ეს იყო საოცარი სიმშვიდისა და სიხარულის განცდა
ეს იყო საოცარი სიმშვიდისა და სიხარულის განცდა
"გაცნობებთ, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ყაზბეგის რაიონი გამოცხადდეს საქართველოს ეკლესიის ცალკე საეპისკოპოსოდ და ეწოდოს მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია. ეს არის ნამდვილად ისტორიული განჩინება, რადგან პირველი შემთხვევაა, რომ ამ კუთხეს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო ზოლია სრულიად საქართველოსი, ეყოლება მმართველი ეპისკოპოსი.

დიახ, ქვეყნის ჩრდილოეთი კარიბჭე, დარიალი და ზოგადად ხევი, ჩვენთვის არის ზღუდენი იერუსალიმისანი, რომლის სადარაჯოზე უნდა დადგეს ყაზბეგის რაიონის მთელი მოსახლეობა. მოხევეებს დღემდე საამაყოდ გვაქვს, რომ ორმოცდაათ-სამოცკაციანმა რაზმმა 1921 წელს დარიალთან არ შემოუშვა რუსის ჯარი და თავგანწირვით დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა სამღვდელოებასთან და მთელ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კვლავაც საიმედოდ იყოს დაცული ჩვენი საზღვრები და მიწა-წყალი, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ეკლესია, ჩვენი სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა უნდა იზრუნოს არა მარტო იმისათვის, რომ ყოველ სოფელში აღესრულოს წირვა-ლოცვა და ამაღლდეს განათლების დონე, არამედ იმისთვისაც, რომ ამუშავდეს წარმოებები, მოსახლეობას ჰქონდეს სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით - მრავალშვილიანი ოჯახებისა, რომ მოსახლეობა მტკიცედ დამკვიდრდეს ხევში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ხევის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მკვიდრნი მხარში ამოუდგებიან სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს, რათა ეს რაიონი იქცეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ძლიერ კუთხედ.

მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ საეპისკოპოსო კათედრაზე არჩეულია მისი ყოვლადუსამღვდელოესობა პეტრე, ეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ და პატივს სცემთ.

დარწმუნებული ვართ, ჩვენთან ერთად დღეს ხარობენ ჩვენი წინაპარნი, რომელნიც ორი ათასი წლის მანძილზე ელოდებოდნენ ამ ბედნიერ დღეს".

ამ სიტყვებით წარუდგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყაზბეგის მოსახლეობას ხევის პირველი მღვდელმთავარი.

მეუფე პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსია. პატრიარქის რეზიდენცია სოფელ სნოში, პატრიარქის მშობლიურ სოფელში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მდებარეობს. მეუფე პეტრე იქ მონაზვნებსა და მორჩილებთან ერთად ცხოვრობს.

მეუფეს სნოში ვესტუმრე. როგორც ამ მხარეს შეეფერება, ისე გვიმასპინძლა. შემდგომ საუბარიც გაიმართა...

- მეუფე პეტრე, როგორ მოხდა თქვენი მღვდელმთავრად გამორჩევა?

- უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 2000 წლის 27 აგვისტოს, მარიამობის მარხვაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის მიერ ბერად აღვიკვეცე. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დიაკვნად მაკურთხა, 2002 წლის 20 ოქტომბერს კი ღვთის ნებითა და განგებით სინოდის სხდომაზე ჩემი მღვდელმთავრად გამორჩევა მოხდა. 20 ოქტომბერი, როგორც მერე გავარკვიე, აღმოჩნდა ღირსი იოსებ მოხევე წმინდანის ხსენების დღე. მეფე ერეკლეს თანამედროვე იოსებ მოხევე მთელი თვრამეტი წელი ბეთლემის გამოქვაბულში მოღვაწეობდა. ღირსი იოსებ მოხევე დიდი შემწე და მფარველია ხევისა... თითქოს მთელი ზეციური საქართველო და ეს წმინდანი მონაწილეობდა ჩემს მღვდელმთავრად კურთხევაში.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მშობლიური კუთხის მღვდელმთავარი ბრძანდებით. დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ?

- რა თქმა უნდა, დიდია პასუხისმგებლობა. სოფელ სნოში მისი უწმინდესობა აღიზარდა, იქ გაატარა ბავშვობის წლები. ამ სოფლიდან მოდის ღუდუშაურების გვარი, რომელიც წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის დროიდან იღებს დასაბამს და მირონით ნათესავია ვახტანგ მეფისა - წმინდა მეფემ მონათლა სნოს შვილი ღუდუშა, რომლისგანაც წარმოიშვა ღუდუშაურების გვარი.

სოფელ სნოს მოსახლეობა უმთავრესად ჩვენი პატრიარქის ახლო ნათესავებისგან შედგება. ეს ხეობა მთლიანად განსხვავებული და გამორჩეულია.

მახსენდება სახარების ის ეპიზოდი, სადაც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ პეტრე მოციქულს მოუხმობს და ზედიზედ სამჯერ ეკითხება: "გიყვარვარ თუ არა?" პეტრე მოციქულიც სამივეჯერ მიუგებს: "უფალო, შენ ხომ ყოველივე უწყი, ხომ იცი, რომ მიყვარხარ!" უფალი მას სამგზის ავალდებულებს: "მაშინ დამწყსე ცხოვარნი ჩემნი და აძოვნე კრავნი ჩემნი", - რაც ნიშნავს, რომ სასულიერო პირმა, პირველ ყოვლისა - მღვდელმთავარმა, ღვთის სიყვარული პატიოსანი ღვთისმსახურებით უნდა გამოხატოს.

- როგორი ახსოვთ მოხევეებს ბავშვობაში ჩვენი პატრიარქი?

- როგორც ამბობენ, ძალიან მშვიდი, დინჯი და მორჩილი იყო. როცა სკოლაში შესვენების ზარი დაირეკებოდა და ბავშვები სათამაშოდ ეზოში გაიქცეოდნენ, მისი უწმინდესობა ოთახში რჩებოდა და წიგნს კითხულობდა.

- თქვენი მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ რა გაკეთდა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში?

- ამ საკითხთან მიმართებით, ჯობს, საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა დავუსვათ: რა უნდა გაკეთდეს, რა დარჩა გასაკეთებელი.

ღვთის დიდი წყალობაა, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და ყოველი მომლოცველისთვის ღიაა ტაძრის კარი.

ჩვენს ეპარქიაში სულ 22 სოფელი შედის. ჯერჯერობით მხოლოდ ათ სოფელში გვაქვს მოქმედი ტაძარი. დაბა ყაზბეგში აშენდა და უკვე ფუნქციონირებს ორნავიანი ბაზილიკის ტიპის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. ისტორიულად ხევში ამ წმინდანის მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. მისი უწმინდესობა იხსენებს კიდეც, ბავშვობაში როგორ მიჰყავდა დედას წმინდანის ხსენების დღეს ტაძარში და მის წინაშე ლოცულობდა. რამდენიმე დღეში დაბა ყაზბეგში, წმინდა ილიას მთაზე, იკურთხება ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, მომავალში კი აქ მონასტრის დაარსებაა დაგეგმილი. სოფელ კარკუჩაში აშენდა ულამაზესი ბაზილიკური ტიპის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. სოფელ ფხელშეში, წმინდა გიორგის ტაძარში, აღესრულება წირვა-ლოცვა. სოფელ გორისციხეში შენდება ღვთისმშობლის შობის ტაძარი. სოფელ არშაში მალე ვაკურთხებთ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას. მისი უწმინდესობის ოცნებაა, დარიალის ხეობაში, რომელიც კარიბჭეა საქართველოსი, დიდი მონასტერი დააარსოს. ღვთის მადლით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ შიოს (გაბრიჩიძის) ძალისხმევით უკვე შენდება წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი და დაარსდება მამათა მონასტერი. იქვე იქნება საპატრიარქო რეზიდენცია და მონასტერთან არსებული სასტუმრო. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ეკლესია გუდაურში. ვფიქრობთ, ღვთის მადლით ეს სურვილიც მალე შეისხამს ხორცს.

- ეპარქიასთან არსებულ გიმნაზია-პანსიონზე რას გვეტყვით?

- ყაზბეგის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი 2000 წელს, სასწავლო წლის დასაწყისში იკურთხა და დაარსდა კიდეც. აქ ძირითადად მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიან. ვცდილობთ, ისინი ღვთის შიშით, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით აღვზარდოთ. ვფიქრობთ, გიმნაზიის არსებობა დიდ ნაყოფს გამოიღებს ჩვენი ეპარქიისა და მთლიანად საქართველოსთვის.

- ხელოვნების აკადემიის დაარსებას როდის აპირებთ?

- სტეფანწმინდის ხელოვნების აკადემიის დაარსება სოფელ არშაში გვაქვს განზრახული. ბერი მათე, რომელიც იქ მოღვაწეობს, ტიხრული მინანქრის ხელოვნებას ფლობს. ჰყავს რამდენიმე მოსწავლეც. მომავალში გვინდა ისწავლებოდეს ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქარი, სხვადასხვა ხელსაქმე, რითაც ხელს შევუწყობთ მრავალი ადამიანის დასაქმებას.

- საკმაოდ ახალგაზრდა მღვდელმთავარი ბრძანდებით. არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

- წმინდა სახარებაში მაცხოვარი იგავით საუბრობს ცათა სასუფევლის შესახებ და გვმოძღვრავს, რომ სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელიც ძვირფასი თვლებით ვაჭრობს. როცა იპოვის დიდ, უძვირფასეს, გამორჩეულ ქვას, ყველაფერს გაყიდის მის შესაძენად. მე შევეცადე, ყველაფერი დამეთმო, რათა ცათა სასუფეველი მომეპოვებინა. ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისთვის ყველაზე სწორი ცხოვრების წესია. უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია, როცა თავს სწირავ უფალს და მონაზონთა დასის წევრი ხდები. ბერობა გადავწყვიტე და ვცდილობ, ყველაფერი ღვთის ნებითა და მორჩილებით აღვასრულო. მარადიული ბედნიერების ძიება მხოლოდ ოცდაექვსი წლისამ დავიწყე. დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვთქვი პირველი აღსარება.

- მაშინ სწავლობდით სადმე?

- სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი სპეციალობითაც. რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ ყოველივე ამაოა და ადამიანის მთავარი მიზანი არის ამ წუთისოფელში მარადიული ბედნიერების მოპოვება, სულის გადარჩენა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. მეორე კურსის სტუდენტი საპატრიარქოში ფიზიკურადაც ვმუშაობდი, გავხდი საბერო მორჩილი და საცხოვრებლად საპატრიარქოში გადავედი, რამდენიმე თვის შემდეგ კი, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სოფელ სნოში წამოვედი.

- რა განწყობა დაგეუფლათ, როცა პირველად ჩაიცვით ბერის კაბა?

- ეს იყო საოცარი სიმშვიდისა და სიხარულის განცდა. თითქოს ღვთის დიდი მფარველობა შემოვიდა ჩემში.

- მას შემდეგ თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, ხასიათი?

- ადამიანი ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს. თითოეული ჩვენგანის ფერისცვალება დედამიწაზე იწყება, ისევე როგორც დედამიწაზე იწყება ადამიანისთვის სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. ყველა უნდა ცდილობდეს, გახდეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. როგორც საიდუმლო ლოცვებში ვკითხულობთ, საღვთო ლიტურგიის დროს სასულიერო პირნი ემსგავსებიან ქერუბიმებს, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან უფალთან. აქედან გამომდინარე, ადამიანი ყოველი წირვის შედეგად იცვლება. ქრისტიანი მუდამ მაღლა უნდა მიიწევდეს სულიერების კიბეზე.

- როგორ შეხვდნენ მშობლები თქვენს გადაწყვეტილებას?

- ღვთის რისხვად მიიჩნევდნენ, რომ მათი გვარის ერთადერთმა გამგრძელებელმა ბერობა აირჩია. უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველესი მშობელი მამა ზეციერია, ჩვენ კი ყველანი ღვთის შვილები ვართ. ალექსანდრე მაკედონელი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისას რჩევას მამას კი არა, მოძღვარს ეკითხებოდა. როცა ჰკითხეს, რატომ იქცეოდა ასე, მან უპასუხა: "მამაჩემმა, ფილიპემ, ხორციელად აღმზარდა და ზეციდან მიწაზე ჩამომიყვანა, ხოლო ჩემმა მოძღვარმა არისტოტელემ სულიერად აღმზარდა და მიწიდან ზეცად ამიყვანა".

- ლოცვა-კურთხევა ვისგან აიღეთ?

- ჩვენი ერის მამისგან, მისი უწმინდესობისგან. ამით მომეცა დიდი ნუგეში, რომ ჩემი გადაწყვეტილება ღვთისგან კურთხეული იქნებოდა. როცა საკუთარ გადაწყვეტილებაში ღვთის ნებას ხედავ, ნებისმიერი განსაცდელი ადვილი გადასატანია. ყოველი ადამიანის მოვალეობაა, იყოს მუდამ ღვთის იარაღი, მისი ნების აღმსრულებელი.

- მეუფე პეტრე, რამდენიმე თვის წინ თქვენ მყინვარზე, ბეთლემის გამოქვაბულში ახვედით. როგორ მოხდა ეს?

- 2000 წლის ქრისტეშობას პირველი საღვთო ლიტურგია იქ მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ახალქალაქისა და კუმურდოს ამჟამინდელმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა აღასრულა. პირადად მე სამჯერ გახლდით მყინვარზე. მეორედ ასვლისას იქ დიდი ჯვარი აღვმართეთ, ბოლოს კი ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დღეს ვიყავით ბეთლემში და საღვთო ლიტურგია აღვასრულეთ. მართალია, ქრისტეშობის სახელობის ეკლესიად ნაკურთხ გამოქვაბულამდე ასვლა ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენად დიდია მისი მადლი, რომ იქ ასულს ყველაფერი გავიწყდება.

- ახლოვდება გერგეტის სამების დღესასწაული. პატრიარქმა ეს დღე სიყვარულის დღესასწაულად გამოაცხადა. როგორ აღნიშნავთ ამ დღეს ხევში?

- 1981 წლის 16 ივლისს, როცა მისი უწმინდესობა ხევში მოსალოცად ჩამობრძანდა და წირვა გერგეტის წმინდა სამების ტაძარში აღავლინა, უთქვამს, ღმერთთან ასეთი სიახლოვე ჩემს სიცოცხლეში არ მქონიაო და ეს დღე სიყვარულის დღესასწაულად დააწესა. მას შემდეგ მისი უწმინდესობა სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ამ ტაძარში აღავლენს. ვიმედოვნებთ, ამჟამადაც ამობრძანდება და ეპარქიაში დიდი ზეიმი გვექნება.

- დაგვლოცეთ, მეუფე პეტრე!

- დავლოცავ ჟურნალ "კარიბჭეს". ვფიქრობ, მის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის. ვუსურვებ მას შემდგომ წარმატებებს ჩვენი მოსახლეობის სულიერი წინსვლისა და განვითარებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat