მადლიერება
მადლიერება
ვმადლობდეთ უფალსა, მარტო წყალობისა და სიკეთისთვის კი არა, იმ ტკივილებისთვისაც, რომლებსაც დროდადრო გვიგზავნის ხოლმე
ყოველდღიური საქმიანობით გართულთ გვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებით როდი გვაქვს მოცემული, იმდენად ბუნებრივად გვეჩვენება ჩვენი ცხოვრება, ვერც წარმოგვიდგენია, უფლის წყალობის გარეშე რანი ვიქნებოდით, ვეღარ ვხვდებით, რომ ყოველი გათენებული დილა და ყოველი მშვიდობიანი წუთი უფლის კაცთმოყვარებით გვაქვს ნაბოძები. ამას მთელი შეგნებით რომ ვაცნობიერებდეთ, შემოქმედისადმი მადლიერებას ჩვენი გულები ვერც დაიტევდა და ყოველ წამს მის მიმართ გულწრფელ მადლობას აღავლენდა.

მადლიერებაზე სასაუბროდ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილს) ვეწვიეთ მცხეთაში, მის მყუდრო სავანეში, სადაც რამდენიმე სალოცავს დაუდვია ბინა. მათგან მცხეთის ჯვარიც შესანიშნავად ჩანს. ეს გარემოცვა იმდენად სულიერ ატმოსფეროს ქმნის, თავისთავად განგაწყობს უფლისადმი სამადლობელად.

- მეუფეო, ვის მიმართ უნდა გვქონდეს მადლიერების გრძნობა?

- ყველაზე მეტად უფალი ღმერთისადმი გვმართებს მადლიერება. იმდენი წყალობა, სიკეთე მისცა მაღალმა ღმერთმა ადამიანს, რაც არ უბოძებია არც ერთი ქმნილებისათვის. თუ ამას გაიაზრებს კაცი და გაითავისებს, მთელი ცხოვრება იქნება ღვთის მადლიერი ამ სიკეთეებისა და თავისუფლებისათვის.

ადამიანის გაჩენამდე უფალმა მთელი ქვეყანა შექმნა, ცხოველთა, მცენარეთა სამყარო, მაგრამ იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო ადამიანი ქმნილებათა შორის, რომ მის შექმნას უძღოდა ყოვლადწმიდა სამების საგანგებო თათბირი. რამხელა წყალობაა, რომ ადამიანი ხატია და მსგავსია ღვთისა, რომ ის არ არის მონა, რომ მას თავისუფალი ნება აქვს მიცემული. უფალმა ჩადო ადამიანში ნიჭი განღმრთობისა, მას შეუძლია სრულყოფილებამდე ამაღლდეს და მიუახლოვდეს უფალს, რამოდენა მადლიერებას უნდა ბადებდეს ადამიანში ყოველივე ეს, როგორი მადლიერი უნდა იყოს ღვთისა იგი.

ვფიქრობ, თუ კაცი მადლიერი იქნება უფლისა, მადლიერი იქნება ადამიანისაც. თუ ღვთის დიდ წყალობას დააფასებს კაცი და თავის მადლიერებას ღმერთს მიუძღვნის, არ შეიძლება ქვეყნად ცხოვრებისას ადამიანების მიმართ იყოს უმადური. მაგრამ ყველაზე მეტი მადლიერება მაინც მართებს მაღალი ღმერთისადმი. კარგა ხანია შევამჩნიე ჩემს თავს, როცა ვიღაცისგან დიდ სიკეთეს ვიღებ, როცა ვინმეს დიდი სიკეთის მოწმე ვხდები და მადლიერება მიჩნდება მისადმი, თვალები უნებურად ზეცისკენ გამექცევა ხოლმე და მთელი ჩემი შინაგანი მაღალ ღმერთს მადლობს ამისთვის. ხილულად ადამიანის სიკეთითა ვხარობ, გული კი მადლობას უფალს უძღვნის. და ეს ალბათ არცაა გასაკვირი, რამეთუ ყოველი სიკეთე ზეგარდმო ნიჭი არის და იგი კაცს ღვთისაგან აქვს ბოძებული. გამახსენდა ერთი წმიდა მამა, ციმბირში მოღვაწეობდა. თავისი მოღვაწეობით საკმაოდ მაღალ სულიერებას მიაღწია და საოცარი უღირსების გრძნობა დაეუფლა ღვთის წინაშე. სთხოვდა უფალს, მე არა ვარ შენი მფარველობის ღირსი და ნუ დამიცავო. უფალი ერთხანს არ ისმენდა მის ვედრებას, მაგრამ როცა ბერმა ძალიან შეაწუხა, მაშინ ღმერთმა მისგან სულ რამდენიმე წამით აიკრიფა მადლი, თავისი საფარველი და ბერი აღმოჩნდა ჯოჯოხეთურ დაუცველობაში. დაიწყო ყვირილი - მიშველე, ღმერთო, დამეხმარეო. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაუბრუნა საფარველი. მიხვდა ბერი, რამოდენა სიკეთით იცავდა ღმერთი და მის გარეშე რა საშინელ ყოფაში ჩავარდა. ამის შემდეგ ბერი მხოლოდ იმას ამბობდა - იყოს ნება შენი, უფალო. ვფიქრობ, მას მერე ბერს უფრო მეტი მადლიერება დაეუფლა იმ წყალობისა და სიკეთეებისათვის, რომლებსაც თურმე ასე უხვად აძლევდა მას ღმერთი.

ეს მაგალითი ნებისმიერ ჩვენგანს გამოადგება. რამდენია ჩვენზე წყალობა ღვთისა, ჩვენ ვერ ვგრძნობთ. ახლაც ციდან რომ არაფერი ცვივა და მშვიდობით ვიმყოფებით, არეულობა რომ არ არის, საზრდელს რომ გვაძლევს უფალი, ესეც განა ცოტა წყალობა არის? ხშირადაა გვალვა, შიმშილობა, მაგრამ ღმერთი მაინც არ გვტოვებს უნუგეშოდ, რაღაცას მაინც გამოგვიჩენს. მთავარია, უგულისხმონი არ ვიყოთ, გამოვხატოთ მადლიერება სიკეთისათვის. მშვიდობიანი დილა გათენდება, უნდა ვმადლობდეთ უფალს ამისთვის; მშვიდობიანად ჩაივლის დღე ან თუ ოჯახში წყალობა გაჩნდება, რამდენი მადლიერება გვმართებს. მთავარია, მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად არ ხდება, რომ ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა, უფალი ირჯება იმისათვის, რომ ჩვენ საჭირო ნუგეში არ მოგვაკლოს და ვიყოთ დაცულნი. არ არის აუცილებელი, მადლიერება მარტო სიტყვით გამოვხატოთ, მთელი ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიყოთ ღვთის მადლიერნი. თუ ჩვენ მადლობელნი ვიქნებით ღმერთისა, რომლის სიკეთენიც უთვალავია, როგორ არ ვიქნებით ადამიანის მადლობელნი, რომლის სიყვარულსაც ითხოვს ჩვენგან უფალი.

ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს მადლიერება ღვთისა, თორემ მის გარეშე ცხოვრება გახდება ძალიან უფერული, უღიმღამო და საზარელი.

- შეიძლება ეს ყველაფერი გავიაზროთ, ვეთანხმებოდეთ კიდეც, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ მაინც უმადურები ვართ. რატომ გვემართება ასე?

- უმადურობა, მგონი, არის ჩვენი საზოგადოების სენი, დღევანდელი ადამიანები უმადურობაში ვიბადებით. ეკლესიაშიც კი არ ვმადლობთ ღმერთს იმ სიკეთეებისათვის, რასაც გვაძლევს იგი. ეს ჩვენი დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს. საკუთარ თავშიც დამიჭერია, რომ საკმარისი მადლიერება არა მაქვს ღმერთისა და ადამიანის მიმართ, თავადაც ბევრი უმადურობა შემხვედრია ცხოვრებაში, რასაც ძალიან უტკენია ჩემთვის გული. მაგრამ ასეთ დროს სჯობს ვიფიქროთ იმაზე, რომ შესაძლოა სადღაც ჩვენც გამოვიჩინეთ უმადურობა უფალი ღმერთის მიმართ, დავაკელით მადლიერება და ამის წილ ზოგჯერ ადამიანებისაგან იმავეს ვიმკით.

დღეს რომ უმადურობა სუფევს, ირგვლივ უმადურობის ტყვეობაში რომ არის კაცობრიობა ჩაძირული, სწორედ იმიტომაა, რომ ის დაშორდა ღმერთს, ვის მიმართაც ყველაზე მეტი მადლიერება მართებდა და ვისთანაც მუდამ იქნება ვალში, რამეთუ უამრავი სიკეთე აქვს მისგან მოცემული. დღეს არა მარტო არ მადლობს უფალს კაცი, არაფრის მოთმენა არ უნდა მისთვის. როდესაც უფალი რაღაცის დათმენას ითხოვს შენგან და შენ ამას არ აკეთებ, უმადური ხარ მაშინ. განსაცდელთა დათმენით უნდა მოვიდეს ადამიანთან სიკეთენი.

- თანამედროვე, არაეკლესიური ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამის გაგება - რატომ უნდა მადლობდეს უფალს განსაცდელისთვის. რას ეტყოდით მათ?

- უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სიკეთეა, ბოროტებას არა აქვს მასში ადგილი. ყველაფერი, რაც ხდება, ღვთის განგებულებითაა დაშვებული და ამ განგებულების მიზანი ადამიანის გადარჩენა არის. ის ტკივილიც და ის განსაცდელიც, რომელსაც უფალი უშვებს ადამიანზე, მიზნად მის გადარჩენას ისახავს. მწარეა და მძიმე განსაცდელი, მაგრამ სასარგებლოა. ამით იკურნება ჩვენი სულიერი და ქვეყნიური ტკივილები და უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ განკურნებისათვის. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს გადარჩენისთვის, ტკივილს კი არ ვადიდებთ, ტკივილით ჩვენს გადარჩენას ვესასოებით; იმიტომ ვმადლობთ ამ სიძნელეებისთვის უფალს, სწორედ ამ ტკივილების დათმენას უნდა მოჰყვეს შვება და სიხარული, ახალ ადამიანებად გადაქცევა, ჩვენი სასუფეველში დამკვიდრება. წმინდა ისააკ ასურის ნათქვამი გამახსენდა: როცა სუსტია ადამიანი და უფალი უშვებს მასზე განსაცდელებს, ის ევედრება ღმერთს, რომ აარიდოს ეს განსაცდელი, მოაცილოს იგი და ღმერთიც აშორებს ამ განსაცდელს, მაგრამ მასთან ერთად იმ სიკეთეებსაც აკლებს, რაც იმ განსაცდელთა დათმენას უნდა მოჰყოლოდა.

ძნელია ჯვრის ზიდვა, მაგრამ ჯვარს, ტკივილებს იმიტომ ვიღებთ, რომ მას ჩვენი აღდგომა მოჰყვება. მინდა ვუსურვო ჩვენს ხალხს, თუ დიდი მადლიერებით არა, მშვიდად მაინც მიიღოს ყველაფერი, რასაც მასზე დაუშვებს უფალი, რადგან ამის შემდეგ იქნება აღდგომა, ამაღლება, გამარჯვება, ამისთვის გვმართებს მადლიერება მისი. ვინ არ მიაგებს მადლიერებას უფალს, თუ დაინახავს თავის გადარჩენას, მოწმე შეიქმნება საკუთარი აღდგომისა და განახლებისა? ამიტომ გვმართებს მადლიერება განსაცდელების ჟამსაც კი, მაგრამ ამას უნდა კვებავდეს რწმენა იმისა, რომ ყოველივე დაშვებულია ღვთისაგან, რომ მისი ნების გარეშე ფოთოლიც არ ჩამოვარდება ძირს.

- წეღან ახსენეთ, უმადური ადამიანისთვის ჯოჯოხეთად იქცევა ცხოვრებაო...

- უმადური ადამიანი არასოდეს მშვიდად არ არის, შფოთი და მოუსვენრობა არის მასში, მუდამ დაუკმაყოფილებელია და გაღიზიანებული. წაკითხული მაქვს: ერთი მეფე გადაცმული გავიდა ხალხში, მისი ცხოვრების გაგება უნდოდა. მიადგა უბრალო მუშებს, რომლებიც ხის ჩრდილში ისვენებდნენ და ისეთი მადლიერებით შეექცეოდნენ მწირ საკვებს, რომ მეფეს შეშურდა მათი. ასე გემრიელად, მადლიერების გრძნობით საკვები არასოდეს მიჭამია, ასეთი მადლიერი და კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარო, - ამბობდა. მეფე იყო, მთელი ქვეყნის მბრძანებელი, მაგრამ ის უბრალოება, ის მადლიერება არ ჰქონდა, რაც მუშებს, რომელთაც არაფერი გააჩნდათ იმაზე მეტი, რასაც შეექცეოდნენ. ეს მონათხრობი იმასაც გვასწავლის, რომ ადამიანი უნდა დასჯერდეს იმას, რასაც მას ღმერთი აძლევს, უნდა მიენდოს უფალს. მადლიერება ამ მინდობიდანაც გამოდის. როცა სჯერა ადამიანს ღმერთის, როცა იცის, რომ უფალს მისთვის სიკეთე უნდა და ყველაფერი, რასაც იგი უშვებს მის ცხოვრებაში, სასიკეთოა, მაშინ უფრო მეტი მადლიერება ექნება მისი. მაგრამ თუ ეს რწმენა კაცს აკლია, მაშინ ვერასოდეს იქნება კმაყოფილი და ბედნიერი; რამდენი წყალობაც არ უნდა მისცეს ღმერთმა, რაღაცის დაუოკებელი სურვილი მაინც იქნება მასში. ისევ რწმენით იკვებება მადლიერება და რამდენადაც დიდია ადამიანში ჯანსაღი რწმენა, იმდენად მადლიერია იგი უფლისაც და ადამიანისაც.

ეკლესია გვასწავლის, რომ ყველაფერი ხდება ღვთის განგებულებით. თუ ადამიანის უმადურობას ვხედავთ, მიზეზი მარტო იმ ადამიანში არ უნდა ვეძებოთ. იქ ხშირად ღვთის განგებულებასაც აქვს ადგილი, მისი ნებით და დაშვებით ხდება ყველაფერი. რისი ღირსიც ხარ, უფალიც იმდენ მადლიერებას მოგაგებს ცხოვრებაში.

ყველაფრის სათავე მაინც ღვთის რწმენა და სიყვარულია. როცა მათი ნაკლებობაა, მადლიერებაც, რა თქმა უნდა, ნაკლებია. ძალიან მტკივნეულია ადამიანებისაგან უმადურობის დანახვა, ადრე მეც ძნელად გადამქონდა იგი, მერე დავინახე, რომ ამის უკან უფლის განგებულება იდგა, ამიტომ მიზეზის ძებნა დავიწყე საკუთარ თავში: იქნებ არ ვიყავი ამ მადლიერების ღირსი, იქნებ ასე იყო ღვთისგან განსაზღვრული?

თუ ის რწმენა გაძლიერდა ადამიანში, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ ადვილად გადაიტანს უმადურობასაც და შეიძლება ამ უმადურობისთვის მადლიერებაც კი გაუჩნდეს ადამიანებისადმი.

- თუნდაც ვხვდებოდეთ ჩვენს უმადურობას, მაინც გვიჭირს მისგან თავის დაღწევა. როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენში მადლიერების გრძნობა?

- ამას რომ ვუპასუხოთ, საჭიროა გავიხსენოთ, რამ გააჩინა უმადურობა. ბოროტმა გააჩინა. ბედნიერი იყო ადამიანი სამოთხეში, არაფერი აკლდა, თვით ღმერთსაც კი ესაუბრებოდა, მაგრამ ბოროტმა ჩააგონა ევას, რომ მას რაღაც აკლდა. სწორედ მაშინ დაითესა უმადურობა. ამიტომ მის სამკურნალოდ ადამიანი ბოროტისაგან უნდა გათავისუფლდეს, განიწმიდოს, უფალს დაუახლოვდეს, მისი მცნებები დაიცვას, ხშირად გააცხადოს საკუთარი უმადურობა აღსარებაში. დაინახოს და შეეცადოს მის აღმოფხვრას ისევ ღმერთის სიყვარულით. და თუ ერთ-ერთ უდიდეს სათნოებას - უფლის მადლიერებას - დაიბრუნებს, ადამიანის მიმართ მადლიერებასაც კვლავ შეიძენს იგი. სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ადამიანური, კაცობრივი საშუალებებით ეს ძლიერ გაჭირდება, ისევ ღვთის შეწევნით უნდა დაუბრუნდეს ადამიანი ჭეშმარიტ სიკეთეს და, მათ შორის, მადლიერებას.

- ძნელია ყველაფერზე მაღლა დადგე, საკუთარ თავს მოერიო და ღირსეულად მოიქცე, მაგრამ რაკიღა ქრისტიანებად ვიწოდებით, უნდა ვიბრძოლოთ კიდეც. როგორი ქცევა შეგვშვენის, როცა ჩვენს მიმართ უმადურობას გამოიჩენენ?

- მახსენდება სახარებიდან ათი კეთროვანის განკურნება, ცხრა როგორ წავიდა უბრად თავისი გზით; მხოლოდ ის ერთი მიბრუნდა, თაყვანი სცა უფალს და თავისი უსაზღვრო მადლიერება გამოხატა მაღალი ღმერთის მიმართ. რომ იცოდეს ადამიანმა, რა ლამაზია, რა მშვენიერია იგი, როცა მადლობს უფალს, ამ ბედნიერებას არ დაკარგავდა, არავის დაუთმობდა. ალბათ, ეს სილამაზე უნდა დავანახოთ ადამიანს, განვაცდევინოთ, რომ მადლიერების სურვილი გაუჩნდეს.

ყველა შემთხვევაში, სჯობს უმადურობით არ ვუპასუხოთ უმადურს, ვილოცოთ მისთვის და მივცეთ დრო. უფალი მასაც აუხელს თვალს და დაანახვებს უმადურობას. მაშინ, ღვთის შეწევნითა და მეოხებით, თუ კარგად ვილოცეთ მისთვის, მიხვდება თავის შეცდომას, მიხვდება, რამოდენა ტკივილი მიაყენა სხვას, როცა საოცარი უმადურობა გამოიჩინა მისადმი.

ძალიან მიყვარს წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელი - ჩემი მფარველი წმიდანი. იგი ამბობს, უნდა მოვითმინოთ მოყვასისთვის. უცბად რომ შევეცადოთ კაცში უმადურობის აღმოფხვრას, შეიძლება ახალი ბოროტება გამოვიწვიოთ და კიდევ უფრო დავაბრკოლოთ. მაგრამ თუ სულგრძელებას გამოვიჩენთ და მისთვის ვილოცებთ, შევსთხოვთ უფალს, აუხილოს თვალი და დაეხმაროს, უფალი აუცილებლად უშველის. ადრე თუ გვიან თავის შეცდომასაც მიახვედრებს და მადლიერების სურვილსაც გაუჩენს. თუ ჩვენგან მადლიერებას დაინახავს, ესეც შეეწევა გონს მოსვლაში და მადლიერებისკენ მობრუნებაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი უმადურობა კაცობრიობამ მაცხოვრის მიმართ გამოიჩინა. უფალმა კი არავის უპასუხა ცუდით. იგი იღვწის ჩვენთვის და მოთმინებით ელოდება იმ დროს, როცა მადლიერება დაგვეუფლება მისადმი. გამოსავალიც აქ უნდა ვეძიოთ, პასუხიც ასე უნდა გაეცეს. ღვთის მოქმედება, მისი სიტყვა ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. რამხელა უმადურობა დაითმინა კაცობრიობისაგან - ყველაზე დიდი სიკეთე მოიძულეს, ყველაზე დიდი სიწმიდე გააკრეს ჯვარს, ხოლო მან ადამიანი მაინც არ გაიმეტა დასაღუპად, მაინც სულგრძელად ელოდება იმ დროს, როცა იგი მიხვდება შეცდომას და მის მიმართ მადლიერებას დაიბრუნებს. ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. მოერიო თავს, ძალიან ძნელია, ზოგჯერ - შეუძლებელიც, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ უფალმა უმეტესი დაითმინა და მაინც სულგრძელია ადამიანისადმი. ეს ჩვენც მოგვცემს ძალას, რათა დავითმინოთ ადამიანთაგან უმადურობანი.

- აუცილებელია თუ არა ახლობლების მიმართ ყოველწუთს მადლობის გამოხატვა, თუნდაც სიტყვით?

- ვფიქრობ, ხშირად გარეთ გამოტანილი სიკეთე შეიძლება გაუფასურდეს. ეს ძალიან სათუთი საფასეა, ამიტომ დაფარულად სჯობს ატაროს ადამიანმა იგი. წამდაუწუმ მადლიერების გამოხატვა, ალბათ, არ არის საჭირო. შეიძლება ვიღაცას ზოგჯერ უმადურიც მოვეჩვენოთ, მაგრამ თუ შინაგანი მადლიერება გვექნება, იგი მას მაინც დაინახავს, მაინც იგრძნობს მას მისი სული.

- უცხო ადამიანის მიმართ?

- იმის მიხედვით, ვის როგორი რწმენა აქვს და ვინ რისთვისაა მზად, უნდა მივაგოთ კიდეც. ჩემი აზრით, სადაც მაღალია შეგნება, უფრო დიდია სიყვარული და მეტი გაგებაა, სჯობს, მადლიერება იყოს დაფარული. ის უფრო დიდი საფასე იქნება და შემოინახება, რამეთუ ხშირად გაცხადებული ბოროტმა შეიძლება მიიტაცოს და სხვანაირი სამოსით მორთოს, რასაც მოაქვს უსიამოვნებანი. თუ მადლიერებას გონიერად დაფარავ, ვიდრე უფალი მოგთხოვდეს მის გაცხადებას, უფრო გადაარჩენ ამ სიკეთეს.

მაგრამ სიტყვიერად, სჯობს, გამოიხატოს იგი. ჩვენ, ყველანი, მაინც ველით მადლიერებას სხვისაგან, რაღაც მაინც უნდა გავხადოთ დასანახი. სულ რომ არაფერი გამოხატო, შეიძლება ეს გახდეს დაბრკოლების საბაბი ვინმესთვის. იმდენი უნდა გამოაჩინო, რამდენიც არგებს მოყვასს, რაც მისი სულისათვის იქნება სასარგებლო, რათა მშვიდად და კეთილად განწყობილი იყოს ჩვენდამი. აქ ადამიანს დიდი სიბრძნე მართებს, ადამიანის გახარებაზე ძვირფასი არაფერია და თუ ეს მადლიერება მას გაახარებს, თუკი ეს მას ნუგეშს მისცემს და ჩვენს მიმართაც უფრო კეთილად განაწყობს, რატომ უნდა დავიშუროთ იგი? თუ სიკეთის ჩადენა გინდა, ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთო.

- ჩვენში დამკვიდრებულია პატივისცემის ისეთი ფენომენი, რომ ზოგჯერ მადლიერებას საჩუქრებით გამოხატავენ, მაგრამ ხშირად ამ ქცევას "არ მინდა ვალში ვიყოს" მოტივი აქვს. იქნებ, ესეც სჭირდება ადამიანს?

- დიახ, თუ ვატყობთ, რომ მას სჭირდება, სჯობს გამოვხატოთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, ეს საქციელი ანგარებად არ იქცეს, ეს აღარ იქნება მადლიერება წრფელი. თუ პატივისცემა ჭეშმარიტ სიკეთეზე არაა დაფუძნებული და ანგარებით კეთდება, მას არ შეუძლია გაახაროს კაცის სული, მასზე დაფუძნება არ არის სასურველი. მაგრამ შეიძლება ეს იყოს თავისებური ხარკი, რომელიც ამ ქვეყანას უნდა გადავუხადოთ, უფალიც ხომ გვასწავლის, მიეცით კეისარსა კეისრისა და ღმერთისა ღმერთსაო. ჩვენ არა ვართ მარტო ღმერთთან დამოკიდებულნი, ჩვენ ადამიანებთანაც გვიხდება ცხოვრება და იმათაც უნდა მივაგოთ კუთვნილი.

- იმიტომ, რომ დავაფასოთ ჩვენი მდგომარეობა, მამები გვირჩევენ, უარეს დღეში მყოფნი გავიხსენოთ. ხომ არ მივემსგავსებით ამით ფარისეველს, რომელიც იმისათვის მადლობდა უფალს, რომ მეზვერისნაირი არ იყო?

- როცა ადამიანი ვერ აფასებს თავის მდგომარეობას, არ ჯერდება იმ სიკეთეს, რაც ღვთისგან აქვს მიცემული და უმადურობა ეუფლება, მამები მას მართლაც უარეს მდგომარეობაში მყოფი კაცისკენ გახედვას ურჩევენ. იმის გახსენება, თუ რამდენად მეტ შეჭირვებაშია სხვა, ადამიანს ძალიან ეხმარება გონს მოსვლაში. ეს ნუგეში ხდება კაცისათვის, საკუთარი განსაცდელი იმდენად მძიმე და ძნელი აღარ ეჩვენება.

ეს, უბრალოდ, შეწევნაა, გონს მოყვანაა კაცისა, უფრო რეალურად აფასებს თავის მდგომარეობას. ბევრად გაჭირვებულისკენ რომ გაიხედება და თავისი ხვედრი ისე მძიმედ აღარ ეჩვენება, ეს არაა ფარისევლობა. ფარისევლობა სიცრუეა, იმის მიჩემებაა, რაც არ გაგაჩნია, სახარებისეულ ფარისეველს ქედმაღლობა და სიამაყე ალაპარაკებდა, მისი ყოველი სიტყვა აქედან იკვებებოდა, ამ შემთხვევაში კი ეს ნუგეშია, როგორც სნეულისთვის - ტკივილის დამთმენი საშუალება; ეს შვებას აძლევს. სინამდვილეში შესაძლოა არც კლებულობს მისი ტკივილი, მაგრამ რწმენა და იმედი ემატება მას გასაჭირის დათმენაში.

- როცა გვიჭირს, უფალს ვთხოვთ შემწეობას, ზოგჯერ საკუთარი თავის დაუკითხავადაც ვპირდებით რამეს და გვგონია, ის გრძნობა არასოდეს დაგვავიწყდება, მაგრამ დრო გადის და მაშინდელ განწყობას ძალიან ადვილად ვაბარებთ წარსულს.

- ეს მართლაც ხშირად გვემართება. როცა გვიჭირს, გული თვითონ აღუთქვამს ხოლმე უფალს რაღაც დიდ ერთგულებას, დიდ სიკეთეს, საკუთარი თავიც ხშირად დამიჭერია, როცა თავად გული დაჰპირებია რაღაცას უფალს. თუ ამას დაემატა ბაგით გაცხადება, ის აუცილებლად უნდა შევასრულოთ.

სამწუხაროდ, როცა ადამიანს განსაცდელი აღარ აქვს, მასში ის ცხოველი გრძნობა ნელდება, ზოგჯერ დავიწყებასაც ეძლევა და ეს ვალი ადამიანზე რჩება. გარდა იმისა, რომ უმადურია, ის აღთქმის სიმძიმესაც ეზიდება. ასეთ დროს თვითონ უფალი ხშირად ახსენებს მას აღთქმას. სჯობს ადამიანმა თავად გაახსენოს საკუთარ თავს, რაც უფალს აღუთქვა, გაიხსენოს ის გაჭირვებაც, რომლის გამოც მისი გული რაღაცას შეჰპირდა უფალს. თუ ტკივილი გაიხსენა, დანაპირებსაც აუცილებლად შეასრულებს, თუ არადა, მაშინ ღვთისაგან უფრო მეტი ტკივილების მისაღებად უნდა მოემზადოს. და რაც უფრო დააგვიანებს კაცი აღნათქვამის შესრულებას, მით უფრო მეტი მადლიერება და პატივისცემა უნდა გამოხატოს ღვთის მიმართ.

იმდენად წმინდაა გული კაცისა, როცა მაღლდება უფლისადმი და რაიმეს პირდება, რომ იმ დროს შეიძლება ყველაფერი გაიმეტოს, მაშინ იგი სხვა განზომილებაშია. ამ წმინდა დამოკიდებულების მოუფრთხილებლობით იმდენს კარგავს ადამიანი, რომ ღირს კია ამის შემდეგ მისი ცხოვრება? უფალი ჩვენგან რაღაცის მირთმევას კი არ ელოდება, იმ უხილავი საფასის გადარჩენას, იმ სიყვარულის მოფრთხილებასა ცდილობს, რომელსაც ადამიანი მას უძღვნის გაჭირვების ჟამს. თორემ რა საფასე შეიძლება მიართვას კაცმა მთელი ქვეყნიერების შემოქმედს იმაზე ძვირფასი, ვიდრე სიყვარულია?

- რამდენად აისახება მადლიერების გრძნობა ერის ცხოვრებაში, რამდენად სჭირდება მას ეს გრძნობა?

- ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი ერის ღირსებისა და ნაკლის მატარებელია, ერი კი იტევს თითოეული ჩვენგანის ღირსებასა და ნაკლს. რაც ჩვენში, თითოეულ მორწმუნე თუ არამორწმუნე ადამიანში ხდება, ის ყველაფერი ერის ცხოვრებაში აისახება. დღეს უმადურობა ახასიათებს ჩვენს ხალხს. უფრო ცუდმედიდობა და სიამაყე გვტანჯავს. მეტი გულწრფელი მადლიერება რომ გვქონოდა იმ სიკეთეებისათვის, რომლებიც ღმერთმა ჩვენს ქვეყანას დააბერტყა, ჩვენ დღეს უფრო ძლიერნი და ამაღლებულნიც ვიქნებოდით. მადლიერება ღვთისა უფრო მეტს შეგვმატებდა და გაგვამშვენებდა. მადლიერი კაცი უფრო თავმდაბალია, უფრო მომთმენია, ნაკლებ პრეტენზიულია, შემგუებელია. დღეს ეს ღირებულებანი ნაკლებია ხალხში და საძებარია. ეს ის საფასენია, ჩვენს ხალხს მუდამ რომ ამკობდა წარსულში.

- როგორ გამოხატოს კაცმა მადლიერება?

- ამას თვითონ მადლიერება ასწავლის. მადლიერება არის სიკეთის დღესასწაული. ეს თვით ღმერთის დიდება არის. რაც უფრო გულწრფელია მადლიერება, მით მეტად იდიდება იმით უფალი. ლოცვით, გალობით, გაჭირვებულთა მიხედვით, მეტი თავმდაბლობითა და მოთმინებით შეიძლება ადიდოს ადამიანმა ღმერთი და გამოხატოს მადლიერება მისადმი.

- მეუფეო, დაგვლოცეთ ჩვენ და ჩვენი მკითხველი, რომ მადლიერება შევიძინოთ.

- ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეებს, თქვენ, ყველას, გისურვებთ, რომ ყველაზე დიდი მადლიერება გქონოდეთ გამჩენი ღმერთის მიმართ. უფალმა იმდენი სიკეთე გვიბოძა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა ვმადლობდეთ მის სახიერებას. მადლიერება უნდა დაიბრუნოს კაცმა. რაც უფრო მადლიერი იქნება ადამიანი ღვთისა, მით უფრო ადვილად ასატანი და ლამაზი შეიქნება ჩვენი ცხოვრება. მე ასე მგონია: სანამ მადლიერება იქნება ადამიანებში, უფალი არ გაწირავს ქვეყანას დასაკარგად, მაგრამ თუ ეს დაილია და ვხედავ, თანდათან კლებულობს მადლიერება ქვეყნად, ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, ღმერთი აღარ ისურვებს ასეთ დედამიწას.

ვმადლობდეთ ღმერთს, ერთმანეთს. საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ასამაღლებელზე - "ვმადლობდეთ უფალსა" - ყოველთვის უცნაური გრძნობა მეუფლება. რამდენი რამისთვის უნდა ვმადლობდეთ ადამიანები უფალს!

მთელ ქვეყანას ამ ასამაღლებლით მივმართავ: ვმადლობდეთ უფალსა, მარტო წყალობისა და სიკეთისთვის კი არა, იმ ტკივილებისთვისაც, რომელსაც დრო და დრო გვიგზავნის ხოლმე გადასარჩენად. გვახსოვდეს, რომ ამ ტკივილების უკანაც მისი უსაზღვრო სიყვარული დგას.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, გააძლიეროს მათში სასოება, შინაგანი რწმენა და მადლიერება ღვთისა. ამინ!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat