რაც უფრო მეტი ხარისხი ეძლევა ადამიანს, მით მეტი თავმდაბლობით, მორჩილებით უნდა ატაროს ის
რაც უფრო მეტი ხარისხი ეძლევა ადამიანს, მით მეტი თავმდაბლობით, მორჩილებით უნდა ატაროს ის
მხოლოდ მიწიერი ცხოვრება და ამაოებაზე ფიქრი ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს

მისი უწმინდესობისა და წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი ეფრემი (გამრეკელიძე) ეპისკოპოსად გამოარჩიეს და ბოლნისის ეპარქიის წინამძღვრობა დააკისრეს.

ქოზიფის მამათა მონასტრის იღუმენ ეფრემს სინანულის მამის ეფრემ ასურის სახელი 20 წლისას, ბერად აღკვეცისას უწოდეს. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ეს სახელი დარჩა.

არქიმანდრიტი ეფრემი ეპისკოპოსად სამების საპატრიარქო ტაძარში წარადგინეს. მცირედი შემოკლებით გთავაზობთ სიტყვას, რომლითაც მეუფე ეფრემმა მის უწმინდესობას, მღვდელმთავრებს და სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს მიმართა:

"დიდი ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა!" საოცარია განგებულება და საიდუმლოება უფლისა, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება. განუზომელია მისი სიყვარული და სახიერება, უსაზღვროა მისი წყალობა. სწორედ ამ ღვთიური წყალობის საკვირველ გამოვლინებად მივიჩნევ დღევანდელ დღეს, როდესაც თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით მე უღირსსა ამას მომიწოდა უმაღლესი საეკლესიო მსახურებისთვის. ესოდენ მაღალი ნდობისა და გამორჩევის სანაცვლოდ მსურს, მთლიანად მივენდო უზენაესის ნებას და გულიდან გამომავალი გრძნობები წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით გამოვხატო: "მადლობა უფალს ყველაფრისთვის!"

ვუწყი, რომ პატივთან ერთად უფრო დიდია ტვირთი და მძიმეა ჯვარი მღვდელმთავრისა. ამიტომაც ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში ღვთის უსაზღვრო მადლიერებასთან ერთად მიპყრობს ძრწოლა იმ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, რაც ამიერიდან დამეკისრა. წმინდა გრიგოლ ხანძთელის თანახმად, "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის", თუმცა მანუგეშებს ის, რომ ამქვეყნად სახიერი უფლის ნებაა ყოველივე და შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისთვის. სწორედ ამის მტკიცე რწმენას, აგრეთვე - თქვენი ლოცვა-კურთხევისა და თანადგომის იმედს მინდობილი, ქედს ვიხრი წმინდა სინოდის სულიწმიდისმიერი განჩინების წინაშე და თქვენი უწმინდესობის ხელიდან ვიღებ კვერთხს სამწყსოდ ბოლნისის ეპარქიისა.

სასიხარულოა, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ეპარქიაში, რომელიც ჯერ კიდევ V საუკუნეში დააარსა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა. მისი მდიდარი ისტორიული წარსულის მოწმეა ბოლნისის დიდებული საკათედრო ტაძარი, სადაც მისი პირველი მღვდელმთავრით, დავით ეპისკოპოსით დაწყებული, არაერთი ღირსეული სასულიერო იერარქი მოღვაწეობდა.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, შევთხოვ უფალს, მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი მამამთავრული ლოცვა-კურთხევა ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერსა და მის სამწყსოზე. მადლობას ვწირავ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ნდობისთვის. მადლობას ვუხდი მეუფე იობს და მამა სტეფანეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

დაე, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს უფალმა მისი ყოვლადწმინდა სახელის სადიდებლად, დედაეკლესიისა და ჩემი მშობლიური ერის საკეთილდღეოდ! "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე, ამინ!"

მღვდელმთავრის ხარისხში პირველი წირვა, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ეფრემმა ქარელში ჩაატარა, - იქ, სადაც მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა, - მომდევნო კი შობას, ბოლნისის სიონში აღავლინა.

მეუფე ეფრემს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ შევხვდით. ახალ ეპისკოპოსს აქაურები მოწიწებით ხვდებოდნენ. ისიც, სამწყსოთი გარემოცული, მრევლს რჩევა-დარიგებას აძლევდა. მეუფე ეფრემმა რეზიდენციაში მიგვიპატიჟა. ეს საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი ერთმა მორწმუნე ოჯახმა დაუთმო მღვდელმთავარს.

საუბრის დასაწყისში მეუფემ მითხრა, ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ პირველ ინტერვიუს თქვენ გაძლევთო. მადლობა უფალს და მადლობა ზაზა ბუაძეს, ვისი მეოხებითაც შევხვდით მეუფე ეფრემს.

მეუფე ეფრემი ბათუმში დაიბადა 1975 წლის 24 ოქტომბერს. ბავშვობა ბათუმში გაატარა. სკოლაც იქ დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც იქვე მიიღო. ეკლესიური ცხოვრებისა და ღვთის სიყვარული მოწაფეობიდანვე მოჰყვება. ახსოვს დღე, როცა ღვთის განგებამ ბათუმის საკათედრო ტაძარში მიიყვანა.

- იმხანად მონათლული არ ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი - სული უჩვეულო სითბოთი და სინათლით ამევსო. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, თითქოს ჩემი იყო აქ ყველაფერი, მე კი აქაურობას ვეკუთვნოდი... უფლის ტაძარი ანდამატივით მიზიდავდა. თანდათან გონება გამინათდა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა დავიწყე, მორწმუნეებს, სასულიერო პირებს დავუახლოვდი... 17 წლისა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოვინათლე. იმხანად მეუფე იობი ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი იყო. მასთან ურთიერთობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, სარწმუნოების, ბერული ცხოვრების სიტკბოება დამანახა.

- მორწმუნის სულიერი ცხოვრების წარმართვაში უდიდეს როლს ასრულებს მოძღვარი...

- საღვთო მადლთან მიახლებისთვის ადამიანს მეგზური სჭირდება. მოძღვარმა უნდა მისცეს სულიერი საზრდო, ანუგეშოს, ხელი შეაშველოს, ფეხზე დააყენოს და სწორი მიმართულება მისცეს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი ადამიანი ჩემთვის არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი) აღმოჩნდა. მასთან ურთიერთობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს არჩევანში.

ჯერ სტიქაროსანი იყო, შემდეგ ხუცური შეისწავლა და მედავითნედ დაიწყო მსახურება, მერე კაბით შეიმოსა, ხოლო 1996 წელს ბერად აღიკვეცა. ამავე წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, მეუფე იობმა სხალთის მამათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი. როცა მღვდელმთავარი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში გადაიყვანეს, სხვა ბერებთან ერთად მამა ეფრემიც წაჰყვა. ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მსახურებას 1997 წელს მღვდლად კურთხევა მოჰყვა, შემდეგ იტრიის დედათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, ხოლო ორი წლის მსახურების შემდეგ, მეუფის კურთხევით, ქარელის ღვთისმშობლის ხარების ტაძარში განაწესეს. მეუფე იობისავე კურთხევით, ქალაქის სასულიერო გიმნაზიას ხელმძღვანელობდა, ვიდრე ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვრად არ დაადგინეს.

- მღვდელმთავრად გამორჩევა ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ, მაგრამ ღვთის ნებას ვერავინ გაექცევა. იმთავითვე მოკრძალება მქონდა ღვთისმსახურების, შემოსილი, ქრისტეს კვართის მატარებელი ადამიანების მიმართ და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სასულიერო პირი გავხდებოდი. სხვა გზით მინდოდა უფლის სამსახური - არა პატივით, ხარისხით, არამედ ბერული, მოკრძალებული და მყუდრო ცხოვრებით.

მონასტერში ცხოვრებისას პირველ რიგში საკუთარ სულზე და შენს გარშემო მყოფ ადამიანებზე ზრუნავ. ეს უფრო უჩინარი ღვაწლია, უფრო მოკრძალებული. ეპისკოპოსმა სამწყსო უნდა მართოს, ქრისტეს ეკლესიაში, ღვთის მადლთან მიიყვანოს... თუმცა რამდენადაც მძიმეა ტვირთი მღვდელმთავრისა, იმდენადვე დიდია მადლი, რომელიც ამ ტვირთის ტარებაში შეგვეწევა, ხოლო სულიერი სრულყოფილების მიღწევა, ცოდვებისგან განწმენდა და ღმერთთან მიახლება ნებისმიერ მდგომარეობაშია შესაძლებელი.

- რა თვისებებით გამოარჩევენ მღვდელმთავარს?

- მღვდელმთავარი სათნოებათა გვირგვინი უნდა იყოს. მას უპირველესად დიდი რწმენით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამოარჩევენ, შემდეგ - წრფელი, პატიოსანი, მშვიდი, თავმდაბალი ხასიათით. სამწყსომ მასში ქრისტეს სახე უნდა დაინახოს.

თუკი ჩემში რამ კეთილი და სახიერია, ეს ღვთის წყალობაა, მისი კურთხევა და მადლი. საკუთარი მხოლოდ ცოდვები მაქვს, რომელთა გამოსწორება და მონანიება მმართებს.

- მღვდელმთავრად გამორჩევამდე ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებოდით და გამოცდილებაც, მიუხედავად ასაკისა, საკმარისზე მეტი შეიძინეთ...

KARIBCHE

ქოზიფა

- ბათუმიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიაში რომ გადმოვედით. მეუფე იობს სურვილი ჰქონდა, ეპოვა ძველი ნამონასტრალი, სადაც სამონასტრო ცხოვრებას დავიწყებდით. ამაზე ვოცნებობდით ბათუმში მეუფის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ბერებიც (დღეს მათი უმრავლესობა მონასტრებს წინამძღვრობს). 1997 წლის თებერვალში ძამის ხეობაში მეუფეს რამდენიმე სასულიერო პირი ვახლდით, მათ შორის - აწ აღსრულებული არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი). სწორედ იქ, უფლის განგებით, სასწაულებრივად მივაკვლიეთ ნახევრად დანგრეულ ქოზიფის მონასტერს.

ქოზიფის მონასტრის ისტორია დაახლოებით VI-VII საუკუნეებიდან იწყება. ბერმონაზვნური ცხოვრება იქ XVII საუკუნემდე გრძელდებოდა. მონასტერი მრავალჯერ დაინგრა. წმინდა მამათა საძვალე დასტურია იმ ტანჯვისა და ღვაწლისა, იქ მოღვაწე ბერებმა რომ განვლეს. და აი, მეუფე იობის ძალისხმევით, მონასტერი აღდგა. წინამძღვრად მამა შიო დაინიშნა.

მღვდლად კურთხევის შემდეგ წლების განმავლობაში საერო ეკლესიაში ვმსახურობდი, მაგრამ მონასტერში მსახურებაზე ვოცნებობდი. უფალმა ჩემი ნატვრა შეისმინა და იქ დამადგინა, სადაც ყველაზე მეტად ვესწრაფოდი - ქოზიფის მონასტერში.

ქოზიფა უდიდესი სულიერი სკოლაა. თუ რაიმე არ მეთმობოდა მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ, ეს მონასტერი გახლდათ. ჩემი მიწიერი ოცნება მუდამ იქნება ქოზიფის სავანე.

- ქარელში გიმნაზიას ხელმძღვანელობდით. დააარსეთ ეპარქიის გაზეთი "მახვილი მესიისა", რომლის რედაქტორი თქვენვე ბრძანდებოდით...

- წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მე და ქალბატონ თამარ შუბლაძეს მრევლიც დაგვიდგა გვერდით. გიმნაზიაში დღესაც წარმატებით ისწავლება საღვთო სჯული, სასულიერო და საერო საგნები. ყველა გაკვეთილი ლოცვით იწყება. მოწაფეები წირვა-ლოცვას, პარაკლისებს ესწრებიან, ჩართულები არიან საერო და სასულიერო ცხოვრებაში. ამჟამად გიმნაზიას არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი) ხელმძღვანელობს. ვისურვებდი, ყველა რაიონში იყოს სულიერების ამგვარი ცენტრი და ბავშვებს არა მარტო ცოდნა მიეღოთ, არამედ სულიერი ნათელიც მოჰფენოდეთ.

გაზეთსაც წლების განმავლობაში მეუფის კურთხევით ვხელმძღვანელობდი. ვცდილობდი, სამწყსოსათვის სულიერი საზრდო მიმეწოდებინა. გვსურს, ეს საქმიანობა ბოლნისშიც განვაგრძოთ - სამწყსოს პრესის საშუალებით მივაწოდოთ ღვთის სიტყვა. გაზეთი ბოლნისშიც დავაფუძნეთ. "სიონი" ჰქვია. მისი პირველი ნომერი უკვე გამოვიდა. იმედი გვაქვს, მის გამოცემაში თავად მრევლი მიიღებს მონაწილეობას. გაზეთს მამა პეტრე კვარაცხელია უხელმძღვანელებს. ადგილობრივ ტელევიზიასთანაც გვექნება ურთიერთობა. ის აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და ყოველნაირად ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს ეკლესიური ცხოვრების აღორძინებაში, გადასცემს წირვა-ლოცვებს, ქადაგებებს, ინტერვიუებს.

- ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან რამდენიმე ეპისკოპოსი შეემატა წმინდა სინოდს...

- ამ ეპარქიაში გამოარჩიეს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). მე და მეუფე დავითი ბათუმიდან ერთად მოვდივართ. მეუფესთან ვიზრდებოდით, ერთ ტაძარში ვმსახურობდით. მეუფე მღვდელი იყო, მე - დიაკვანი. მეუფე იობთან მსახურობდნენ მეუფე გერასიმე და მეუფე ილარიონიც, რომელიც დღეს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსია.

- როგორ შეხვდნენ ბოლნისელები ახალი ეპისკოპოსის ჩამობრძანებას?

- რწმენით, მომავლის იმედით. იგრძნობა, რომ ხალხს სულიერი მწყემსი სჭირდება. იგრძნობა სასულიერო პირებთან სიახლოვის სურვილი. აქაურებს მათი სიტყვა სწყურიათ. ერთ-ერთმა ოჯახმა მღვდელმთავრის რეზიდენციისთვის დროებით თავისი სახლი დაგვითმო. დიდი ყურადღება გამოიჩინა ადგილობრივმა გამგეობამ. რაიონის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი არევაძე ჩამოსვლის დღიდანვე ყურადღებას არ გვაკლებს.

აქამდე ბოლნისს არ ვიცნობდი. ეპარქიაში მის ყოფილ მმართველთან მეუფე იეგუდიელთან ერთად ჩამოვედი. ტაძრების ხილვისას აღფრთოვანება ვერ დავმალე. ორასამდე ისტორიული ეკლესია და მონასტერია ბოლნისში. სიონი კი განსაკუთრებული მადლით არის სავსე. მიხარია, რომ უძველეს ეპარქიაში მომიწევს მოღვაწეობა. მრავალი ტაძარია დაზიანებული, მაგრამ იმედი მაქვს, ღვთის, წინაპართა შეწევნით და მორწმუნე მრევლის, ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით ყველაფრის აღდგენას შევძლებთ.

ამჟამად ეპარქიაში ექვსამდე მოქმედი ეკლესია და ამდენივე მოძღვარია. არიან ბერები, მონაზვნები. გვაქვს უდიდესი სურვილი, ადგილობრივი სტიქაროსნები, მგალობლები, სასულიერო პირები გვყავდეს.

ბოლნისის მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი აზერბაიჯანული წარმოშობისაა, მუსლიმანურ ტრადიციებს მისდევს, ამიტომაც განსაკუთრებით გვჭირდება ეკლესიური ცხოვრების გაძლიერება, ქრისტეში გაერთიანება. ჩვენს სიყვარულს, ერთობას და ძალას რომ დაინახავს, სხვა სარწმუნოების ხალხიც შემოგვიერთდება. მისი უწმინდესობა საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს: "ჩვენი წილი საქართველო ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენს გულებში. ჩვენში წყდება ჩვენი დიდგორი და ბასიანი. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს". აი, ამას მოვუწოდებ ბოლნისელებს: დავდგეთ ერთად ღვთის სამსახურში, ეკლესიის წიაღში და ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწა-წყალს.

უფალმა ინება, პირველი წირვა შობის უდიდეს დღესასწაულს დამთხვეოდა. ღვთისმსახურება ბოლნისის სიონში ჩავატარე. შობის დღესასწაულის სიხარულმა უდიდესი ნუგეში და მადლი გვაგრძნობინა. მომავალში ვაპირებ, წირვა-ლოცვა მორიგეობით ყველა მოქმედ ტაძარში აღვავლინო.

მხოლოდ მიწიერი ცხოვრება და ამაოებაზე ფიქრი ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს. შინაგანად ყოველი ჩვენგანი რაღაც უფრო მეტს ეძებს - შვებას, სულის განსვენებას, ამას კი ვერსად იპო-
ვი, თუ არა ღმერთში, ეკლესიაში.

მჯერა, ღვთის მადლით, ნელ-ნელა ერი და ბერი ერთად დადგება და ჩვენი ტაძრები მრევლით აივსება.

KARIBCHE- მღვდელმთავრის ტვირთი მძიმეაო, ბრძანეთ. ვისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად?

- უწინარესად ღვთის შეწევნის იმედი მაქვს, შემდეგ - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მამობრივი მზრუნველობისა და ლოცვა-კურთხევისა. მის ლოცვა-კურთხევას მივენდე. როცა მღვდელმთავრად გამომარჩიეს, მანუგეშა - ყველაფერი კარგად იქნება, რაკი უფალმა გამოგარჩია, მასვე მიენდე, მსახურებაში ღვთის მადლი შეგეწევაო...

- სინანულის მამის, ეფრემ ასურის სახელი გქვიათ...

- ეფრემ ასური ძალიან მიყვარს. ვკითხულობ მის ქადაგებებს, ცხოვრებასა და მოღვაწეობას, სწავლებებს. მართლაცდა, რაზე უნდა დაამყაროს სულიერი ცხოვრება ადამიანმა, თუ არა სინანულსა და საკუთარი ცოდვების განცდაზე? ყოველ წუთს ამას უნდა ვთხოვდეთ უფალს: "ცოდვილი ვარ და როგორც უკანასკნელი ადამიანი ცოდვილთა შორის, მიმიღე შენს წიაღში, სასუფეველში, თუკი ამას შენი სახიერი ნება ინებებსო", ვლოცულობდეთ: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე!" როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს თავმდაბლობას და სინანულს, განგვწმენდს, სინანულის ცრემლს, გულის შემუსვრილებას, სულის სიმდაბლეს გარდამოგვივლენს.

რაც უფრო მეტი ხარისხი ეძლევა ადამიანს, მით მეტი თავმდაბლობით, მორჩილებით უნდა ატაროს ის. ამპარტავნებაში მყოფს პატივი დაღუპავს. ბევრი, ბოროტის შთაგონებით, წარმატებას საკუთარ თავს მიაწერს, ყველას ზემოდან დაჰყურებს, თავს ყველაზე უპირატესად მიიჩნევს. ამპარტავნებამ დასცა ანგელოზი ღვთისა. მით უფრო დაგვღუპავს ჩვენ. მეზვერისა და ფარისევლის იგავი დაუსრულებლად მეორდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში... "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს, დამდაბლდეს", - ასეთია ღვთის ნება. ყველაზე დასაფასებელ ადამიანად ის გლეხი მიმაჩნია, რომელიც საკუთარი ოფლით ჭამს პურს, შემდეგ წმინდა სინდისით შემოვა ეკლესიაში, ილოცებს, შეინანებს, ღვთისას ღმერთს მიაგებს და მოყვასისას - მოყვასს. ასეთი უჩინარი ადამიანების სული ღვთის წინაშე კელაპტარივით ანთია.

- მეუფეო, დიდი მადლობა საუბრისთვის. ლოცვა-კურთხევა გაგვატანეთ...

- მინდა, მადლი მოგახსენოთ თქვენ, ჟურნალ "კარიბჭეს", რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ამ ჯვრის ტვირთვაში შეგვეშველება და ბოლნისის ეპარქიას ერთგვარ სულიერ სამსახურს გაუწევს. მინდა დაგლოცოთ, წარმატებები გისურვოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ვყოფილიყავით ერთ სამწყსო ერთისა მწყემსის - უფლის ფრთებქვეშ, ერთი ერისა და ეკლესიის შვილები. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ.
ბეჭდვაელფოსტა
04.11. 2015
Violeta
Uflis tanadgoma da mfarveloba arasodes mogklebodet,amravlos ufalma tkvensavet gamorcheuli, gvtis madlis matarebeli meufeebi.
30.04. 2015
მაია
უფლის მფარველობა ნუ მიგკლებოდეთ
29.04. 2015
მაია
უფლის მფარველობა ნუ მოგკლებოდეთ
23.10. 2014
ციცი
გილოცავთ, უფალი გფარავდეთ.
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat