სამშობლო
სამშობლო
ღვთისაგან ერებსაც თავისუფალი ნება აქვთ მინიჭებული
უკანასკნელი ორი საუკუნეა, ყველაფერი კეთდება, რათა როგორმე ეროვნული თვითშეგნება დავკარგოთ, მოყვასი არ გვიყვარდეს, სამშობლოდ კი მთელი დედამიწა მივიჩნიოთ. მაგრამ, მადლობა უფალს, ჩვენში ხელახლა ღვივდება ეროვნული თვითშეგნება. ამას დაუღალავად გვიქადაგებს დედაეკლესიაც, რის გამოც მას ხშირად შოვინიზმში ადანაშაულებენ - მავანთ ჰგონიათ, რელიგია მხოლოდ კოსმოპოლიტურ იდეებს უნდა ქადაგებდეს.

მაინც, რა არის ქრისტიანისთვის სამშობლო - ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა თუ რაღაც უფრო მეტი?

ჩვენი სტუმარია თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).

- მეუფეო, როგორ გაჩნდა სამშობლოს ცნება, თავდაპირველად ხომ ყველანი ერთი მიწა-წყლისანი ვიყავით?


- სიყვარულით გლოცავთ, გაკურთხებთ. მოხარული ვარ, რომ ეს ნომერი სამშობლოს ეძღვნება. ამაზე დაფიქრება ნამდვილად გვჭირდება. წმინდა წერილი გვასწავლის: უფალმა ღმერთმა შექმნა სამყარო - კოსმოსი, დედამიწა, ადამიანები. კაცნი თავდაპირველად "ერთპირ" და ერთ ენაზე მეტყველნი იყვნენ - ჰქონდათ ერთი ენა. ერთპირობას რაც მოჰყვა, იცით - ამპარტავნება, ბაბილონის გოდოლის აშენება. შემდგომ ამისა უფალმა ღმერთმა ინება, ერთპირი დედამიწა ენებად ანუ ერებად დაეყო. ამგვარად, კაცობრიობის ერებად დანაწილება ღვთის ნებაა, რაც ბევრს არ ესმის.

კაცობრიობის ისტორია სწორედ ერების ურთიერთობის ისტორიაა. თანამედროვე ცივილიზაცია ამ სახით აშენდა. თითოეული ერი აგურია, ქვა, ცივილიზაციის სამშენებლო მასალა.

უფალმა ინება ისიც, თითოეულ ერს თავისი საპატრონო მიწა ჰქონოდა, რომელსაც სამშობლო ეწოდება. სამშობლოს, ერის დაცვა საღვთო საქმეა.

- ბევრი სამშობლოსთვის თავდადების გამო შეირაცხა წმინდანად, უფალი კი მოგვიწოდებს, პირველ რიგში თავად ის გვიყვარდეს. ხომ არ ეწინააღმდეგება სამშობლოს თავგანწირული სიყვარული ქრისტიანულ სწავლებას?

- მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე, ბრძანებს, რომ ღმერთი არის სიყვარული. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს (ეს სახარების სიტყვებია), როცა ადამიანი სულს დადებს მოყვასისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მტერი დაჯაბნის, წაართმევს სამშობლოს, რომელიც უფალმა მისცა. ამგარად, მოყვასისათვის თავდადება, ერისთვის თავდადება საღვთო საქმეა. ამიტომაა გმირი ცოტნე დადიანი. ეს ზუსტად ისაა, რასაც მაცხოვარი ამბობს - მოყვასისთვის თავის დადება, მისთვის საკუთარი სულის გაწირვა. ხომ ამხელა გმირია ცოტნე სახარების გადასახედიდან; კოსმოპოლიტური აზროვნების კუთხით კი ზოგჯერ ირონიას იწვევს, ანტიგმირია.

- რაკი კოსმოპოლიტიზმი ვახსენეთ, მინდა გკითხოთ: ერთი მხრივ კოსმოპოლიტიზმს გვიქადაგებენ, მეორე მხრივ კი ჩვენს ერს უკვე შოვინიზმსაც სდებენ ბრალად. რამდენად სამართლიანია ასეთი ბრალდება ანდა რამდენად მისაღებია კაცობრიობისთვის კოსმოპოლიტიზმი?

- შოვინისტი შეიძლება იყოს მხოლოდ იმპერიალისტი ერი. კაცობრიობა ერების სახითაა შექმნილი, მაგრამ ღვთისაგან ერებსაც თავისუფალი ნება აქვთ მინიჭებული. გამარჯვებული, დამპყრობელი ერი დაპყრობილი ხალხის შესანარჩუნებლად ქმნის შოვინისტურ იდეოლოგიას: მე ყველაზე ძლიერი და კულტურული ვარო.

პატარა ერს არ შეიძლება შოვინიზმი ახასიათებდეს, ეს მოგონილია, პატარა ერები თავს იცავენ დიდი ერების შოვინიზმისაგან. ის, რომ ჩვენ თითქოს შოვინისტები ვართ, გარედან თავსმოხვეული აზრია. ჩვენ ვართ ერი, რომელიც მუდამ თავს იცავდა და ამტკიცებდა, რომ სხვასავით კულტურულია. აბა, ეს რა შოვინიზმია? ქართველებისთვის შოვინიზმის ან კოსმოპოლიტიზმის დაბრალება გარედან შემოტანილი ბრალდებაა.

ევროპელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ეს ის საზოგადოებაა, მუდამ ველოსიპედს რომ იგონებსო. ჩვენში არ ხდება ისტორიის ანალიზი, არ იკვლევენ, რომელი იყო სწორი: ილიას ეროვნულობის იდეა თუ ნოე ჟორდანიას ცრუ სოციალიზმი. მენშევიკები, რომლებიც ამ იდეას მისდევდნენ, ეკლესიას დევნიდნენ და სწორედ კოსმოპოლიტიზმს ქადაგებდნენ. ჩვენმა თაობამ უნდა გააანალიზოს ეს ყველაფერი და თქვას, რომ ეროვნული იდეა საღვთო იდეაა, რომელზეც დგას კაცობრიობა, რომ არ შეიძლება, ადამიანს ამაზე დიდი იდეა ჰქონდეს, რომ ყველა სხვა იდეა წარმავალი და დროებითია.

- "მამული, ენა, სარწმუნოება" - რატომ უთანაბრებს ერთმანეთს ამ ცნებებს წმიდა ილია მართალი?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ უთანაბრებს. ჩემი ფიქრით, ეს ცნებები უფრო ავსებენ ერთმანეთს. ამასთანავე, ენა აკავშირებს, აერთიანებს მამულს, მოიცავს სარწმუნოებას. მართლმადიდებლობამ, კათოლიციზმისგან განსხვავებით, აქაც სწორი პოზიცია დაიკავა. ვიცით, რომ მოციქულებს სულიწმიდა ენების სახით დაადგა თავზე, მათ ის ენები მიეცათ, რომლებზეც უნდა ექადაგათ. სულიწმიდამ მიანიშნა, რომ ამ ერებისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების თავიანთივე ენებზე მიცემა საღვთო ნება იყო. კათოლიკეებმა კი საღვთო მსახურება ყველგან ლათინურ ენაზე დააწესეს, ასე იყო XV-XVI საუკუნემდე, ვიდრე მარტინ ლუთერმა ყელში ამოსული ლათინური მსახურება გერმანულად არ თარგმნა, რითაც განხეთქილებას დაუდო სათავე. აი, იმთავითვე რა სწორი პოზიცია აირჩია მართლმადიდებლობამ, როცა ენა, ერი, მამული და სარწმუნოება ერთ მთლიანობად აქცია.

- ზოგიერთი აღმსარებლობის მიმდევარნი უარყოფენ სამშობლოს იდეას. ისინი თავს ზეციური იერუსალიმის მოქალაქეებად მიიჩნევენ. ვართ თუ არა ჩვენ ზეციური იერუსალიმის მოქალაქეები?

- ზეციური იერუსალიმი ღვთის ნათლის ეპითეტია. სწორედ ღვთის ნათელში უნდა იყოს ჩვენი სული. ამ ნათელს კი მოვიპოვებთ ზიარებით, აღსარებით, ეკლესიური ცხოვრებით, საღვთო ცხოვრების დაცვით ანუ იმ მცნებების თანახმად ცხოვრებით, რასაც წმინდა ეკლესია გვასწავლის.

მორწმუნეებმა ვიცით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ხორცი წარმავალია, დროებითია, მატერიისგან, მიწისგანაა შექმნილი და მიწადვე მიიქცევა, სული კი უკვდავია, საუკუნოა, მიისწრაფვის იქით, საიდანაც მოვიდა - ღვთისკენ. როცა სული აქ არ ცხოვრობს ეკლესიურად ან ცოდვებშია, შორს არის ამ ნათლისგან. სული რომ არ დაიტანჯოს, უნდა მოიპოვოს ღვთის ნათელი, მის კარავში დაემკვიდროს. სწორედ ეს არის ზეციური იერუსალიმი.

- როცა ადამიანი წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ხშირად არა მხოლოდ ფასეულობები, გარეგნული იერიც ეცვლება. ზოგი კი, პირიქით, სხვა ქვეყანაშიღა შეიგრძნობს მთელი სისავსით სამშობლოს სიყვარულს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სამშობლოში ცხოვრებას?

- დღევანდელი ვითარება ძალიან მაფიქრებს. მილიონზე მეტი ადამიანია წასული საქართველოდან. ათეულობით წელია, ჩემს სტუდენტებს ვუკითხავ, ვწერ - ჩვენ უნდა შევქმნათ უცხოეთში, საქართველოს საზღვრებს გარეთ ეროვნულ-ეკლესიური თემები, აუცილებლად უნდა დავაარსოთ ქართული ეკლესიები და იქნებ ქართველები მის გარშემო გაერთიანდნენ, ეს მათ უცხოეთში შეანარჩუნებინებს ეროვნულობას. ასე მოიქცნენ ადრე სომხები. დიდი ხანი არ არის, რაც ბულგარეთსა და რუმინეთში სომხების ჩასახლების 1000 წლისთავი იდღესასწაულეს, წარმოგიდგენიათ? 1000 წელია, იქ სომეხი სომხად რჩება. იცვლებოდა სახელმწიფოები, ხან ვლახეთი ერქვა, ხან - ოსმალეთი, სომხები კი ეროვნულობას ინარჩუნებდნენ. როგორ? ისინი უცხოეთში ეკლესიის გარშემო გაერთიანდნენ. ასევე რუსებიც: ვერ ნახავთ მსოფლიოში დიდ ქალაქებს, რუსული ეკლესიის გუმბათები რომ არ ბრწყინავდეს. ჩვენც ამას ვქადაგებდით და, მადლობა ღმერთს, შედეგიც არის - რამდენიმე ეკლესია უკვე გაიხსნა უცხოეთში. ეს უკვე პატარა წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ეროვნულობა შევუნარჩუნოთ უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს ხალხს, რომელსაც მისი შენარჩუნება უჭირს. იქნებ ამ ეკლესიებმა უცხოეთში ქართველების ასიმილაციის პროცესი შეანელოს.

სხვათა შორის, 100 წლის წინ ერთი კათოლიკე მკვლევარი ევგენიო დალეჯიო იკვლევდა კონსტანტინოპოლის თემებს: სომხებს, ქართველებს. ის ამბობდა: გაოცებული ვარ, ისეთი უუნარონი არიან ქართველები სხვებთან შედარებით; არამცთუ სარწმუნოებრივ ცენტრებს ვერ ქმნიან, კულტურული ცენტრებიც კი ვერ დაუარსებიათო. და რა იყო ეს კულტურული ცენტრები: მაგალითად, სომხების კულტურულ ცენტრში იკრიბებოდნენ სომხები, ნარდს თამაშობდნენ, ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ, ჩაის სვამდნენ. კონსტანტინოპოლში ქართველებმა ამის შექმნაც კი ვერ მოახერხეს.

- საინტერესოა. ნოსტალგიას ხომ თითქმის ყველა ქართველი განიცდის...

- მართალი ბრძანდებით, პირველ ორ თაობას მაინც აქვს ნოსტალგია, მაგრამ თუ იმ ორმა თაობამ არ შექმნა იქ რაიმე ეროვნული, თუ ბავშვებს საშუალება არ მისცა, ქართულად გაიზარდონ, ეს განცდაც დაიკარგება. მაგალითად, სომხებს ძველი ქალაქის იერუსალიმის მეოთხედი უჭირავთ და ბავშვები სკოლის პირველი კლასიდანვე სომხურ ენას სწავლობენ. ისე ამთავრებენ სკოლას, ადგილობრივი ენები არც იციან. თუ ასევე არ მოიქცნენ ქართველები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სამშობლოს მონატრების გრძნობა, თუ არ შექმნეს კულტურული ან რელიგიური ცენტრები, დღეს, ხვალ, ამ უახლოესი ათი წლის მანძილზე, ისინიც აითქვიფებიან უცხო ერში.

- ფერეიდნელ ქართველებს სარწმუნოება მოუშალეს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს ეროვნულობის შენარჩუნება.

- ეს მათი მხრიდან ნამდვილი გმირობაა. ერთ-ერთი სპარსი ისტორიკოსი ასეთ რამეს აღწერს: ფერეიდნელები სამღვდელოებასთან ერთად გადაასახლეს; თავდაპირველად მათ არათუ მღვდლები, ეპისკოპოსებიც კი ჰყავდათ; თაობების შემდეგ სპარსებმა სამღვდელოება დაავალდებულეს, ამ ხალხისათვის ყურანი ესწავლებინათ. ამით მათ სიძულვილით, ფორმალურად, მაგრამ მაინც, ფეხი შედგეს ისლამში. ახალციხელ ქართველებს, მაგალითად, ისეთი გარემო შეუქმნეს, რომ მათ სიხარულით აღიარეს ისლამი (ახლაც ხომ რაღაცის მოლოდინით შედის ხალხი სექტებში!), მაგრამ ფერეიდნელები ისლამში გარეგნულად, ფორმალურად შევიდნენ. ამიტომაც ვერ მოხდა ფერეიდნელი ქართველების ასიმილირება მუსულმანურ სამყაროში. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ შეძლეს მათ ეროვნულობის, ენის, "გურჯობის" შენარჩუნება. საკითხი რთულია, ჩვენი ისტორიკოსები ამას არ იკვლევენ. კომუნისტების დროს ასეთი თემების კვლევა საერთოდ აკრძალული იყო. თქვენი კითხვები ინსტიტუტებმა, კათედრებმა უნდა აიტაცონ და კვლევის საგნად აქციონ, რათა უცხოეთში ხელახლა არ მოხდეს მილიონ-ნახევარი ქართველის ასიმილირება.

რუსეთში რვაასი ათასი ქართველია, ამბობენ, მეტიცო. სახელმწიფომ უნდა იკვლიოს, როგორ შევინარჩუნოთ ეს ხალხი. ეს სახელმწიფოებრივი საკითხი უნდა იყოს და არამხოლოდ საეკლესიო, თუმცა ეს ადამიანები ჩვენი მრევლია და მათზე გული შეგვტკივა. მწყემსები მოვალენი ვართ, სამწყსო შევინარჩუნოთ.

- როგორ უნდა აღვიქვათ ფაქტი, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რას ნიშნავს წინასწარმეტყველება, რომ იგი ბოლო ჟამს გაბრწყინდება ან რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყოველივე ეს?

- ისტორიული ფაქტია, რომ ივერია ღვთისმშობელს ხვდა წილად, რათა მოექცია. შემთხვევითობა ხომ არ იყო, რომ ის ქარტა ამოიღო, სადაც ივერია ეწერა. ასე რომ, ქართველი ერის მფარველია დედა ღვთისმშობელი. ჩვენი ერი ბრძენია და ლოცვის თუ ყოველი შეკრების დასასრულს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს სთხოვს შეწევნას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ძალიან დიდი თანადგომა და მფარველობა იყო ღვთისმშობლისა ქართველი ენის მიმართ. მაგალითად, აღწერილია, მეცხრე საუკუნეში ცნობილ წმინდანს კონსტანტინე კახს საბერძნეთში ქართულ ენაზე ლოცვა აუკრძალეს, მაშინ დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა ბერძენ წინამძღვარს და უთხრა, ჩემი ხალხია, ჩემი წილხვედრი ერია, ჩემი ენაა ქართულიო. კიდევ ერთ ცნობილ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც XI საუკუნის დასაწყისში ივერთა მონასტერში მოხდა: ექვთიმე ათონელი, რომელიც ბავშვობიდანვე სამშობლოს მოშორებული გაიზარდა და არ იცოდა ქართული ენა,Aძალიან ავად იყო, მამამისმა - იოანემ ცოტა ხნით მომაკვდავი ბავშვი სენაკში მწოლიარე დატოვა, მას კი ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა - ადექი და ხსნილად უბნობდე ქართულადო, ანუ კარგად ილაპარაკეო ქართულად. ადგა ბავშვი და ფეხზე დახვდა მამამისს, გაოცებულ იოანეს გამართული ქართულით დაელაპარაკა. დედა ღვთისმშობელმა მას ქართული ენის ცოდნა იმისათვის მისცა, რომ ექვთიმეს ეს ენა უფრო გაემდიდრებინა. მან მართლაც საოცარი რამ გააკეთა, ბრწყინვალე თარგმანები შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ იგი ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელია.

რა თქმა უნდა, საქართველო გაბრწყინდება. ჩვენ აღარ ვიქნებით ჩაგრულ, უბედურ მდგომარეობაში, რომელშიც ამ საუკუნეების მანძილზე ვიმყოფებით. განა შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ნაწილებად დაიშალოს? ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, ცენტრალიზებული, უნიტარული სახელმწიფო უნდა იყოს.

- დაბოლოს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული სული მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში, რომლის ნიშნები უკვე ასე აშკარაა ყველასათვის?

- ჩვენ ამის თაობაზე კონფერენცია გვქონდა. გლობალიზაცია ცივილიზაციის გავრცელებაა. დღეს ევროპული ცივილიზაციის ცხოვრების წესით ვერთიანდებით. გლობალიზაციისთვის ერები წინასწარ ემზადებიან, ვთქვათ, 100 წლით ადრე, რათა ამ პროცესმა არ შთანთქას ისინი. ათათურქის რეფორმებიც ამისთვის იყო გამიზნული, იგი პირდაპირ ამბობდა, ჩვენ ევროპის მოძალებას უნდა გავუძლოთო. მან თურქეთში მოშალა შიდა ეთნიკური საზღვრები (ტომებად იყო თურქეთი დაშლილი), კუთხურობა, ტომობრიობა, ქვეყანა გააერთიანა, გაამთლიანა, თურქული ენა, რომელიც არ მოიცავდა მთელ არეალს, აქცია საყოველთაო ენად, თურქული კულტურა - საყოველთაო კულტურად.

ჩვენი ერი გლობალიზაციისთვის ეროვნული სახელმწიფოს გაძლიერებით უნდა მოემზადოს. ძველ საქართველოში ერთა შორის ურთიერთობის ენა ქართული იყო - აქ მცხოვრები ლეკი და სომეხი ერთმანეთს ქართულ ენაზე ელაპარაკებოდნენ, ანუ მთელ საქართველოს ქართული ენა და ქართული კულტურა მოიცავდა. დღეს რა ენაზე ლაპარაკობენ საქართველოში სომეხი და ლეკი, ჩეჩენი და ბორჩალოელი მუსულმანი? რუსულად, ანუ ჩვენ რუსული ენის ერთაშორისი ურთიერთობის კულტურის არეალში ვიმყოფებით. ქართულმა ენამ უნდა მოიცვას მთელი საქართველო, ეს ყველას მოვალეობა უნდა იყოს: ტელევიზიის, პრესის და ა.შ. ყველა საშუალებით უნდა ვასწავლოთ ქართული აზერბაიჯანელსაც და ჯავახეთში მცხოვრებ სომეხსაც, რათა ერთმანეთს რომ შეხვდებიან, ქართულად ილაპარაკონ.

ჩვენ რომ ავტეხოთ ვიშვიში, არ გვინდა გლობალიზაციაო, ის მაინც მოვა და მოვა უცხო ენით, ჩვენ კი ქართული ენით უნდა მოვიყვანოთ. ამისათვის 20-30 წელი კიდევ გვაქვს. უნდა გამოფხიზლდეს ქართველობა და შექმნას ღირსეული ერი, თავისი ენითა და თავისი კულტურით. გაერო, მთელი დედამიწა ცნობს ჩვენს სახელმწიფოს, ენას, კულტურას. გვეუბნება, რომ დავიცვათ ჩვენი საზღვრები, განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფო. მაშ, თუ საქართველოს ყველა მოქალაქეს დავავალდებულებთ, იცოდეს საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა, ქართული კულტურა, პატივი სცეს მათ, - ამას მსოფლიო ისე მიიღებს, როგორც ბუნებრივ საქმეს. მთელი მსოფლიო მოელის ჩვენგან, რომ ძლიერ ეროვნულ სახელმწიფოდ და ნაციად ჩამოვყალიბდეთ!

მინდა, დავლოცო ჩვენი ხალხი, ვუსურვო, დადგეს დიდ სახელმწიფოთა გვერდით და იყოს ღირსეული, მართლმადიდებელი ერი. ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat