიგონებდა და წუხდა: - რა ვუყო იმ საწყლებს, რა ეშველებათ, მე ღვთის გლახაკი შევიქენ და სრულიად ობლად მრჩებიანო.

ამგვარი იობისებრი ტანჯვით მიაღწია წმინდა გაბრიელმა იანვრის 19-მდე. სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოიწვია მთლად თავისი კრებული, დალოცა, აკურთხა, იმთხვია ყველა ხელზე, დაარიგა, ეკლესიას მუყაითად ემსახურეთო და გამოეთხოვა. იმავე ღამეს დიდი სიცხე მისცა, მეორე დღეს ექიმებმა ფილტვების ანთება დაუდგინეს და მიიღეს ზომები. თითქოს უკეთ შეიქნა, მაგრამ 24 იანვარს, ოთხშაბათს, კვლავ ასტკივდა მუცელი. სიცხემ უმატა. მთელი დღე იმეორებდა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", საღამოდან დაწყებული მეორე დღის საღამომდე განუწყვეტლივ ამბობდა: "უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე". მაგრამ თანდათან დასუსტდა და ყველა სიტყვას ვეღარ ამბობდა, მარტო "უფალო, უფალოს" იმეორებდა. დაღამდა ხუთშაბათი. ორი სიტყვის თქმაც აღარ შეეძლო და მარტო "უფალოს" ამბობდა. ბოლოს მხოლოდ ტუჩებსღა ამოძრავებდა. შუაღამისას ათჯერ მაინც მოუხმო მამას... 26 იანვრის ღამეს, ორ საათზე ქუთაისის საკრებულო ტაძრის ზარმა მიძინებულ ქუთათურთ ამცნო დიდი მწყემსმთავრის მიცვალება, მალე მას ყველა ტაძრის ზარებმა მისცეს ხმა - საქართველოს ოქროპირი მღვდელმთავარი სააქაოდან ზეცას ადიოდა.

წმინდა გაბრიელის ანდერძის მიხედვით, მისი ქონების უდიდესი ნაწილი სასწავლებლებს და ღარიბ-ღატაკებს დაურიგდა. ყველაფერი გაიცა - წიგნები, ხატები, შესამოსელი.

1896 წელი სხვა მხრივაც უბედური იყო იმერეთისთვის. წინა წლის შემოდგომის ნიაღვრებმა ხიდები წაიღო, ამას დაერთო უცნაურად ხანგრძლივი, უხვთოვლიანი ზამთარი. ამის გამო სამღვდელოების სოფლებიდან ჩამოსვლა ან საქართველოს სხვა კუთხეებიდან დეპუტატების გამოგზავნა წმინდა გაბრიელის დაკრძალვაზე შეუძლებელი გახდა, ნაჩქარევად და უფერულად დაკრძალვა ღვაწლმოსილი გაბრიელისა შეუფასებელი და სამარცხვინო იქნებოდა. ითათბირეს და გადაწყვიტეს, 10 მარტს დაეკრძალათ იმ იმედით, რომ საიმდროოდ გზები გაიხნებოდა. 46 დღე ესვენა ტაძარში. ამ ხნის განმავლობაში ცხედარი არ შეცვლილა, ესეც ამტკიცებდა მის წმინდანობას. 10 მარტს მთელი საქართველო გამოეთხოვა ძვირფას მღვდელმთავარს, სამღვდელო და საერო პირნი, ყველა მხარიდან შეიკრიბნენ ქუთაისის საკათედრო ტაძარში. დილის 9 საათზე პროცესია, რომელიც "ვერს-ნახევარი" იქნებოდა, გელათისკენ დაიძრა. გელათში პანაშვიდი გადაიხადა ეგზარქოსმა ვლადიმერმა. გამოსათხოვარ მიტინგზე უამრავი ხალხი გამოვიდა. სიტყვა წარმოთქვა წმინდა ილია მართალმაც. გელათში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიაბარეს მიწას წმინდა მღვდელმთავარი, ხოლო მისი წმინდა სული კი ზეითგან ესალბუნებოდა მგლოვიარე ქართველ ერს, გაამხნევებდა თავადაც მრავალჭირგადანახადი...

დღეს მისი წმინდა ხატება თითქოს უტყვად იმეორებს მაცხოვრის სიტყვებს: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, რამეთუ მე მიძლევია სოფლისათვისო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat