მთავარია, მეორედ მოსვლის წინ როგორები ვიქნებით
მთავარია, მეორედ მოსვლის წინ როგორები ვიქნებით
ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) წინამძღვრობს. ამ უზარმაზარ სამწყსოში არც ერთი მონასტერი არ იყო, სასულიერო პირებიც თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ. "ეპისკოპოსის ჯვარს ვერავინ გაიგებს, გარდა თავად ეპისკოპოსისა. ეს ჯვარი მძიმეა, მაგრამ სასიამოვნოც, ვინაიდან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, - ამბობს მეუფე სერგი, - როცა ეპისკოპოსი ხდება ადამიანი, საკუთარ თავთან მარტო რჩება. ერთხელ მეუფე იობთან ერთად ვიყავი უწმინდესთან. საუბრისას თქვა: მე ძაღლიც კი არ მყავს ერთგულიო. მაშინ, ასაკით უმცროსებს, ძალიან გაგვიკვირდა მისი ნათქვამი, ხოლო როცა ეპისკოპოსად მაკურთხა, ეს სიტყვები გამახსენდა... ეპისკოპოსი ხშირად სულ მარტო რჩება, ეს კი საკმაოდ ძნელია..."

- მეუფე სერგი, როგორ მიიღო ოჯახმა თქვენი ბერობის გადაწყვეტილება?

- ცოტა სხვანაირი ბავშვი ვიყავი. მშობლებს რჩევას ნაკლებად ვეკითხებოდი. მამა მძღოლი იყო, დედა - პედაგოგი გახლდათ. დედაჩემი ოთხი-ხუთი წლით ადრე მიხვდა, რომ ბერი გავხდებოდი. წუწუნებდა - ეს ცოლის მომყვანი არ არისო. ბერად შედგომა იმ დროს მომიწია, როცა სარწმუნოებას ბევრი სირთულე ეღობებოდა. მადლობა ღმერთს, დავძლიეთ და ჩემი მშობლები, ორივე მორწმუნე, მაზიარებლები აღესრულნენ. დედა ბოლოს სკვნილით დადიოდა.

მამაჩემის ბიძა ბერი იყო. კომუნისტებმა მისი მონასტერი დახურეს და ლადო პაპა (ასე ვეძახდით) გამოაგდეს. მამას არ უნდოდა, მე და ჩემი ძმა მის გზას დავდგომოდით და მკაცრად გვექცეოდა. ჩემი ძმა მხატვარია და წვერმოშვებული დადიოდა. ამაზე მშობლები სულ ეჩხუბებოდნენ. მერე მე თმამოშვებული რომ დამინახეს, კინაღამ გაგიჟდნენ.

- ვიდრე ეპარქიაზე ვისაუბრებდეთ, გვიამბეთ ცოტა თქვენს შესახებ. რა გზა გაიარეთ ეპისკოპოსობამდე?

- დავიბადე რუსთავში 1953 წლის 13 აპრილს. იქვე დავამთავრე სკოლა. შემდეგ ჯარში წამიყვანეს. მეათე კლასიდან ვთამაშობდი ახალგაზრდულ საფეხბურთო გუნდში. ჯარში ყოფნის დროსაც გავაგრძელე თამაში. მერე ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და ხარკოვის მეორე ლიგის გუნდშიც ვთამაშობდი. "მაიაკი" ერქვა ჩვენს გუნდს. შემდეგ ყველაფერს დავანებე თავი და ხარკოვის საკათედრო ტაძარში დავიწყე სიარული. მალე წავედი ქალაქ ზაგორსკში სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად. არ მიმიღეს. მითხრეს, თუ აქ, ერთ-ერთ საწყობში, მუშად დადგები, მიგიღებთო. ზუსტად ათი თვე ვიმუშავე მტვირთავად და ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. ეს იყო 1985 წელი. სემინარია მონასტრის ტერიტორიაზეა. აქ ყველაფერი - ლოცვაც და სწავლაც - სულიერებასთან იყო შეზავებული. პედაგოგები ბერ-მონაზვნები იყვნენ. სწავლის მაღალი დონე იყო. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი და ლოცვა-კურთხევისთვის პატრიარქთან მივედი. უწმინდესმა მითხრა, - იქნებ ჩამოხვიდე, ძალიან კარგ ადგილას უნდა გაგიშვაო. მართლაც, 1988 წელს საფარაში ჩამოვედი. სამ-ოთხ წელიწადში სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად მაკურთხეს. შემდეგ გაიყო ჩვენი ეპარქია: ახალციხე, ასპინძა და ადიგენი ვარძიასთან ერთად მე დამიტოვეს, ხოლო ახალქალაქისა და ბორჯომის მწყემსმთავრად მეუფე სერაფიმე დანიშნეს. 1997 წელს პატრიარქმა გადმომიყვანა ლაგოდეხში, ნეკრესის ეპარქიაში.

- საფარის მონასტერში თქვენი წინამძღვრობის დროს სასულიერო სემინარია დაარსდა. რას გვეტყვით ამაზე?

- მეუფე ანანიას უწმინდესმა აჩუქა გარკვეული თანხა და ერთად მოვიფიქრეთ საფარის მონასტერთან სასულიერო სემინარია დაგვეარსებინა. ეს იყო 90-იანი წლები. მე მგონია, რომ საუკეთესო სასულიერო სასწავლებელი იყო. პირველ წელიწადს თერთმეტმა ყმაწვილმა ჩააბარა. მათგან დღეს ექვსი ბერია, ორი ეპისკოპოსი გახდა - მეუფე თეოდორე და მეუფე საბა. ღმერთმა ქნას, ბოლომდე ასე კარგები დარჩნენ. მთავარია, მეორედ მოსვლის ჟამს როგორები ვიქნებით.

- საფარის მონასტერში საკუთარი გაზეთი გქონდათ. თუ აგრძელებთ ისევ საგამომცემლო საქმიანობას?

- დიახ, გამოვცემდით გაზეთს "საფარა", რომელიც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. შემდეგ ნეკრესის ეპარქიის გაზეთი დავაარსეთ. მასში ბერების სტატიები იბეჭდებოდა. სამწუხაროდ, სულ ერთი წელიწადი იარსება. გარდა ამისა, გამოვეცით სასულიერო ლიტერატურა: "ჩვენთან არს ღმერთი", ლოცვანები, ვთარგმნეთ თეოფანე დაყუდებულის შრომები. მატერიალური უზრუნველყოფა რომ გვქონდეს, უფრო მეტს გამოვცემდით.

- რა შეიძინეთ ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში?

- ზაგორსკში ძალიან ძლიერი სკოლაა. შევეცადე, იქაური გამოცდილება საქართველოში გადმომეტანა. რამდენად შევძელი ეს, მრევლმა უნდა თქვას.

- ვინ არის თქვენი სულიერი მოძღვარი?

- ჩემი მოძღვარია მამა ნაუმი. სერგის ლავრაში მსახურობს. მან აღმკვეცა ბერად ამავე მონასტერში. ბოლო რამდენიმე წელია, ვეღარ ვახერხებ იქ ჩასვლას და აღარ შევხვედრივარ. აღსარებას მეუფეებთან ვამბობ ხოლმე, თუმცა სულიერ მოძღვრად მამა ნაუმს ვთვლი.

- როგორია თქვენი, როგორც ეპისკოპოსის, ცხოვრების წესი?

- ბოლო თვე-ნახევარია, ავადმყოფობის გამო განრიგი შემეცვალა. ადრე ხუთ საათამდე ვდგებოდი. დილის ლოცვების შემდეგ, ცხრა საათიდან ვიწყებ საქმიანობას. 12 საათზე ვიძინებ. ადრე ორჯერ ვიკვებებოდი. რაც დიაბეტი დამემართა, ექიმებმა ოთხჯერადი კვება დამინიშნეს.

- მეუფე სერგი, ბერად აღკვეცამდე დაოჯახებაზე არ გიფიქრიათ?

- ხარკოვში სწავლისას მყავდა შეყვარებული, მასაც ვუყვარდი, თუმცა დაოჯახებაში ხელი შეგვეშალა. მე დღესაც ვლოცულობ მისთვის, რომ კარგი ოჯახი ჰქონდეს. შემდეგ 24 წლისამ ბერად შედგომა გადავწყვიტე. 28 წლის როცა გავხდი, ჩემი დაბადების დღეზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბერად აღმკვეცეს სერგის სახელობის ლავრაში. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითვე, დამერქვა სერგი.

- თქვენი ცხოვრების შეცვლა რომ შეგეძლოთ, ისევ ამ გზას აირჩევდით?

- დაუფიქრებლად.

- მეუფე სერგი, თქვენს ეპარქიას დავუბრუნდეთ. როგორია სამონასტრო ცხოვრება?

- ეპარქიაში სამი მამათა და ორი დედათა მონასტერია. მონაზვნები არიან თავად ლაგოდეხში, რეზიდენციაში, და დუბის მონასტერში. დუბის ტაძარი VI საუკუნისაა, ღვთისმშობლის შობის სახელობისა. იქვე ვიყიდეთ სახლი და მონასტერი დავაარსეთ. ამჟამად იქ ცხრა მონაზონი ცხოვრობს. კახში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მონასტერი გაიხსნა. ნეკრესის მონასტერში ხუთი ბერია, ოთხი მონაზონი და ორი მოხუცი სქემმონაზონი. გრემში ხუთი სასულიერო პირი გვყავს.

- მოქმედი ეკლესიებიდან რომელს აღნიშნავთ?

- ლაგოდეხში არის საკათედრო ტაძარი, აქვეა წმინდა ნიკოლოზისა და სამების ტაძრები. მოქმედია ასევე თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ვარდისუბანში. სოფელ გიორგეთშიც არის ტაძარი, სოფელ ლელიანში წმინდა თეოდორეს საყდარია, ახალსოფელში ორი ეკლესიაა - იოანე ნათლისმცემლისა და ფერისცვალების სახელობისა, სოფელ კართუბანში უკვე მთავრდება ახალი ტაძრის მშენებლობა.

ჰერეთშიც არის ოთხი მოქმედი ეკლესია. სამწუხაროდ, იქ ერთი სასულიერო პირი გვყავს - ბერი. იმედია, პოლიტიკური მდგომარეობა ისე შეიცვლება, რომ მომავალში ნებას დაგვრთავენ ჰერეთში თუნდაც კიდევ ერთი, ოღონდ ცოლოსანი სასულიერო პირი, მღვდელი გავუშვათ, რადგან ბერისთვის ძალიან მძიმეა ნათლობის, ჯვრისწერის ჩატარება. მათთვის საცხოვრებელი პირობებიც არ არის. თავად იქაურებიც მოსაქცევნი არიან. ზოგმა არ იცის, რა არის სასულიერო პირი, როგორ უნდა მოექცეს მას. უფრო მიწათმოქმედი ხალხია და წირვა-ლოცვაზე დასწრება უჭირთ. თუმცა ზოგადად მორწმუნეები არიან და საკმაოდ მტკიცედ იცავენ სარწმუნოებას.

- იქაურ მუსლიმანურ სალოცავებზე რას გვეტყვით?

- ლაგოდეხში, სოფელ კაბალაშიც აქვთ მეჩეთი. ჩვენ მათ არ ვეწინააღმდეგებით. აზერბაიჯანელები არ არიან აგრესიულად განწყობილნი, ძირითადად კეთილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

- ახლახან ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გაიხსნა ბაპტისტების სალოცავი...

- ბაპტისტებისთვის იქ სახლი იყიდეს. ჩვენი ვალია, ეს მხარე სარწმუნოებრივად ავაღორძინოთ, უფრო მეტი სასულიერო პირი უნდა ჩამოვიდეს ამ მხარეში, რათა ყველგან იქადაგებოდეს ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა.

- კიდევ რა პრობლემები გაქვთ ეპარქიაში?

- ეკონომიკურად გვიჭირს. უდენობა ბევრ საქმეს გვიფუჭებს. ტაძრები სარემონტოა. ახლა ვარემონტებთ ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ეს მამშვიდებს.

- რას გვეტყვით საუბრის ბოლოს?

- ღმერთმა ქნას, რომ მეორედ მოსვლას ღვთის ნებით შევხვდეთ და სასუფეველი დავიმკვიდროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat