სვანეთმა ბევრი სულიერი განძი და სიწმინდე შემოგვინახა
სვანეთმა ბევრი სულიერი განძი და სიწმინდე შემოგვინახა
2002 წლის 17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს ახალი ეპარქიების შექმნის საკითხი და გამოარჩიეს სამი მღვდელმთავარი; ყოფილი ცაგერისა და სვანეთის ეპარქია ორად გაიყო და დაარსდა ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები.

მისმა უწმინდესობამ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ბერი ილარიონი (ქიტიაშვილი) განაწესა.

მეუფე ილარიონი ახალდაარსებული ეპარქიის შესახებ საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა.

- ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი, განსაცვიფრებელი სილამაზის ბუნებით გამორჩეული კუთხეა. ამასთანავე, აქ შესანიშნავად არის შემონახული ეკლესიები, მათი ხატები და ფრესკები, რომლებიც IX-XI საუკუნეებით თარიღდება. მხატვრობასთან ერთად სვანეთის ეკლესიებმა ქართული ოქრომჭედლობის, ხელნაწერების, ჭედური ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნიმუში შემოგვინახა, რომლებშიც უდიდესი სულიერება და გასაოცარი მადლმოსილება იგრძნობა. ხეზე კვეთას, ჭედურობასა და ფერწერას თვითმყოფადობის ნიშნებიც მრავლად ატყვია, თუმცა არის ბიზანტიური სკოლის კვალიც. მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ სოფელ ლატალის მომინანქრებული საწინამძღვრო ჯვარი, სოფელ კალას კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის ყველა სიწმინდისგან გამორჩეული "ლაგურკა შალიანი" - ეგრეთ წოდებული "შალიანის ხატი", რომელიც ბიზანტიური ხელოვნების ჯვარცმის საოცარი კომპოზიციის სანაწილეს წარმოადგენს და მრავალი სხვა სიწმინდე. საზოგადოდ, სვანეთის ეკლესიებში უამრავი სიწმინდეა დაცული, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობა ჯერ კიდევ რკინის სეიფებშია გამოკეტილი.

- მაღალმთიან სვანეთში არ გიჭირთ ღვთისმსახურების ჩატარება? როგორ ახერხებთ მეზობელ სოფლებში სიარულს?

- ამჟამად ეპარქიაში თორმეტი მოქმედი ტაძარია, სადაც სამღვდელო პირთა ნაკლებობის გამო პერიოდულად შეძლებისდაგვარად ვატარებთ წირვა-ლოცვას. რთული რელიეფის გამო გადაადგილება ძალიან ჭირს. დღესდღეობით ეპარქიაში ორი სასულიერო პირი მსახურობს: მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (ჩართოლანი) და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (კურტანიძე). სოფელ ლახუშტში დაარსდა მამათა მონასტერი, რომელსაც მამა ეგნატე უდგას სათავეში. სოფელ ჭუბერში შენდება მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მალე დასრულდება სოფელ ნაკრაში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარიც. ასე რომ, ეპარქიაში სასიკეთო ძვრები მიმდინარეობს. მუშაობს საპატრიარქოს რადიო.

- მეუფე ილარიონ, როგორ უფრთხილდება ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიებს, იქ დაცულ სიწმინდეებს?

- სვანეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ოდითგანვე ღრმა პატივისცემა, დიდი სიყვარული აქვს ეკლესიებისა და სიწმინდეების მიმართ. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ სვანეთმა ამდენი სულიერი განძი და სიწმინდე შემოგვინახა. სამწუხაროა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდეა შემორჩენილი დამახინჯებული წეს-ჩვეულებანი, თუმცა იმ ხალხს, ვინც ახლოს არის ეკლესიასთან და მრევლს წარმოადგენს, შედარებით უკეთესად ესმის ეკლესიის მნიშვნელობა, ესმის, რომ მის გარეშე გადარჩენა, ცხონება შეუძლებელია. მადლობა ღმერთს, სვანეთში უკვე აშკარად იგრძნობა ეკლესიისკენ შემობრუნება, მაგრამ ეს პროცესი მაინც ნელა მიმდინარეობს. დღეს ჩვენს ერს, ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებთ, ყველაზე მეტად ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ, ღვთისკენ შემობრუნება სჭირდება. მრავალი ხილული თუ უხილავი მტერი გვახვევია გარს, რომელთა მიზანია, მოსპონ ჩვენში სიწმინდე, მორალი, ზნეობა და კულტურა. სურთ, შემოიტანონ და დაამკვიდრონ რაღაც უცხო, არაზნეობრივი, რაც ჩვენთვის მიუღებელი და დამღუპველია. სწორედ დედაეკლესიამ, მისმა მართალმა სარწმუნოებამ მოიყვანა დღემდე ჩვენი ქვეყანა და დღესაც ის გადაარჩენს და გაამთლიანებს საქართველოს.

- მეუფეო, მოდით, ოდნავ გადავუხვიოთ თემას და თქვენზე ვისაუბროთ...

- ყველა ადამიანისთვის დგება ჟამი, როცა კაცმა ნათლად უნდა გაიაზროს თავისი ცხოვრების წესი და მიზანი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ეკლესიური ცხოვრება 1996 წლიდან დავიწყე, როდესაც მეუფე იობი რუისისა და ურბნისის მღვდელმთავრად დაადგინეს. 1998 წლის 2 ნოემბერს მეუფე იობის უშუალო ხელდასხმით მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1999 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, მღვდლად მაკურთხეს. ბერების ცხოვრებას რომ ვეცნობოდი, მიჩნდებოდა სურვილი, მათთვის მიმებაძა, შევთხოვდი უფალს, მოეცა სულიერი ძალა და ეს დიდი მადლი ჩემთვისაც მოენიჭებინა. ღვთის წყალობით და ოჯახთან შეთანხმებით, 2000 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქოზიფის მამათა მონასტერში მეუფე იობმა ბერად აღმკვეცა. ამავე წელს დამადგინა შრომის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად, 2001 წლის 4 დეკემბერს კი იღუმენის ხარისხი მომანიჭეს.

- მეუფეო, ღმერთმა გაგაძლიეროთ! საუბრის დასასრულს კი დალოცეთ ჩვენი ჟურნალი...

- მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას, ყველა თანამშრომელს. თქვენ კეთილ საქმეს ემსახურებით. გისურვებთ წარმატებებს.

ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat