მცირედი ესე ჭირი დაუსრულებელ სიხარულს შეიქმს
მცირედი ესე ჭირი დაუსრულებელ სიხარულს შეიქმს
გვესაუბრება ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია).

მე წალენჯიხაში ვარ დაბადებული და გაზრდილი, იქ უძველესი ტაძარია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისა, რომელიც თავისი ფრესკებითაა ცნობილი. ჩემს მეხსიერებაში ტაძარი მეტწილად დაკეტილი იყო. ჩვენზე, ბავშვებზე, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ტაძრის ლომებისგამოსახულებიანი მასიური რკინის კარი, რომელიც დიდი კლიტით იკეტებოდა. ეს კლიტე ნანახიცა მაქვს, ყოველთვის მაკვირვებდა მისი სიდიდე. ბავშვები დაკეტილი კარის დიდ ჭუჭრუტანაში ვიმზირებოდით ხოლმე, გვაინტერესებდა, შიგნით რა ხდებოდა; ათასში ერთხელ, როცა შიგნით შევუყვანივართ, ფრესკებს გაოცებული ვათვალიერებდი, ისეთი მისტიური, იდუმალი განწყობა იყო გარშემო, რომ ჩუმად, ხმაგაკმენდილი უნდა ყოფილიყავი. მახსოვს, სააღდგომოდ დიდ ნაკადად მიედინებოდა ხალხი ტაძრისკენ. მათ ჩემს სახლთან უნდა გაევლოთ. ბავშვებს გვქონდა წითლად შეღებილი კვერცხები, რაც ჩვენთვის დიდი სიხარული იყო, ვაჯიბრებდით და კვერცხებს ვუტეხავდით ერთმანეთს. ზოგი მოტყუებით ხის კვერცხს შემოგვაპარებდა და ამიტომ ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით; თუ ვინმეს ციცრის კვერცხი აღმოაჩნდებოდა, იმასთან ქათმის კვერცხით გაჯიბრებას ვერა ვბედავდით - ვიცოდით, რომ ციცრისა მოერეოდა. სააღდგომოდ უფროსებს ბავშვებიც მივყავდით ტაძარში, სადაც საფლავზე წითელ კვერცხებს გადააგორებდნენ ხოლმე.

მერე ბავშვობის შთაბეჭდილებები თანდათან მიმავიწყდა. მაშინ ჩვენ ვერავინ გვასწავლა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ტაძარს, საერთოდ, რისთვის იყო იგი საჭირო. სასულიერო პირი სტუდენტობამდე თვალითაც არ მინახავს. საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ფილმებში შექმნილი სასულიერო პირების სახემაც თავისი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და ამიტომ საკმაოდ ზერელე წარმოდგენა მქონდა ამ სამყაროზე. ეკლესიური ცხოვრება თუ არსებობდა, არც კი ვიცოდი.

როცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II მობრძანდა ეკლესიის სათავეში, სამხატვრო ტექნიკუმში ვსწავლობდი. მაშინ, როგორც ჩანს, ეკლესიაში იმატა ხალხმა; სააღდგომოდ, იმის შიშით, რომ ახალგაზრდები ღამისთევის ლიტანიობაზე არ წასულიყვნენ, გვიან ღამით ტელევიზიით ისეთი ფილმები გაუშვეს, რაც იმ დროისათვის უცხო ხილი იყო და ახალგაზრდებში დიდ ინტერესს იწვევდა. შესაძლოა, ამით ზოგი კიდეც გააჩერეს შინ, მაგრამ მე და მრავალ ჩემნაირს, რომელთაც არც გვიფიქრია, სააღდგომო ლიტანიობაზე ღამე გვეთია, - მგონია, ისიც კი არ ვიცოდი, ღამეს თუ ათევდნენ ამ დროს, - ალბათ სწორედ ამან გვიბიძგა. სიონში მივედი, დავდექი ხალხით სავსე ეზოში და შორიდან შევყურებდი ჩემთვის არცთუ ისე გასაგებ მოქმედებებს.

ტექნიკუმი დავამთავრე. მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ხატვებში ბატონ თემურ მაჭავარიანთან ვემზადებოდი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ ბესარიონი და ლალი, რომლებიც მორწმუნეები, ეკლესიურები აღმოჩნდნენ. ვთხოვდი, დაემტკიცებინათ ღვთის არსებობა, ისინი კი ვერ მიმტკიცებდნენ... ერთ დღეს კი ძალიან მთხოვეს და სიონში წამიყვანეს. ტაძარში ლოცვის დროს მივედით, - ალბათ, დიდი მარხვა თუ იყო. ეს ჩემთვის უჩვეულო გარემო გახლდათ, თავს უხერხულად ვგრძნობდი, არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო, ავდექი და ჯიბეებში ჩავიწყვე. ლალი ჩუმად მანიშნებს, არ შეიძლებაო. ხელები ჯიბეებიდან ამოვიღე და გულზე გადავიჭდე. ლალი ისევ მანიშნებს, არ შეიძლებაო. ახლა ზურგს უკან დავიწყვე. ისევ მანიშნებს, არც ასე შეიძლებაო. შეწუხებულმა ჩუმად ვკითხე, აბა, როგორ დავდგე-მეთქი. ხელები სწორად უნდა გქონდეს ჩაშვებულიო, მასწავლა. მეც დავდექი ასე ხელებჩაშვებული. უეცრად ჩემს გარშემო ხალხმა დაიჩოქა, - ალბათ, "მამაო ჩვენოს" ლოცვა ითქმოდა, - მეღა ვდგავარ ფეხზე. მუხლმოყრილი ლალი ისევ მანიშნებს, შენც დაიჩოქეო. დავიჩოქე, მაგრამ მას მერე ეკლესიას კარგა ხანს აღარ გავკარებივარ.

სამხატვრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე დაგროვილი ქულები ჩასარიცხად არა მყოფნიდა. ჩემმა დამ სასწრაფოდ გამომატანინა საბუთები და ერთ-ერთ ინსტიტუტში შემატანინა ხატვა-ხაზვის ფაკულტეტზე (თვითონაც იქ მუშაობდა). აქ ხატვებში ორი გამოცდა იყო ჩასაბარებელი - პორტრეტი ფანქარში, რაშიც აკადემიაში ხუთი მივიღე, და ნატურმორტი ფერში, რაშიც აკადემიაში ოთხი დამიწერეს. ჩავაბარე ორივე და ორი სამიანი გამომიცხადეს! ეს იმდენად შეუსაბამო მეჩვენა, რომ ვიფიქრე, ალბათ, შეეშალათ-მეთქი. საგამოცდო ფურცელი მოვითხოვე, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასე იყო და ჩემი საბუთების დაბრუნება მოვითხოვე. ეტყობა, დის თანამშრომლებმა მიცნეს - მთხოვეს, საბუთებს ნუ გაიტანო. ფიზიკისა და მათემატიკის ჩამბარებელი უფრო ვერა ვარ-მეთქი და ჩემი არ დავიშალე.

პირველ წელს ბატონი თემური შეღავათიან ფასად მამზადებდა. მეორე წელს მოსამზადებლად საჭირო თანხა აღარ გვქონდა... ერთ დღეს, ისე, უბრალოდ, მოვინახულე მასწავლებელი და ზაფხულის ნამუშევრები ვაჩვენე. არაფერი მითქვამს, მაგრამ თვითონვე მიხვდა, რომ უსახსრობის გამო ვერ ვივლიდი მასთან. ძალიან შემარცხვინა, მისაყვედურა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართო, და დაჟინებით მომთხოვა, აუცილებლად მევლო ხატვებზე. მას ყოველთვის უდიდესი მადლიერებით ვიხსენებ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ხალხს შეუძლია ადამიანის გადარჩენა, გზაზე დაყენება... ასე შვიდი წელი დავყავი თემოსთან. მშობლებს ყოველ წელს ვპირდებოდი, წელს გავალ გამოცდებზე-მეთქი და აღარ გავდიოდი. შემდეგ მულტიპლიკაციის სტუდიაში მიმიყვანეს. აქ ნაცნობებისა და ახლობლების წრეში აღმოვჩნდი. პირველად დათო თაყაიშვილის "ბაბილინაზე" მომიწია მუშაობამ. უბრალოდ, ნახატებს ვამრავლებდი.

მულტიპლიკაციური სტუდიის მხატვრული ხელმძღვანელი ბატონი გელა კანდელაკი გახლდათ. მან სწორედ იმ წელს აიყვანა მხატვარი მულტიპლიკატორების ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში. მისი წყალობით დამთავრდა ჩემი ხანგრძლივი აბიტურიენტობა და სტუდენტი გავხდი.

იმ დროისთვის ნელ-ნელა ეკლესიების გახსნა დაიწყო. მე და მეუფე ნიკოლოზი (ერისკაცობაში - პაატა ფაჩუაშვილი) ჯგუფელები ვიყავით. მეუფე უფრო ადრე გახდა ეკლესიის წევრი და მისი მეშვეობით მეც დავუახლოვდი ამ სამყაროს, სახარების წიგნიც მაშინ წავიკითხე. ჯგუფელმა მათხოვა, რაკი მაშინ ჯერ კიდევ ჭირდა სახარების შოვნა. ერთხელაც, წალენჯიხაში, ასეთ ამბავს შევესწარი: ერთ ახალგაზრდას მიმართვის ტექსტი ჰქონდა გამზადებული ხელმოსაწერად წალენჯიხის ეკლესიის ამოქმედების მოთხოვნით. საჭირო იყო ოცი ადამიანის ხელმოწერა. ხელმოწერების შეგროვება მე მომიხდა. თავდაპირველად ძალზე გაჭირდა. დილაადრიან გავედი სახლიდან, რამდენიმე სოფელი შემოვიარე, მაგრამ უშედეგოდ - ფურცელზე მხოლოდ ორი ხელმოწერა იყო, ერთი - იმ ახალგაზრდის ნათესავისა, მეორე კი ჩემი. ამ საქმეს ბევრი თანაუგრძნობდა, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებით ხელის მოწერას ერიდებოდნენ.

შინ დაღლილი და იმედგადაწურული დავბრუნდი. ამბავი დამახვედრეს, კარის მეზობელს, მოხუც ქალბატონ ანტისას, რომელსაც იმჟამად ფეხი ჰქონდა მოტეხილი და იწვა, შემოეთვალა, თუ ეკლესიის ამოქმედების ფურცელზე ხელს მეც არ მომაწერინებს, ძალიან მეწყინებაო. ისე გავიხარე!.. მივედი. ჯერ ხომ დიდი სასოებით მოაწერა ხელი, მერე ბავშვობა გაიხსენა - მიამბო, როგორ ბაძავდნენ პატარაობაში გოგონები სოფლის მღვდელს: როცა სოფლის შარაზე გუბეს მიადგებოდნენ, მღვდელივით აიკეცავდნენ კალთას და გუბეს ისე გადააბიჯებდნენ. გასაოცარი სიყვარული ჰქონიათ სასულიერო პირებისა, სამაგალითოდ ჰყოლიათ დასახული. ანტისა დეიდას ხელმოწერის შემდეგ სულ მალე ოცდაათამდე ხელმოწერა მარტო ჩემს სამეზობლოში შეგროვდა, რამდენიმე ხელმოწერა სოფელ საჩინოშიც მიემატა და ისე წავიდა საქმე, აქეთ მეხვეწებოდნენ, მაგრამ მეტი აღარ იყო საჭირო. წერილები ოთხგან დავგზავნეთ ფოსტით: ერთი - მოსკოვში, მეორე - საქართველოს მთავრობაში, მესამე - რელიგიის სახელმწიფო რწმუნებულთან, მეოთხე - წალენჯიხის რაიკომში, საიდანაც მოგვიანებით შემომითვალეს, ნუ შეეშინდება, მოვიდესო... ერთი პირიც პატრიარქისთვის უნდა მიგვერთმია. მეუფე ნიკოლოზმა (მაშინ ჯერ კიდევ პაატამ) მირჩია, რაღა ფოსტით გავგზავნოთ, თამარ მეფის ხსენებაზე დიდუბეში წირავს პატრიარქი, ლოცვაზე მივიდეთ, მნათეს ვთხოვოთ და წერილს იქვე გადასცემენო.

მართლაც, მოისმინა მნათემ ჩვენი თხოვნა, შევიდა საკურთხეველში, დაბრუნდა და უწმინდესის დანაბარები გადმოგვცა: იქნებ თვითონვე მომიტანონო წერილი. სახელდახელოდ მასწავლეს, როგორ უნდა შევხვედროდი პატრიარქს - რომ მუხლი უნდა მომეყარა და მისგან კურთხევა ხელზე მთხვევით უნდა მიმეღო (მე მაშინ მონათლულიც კი არ ვიყავი). მზად ვარ, როგორც მასწავლეს, ყოველივე ზედმიწევნით შევასრულო, მაგრამ პირველად ვარ საკურთხეველში, პირველად ვხედავ ასე ახლოს პატრიარქს!.. საკურთხეველი სავსეა სამღვდელოებით, სტიქაროსნებით და ბრინჯივით დავიბენი, ყველაფერი გადამავიწყდა. ეტყობა, სტიქაროსნებს ეჩვენათ, რომ პატრიარქისკენ მეტისმეტად თამამად წავედი და მიყვირეს: "დაიჩოქე!.." ისედაც დაბნეულს, სულმთლად გული გამისკდა, დავემხე უწმინდესის წინაშე და ხელზეც ვემთხვიე. პატრიარქმა წამომაყენა, გულში ჩამიკრა, მომასულიერა და ამბავი გამომკითხა. მახსოვს, პატრიარქისგან წამოსული, გასაოცარი სიხარულისგან ფრთაშესხმული, კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი. ალბათ, მაშინ გავხდი საბოლოოდ ეკლესიის წევრი. გავიარე კათაკმევლობის პერიოდი, მოვინათლე სიონის საკათედრო ტაძარში მეუფე დანიელის (მაშინ - მამა დავით დათუაშვილი) მიერ. ჩემივე თხოვნით, ილია მართლის სახელი დამერქვა ილია ჭავჭავაძის სიყვარულით.

პირველად აღდგომას სამთავროს დედათა მონასტერში დავესწარი. აქვე ვიხილე ბერი გაბრიელიც, რომელიც უცნაური მეჩვენა და რომელსაც ქუდიც უცნაური ეხურა. მასზე მითხრეს, საქათმეში ცხოვრობსო. გამიკვირდა. სამრეკლოსთან ახლოს გავიარე, სადაც მამა გაბრიელის პატარა სენაკი იყო. შემნიშნა, თავისთან მიხმო, გათლილ ჭიქაში წითელი ღვინო დამისხა და მითხრა: ეს უნდა დალიო, დღეს უკვე აღდგომაა, ღმერთმა ყველას ყველაფერი გვაპატია და ახლა შეგვიძლია, ცოტა დავლიოთ და ვიმხიარულოთო. დღეს ვინც ცოდვებზე იფიქრებს, ის იუდაზე უარესიაო. ასე შემაშინა და მეც ზედმიწევნით შევასრულე კურთხევა.

წირვის ღამისთევის მსახურებას სააღდგომო ტრაპეზი მოჰყვა. მონასტრის წინამძღვართან მამა დავითთან (მეუფე დანიელთან) და მამა გაბრიელთან ერთად ვისხედით მრევლის წევრები. ეს მართლაც დაუვიწყარი, დიდი სიხარული და ზეიმი იყო. სიხარულს მგვრიდა არა ის წესი, რომელიც ეკლესიაში სიზუსტით სრულდებოდა (თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი მნიშვნელობა აქვს), არამედ ის უშუალობა, სითბო და სიყვარული, რომელიც გარშემო სუფევდა. ეს რომ არა, შესაძლოა, როგორც მოვედი ეკლესიაში, ისევე წავსულიყავი უკან. ასევე, მახსოვს წალენჯიხის უკვე ამოქმედებულ ტაძარში ახალნაკურთხ მამა რომანოზ ჩიქობავასთან (ახლადშესვენებულია და ნათელი დაადგეს მის ხსოვნას) შობა ღამეს მხოლოდ მე, ჩემი მეგობარი და ჩემი მეზობელი, მესანთლე ფოთო, ვესწრებოდით ლოცვას. ახალნაკურთხმა მამა რომანოზმა ჯერ კიდევ არ იცოდა გამართული მსახურება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, ჩამოლოცვის დროს, ცალ ხელში ჯვრითა და მეორეში ნაძვის ხით, რომელზეც ჩირი და კანფეტები ეკიდა, ამბიონიდან დაგვლოცა და თავისი უბრალო სიტყვით მოგვილოცა შობა-ახალი წელი.

მეუფე ნიკოლოზმა მეორე კურსიდან დაანება ჩვენთან სწავლას თავი და ჩააბარა მაშინ ახლად გახსნილ სასულიერო აკადემიაში. მეც მქონდა განზრახვა, სასულიერო აკადემიაში მესწავლა, მაგრამ ჯერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვარჩიე. სადიპლომო ნამუშევარზე, ათწუთიან მულტფილმ "რაც მოგივა, დავითაო"-ზე მუშაობა სამოქალაქო ომის დროს დაემთხვა და ძლივძლივობით, დიდი ძალისხმევის ფასად, დავასრულეთ. იმხანად ინსტიტუტის კინოფაკულტეტს უცხოეთიდან მოუვიდა მოწვევა ჯგუფიდან თითო სტუდენტის უცხოეთში გასაგზავნად. ბატონმა გელამ მე შემომთავაზა გამგზავრება. მე მორიდებული უარი ვუთხარი, რადგანაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას. თავიდან ცოტა არ იყოს, იწყინა, მულტიპლიკაციისთვის
თავის დანებებას რომ ვაპირებდი, შემდეგ მთხოვა და დამავალა კიდეც, ერთი წელი უცხოეთში მესწავლა და თუ ჩემსას მაინც არ დავიშლიდი, ოთხი წელი მაინც მემუშავა სტუდიაში და თან მსურველებისთვის მულტიპლიკატი მესწავლებინა. ინგლისურში მეცადინეობაც კი დავიწყე, მაგრამ "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების" - არ გამოვიდა ჩემი უცხოეთში გამგზავრება. ბატონი გელასი უზომოდ მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ის ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში.

მოგვიანებით, როცა უკვე მეცა და მეუფე ნიკოლოზიც ეპისკოპოსები ვიყავით, ბატონ გელას კათოლიკოს-პატრიარქთან უხუმრია: "თქვენო უწმინდესობავ, აკადემია-სემინარია რაღად გინდათ, კადრებს მე გიმზადებთო..."

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს, მოძღვრის, მეუფე დანიელის, ხელმძღვანელობით სოხუმიდან დავიწყე სამონასტრო ცხოვრება. აფხაზეთში შემმოსეს მორჩილის კაბით. ომის გამო იძულებულნი შევიქენით, ჩვენც ხალხთან ერთად გადავსულიყავით საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე. ჩვენ თოვლს გადავასწარით ჭუბერში, იმ ღამეს უღელტეხილზე დარჩენილი ხალხი კი გაიყინა... რვა დღე ჭუბერში დავრჩით, წითელ ჯვართან ერთად ვეხმარებოდით უღელტეხილზე გადმოსულებს. როცა ვითარება განიმუხტა, თბილისში გადმოვფრინდით და სვეტიცხოვლობას მცხეთაში დავესწარით.

პატრიარქმა აფხაზეთის ეპარქიას დროებით რეზიდენციად მარტყოფის მამათა მონასტერი გადასცა. მონასტერში თავად უწმინდესმა მიგვაცილა.

მარტყოფში ორი წელი დავყავი. აქვე აღვიკვეცე ბერად. მღვდელმონაზვნად ხელდასხმის შემდეგ, უწმინდესის კურთხევით, ერთი წელი ვიყავი მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი. კუპონების დრო, საშინელი ინფლაცია და დუხჭირი ცხოვრება იყო. მონასტერში ხუთი მორჩილის აღკვეცა გადაწყდა და მათთვის საბერო შესამოსლის შესაკერად ნაჭერი არ გვქონდა! როგორც წინამძღვარს, უნდა მეშოვნა. მონასტერში მაინცდამაინც არც ფული გვქონდა, მაგრამ რომც გვქონოდა, ცარიელ მაღაზიებში ვერაფერს ნახავდი. უკანასკნელ იმედად პატრიარქიღა გვრჩებოდა... მოვიარეთ მაღაზიები. რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ბოლოს, საპატრიარქოში მივედი. უწმინდესი ეზოში ბრძანდებოდა. მუხლმოყრილმა კურთხევა ვთხოვე. როგორ ბრძანდებითო, - უწმინდესმა მკითხა. კარგად-მეთქი, თქვენო უწმინდესობავ, - ვუპასუხე. ხომ არაფერი გაგჭირვებიათო? არა, თქვენო უწმინდესობავ, - ვეუბნები და გაიწია კიდევაც წასასვლელად, რომ გამახსენდა: როგორ არ გამჭირვებია - ნაჭრის სათხოვნელად ვარ მოსული! გამოვუდექი პატრიარქს და ჩვენი გასაჭირი მოვახსენე - ხუთი მორჩილი უნდა აღიკვეცოს მონასტერში, საკაბე ნაჭერი ვერ ვიშოვეთ-მეთქი. უწმინდესი მოხეური კილოთი მეუბნება: რამეს "მოიფოქრებთო". უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა: თვითონ მოიფიქრებდა, მე უნდა მომეფიქრებინა თუ ერთად უნდა მოგვეფიქრებინა... უწმინდესმა რამდენიმე ხანი დამტოვა საპატრიარქოში. ორი დღის შემდეგ - ძმები მონასტერში მარტო დარჩნენ და ხომ არ წავიდე-მეთქი, - ვკითხე. რა გეჩქარებაო, - თავისებურად მითხრა უწმინდესმა და საბოლოოდ ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ნაჭრის საშოვნელად წამოსული, მონასტერში ეპისკოპოსად ხელდასხმული დავბრუნდი და 1995 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველი ვარ.

ნიქოზში აღდგომის დღესასწაულზე ვწირეთ პირველად. მოსახლეობა გახარებული იყო ნიქოზის ეპარქიის აღდგენით. აღდგომა ღამეს ეზო სავსე იყო ხალხით, ტაძარში ხმაური და რუზრუზი იდგა. მანტია რომ მომასხეს, ზოგს სახეზე გაკვირვება შევატყვე, ზოგს კი შეიძლება ჩემი კუნკულ-ბარტყული არ მოუვიდა თვალში. ამ გნიასში ხალხი მივწი-მოვწიე და მე თვითონ გავიკვლიე გზა საკურთხევლისკენ...

პირველ ხანებში წმინდა პირველმოწამე რაჟდენის პარაკლისებს მხოლოდ ბავშვები ესწრებოდნენ. მათ ძალიან უყვარდათ, ლოცვის დასასრულს ნაკურთხ წყალს რომ ვასხურებდით და ყოველდღე გვეკითხებოდნენ ქართლურად: "დღეს წუწაობა იქნება?!" უფროსებიდან ერთი ქალი, სოფიო ესწრებოდა ხოლმე, რომელიც თურმე წუხდა, შორიდან მოსულები ჩვენს ტაძარში ლოცულობენ და სირცხვილია, აქაური არავინ ესწრებოდეს ლოცვებსაო. პირველ რაჟდენობაზე ტაძარში ვიხუმრე, ჯერ ბავშვები მოვიდნენ, ბავშვებმა დედები მოიყვანეს, დედებს, მართალია, ჯერ მამები არ მოჰყოლიან, მაგრამ თუ მთელი ნიქოზის დედები ტაძარში ივლიან, ერთხელაც ხომ იკითხავენ მამები - სად დადიან ეს ჩვენი მეუღლეებიო?.."

ეკლესიის გალავანი მორღვეული დაგვიხვდა და სხვაც ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. თანასოფლელებთან ერთად გავაკეთეთ, რამაც დაგვაახლოვა ერთმანეთს.

სააღდგომოდ ათი წელი ხდება ჩემი ეპისკოპოსად კურთხევიდან. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის ასეთი მსახურებისათვის მოწოდება, მე არც მიფიქრია და არც სურვილი მქონია ეპისკოპოსობისა. მარტყოფის მონასტრის წინამძღვრობაში, მონასტრის საქმეებისათვის ქალაქს ჩამოსვლა მიწევდა ხოლმე, რადგანაც ვფიქრობდი, ამ საქმეებს სხვა ისე ვერ გააკეთებდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ერთგვარი შეღავათი და ნუგეშისცემა გამოდიოდა საკუთარი თავისა. ძალიან მადლიერი ვარ ერთი იღუმენისა, რომელმაც პირდაპირ მითხრა: "მონასტრის წინამძღვარს რა უნდა ქალაქში, წინამძღვარი მონასტერში უნდა იყოსო! თუ რამე საქმეა, სხვას დაავალოს, თუ გამოვა, ღვთის ნება ყოფილა, თუ არა და ეგეც ღვთის ნება ყოფილაო". მას მერე ჩემი ინიციატივით მონასტრიდან აღარც გამოვსულვარ. გასაოცარი კი ის არის, რომ როცა გაუსვლელობის გადაწყვეტილება მივიღე, სწორედ მაშინ დამასხეს ხელი ეპისკოპოსად და მომიწია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მსახურებამ, რაც ღვთისადმი მადლიერებით მივიღე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევას მინდობილმა.

- რას ურჩევთ, რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველს ვნების კვირიდან აღდგომამდე, დიდი მწუხარებიდან დიდ სიხარულამდე?

- უწმინდესი ხშირად იტყვის ხოლმე: მწუხარება და სიხარული ტყუპისცალებივით არიანო. სადაც მწუხარებაა, უნდა გვახსოვდეს, რომ იქვე ახლოს სიხარულიცაა და სადაც არის სიხარული, გვმართებს ზომიერება - იქვე შესაძლოა მწუხარებაც იყოს. აღდგომა კი კაცთა ცხოვრების აზრი და მიზანია. ეს ისეთი დაუსრულებელი სიხარულია, რომელსაც ვერაფერი შეარყევს და შეეხება. ამ სოფლად ამისთვის ღირს ჭირთათმენა და იწროება, რადგანაც იცი, რომ ამას დაუსრულებელი ნეტარება მოჰყვება, "მცირედი ესე ჭირი დაუსრულებელ სიხარულს შეიქმს", - ნათქვამია წმინდა წერილში.
ბეჭდვაელფოსტა
13.04. 2015
მელანია
აღდგომის ბრეყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეუფეო, გფარავდეთ მისი მადლი და ძალა, თქვენი ლოცვა შეგვეწიოს თქვენს მრევლს და ახალგორს!
19.02. 2015
mari.
gmertma mogcet gamdleoba,rom hvenc gagvadlebinot.
11.12. 2014
ucnobi
გვიყვარხარ მეუფე
08.10. 2014
უცნობი
მეუფე უკეთილშობილესი ადამიაანია ...
13.08. 2014
nino
Utbilesi da uketilshobilesi adamiania meupe isaia.. yovel cams sikete da satnoeba egvreba tvalebidan... gmertma mogcet dge grdzeli saqartvelos da qartveli xalxis saketildgeot....
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat