ადრე თუ გვიან ყველა რწმუნდება, რომ მარტო ქვეყნიურ წარმატებას არ მოაქვს ნამდვილი სიხარული
ადრე თუ გვიან ყველა რწმუნდება, რომ მარტო ქვეყნიურ წარმატებას არ მოაქვს ნამდვილი სიხარული
"კარიბჭის" სტუმარია წილკნისა და დუშეთის ეპისკოპოსი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი).

- მეუფე ზოსიმე, გვესაუბრეთ თქვენი ეპარქიის აწმყოსა და წარსულზე...

- წილკნის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა შორის. მისი წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, ქრისტიანული ჯვრის ქვეშ არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრები წარმართი მთიელების ქრისტიანობაზე მოქცევას, მათ ქრისტიანულ განათვლას. აი, ამ რთული რეგიონის სულიერი მწყემსვა დაეკისრა ოდითგან წილკნის ეპარქიასა და მის კათედრალს - წილკნის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის, მოციქულთა სწორი მირიანის მემკვიდრის ბაქარის (IVს.) ძალისხმევით აშენდა.

წილკნის სამწყსო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცნობილი საეკლესიო რეფორმის შემდგომ მალევე ჩამოყალიბდა ცალკე ეპარქიად და ერის სულიერ ცხოვრებაში ღირსეული ადგილი დაიკავა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ წილკნის ეპარქია მთელი ასი წლით გაუუქმებიათ. მხოლოდ 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მოხერხდა საწილკნოს აღდგენა, მაგრამ მისი ტერიტორია დროებით შეითავსა მცხეთის ეპარქიამ, რის გამოც წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ასრულებდნენ ღვთისმსახურებას.

1984 წელს, როცა მე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დამადგინეს წილკნელ მღვდელმთავრად, წილკნის ეპარქიაში არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა. წილკნელად ვიწოდებოდი, მაგრამ არ შემეძლო წილკნის საკათედრო ტაძარში მსახურების შესრულება, რადგან იგი მაშინ მოქმედ ეკლესიად არ ითვლებოდა. ამიტომ მეც, ჩემი წინამორბედი მღვდელმთავრების მსგავსად, მომეცა ლოცვა-კურთხევა საეკლესიო მსახურება მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შემესრულებინა. ამ უძველეს და უწმინდეს საყდარში მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის უდიდესი პატივი და დაფასება იყო, რისთვისაც მუდამ ვმადლობდი უფალს, მაგრამ შინაგანად მაინც მოველოდი იმ ნანატრი დღის დადგომას, როცა წილკნის საეპისკოპოსო ტაძრის ამოქმედებისა და იქ სამღვდელმთავრო კათედრის განახლების შესაძლებლობა მომეცემოდა. მხოლოდ 1988 წელს გახდა შესაძლებელი ჩემი ამ დიდი სურვილის აღსრულება, როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის ასამოქმედებლად. ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი დღე ჩემი ცხოვრებისა, რამეთუ ღვთის განგებამ სწორედ წილკნის ღვთისმშობელთან დააკავშირა მრავალი წელი ჩემი შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისა. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი იქცა ჩემთვის იმ მყუდრო ნავსაყუდლად, სადაც უფალი წარმავალი ქვეყნიური შფოთისა და ამაოებისგან მიცავდა და სადაც უწმინდესი დედოფლის წმინდა კალთას ამოფარებულს, სულიერად მზრდიდა და მიფარავდა.

1988 წლის 21 ნოემბერს საზეიმოდ ვაკურთხეთ წილკნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი და აღვასრულეთ პირველი წირვა, რითაც საფუძველი დაედო წილკნის ეპარქიაში სულიერი ცხოვრების განახლებას. მალევე ეკურთხა არაგვის ხეობის მშვენება - ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც. ამის შემდეგ თანდათან ავამოქმედეთ ნატახტარის, დუშეთის, მუხრანის, მჭადიჯვრის, ლარგვისის, ახალგორის, წინამძღვრიანთკარის, ახატნისა და სხვა ეკლესიები. 1990-1992 წლებში დიდი სიძნელეების მიუხედავად შევძელით საეპისკოპოსო რეზიდენციის აშენება წილკანში, საკათედრო ტაძრის ეზოში, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეპარქიის აღორძინებისთვის. 1998 წელს აიგო ახალი ტაძრები: სოფელ აშში - წმინდა მოწამე კვირიკეს სახელობისა და ბაზალეთის ტბის ნაპირას - წმინდა ილია მართლისა. 1999 წელს, სოფელ ბიწმენდში აშენდა მაცხოვრის ამაღლების ტაძარი, ხოლო სოფელ ციხისძირში - წმინდა დიდმოწამე გიორგის ეკლესია.

ამჟამად ეპარქიის ოცზე მეტ ეკლესიაში სრულდება ღვთისმსახურება. მოქმედებს ორი დედათა მონასტერი, სადაც რამდენიმე დედა მოღვაწეობს. დაწყებულია ახალი ეკლესიის მშენებლობა სოფელ ძალისში და წმინდა ნიკოლოზის დიდი საკათედრო ტაძრისა ქალაქ დუშეთში. ღვთის შეწევნით, განზრახული გვაქვს ახალი ტაძრების აშენება ფასანაურსა და ჟინვალში. წილკნის ეპარქიაში აღდგა საგანმანათლებლო საქმიანობაც, მრევლის სულიერი განათლებისთვის მრავალი სასულიერო შინაარსის წიგნი გამოიცა.

ასე თანდათან ფეხზე დგება და წელში იმართება წილკნის უძველესი ეპარქია და ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში თავის ღირსეულ ადგილს იკავებს.

- რამდენი წელია, რაც მღვდელმთავრად დაგადგინეს? რა გზა გამოიარეთ ეპისკოპოსობამდე?

- ღვთის განგებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, 1983 წლის ოქტომბერში მღვდელმთავრად მაკურთხეს. იქამდე წლების განმავლობაში მცხეთის სასულიერო სემინარიაში ვმოღვაწეობდი - პედაგოგად, პრორექტორად, ბოლოს კი რექტორად. ეს იყო მეტად საინტერესო პერიოდი ჩემი ცხოვრებისა. მაშინდელ სემინარიას სამთავროს მონასტერში ედო ბინა და ეს შესანიშნავი გარემო გახლდათ მომავალი მოძღვრების ჩამოყალიბებისთვის. ალბათ არ იყო შემთხვევითი, რომ უწინ სასულიერო სკოლები უმთავრესად მონასტრებთან არსდებოდა - განათლების მიღებასთან ერთად მოძღვარი სულიერადაც ძლიერდებოდა.

მონასტერი და სასწავლებელი ჩემთვის ის სასულიერო სავანე გახლდათ, სადაც ჩემი შინაგანი მშვიდად გრძნობდა თავს. რაღა უნდა მესურვა იმაზე მეტი, რაც ღვთისგან უკვე ბოძებული მქონდა: სასწავლებლის მდიდარი ბიბლიოთეკა სულიერი განათლების მიღების შესაძლებლობას მაძლევდა, მონასტერში მოღვაწე დედათა ლოცვები უზარმაზარ სულიერ ნუგეშს მანიჭებდა, დიდ საფარველად და ზურგად ეგულებოდა ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში მოღვაწეობა ძალზე მტვირთავდა და თავისუფალ დროს თითქმის აღარ მიტოვებდა, სული ჩემი მაინც კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან ვიცოდი, რომ იქ ვიყავი და იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც ჩემთვის სურდა უფალს და რაც კეთილად წაადგებოდა ჩვენი ეკლესიების მომავალს. ერთადერთი, რაც ჩემს გულს დროდადრო უსურვია და შესაძლოა უნატრია კიდეც, იყო მეტი განმხოლოებული მოღვაწეობა და ამქვეყნიური შფოთისგან უფრო მოშორებით ყოფნა. მაგრამ ღვთის განგებას სხვანაირად ჰქონდა განსაზღვრული ჩემი მომავალი მოღვაწეობა - ისევ სასულიერო სასწავლებლისა და ეკლესიის სიკეთისთვის ჩემი გამორჩევა და სამღვდელმთავრო პატივში დადგენა ინება, რაც უდიდესი მოკრძალებითა და მადლიერებით მივიღე და რის ზიდვასაც ისეთივე კრძალვითა და რიდით ვცდილობ დღესაც.

მღვდელმთავრობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მარტო პატივი და დიდება. ის ჩემთვის უმეტესად დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო. არ მეგონა, თუ ის ამოდენა საფიქრალსა და საზრუნავს შემძენდა. რომ არა ღვთის შეწევნა, ძნელად თუ შეძლებდა ვინმე ამ სიმძიმის კეთილად ზიდვას. ყველა შენ შემოგყურებს, შენგან ელის ნუგეშსა და დახმარებას და ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა თავადვე გჭირდება ნუგეში და თანადგომა. ზოგჯერ, როცა თითქოს არსაიდან ჩანს შველა, მაგრამ გულით მსურს მოყვასის დახმარება, მთელი გულით უფალს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად, რათა შეეწიოს გასაჭირში მყოფ ძმას. ისიც არ აყოვნებს ამის აღსრულებას და უფრო ცხადად ვრწმუნდები იმაში, რომ მარტო არა ვარ, რომ უფალი ჩემთან ერთად ეზიდება ჩემს მძიმე ჯვარს. ეს მე მამხნევებს, მიმტკიცებს რწმენასა და მადლიერებას ღვთისას და უფრო იმედიანი და დაჯერებული ვაგრძელებ ჩემს გზაზე სვლას. არასოდეს მოშლოდეს ეს იმედი და შეწევნა ღვთისა ჩვენს სულიერ ცხოვრებას!

- რა უნდა გააკეთოს მღვდელმთავარმა სამწყსოს სულიერი აღზრდისთვის?

- ეპისკოპოსი მოციქულთა საქმის პირდაპირი გამგრძელებელია, იგი მემკვიდრეა მათი. რასაც ქვეყნიური მოღვაწეობისას ასრულებდნენ წმინდა მოციქულნი, იმავეს აკეთებს მღვდელმთავარი დღეს თავის სამწყსოში. ცათა სასუფევლის ქადაგება იყო მოციქულთა უმთავრესი საზრუნავი და, ცხადია, დღესაც სასუფეველზე ქადაგება და მისთვის ადამიანთა სულების შემზადება უნდა იყოს უმთავრესი საზრუნავი მღვდელმთავრისათვის. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი" (მთ. 3.2). მოციქულთა მიერ რწმენითა და სიყვარულით წარმოთქმული უფლის ეს სიტყვები ინადირებდა ადამიანთა გულებს და ღვთის სამწყსოდ აქცევდა. დღესაც იგივე სასუფეველი უნდა ვახაროთ ჩვენც ადამიანებს, რათა ამან გაათბოს მათი გულები და გაუღვივოს რწმენა მარადიული ცხოვრებისა. დიახ, რწმენა და იმედი უკეთესი მომავლისა უნდა აღდგეს ხალხში. მხოლოდ ნათელი მომავლის რწმენით, მარადიული ცხოვრების დამკვიდრების იმედით უნდა მოხდეს ბოროტისგან მათი გამოხსნა, საუკუნო სიკვდილისაგან გადარჩენა, მრევლის სულიერი აღორძინება და ზრდა სწორედ ამ იმედის გათავისებაშია ჩადებული. დღეს ზედმეტად გამიწიერებულია კაცი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი უმეტესად ქვეყნიურ საზრუნავებსა და სიამოვნებასაა გამოკიდებული. ბევრის ცხოვრებაში ღმერთს აღარ აქვს ადგილი; ჯერ კიდევ არის ხსოვნა მისი - ესეც მხოლოდ იმისათვის, რომ ქვეყნიურ კეთილდღეობას არ მოაკლდეს იგი. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა რწმუნდება, რომ მარტო ქვეყნიურ წარმატებას არ მოაქვს ნამდვილი სიხარული. მარადიული სიცოცხლე, უშფოთველობა, უვნებელობა, დაუსრულებელი ბედნიერება, რასაც შინაგანად ასე ესწრაფვიან ადამიანები, მიუღწეველი რჩება. საჭიროა, ერში გაძლიერდეს რწმენა უფლისა, როგორც მოწყალე მამისა, რომელსაც შეუძლია, მარადიული, უჭკნობი სიხარულით გაახაროს ადამიანი. აი ამ რწმენის გაღვივება და გაძლიერება უნდა იყოს ეპისკოპოსის უმთავრესი საზრუნავი. დანარჩენი ყოველი, რაც კი ახლავს სულიერ ცხოვრებას, იქნება სამკაული მისი. რა თქმა უნდა, ახალი ეკლესიების შენება, ტაძრების კეთილმოწყობა, მონასტრების დაარსება ან საეკლესიო განათლებისა და ხელოვნების განვითარებისთვის ზრუნვა, - ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმენი თან სდევს და ავსებს ჩვენს მოღვაწეობას, მაგრამ უმთავრესი მაინც იყო და არის შინაგანი რწმენა მომავალი ცხოვრებისა, სურვილი მისი მოპოვებისა. რამდენადაც ცხოვრობს უფლისა და მისი ზეციური სამეფოსთვის ქრისტიანი, იმდენია ღვთის რწმენა მასში. ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული მოენადირებინოს სასიკეთოდ ჩვენს მოკრძალებულ მოღვაწეობას, მეტს გასჩენოდეს მომავალი ცხოვრების შეძენის სურვილი.

- ეპარქიაში არსებული სიწმინდეების შესახებ რას გვეტყვით?

- წილკნის უძველესი ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებული ადგილი უკავია წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და წმინდა მღვდელმთავარ ისეს საფლავს. წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა არა მარტო საქართველოს ეკლესიისა, არამედ მთელი საქრისტიანოსი. იგი იმ უძველეს ხატთაგანია, რაც კი ჟამთა სიავეს გადაურჩა ჩვენში და რამაც ოდითგან მოიპოვა ხალხის საკვირველი პატივისცემა და სიყვარული - ზოგიერთი საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დახატული ქრისტეს აკვნის ფიცარზე. იგი საქართველოში იქნა შემოტანილი ადრექრისტიანული ხანის გარიჟრაჟზე წმინდა მეფე მირიანის ძის ბაქარის (IVს.) მიერ და ხატისთვის თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ აგებულ ტაძარში მიუჩენიათ სამკვიდრებელი. წილკნის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძლიერებით იმდენად იყო განთქმული, რომ მის წინაშე მხურვალედ ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარი ისეც კი, რათა მისგან მიეღო რწმენა და ძალა ზეციური. ხატი თავისი საკვირველი მადლით ცნობილი იყო მთელს კავკასიაში, რუსულ წყაროებშიც კი იგი მოიხსენიება როგორც მკურნალი და სასწაულმოქმედი.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატმა ბინა დაიდო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის განძთსაცავში. წილკნის ტაძარში ამჟამად ამ ხატის ასლია დასვენებული, რომლისგანაც ასევე უხვად მოედინება მაცოცხლებელი ძალა და მადლი. დღესაც უამრავ საკვირველებას ახდენს ღვთისმშობლის ხატი წილკანში, ამიტომაც მის თაყვანსაცემად აქ ბევრი მოდის, განსაკუთრებულ შეწევნას იჩენს ხატი უშვილოების მიმართ, როცა მას მხურვალე ლოცვით ევედრებიან.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი მადიდებელთაგან ოდითგანვე იწირავდა და დღესაც იწირავს მხოლოდ ოქროს. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა ჯვრისწერისას დედოფალს ტაძარში გული შეღონებია და გონს მოსულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატისთვის ოქროს სამკაული შეუწირავთ.

წილკნის ღვთისმშობლის ხატის დამახასიათებელ ნიშანთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მისი უბრალოება და მისტიკურობა. საკვირველი იგი დაფარული მადლისა და სიკეთის მატარებელია და შეწევნა და დახმარებაც იცის უმეტესად ფარული. ისეთ დროს გაახარებს ადამიანს და იმდენი წყალობით, რომ ვერც კი წარმოიდგენს ამას იგი. როგორც თავად წმინდა ხატი გამოირჩევა საოცარი უბრალოებით და თავის დიდებულებას იფარავს უბრალოებაში, ისევე ახარებს მას, ვინც მასთან მიდის უბრალო და წმინდა გულით და მლოცველთა ამ უბრალოებას, როგორც ძვირფას ძღვენს, იწირავს თავის ზეციურ სასუფეველში.

ღმერთს ვთხოვ, არ მოშორებოდეს წილკნის კურთხეულ სამწყსოს და მთელ ჩვენს ქვეყანას მისი დედობრივი საფარველი - წილკნის ღვთისმშობლის ხატის ძლიერებით ღმერთმა ინებოს სულიერი ამაღლება და გაბრწყინვება ჩვენი სულებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat