"მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!"
"მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!"
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ვეძიებდი ჭეშმარიტებას: მინდოდა ზეაღსვლა და ღმერთთან დაკავშირება.
ამისთვის მსურდა, მენახა მოძღვარი, გზის მანათებელი, მღელვარე გულის დამამშვიდებელი, დაწყლულებული და დამძიმებული სულის მკურნებელი და ზეაღმყვანელი, ზეციური მადლის გადმომავლინებელი, - და აი, ვიწყე გაცნობა სულიერ მწყემსთა.

ვნახე ერთი მოძღვარი. მოვისმინე ეკლესიაში იმის მშვენიერი და მხურვალედ წარმოთქმული სიტყვა სიყვარულზე, ერთიმეორეს დახმარებაზე, ქველმოქმედებაზე; დავტკბი, მიველ მასთან ბინაზე. ყოველიფერი მოწმობდა, რომ იგი შეძლებული იყო. მელაპარაკა მაცხოვრის სწავლაზე; მწარედ ნაღვლობდა, რომ ქრისტიანენი იესოს მცნებათ არ ასრულებენ. ვსიამოვნებდი, ვპოვე მწყემსი კეთილი, - გულში ვამბობდი. კარი გაიღო: მოსამსახურე შემოვიდა და მოახსენა: "ბატონო, აი, იქ, ჩვენ პირდაპირ ქოხში, ქვრივი დედაკაცი რომ ცხოვრობს, გვთხოვს, ცოტა რამ მივსცეთ, ბავშვები მთელი დღე მშივრები არიანო". "წავიდეს იქით, მე ჩემი შვილების რჩენაც მეყოფა, და ისინიც კიდე მე ავიკიდო?" გაისმა მრისხანე ხმა სულიერი მამისა. ოხ, ღმერთო ჩემო, როგორ ვცდებოდი, ქრისტე ამასთან არა ყოფილა, - ვთქვი მე და გულნატკენი გამოვემშვიდობე. ვნახე მეორე მოძღვარი. წირვაზე მიველ; კრძალულებით მღვდელმოქმედობდა; სიტყვებს გრძნობიერად წარმოთქვამდა; მსმენელთ გულში სასოებას უღვიძებდა. ახლა კი ვნახე მადლმოცული მწყემსი; იგი განკურნებს და დააამებს ჩემს აღშფოთებულ სულს, - ვთქვი და წაველ მასთან ბინაზე. კარგად მიმიღო, მელაპარაკა ჯერ ცხონებაზე, მერე ამ სოფლის უკუღმართობაზე, კერძოდ, უსამართლობაზე "ბევრი, ბევრი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაზე, - თქვა მან, - მაგალითად, მეც უსამართლოდ მექცევიან. არ იქნა, ვერ ვასიამოვნე მთავრობას" - ჩემი ტოლები ახლა ყველა დეკანოზები არიან, და მე ჯერ ჯვარიც არა მაქვს. მცირე მრევლში ვარ; შემოსავალი ნაკლები მაქვს, შვილები სასწავლებელში მყავს და ხარჯებს ვერ ავუდივარ. რამდენჯერ ვითხოვე უკეთეს მრევლში გადაყვანა, მაგრამ არაფერი მეღირსა, ქრთამებს ვერ ვაძლევ". ეხ, "ამაშიც მოვტყუვდი", - ვთქვი მე და გულდაკოდილი გამოვეთხოვე. ვნახე მესამე მოძღვარი. შეკრებულობაში მოვისმინე მისი აღფრთოვანებული, მჭევრმეტყველური ლაპარაკი სამღვდელოების წმიდა მოვალეობაზე. "მღვდელი ერისთვის არის, მას უნდა მსახურებდეს, მთელ თვის ძალ-ღონეს მას უნდა ახმარდეს და იმის კეთილმდგომარეობისთვის თავს უნდა წირავდეს", - ამბობს იგი. "სწორედ რომ ეს უნდა იყოს მწყემსი კეთილი, - ვუთხარი მე ჩემს მეზობლებს, - ნეტა იმ სამრევლოს, სადაც იგი მღვდლობს"! "არა, კაცო, ცარიელი სიტყვაა, ლაქლაქი უყვარს, ისე კი არაფრად ვარგა. მრევლი მიტოვებული ჰყავს და ბევრი უზიარებელი და უნათლავი კვდება". დავღონდი. ვნახე მეოთხე მოძღვარი; სახეზე ეტყობა ფიქრი, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, მხოლოდ მისი მოქმედება მის ოჯახს იქით არ მიდის. როგორ არჩინოს ცოლ-შვილი, როგორ დაზარდოს შვილები, როგორ შეიძინოს ქონება. - აი, მთელი პროგრამა იმისი ცხოვრებისა. ხოლო თუ როგორ დამწყსოს სულიერნი ცხოვარნი თვისნი, ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს, ეს მას არ ესმის.

ერთ ადგილას რამდენიმე მღვდელი თავმოყრილი იყო: ცხარედ ბაასობდნენ. იქნება მათ შორის ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი და მიველ იმათთან. "რის ძმობა, რა საჭიროა ოცნებობა, მხოლოდ თავის გამოჩენისათვის შვრება, კაპეიკსაც არ შევსწირავ", - გაიძახოდა ერთი მღვდელი. ლაპარაკი ჰქონდა განმანათლებელი საზოგადოების დაარსების შესახებ. ნუთუ ამისთანა სიმპათიური დაწესებულების წინააღმდეგია ეს მღვდელი-მეთქი? შემდეგ მამებმა სხვა საგნებზე განაგრძეს ბაასი. არც ერთს იმათგან სულიერობა, საზოგადო საქმეებზე წრფელი და მხურვალე მზრუნველობა არ ემჩნეოდა. ერთ მღვდელზე მითხრეს, აი, ის კარგი, განათლებული, პატიოსანი მღვდელიაო. გავეშურე გასაცნობად. ბევრი მებაასა სულ ამქვეყნიურ საგნებზე და სადილზე მიმიწვია, საჭმელი სახსნილო იყო, თუმცა მარხვა დღე იყო. ღამეც იქ დავრჩი; ნაშუაღამევს გამომეღვიძა. მღვდლის საწოლი ოთახიდან შემომესმა მტლაშა-მტლუში... ქვრივი კი იყო. მიველ ერთ მოძღვართან; შევხედე და რა დავინახე? - ჩასუქებულა, თვალები დასიებია; ცხვირი გასწითლებია; მისი დარდია, მუცელი გაიძღოს, ღვინით აივსოს, გამხიარულდეს, სიმღერა შემოსძახოს, დრო გაატაროს. უკანასკნელად ვცადე. შეველ ერთს ეკლესიაში, იქნება, იქ ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი. საკურთხეველში დავდექი. წირვას მღვდელი უსულგულოდ ასრულებდა; წმინდა საიდუმლოს მიღების დროს სხვებს ემუსაიფებოდა. იცინოდა კიდეც. ეს კი ვერ მოვითმინე.

არა, ძმებო, ეს არ ვარგა. როგორ დაგვიხუჭავს თვალები? ამისთანა სამღვდელოება თავზე როგორ დაგვისვამს? ხმა ამოვიღოთ; მოვითხოვოთ სამღვდელოების განახლება. ვიყოლიოთ მართლა მოძღვარნი, მართლა სასუფევლის გზის მაჩვენებლნი, და არა გზის ამრევნი; მართლა სულიერნი მამანი, და არა ბიწიერნი სამსახურის კაცნი; მართლა კეთილი ცხოვრებისანი, და არა მძიმე ცოდვებით დატვირთულნი. მაშ, შევუდგეთ სამღვდელოების გასუფთავებას! ხმა, ხმა! ეკლესიას მარტო მღვდელნი კი არ შეადგენენ, არამედ ერნიცა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat