3 მარტს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის - ნაუმის (შავიანიძე) გარდაცველების დღეა
3 მარტს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის - ნაუმის (შავიანიძე) გარდაცველების დღეა
"დიდი ადამიანები დიდებად იბადებიან და სიკვდილის შემდეგაც დიდებადვე რჩებიან, სხვები უბრალოდ იბადებიან, უკეთეს შემთხვევაში, იზრდებიან და კვდებიან",- ბრძანებდა მიტრიპოლიტი ნაუმი.

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტრგიკის ლექტორი, თეოლოგიის მაგისტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ლორთქიფანიძე გვიამობს:

-მიტროპოლიტი ნაუმ გრიგოლის ძე შავიანიძე დაიბადა სოფელ ოხომირაში, 1889 წელს (ტყიბულის რაიონი) მედავითნის და შემდგომ დეკანოზ გრიგოლ შავიანიძის ოჯახში. 1896 წელს ნაუმ შავიანიძემ სწავლა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი შემდეგმში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი III (ფხალაძე) გახლდათ. სასულიერო სასწავლებელში მასთან ერთად მერხზე იჯდა ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელთანაც მას მეგობრობა სიკვდილამდე არ გაუწყვეტია.1916 წელს, იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის (ალადაშვილი) კურთხევით ხელდასხმული იქნა პროტო-დიაკვნად ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1918 წელს, ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) მიერ ხელდასხმული იქნა მღვდლად და დაადგინეს კოკაოხომირას ეკლესიაში. 1921 წელს მღვდელი ნაომი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გელათში სრულიად საქართველოს მესამე ადგილობრივი საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მხარს უჭერდა ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის (ლეჟავას) კანდიდატურას.

ოცი წლის განმავლობაში იყო ქუთაისის ეპარქიის უცვლელი მდივანი და მთავარხუცესი, მიტროპოლიტების: დავითის (კაჭახიძე), სვიმეონის (ჭელიძე) და ვარლაამის (მახარაძე).

1924-1929 წ.წ. სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია.
1929 წელს ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. ამავე დროს ებოძა დეკანოზობა.
1943 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა და ერთგულის მსახურებისთვის უწმიდესმა კალისტრატემ დააჯილდოვა ენქერითა და მიტრით.

ალექსი I-ის ინტრონიზაციასა და ამასთან დაკავშირებით მოწყობილ ზეიმში საქართველოს დელეგაციას კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე მეთაურობდა. სხვებთან ერთად დელეგაციის წევრი იყო სიონის ტაძრის კანდელაკი ნაუმიც.
1945 წელს, საქართველოში ვიზიტით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი ალექსი I (სიმანსკი) ჩამობრძანდა, მათ შესახვედრად პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ბაქოში წარგზავნა ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) და სიონის ტაძრის კანდელაკი დეკანოზი ნაომ შავიანიძე. აღნიშნული ფაქტის შესახებ 1945 წლის გაზეთ "კომუნისტშიც" დაიბეჭდა სადაც ვკითხულობთ: "ა.წ. 6 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ალექსი არქიმანდრიტ იოანეს თანხლებით, რათა სწვეოდა სრულიად საქართველოს პატრიარქ-კათოლიკოს კალისტრატეს. პატრიარქ ალექსის შესახვედრად პატრიარქმა კალისტრატემ ქ.ბაქოში გაგზავნა დელეგაცია მიტროპოლიტ მელქისედეკისა და სიონის ტაძრის კანდელაკის ნ. შავიანიძის შემადგენლობით. მამა ნაუმი 1947 წლიდან ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარნანგელოზთა ეკლესიას უბრუნდება.
მამა ნაუმის მონაწილეობითა და ღვაწლით გამოვიდა საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1947 წელს, რომელსაც ხელს აწერდა როგორც პასუხისმგებელი კალენდრის გამოშვებისთვის.

KARIBCHE

შემორჩენილია მიმოწერა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებისა მეუფე ნაომისადმი და პირიქით. 1957 წლის 14 ივნისს უწმინდესი მელკისედეკი III წერილს უგზავნის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მთავარხუცესს დეკანოზ ნაუმ შავიანიძეს:
"მაღალღირსო დეკანოზო, ჩემო კარგო ნაუმ! ხუთშაბათს, ამა ივნისის 20-სა მექნება სინოდის კრება. ქუთაისის საქმე უნდა გავათაოთ. ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და ყოველიფერს ვამჯობინე დიმიტრი ნინოწმინდელის გადმოყვანა თქვენთან. იმასთან ადვილად იქნებით. თქვენ მამაო ნაუმ, კრებას უსათუოდ უნდა დაესწროთ. თან ვინც გნებავთ წამოიყვანე. კრება უსათუოდ იქნება, დაიწყება კრება 12 საათზე. ნახვამდის.
მოსიყვარულე მელქისედეკი, კათოლიკოს-პატრიარქი."

1957 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმული იქნა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. 1967 წელს მიტროპოლიტობა უბოძეს. გასათვალისწინებელია დრო, როდესაც მას მოუხდა მოღვაწეობა. დღესაც დიდი პატივით იხსენებენ მას ქუთაისში მცხოვრები მხცოვანი ადამიანები. მეუფე ნაუმმა მოაწესრიგა მოწამეთას მონასტერი, გაიყვანა გზა, ააგო საეპარქიო სახლი, მოაწყო მონასტრის ეზო.
1969 წლის 3 მარტს მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) გარდაიცვალა ქუთაისში. უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ეფრემ II-მ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს.

განსვენებულ მღვდელმთავარს ანდერძი (წესი) აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი) სამღვდელოებასთან ერთად.
მეუფე ნაუმი დაკრძალეს ქუთაისის წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში.

მიტროპოლიტი ნაუმი იმ ღირსეულ მღვდელმთავართა დასს ამშვენებდა, რომელთაც ფასდაუდებელი შრომა გასწიეს, უძველესი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის აღორძინების საქმეში. მეუფე ნაუმმა დევნისა და შევიწროვების მიუხედავად, შეინარჩუნა სულიერი მხნეობა და ბოლომდე ემსახურა უფალს და მასზე მინდობილ ქუთაისი-გაენათის ეპარქიას, როგორც მწყემსმა კეთილმა. მეუფე ნაუმს ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები რომელსაც ხშირად უნდა ვიხსენებდეთ: "ადამიანში უნდა ეძებდე კაცს და ჰპოვებდე ღმერთს."


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat