ნებისმიერი ქვეყნიური საზღაური და საფასე ფერმკრთალდება უფლის სიყვარულთან
ნებისმიერი ქვეყნიური საზღაური და საფასე ფერმკრთალდება უფლის სიყვარულთან
რა არის ყველაზე მაღალი მისაგებელი ადამიანისათვის? რას ნიშნავს სიმდაბლით მიღწეული სიმაღლე და სიგლახაკით მონაგები სიმდიდრე?

გვესაუბრება მაღალყოვლადუსამღვდელოესი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

- მეუფე ზოსიმე, რა უნდა იყოს ქრისტიანისათვის ყველაზე მაღალი მისაგებელი ან უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე საზღაურს ამ წუთისოფელსა და მარადისობაში?

- ვიდრე ქრისტიანის საზღაურზე ვისაუბრებდეთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად უფალი, ან წუთისოფლისთვის მანამდე უცხო რა საფასენი მოიტანა თან.

სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამიანმა სულის უკვდავება და მარადიული ცხოვრებაც დაკარგა და ამ დროიდან მასში სულ ცოცხლობდა სურვილი დაკარგულის დაბრუნებისა.

გამოდის, რომ ყველაზე დიდი საფასე, რაც კაცმა ცოდვით დაცემის შედეგად დაკარგა და რაც მაცხოვარს თავისი ამქვეყნად მოვლინების შემდგომ უნდა დაებრუნებინა, სწორედ მარადიული ცხოვრება და უკვდავება იყო, რასაც ეკლესია სასუფეველს უწოდებს, მაგრამ სასუფეველი უფრო მეტია, ვიდრე სამოთხე. სასუფეველი მარადიული ქება და დიდებაა უფლისა და ვფიქრობ, უმთავრესი მიზანი კაცისა სასუფევლისთვის ცხოვრება უნდა იყოს.

ალბათ, იკითხავთ, ეწინააღმდეგება კი ამქვეყნიური ყოფა სასუფევლისთვის ცხოვრებას? ადამიანს მიწიერი გზაც გასავლელი აქვს, სასუფევლისთვის ბრძოლა კი ამქვეყნიური სიკეთეებისთვის არსებობასაც არ გამორიცხავს. ადამიანი მიწიერ სიკეთეებსაც უნდა ელოდეს ღვთისგან, მაგრამ უმთავრესი მაინც ცათა სასუფეველი უნდა იყოს. დანარჩენს უფალი შეგვძენს, მაგრამ ეს ხელს არ უნდა უშლიდეს უმთავრეს მიზანს კაცისას.

სასუფეველი - უფალში მკვიდრობაა, რაც ტკბობა და ნეტარებაა მარადიულ მადლში და თუ ღვთივსათნოდ ვიცხოვრებთ, ამა სოფლადვე განვიცდით ამ მდგომარეობას.

სასუფეველი დაკარგული ღირსებების და იმ სიკეთეების დაბრუნებაა, რაც ცოდვამ წაგვართვა. ამ საფასეების დასაბრუნებლად უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოღვაწეოთ.

ძველი პატერიკი გვიამბობს, თუ როგორ მივიდა ერთ განთქმულ მონასტერში ერთი გამოცდილი მამა, სადაც მეტად ნაღვაწი და ღმერთშემოსილი მამები ცხოვრობდნენ და იკითხა: ძმანო, ამდენი ხნის ღვაწლმა რა საფასენი შეგძინათო?

წინამძღვარმა უპასუხა: იმას მივაღწიეთ, რომ ყველაფერში ყოველთვის საკუთარ თავს ვდებთ ბრალსო.

ხედავთ, მამებმა, რომელთაც ათეული წლები იღვაწეს, მხოლოდ ერთი საფასე მოიმუშაკეს და ჩვენ რაოდენი რამ გვაქვს შესაძენი!

მადლი - ის ღვთიური ნიჭი და კეთილი ძალაა, რომლითაც სასუფეველი უნდა შევიძინოთ. ღირსი მამა სერაფიმე საროველი ადამიანის სულიერი ცხოვრების უმთავრეს მიზნად სწორედ მადლის მოპოვებას მიიჩნევს.

შესაძლოა, ამა ქვეყნის ყველა სიკეთე მოიგო, წარჩინებული იყო, ან მბრძანებელი ქვეყნისა, მაგრამ მადლი არ გაგაჩნდეს და სული გაუხარელი და ცარიელი გქონდეს. ანდა პირიქით: უპოვარს და გლახაკს მადლი შეგეძინოს და ამით განმდიდრდე.

როგორც მოციქული პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს: - არაფერი მაბადია, მაგრამ ყველაფერი მაქვსო. ხილული მართლაც არა გააჩნდა, მაგრამ მადლი ჰქონდა ღვთისგან და ეს იყო მისთვის ყველაზე აღმატებული საფასე.

საღვთო წერილში უფალი ბრძანებს, - მადლითა ხართ გამოხსნილნი და ეს თქვენი კი არა, სულიწმიდის ნიჭიაო.

ჩვენი გადარჩენა მადლით უნდა მოხდეს. საბოლოოდ, უფალი, როგორც მოწყალე მამა, თვისი უხვი წყალობით გადაარჩენს ადამიანს და, რაღა თქმა უნდა, ამ გადარჩენაში, ამ საფასეთა შეძენაში ადამიანსაც უდევს წილი - უპირველესად, სარწმუნოების და კეთილ საქმეთა სახით.

- როგორ უნდა შევხვდეთ ამ წყალობასა და საზღაურს, ან როგორ მოვექცეთ, როგორ გავუფრთხილდეთ მას?

- ვფიქრობ, უფალი ბევრ სიკეთეს იმიტომ არ გვაძლევს, რომ იმედი არ აქვს, რომ კეთილად მოვუფრთხილდებით. წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: ქვეყნად იშვიათად იპოვება კაცი, რომ ღმერთმა წყალობა უბოძოს და ამისაგან არ იძლიოსო. ხშირად, წყალობა გვერევა, ან ვერ ვუფრთხილდებით. მსგავსი რამ მეც ხშირად დამმართნია: რაღაც ძალიან დიდი მითხოვია უფლისთვის, მიმიღია კიდეც, მაგრამ ეს წყალობა შემდეგ მომრევია. მახსოვს, საღვთო წერილზე მუშაობისას ხშირად შევთხოვდი ხოლმე უფალს, თავის საიდუმლოებებში წვდომის უნარი ებოძებინა და მართლაც მეძლეოდა ეს საოცრება: თავის ისეთ დაფარულ სიღრმეებში მახედებდა ღმერთი, რომ ზოგჯერ ყოველივე ჟრუანტელს მგვრიდა... მაგრამ შემდეგ შევატყვე, რომ ამან ცუდმედიდობისა და სიამაყის მსგავსი რამ წარმოშვა ჩემში, მივხვდი, რომ უფალმა ძალიან დიდი წყალობა მოიღო, მაგრამ ამას ჩემი შინაგანი ვერ მოერია და უფალმა იგი გამომარიდა. M

იკითხეთ - როგორ უნდა დავიცვათ თავი და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ღვთის წყალობასო?

უპირველესად, იმის ხსოვნით, რომ წყალობა ჩვენი მონაპოვარი კი არა, ღვთისგანაა ნაბოძები. ადამიანმა არ უნდა დაიჯეროს, რომ ეს საზღაური ღირსეულს ებოძა. თავისი უღირსება სულ უნდა ახსოვდეს და არც იმ მიზანს განშორდეს, რისთვისაც ღმერთმა ეს წყალობა უბოძა. მაგალითად, როდესაც ზეცა ადამიანს სიმდიდრეს მიაგებს, ეს დიდი წყალობაა, მაგრამ, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს, მარადის უნდა ახსოვდეს, რომ ამ წყალობაში გლახაკებსაც უდევთ წილი. იგი იმიტომ გვეძლევა, რომ, უპირველესად, უფალი ვადიდოთ და კეთილი საქმენი აღვასრულოთ და თუ ამის ნაცვლად მას ფუჭ, განლაღებული ცხოვრებისა და განცხრომისთვის გამოვიყენებთ, უცილობლად დაბრკოლებად გვექცევა და უფალი თვითონ აიკრებს და წაგვართმევს მას.

წყალობა დიდი სიმდაბლით და უდიდესი მადლიერებით უნდა მივიღოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არც უფლის სადიდებლად ვიყენებთ და აღარც გაჭირვებულთათვის გვემეტება, რადგან ადამიანი სუსტია და ამ სიკეთეს ვეღარ ერევა.

- მეუფე ზოსიმე, როდის მოდის საზღაური?

- ზემოთ ვთქვი, ზოგჯერ სათხოვარის დასრულებასაც ვერ ვასწრებთ, ისე მოდის საზღაური ღვთისგან, მაგრამ ზოგჯერ ამას სჭირდება წლები. ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მთელი ცხოვრება დასჭირდათ, რომ უფალს მათთვის შვილი მიეცა. ერთი რამ კი უნდა ვიცოდეთ: რაც უფრო დიდია მისაღები სიკეთე და საზღაური, ან თუ ჩვენი შინაგანი ამისათვის შეუმზადებელია, მით მეტი დროა საჭირო წყალობისათვის. და კიდევ ერთი: ყოველთვის ის უნდა შევთხოვოთ უფალს, რაც მისივე განგებულებით, ჩვენთვის ადრიდანვე არის განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გარჯა უნაყოფო აღმოჩნდება, რადგან სათხოვარის აღსრულება არ იქნება სიკეთე ჩვენთვის.Uუფალი ძუნწი და გულქვა კი არა, მოწყალე მამაა, რომელიც ყველას იმდენს და იმას გვაძლევს, რისი მოხმარების ნიჭი და აუცილებლობაც გაგვაჩნია, მაგრამ როდის მივიღებთ ამ საზღაურს, უფალი იმის მიხედვით განსაზღვრავს, რაოდენ სასარგებლო იქნება ეს წყალობა ჩვენი სულისთვის, რადგან საბოლოოდ ყოველივე სულის ცხონებისათვის არის გამიზნული.

თუ კაცს შია და უფალს პურს ევედრება, ალბათ, მკითხავთ, რა კავშირში უნდა იყოს ეს მისი სულის ცხონებასთანო, მაგრამ შემოქმედი ადამიანს პურითაც და ამქვეყნიური სიკეთეებითაც იმიტომ აკმაყოფილებს, რომ ეს მას სასუფევლის დამკვიდრებაში შეეწიოს. ადამიანის სულის გადარჩენა მისთვის მაინც უმთავრესია. რომელი მოწყალე მშობელი გაუძლებს შვილის ტანჯვისა და მწუხარების ცქერას? მაგრამ თუ იცის, რომ ბოძებულ სიკეთეს იგი ბოროტად გამოიყენებს და ეს უკეთესის ნაცვლად, უარეს ადამიანად აქცევს, წყალობას აკლებს ცხოვრებაში.

საზღაურის და წყალობის მიღება ჩვენზევეა დამოკიდებული, თუ მზად ვიქნებით მისთვის, წყალობა მოკლე დროში მოგვეცემა. მართალ იოაკიმესა და ანას რაოდენი ტანჯვის და დამცირების დათმენა და ცრემლით ვედრება დასჭირდათ, რომ უფალს ერთი შვილი მაინც მიეცა, მაგრამ რამხელა წყალობის ღირსნი გახადა ისინი ღმერთმა.

თუ საზღაურმა დაიგვიანა, სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, ესე იგი, ჩვენთვის ჯერ არ არის სასიკეთო მისი მიღება. ზოგჯერ ზეცა უღირს ადამიანზე მოიღებს წყალობას, შენ კი უფალს ერთგულებ, ირჯები, მაგრამ იგი შენდამი თითქოს გულგრილია. უძღები შვილის იგავი გავიხსენოთ, როდესაც უფროსი ვაჟი მამას საყვედურობს - მთელი სიცოცხლე გემსახურე და ჩემთვის ციკანიც არ დაგიკლავს, ჩემმა ძმამ კი მთელი ქონება მეძავებში განაბნია და ამოდენა ლხინით დახვდიო.

,,შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს, ხოლო აწ მხიარულებაი და სიხარული ჯერ არს, რამეთუ ძმაი ესე შენი მომკუდარ იყო განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა" (ლუკა, 15,31-32).

უფალი ჩვენგან ერთგულებას და ძალიან დიდ სიყვარულს ელის. მგონია, როცა ძალიან გიყვარს, ბევრს აღარც ითხოვ მისგან. როდესაც უფალის სიყვარულს გრძნობ, სხვა აღარაფერი გსურს, ერთის გარდა, გინდა მხოლოდ, რომ გიყვარდეს იგი. სული სავსეა მისი სიყვარულით და ამაზე მეტი რაღა უნდა ითხოვო, ან რა უნდა მოგცეს? ნებისმიერი ქვეყნიური საზღაური და საფასე ფერმკრთალდება უფლის სიყვარულთან.

როდესაც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან მოვიყარე მუხლი, ისეთი დიდი მადლი შევიგრძენი, მხოლოდ ეს აღმომხდა: ღმერთო, შემიწყალე-მეთქი! არაფერი სხვა. მხოლოდ მასთან ყოფნა მინდოდა, ნებისმიერი სათხოვარი ისე დაიმცრო, ვინმეს მთელი ქვეყანა რომ ებოძებინა, არარა იყო, ოღონდ უფალი ყოფილიყო ჩემთან და ამ სიყვარულით დავმტკბარიყავი. სწორედ ეს სიყვარული აქვს მოსაპოვებელი ადამიანს.

- მაგრამ ამ დიდი სიკეთისა და სიხარულის განცდას შეუმზადებლად ყველა ხომ ვერ შეძლებს?

- რა თქმა უნდა. რაზეც ვისაუბრე, ის სულიერი ადამიანებისათვისაა საფასე, მაგრამ დამწყებებს, ვინც ჯერ არ განმტკიცებულა, უფალი სათხოვარს ადვილად უსრულებს. ჩემს ცხოვრებაშიც ასე იყო. როდესაც ღვთის გზას შევუდექი, გავიფიქრებდი და მყისვე მეძლეოდა...Aახლა უკვე აღარ. ახლა ძალიან დიდხანს უნდა ვევედრო, რომ მომცეს სასურველი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ვედრებაც მერიდება, რომ უფალი ზედმეტად არ შევაწუხო. მაგრამ თუ აუცილებელია, სხვა რა გზა მაქვს, ვის უნდა მივმართო, თუ არა უფალს?! და ვიცი, რომ მომცემს, ოღონდ იმ დროს, როცა საჭირო იქნება. შეიძლება, ეს სიკეთე ისე ძალიან აღარც მინდოდეს და მას გული ისეთი მონდომებით აღარც კი დახვდეს, მაგრამ იგი იმ დროს მომეცემა, როდესაც იგი საზიანო არ იქნება ჩემთვის. წმინდა მაკარი მეგვიპტელი ამბობს: როდესაც დედა შვილს სიარულს ასწავლის, მუდამ თან სდევს და ხელს აშველებს, მაგრამ როგორც კი სიარულს ისწავლის, შორიდან ადევნებს თვალს. ზოგჯერ მავანს ეჩვენება, თითქოს უფალმა მიატოვა, მაგრამ ასე არ არის. იგი მუდამ ადევნებს თვალს კაცის ცხოვრებას და სულ მასთანაა, როგორც მშობელი. ყველაზე დიდი საზღაური და საფასე - უფლის სიყვარული და სასუფეველია, რასაც უნდა ეძიებდეს კაცი და თუ ეს მიიღო, ყველა სიხარული მასთან იქნება.

- ამ დიდი საზღაურისა და სიკეთის მისაღებად ადამიანი ეტაპობრივად ემზადება: პირველ ეტაპზე საკუთარ თავზე ძალდატანება ხდება, შემდეგ - ცოდვა ტკივილს აყენებს და უფლის სიყვარულს სწავლობს...

- სასუფეველი ცათა იძულებით მიიტაცება. კაცმა თავს ძალა უნდა დაატანოს, უფლის მცნებები აღასრულოს და ამ წარმავალ, მიწიერ, დამაბრკოლებელ სურვილებს უნდა გამოსტაცოს საკუთარი თავი, რაც ადვილი სულაც არ არის. თავიდან ასეთი გაძალიანება ძალზე მტკივნეულია, მაგრამ როგორც კი ადამიანში ღვთიური მადლი შემოვა და სულიერ სიტკბოებას იგემებს, თავადვე შეეცდება საცდურისგან განრიდებას. წმინდა ისააკ ასური კითხულობს: რომელი უფრო ადრე მოდის - განსაცდელი თუ წყალობაო? და თავადვე პასუხობს: ჯერ წყალობით ანუგეშებს უფალი კაცს, რომ მოამზადოს და შემდეგ - განსაცდელს აძლევს, რადგან ამ სიტკბოების განუცდელად ტკივილებს ვერვინ დაითმენდაო. საიდან ვიცით სიტკბოება სასუფევლისა? საიდანღაც ღმერთს ისეთი სიტკბოება შემოაქვს ჩვენში, თუნდაც, წმინდა ზიარებისას და აღსარებისას, რომ ეს მთელი ცხოვრება გვახსოვს და ძალას გვაძლევს, რომ ამქვეყნიურ ბოროტებას წინ აღვუდგეთ. შემდეგ კი, როდესაც სულში მშვიდობა ისადგურებს, ყოველივე ამაოს, შფოთსა და ორომტრიალს თავადვე ვერიდებით და ძალიან დიდი ძალა, ღვთის შეწევნა და მოთმინებაა საჭირო, რომ ამ ბრძოლებს გავუძლოთ და თავი დავიცვათ.

ის პირველი ღვთიური განცდები, რომლებიც ბავშვობაში მივიღე, როდესაც ბებიას ტაძარში დავყავდი და ჩემში დღესაც ცოცხლობს, მღვდელმთავრობაშიც კი იშვიათად განმიცდია. ან როგორ იტევს ამ სიხარულს ადამიანი, არც კი ვიცი... როდესაც დიაკვნად მაკურთხეს, მაშინაც საოცარი სიხარული განვიცადე, როგორ დავიტიე, ან გონს როგორ არ გადავედი, არ ვიცი. თურმე როგორი ყოფილა უფალთან შეხვედრა, რომელიც ბედნიერება ხდება კაცისათვის და თუ ღმერთი აქაც არ მოგვიფრთხილდა და დაგვიფარა, ვერც ამ ღვთიურ სიხარულს გაუძლებს ადამიანი. ამ სიტკბოებას კი იმიტომ განგვაცდევინებს, რომ შემდეგ მის მაძიებლებად ვიქცეთ. ყველაზე დიდი საზღაური და ცხოვრების მიზანი ეს სიხარული უნდა იყოს. სწორედ ამ სიხარულისთვის უნდა ცოცხლობდეს ადამიანი ქვეყნად.

- როგორ უნდა მივიღოთ და მოვექცეთ მატერიალურ საზღაურს?

- მატერიალური, ამქვეყნიური სიკეთეც ისევე შესაძენია ამქვეყნად, როგორც სულიერი, რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ სული, იგი ხორცში, სხეულში ცხოვრობს, მიწიერი სახმარისთვის გარჯა უკადრებელი არ არის, ოღონდ ერთი პირობით: მან ესეც სულის გადარჩენას და მომავალი ზეციური საფასეების შეძენას უნდა მოახმაროს.

- უფლისადმი რა საზღაურის გაღება შეგვიძლია?


მაცხოვრის საფლავი
როდესაც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან მოვიყარე მუხლი,

ისეთი დიდი მადლი შევიგრძენი, მხოლოდ ეს აღმომხდა:

ღმერთო, შემიწყალე-მეთქი!

- იცით, ზოგჯერ მეშინია კიდეც უფლის უხვი წყალობის, რითი უნდა ვუპასუხო-მეთქი. დავალებული ხარ მისგან და ცდილობ, რაღაცით მაინც გამოხატო მადლიერება და სიყვარული. უფალმა ამდენი რამ გიწყალობა, რაღაცით ხომ უნდა უპასუხო... დავით მეფსალმუნეს დავესესხები: ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". თუ ადამიანი დამდაბლდება და უფალს ალალად, ბავშვურად ჰმადლობს და მის სადიდებლად წრფელად გაირჯება, მხოლოდ ამ გზით შეიფერებს წყალობას. პურიც კი უფლის სადიდებლად უნდა განვტეხოთ და მთელი გულით ვმადლობდეთ მას.

- ხშირად მცირედი "მსხვერპლი" საკმარისად მიგვაჩნია და ერთგვარ ინდულგენციას და ვაჭრობას აქვს ხოლმე ჩვენი მხრიდან ადგილი...

- ერთი წმინდა მამა გარდაცვალების წინ ბევრს ტიროდა და როდესაც მორჩილმა ჰკითხა - რატომღა ტირით, მთელი ცხოვრება ხომ სინანულსა და ღვთის დიდებაში გალიეთო, უპასუხა: - ისე ვიქცეოდი, როგორც მეგონა, რომ უკეთესი იყო, მაგრამ იყო თუ არა ეს ღვთისთვის სათნო, დამიფასებს თუ არა ამას უფალი, არ ვიციო. თუ ეს წმინდა ბერი საკუთარ სათნოებებს არ ენდობოდა, როგორ შეგვიძლია, ჩვენმა მცირეოდენმა ღვაწლმა დაგვამშვიდოს? ადამიანი ზედმეტად არ უნდა ენდოს თავს მაშინაც კი, თუ მცნებებს აღასრულებს.

ერთი კია: ზოგიერთს იმ მცირედსაც არ დაუკარგავს ღმერთი, რადგან მეტი რწმენა არ გააჩნია და იმდენ მადლს მისცემს, რაც მას სიხარულისათვის ეყოფა. ჩვენ კი გული არ უნდა დაგვწყდეს და არ ვიფიქროთ, რომ ღმერთი უსამართლოა. ვისაც მეტი ძალუძს, იმას ტკივილსა და მოსათმენსაც მეტს აძლევს, იმიტომ, რომ მეტი სიხარული და საზღაური უნდა უწყალობოს და აღამაღლოს.

- მავანნი ამბობენ - არ ვიცი, იმ ქვეყნად რა საზღაური მელის, არც სულის უკვდავების მჯერა და ამიტომ განცხრომას ამქვეყნადვე უნდა მივეცეო...

- ასეთები ბევრნი არიან. სახარება გვაუწყებს, - ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი იმათ არ მიეცათ და რადგან ეს მათთვის უცხოა, ამქვეყნიური ეძლევათ, რომ ამით მაინც იჯერონ გული. ბზობის დღესასწაული მახსენდება, როდესაც უფალი წმინდა ქალაქში დიდებით შებრძანდა. იგი კაცთაგან განდიდებას მუდამ გაურბოდა, მაგრამ ამით ქვეყნიური დიდების მოყვარულთაც მისცა შესაძლებლობა, ასე მაინც მიეღოთ თავიანთი მხსნელი.

მგონია, მავანთ უფალი მიწიერ წყალობას იმიტომ მიაგებს, ეგებ ამით მაინც გაჩნდეს მათში რწმენა და მადლიერება ღვთისა და თუ არა, სასუფევლის სიტკბოებას მოკლებულნი, მხოლოდ ამქვეყნიურს მოიხმარენ და ეს იქნება ოდენ მათი საზღაური, ამიტომ ასეთნი მართალ ადამიანებთან შედარებით მაინც საბრალონი არიან. მომავალი ცხოვრება კი მართალთათვის საუკუნო ნეტარებაა და ამ სიხარულისთვის უნდა ვიცხოვროთ.

ღმერთმა არ გაგვიწბილოს მომავალი ცხოვრების რწმენა და ამ რწმენითა და სიყვარულით ინებოს ჩვენი გადარჩენა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat