დმანისის ეპარქიის კურთხეული მომავლის მომასწავებელი ნიშანია დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა
დმანისის ეპარქიის კურთხეული მომავლის მომასწავებელი ნიშანია დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეპისკოპოსად კურთხევისას დმანისის ეპარქიის მომავალ მღვდელმთავარს ასე მიმართა:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ, "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!" დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისთვის.

ჩემი უპირველესი საფიქრალი იყო, რომ ამ უძველეს ქალაქს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამორჩეული მოღვაწეობით, თავისი მეცნიერებით და ძალიან მაღალი კულტურით. აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს არჩეული და ნაკურთხი ბრძანდებით დმანისის ეპისკოპოსად. არ უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებობაა ქართველებისა და არ არის სათანადო პირობები, რომლებიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის პრობლემა, ეს ყველაფერი ძალიან მალე აღდგება. მთავარია, არ დაიშუროთ გონება და ენერგია ამისთვის და ყველაფერი მოწესრიგდება. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დმანისის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი.

მიიღეთ კვერთხი - სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა - და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო".

გვესაუბრება დმანისის ეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული).

- მეუფე ზენონ, რა გაკეთდა ეპარქიაში თქვენი მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ?

- ვცდილობთ, ეპარქიაში აღორძინდეს ქრისტიანული სულისკვეთება. 2005 წელს აშენდა დმანისის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენცია. 2003-2005 წლებში აღდგენილ იქნა ეკლესიები: დმანისში - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ნაქალაქარ დმანისში - წმინდა მარინესი, სოფელ მაშავერაში - წმინდა გიორგის, სოფელ ჯავახში - წმინდა გიორგის, სოფელ საკირეში - წმინდა ილია წინასწარმეტყველის, სოფელ გომარეთში - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აღდგა XVII საუკუნის მამათა მონასტერი დმანისის სიონის საკათედრო ტაძართან.

წმინდა ბასილი დიდის სახელობის ეკლესიასთან, სოფელ სარკინეთში, გაიხსნა მამათა მონასტერი. მისი წინამძღვარია მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე. სოფელ ველისპირში, წმინდა დემეტრე თესალონიკელის სახელობის ეკლესიასთან, დღეს დედათა მონასტერია (წინამძღვარი - ათანასია ჯიქიძე).

დმანისის ეპარქიის კურთხეული მომავლის მომასწავებელი ნიშანია დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა 1586 წლის სიგელზე. იგი გახლავთ ფერწერული ასლი შუა საუკუნეების დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა, აღგვედგინა დმანისის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დიდმარხვაში, 2005 წლის 17 აპრილს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ამჟამად ხატი დმანისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ამ კუთხეში ოდითგან ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი. ეპარქიის მრავალრიცხოვან ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები არსებობდა.

- რას გაიხსენებთ დმანისის ეპარქიის წარსულიდან?

- XXI საუკუნის დასაწყისში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა დმანისხევის მკვიდრი ქართული მოსახლეობა და მისი კულტურული მემკვიდრეობა. 1902 წელს გაზეთ "ივერიაში" სტეფანე ბადიაშვილი წერს: ქართული საეკლესიო ნაგებობები დმანისიდან არახლომდე თათრების ან სომხების ხელშია და ნადგურდება. მაგალითად, აკაურთას ეკლესია სომხურად გადააკეთეს, ხოლო ხატისოფლის ეკლესიას "სურბ გეურქა" შეარქვესო.

1949 წელს ბაშკიჩეთს - ისტორიულ სოფელ ტამალიას - დმანისი ეწოდა. იმ დღიდან იგი რაიონული ცენტრი და ქალაქია. ამავე წლიდან ყალამშანსა და მიჯაში დასახლებული ჯავახების საცხოვრისს სახელად ეწოდა ჯავახი.

საქართველოში 1990 წლამდე გაგრძელდა ათეიზმისა და ბოლშევიზმის ხანა, ვიდრე ქართველმა ერმა რეფერენდუმით არ გამოაცხადა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ათეისტური მმართველობის ხანაში გაუსაძლის ვითარებაში უხდებოდათ მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიის მესვეურთ, სასულიერო პირებს. 1977 წელს, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქის პატივში დადგენილ იქნა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი, საქართველოში მოქმედებდა მხოლოდ ორი მონასტერი - სამთავროს დედათა და ბეთანიის მამათა სავანენი.

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევამ და ავტორიტეტმა, ღვთის ნებითა და კურთხევით, მოახდინა მართლაც სასწაული, ეს ხანა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქართველი ერის ხელმეორედ "მოქცევის" და საქართველოს ეკლესიის აღდგინების პროცესის ბრწყინვალე დასაწყისი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat