სამართლიანობა გაიმარჯვებს და დადგება მშვიდობიანი ცხოვრების ჟამი
სამართლიანობა გაიმარჯვებს და დადგება მშვიდობიანი ცხოვრების ჟამი
მას შემდეგაც, რაც XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, ცხუმ-აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრაზე ქართველი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ. მათ შორის იყვნენ აწ უკვე წმინდანად შერაცხულნი გაბრიელ ქიქოძე და ალექსანდრე ოქროპირიძე.

თერთმეტი წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) მოულოდნელად გარდაიცვალა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრის მისია მეუფე დანიელს (დათუაშვილს) დააკისრა.

აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებითმა რეზიდენციამ ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერში დაიდო ბინა.

მეუფე დანიელს აფხაზეთის ეპარქიის წარსულსა და აწმყოზე საუბარი ვთხოვეთ.

- მეუფე დანიელ, საომარი მოქმედების დროს რა მდგომარეობაში იყო აფხაზეთის სამღვდელოება?

- იმ დროს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოების მთავარი საზრუნავი გახლდათ სულიერად თუ ფიზიკურად ტრავმირებული ადამიანების თანადგომა და ნუგეშისცემა, განურჩევლად ეროვნებისა, ხოლო მთავარი მიზანი - ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის.

- როგორი იყო მრევლის დამოკიდებულება ეკლესიის მსახურთა მიმართ?

- საომარმა მოქმედებებმა აფხაზეთი ორად გაყო. საზღვარი მდინარე გუმისთაზე გადიოდა. სამხრეთ ნაწილის ცენტრი სოხუმი გახლდათ, ჩრდილოეთისა - გუდაუთა. სოხუმის მხარეს მრევლი და სამღვდელოება ერთსულოვანი იყო.

სოხუმის საკათედრო ტაძარში ქართველებთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა აფხაზი სამღვდელოება და მრევლი. გუდაუთის მხარეს კი ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახლდათ.

სეპარატისტულმა ძალებმა აფხაზ ხალხში ქართველებისადმი უნდობლობა და სიძულვილი დათესეს. განსაკუთრებით ძლიერი იყო შეუწყნარებლობა ქართველი სამღვდელოებისადმი.

სეპარატისტების უმთავრესი მიზანი ასეთი გახლდათ: აფხაზეთი ქართველების გარეშე. ამ მიზნის მიღწევაში მათ ყველაზე მეტად აფხაზეთში ქართველ ღვთისმსახურთა არსებობა უშლიდათ ხელს.

- სულ რამდენი მოქმედი ტაძარი იყო და რამდენი სასულიერო პირი მსახურობდა აფხაზეთში?

- ეპარქიაში თხუთმეტამდე მოქმედი ტაძარი გახლდათ, რომლებშიც 20-25 მღვდელმსახური მოღვაწეობდა. ომის შემდგომ პერიოდში მოქმედი დარჩა სამი ტაძარი: სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში. თითოეულ მათგანში თითო სასულიერო პირი მსახურობს: ერთი აფხაზი და ორი რუსი.

ეპარქიის ტერიტორია დატოვა არა მარტო ქართველმა, არამედ რუსმა და ბერძენმა სამღვდელოებამაც. სოფელ კომანის აღების დროს იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრიდან გაიყვანეს და დახვრიტეს მონასტრის წინამძღვარი, ოცდაშვიდი წლის მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი). მასთან ერთად აწამეს და მოკლეს ტაძრის განმაახლებელი იური-გიორგი ანუა. გაიტაცეს და სიცოცხლეს გამოასალმეს რუსი მღვდელმსახური, დეკანოზი ლავრენტი (კრავცოვი) მხოლოდ იმიტომ, რომ ერთგულად ემსახურებოდა ქართულ ეკლესიას. ქართველებისადმი კეთილად განწყობილ ღვთისმსახურებსაც კი არ ინდობდნენ.

სამწუხაროდ, დღემდე ასეა.

- რატომ დატოვა სამღვდელოებამ აფხაზეთის ტერიტორია?

- იძულებული გახდა. სამღვდელოების ახალი მსხვერპლი დაპირისპირებას გაამწვავებდა და აფხაზეთის მოსახლეობას მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვაში ჩააგდებდა. აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს არაქართველმა მღვდელმსახურებმაც - რუსებმა, ბერძნებმა და ერთმა აფხაზმა. ყველას, ვინც ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს ეკლესიას, ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრა. გარდა ამისა, სამწყსოს ორი მესამედი იძულებული გახდა, აყრილიყო საკუთარი კარ-მიდამოდან, ჩვენ კი მოვალენი ვიყავით, ამ უმძიმეს წუთებში მრევლი არ მიგვეტოვებინა.

- აფხაზეთიდან წამოსულმა ქართველმა სამღვდელოებამ სად განაგრძო ღვთისმსახურება?

- ისინი სხვადასხვა ეპარქიაში დაფუძნდნენ. ზოგი მოსკოვში ეწევა მსახურებას, ზოგი - პეტერბურგში, - იქ, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. იქ მყოფ ქართველებს ისინი სულიერად ამხნევებენ. ნაწილი რუსი სამღვდელოებისა რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და იქ ითხოვა მსახურების უფლება.

- ამჟამად რა მდგომარეობაა აფხაზეთის ქართულ მიწაზე, ქართველ სამღვდელოებას თუ უშვებენ მშობლიურ მხარეში?

- ქართველ სამღვდელოებას აფხაზეთში ჩასვლის ნებას იქაური თვითგამოცხადებული ხელისუფლება არ აძლევს. მათი ნებართვის გარეშე არც ერთ საერო თუ სასულიერო პირს არა აქვს იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ძალიან რთულია იქ მყოფი სასულიერო პირების ურთიერთობაც საქართველოს ეკლესიასთან.

- ახლა ვინ ნიშნავს აფხაზეთის ქართულ ეკლესია-მონასტრებში სასულიერო პირებს?

- სჯულის კანონის მიხედვით, მღვდელი და დიაკონი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერს არ უნდა აკეთებდნენ. სხვაგვარად მათი ქმედება უკანონოდ მიიჩნევა. ისინი კი ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვთხოვენ ნებართვას. მათი თქმით, საქართველოს ეკლესიისგან ნებართვა რომ აიღონ, თავისივე ხალხი უნდობლობას გამოუცხადებთ. ერთი მხრივ, ისინი არ უარყოფენ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს და მოვალეობას, რომ დაემორჩილონ მას, მეორე მხრივ კი არ ემორჩილებიან და ამას ეგრეთ წოდებული ექსტრემალური მდგომარეობით ამართლებენ.

საბოლოო ჯამში, მათი ქმედება არასწორია. მათი ვალია, აღადგინონ კავშირი დედაეკლესიასთან, პატრიარქსა და ეპარქიის მმართველთან.

- იქაურ ტაძრებს თუ აქვთ შენარჩუნებული პირვანდელი სახე?

- სამწუხაროდ, ამის დადგენის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ზოგადი ინფორმაციის საფუძველზე, თითქოს რაღაც დაზიანდა, თითქოს რაღაც გაიტანეს. შეიძლება, ასეც იყოს, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უამრავი არაფორმალური დაჯგუფებაა, რომელთაც სათანადოდ ვერ აკონტროლებენ. ასეთ ვითარებაში, არ არის გამორიცხული, რაღაც დაზიანდეს. ზუსტი ინფორმაცია კი, როგორც გითხარით, ჩვენთვის უცნობია.

- გვიამბეთ აფხაზეთში არსებულ სიწმინდეებზე...

- უდიდესი სიწმინდეა სვიმონ კანანელის საფლავი. აფხაზეთში IV საუკუნეში აღესრულა და იქვე დაიკრძალა იოანე ოქროპირი. სოფელ კომანში, მისივე სახელობის მონასტერშია მისი სარკოფაგი. იქვეა წმინდა ვასილისკოს საფლავი. საფლავთან ახლოს არის ვასილისკოს წმინდა წყარო, რომელსაც ბევრი განუკურნავს. ასევე - ილორის წმინდა გიორგის სალოცავი, ბიჭვინთის საკათალიკოსო რეზიდენცია.

- აფხაზეთის დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?

- მწამს, რომ ქართველობის მიერ აფხაზეთის დატოვება ბოროტი ძალის გამარჯვება იყო. აფხაზებს არ ვგულისხმობ; მხედველობაში მაქვს ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება. უფალი უშვებს განსაცდელს, მაგრამ დროებით. სამართლიანობა გაიმარჯვებს და დადგება მშვიდობიანი ცხოვრების ჟამი. ძნელია ლოდინი, მაგრამ მწამს, რომ ღმერთი, რომელიც ყოვლისშემძლეა, აღადგენს სამართლიანობას. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მტკიცე იქნება ერი სულიერად.

- დაგვლოცეთ, მეუფე დანიელ...

- ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat