ღმერთო, ისმინე და კეთილ ინებე
ღმერთო, ისმინე და კეთილ ინებე
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ფიქრნი წინაშე ჯვარისა
ვიხილავ რა პატიოსანსა ჯვარსა, მყისვე წარმომიდგება თვით ჯვარცმული , უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგონდება მისი აუწერელი ტანჯვა-წვალება და სიკვდილი, განსაკუთრებით მახსენდება მისი სიტყვა, წარმოთქმული სულის განტევების წინ ძმრის მიღების შემდეგ: "აღსრულებულ არს". სიტყვა ესე დიდმნიშვნელოვანი და აზროვანია, იგი ბევრს, ბევრს რასმე გვეუბნება.

"აღსრულებულ არს!" - აღსრულდა ღვთის ნება, რომლისამებრ უნდა მოსულიყო ამსოფლად მხსნელი, რათა მას ცდომილი, სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული, ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა გაეთავისუფლებინა ეშმაკისა და ბოროტების მონობისაგან, აღედგინა შეწყვეტილი მისი კავშირი ღმერთთან, დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

"აღსრულებულ არს!" - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი უუმაღლესი და უუსრულესი სწავლით, უწმიდესის ცხოვრებით, სასწაულებრივი მოქმედებით, აუტანელ წვალებათა დათმენით, ჯვარცმით და სიკვდილით მთელი კაცობრიობა დაარწმუნა, რომ იგი არს ღვთისგან მოვლენილი, რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა, ნამდვილი ღვთის სიტყვაა, და, ვინც მას მიიღებს და აასრულებს, ის უეჭველად შეუერთდება ღმერთს, რომლისადმი ადამიანის სული მოუსვენრად და შეუკავებლად ისწრაფვის და რომელიც არის ერთადერთი წყარო ბედნიერებისა.

"აღსრულებულ არს!" - წყვდიადით მოცულმა კაცობრიობამ არ უწყოდა, თუ რა არის ჭეშმარიტება, არ იცოდა, თუ ვინ არის ის, ვისდამიც ლტოლვილებას გრძნობს იგი თავისი ბუნების სიღრმეში, რა არსებისა და თვისებებისაა ღმერთი, რას თხოულობს იგი კაცისაგან, როგორ შეიძლება მასთან დაახლოვება, რა არის თვით ადამიანი, რა შეადგენს მის დანიშნულებას, როგორ უნდა იცხოვროს მან, რათა მოიპოვოს სულიერი კმაყოფილება და დაუსრულებელი სიხარული, - და აი, ყველა ამ კითხვაზე, რომელთა ხსნა მას არ ძალუძდა თავისი გონების ძალით, ხოლო აუხსნელობა მას მოსვენებას არ აძლევდა და ტანჯავდა, მაცხოვარმა მისცა ჯეროვანი პასუხი და თავისი მტკიცე, ეჭვშეუტანელი, ღვთაებრივი სიტყვით გონება გაუნათლა და გული დაუმშვიდა.

"აღსრულებულ არს!" - კაცს ცხოველსმყოფელი მადლის შეწევნით მიეცა საშუალება, დათრგუნოს ბოროტება თავის ბუნებაში, შემუსროს და მოსპოს ცოდვილნი და დამღუპველნი ჩვეულებანი, სძლიოს და განდევნოს ბიწიერი აზრები, გრძნობები და სურვილები, გაავარჯიშოს და გააძლიეროს თანდაყოლილნი კეთილნი მიდრეკილებანი, ჩანერგოს და განავითაროს სხივ-მფინარე სათნოებანი, ააღორძინოს, გაანათლიეროს და აღაფრთოვანოს თავისი სული და ამით შეუერთდეს ღმერთს მჭიდრო ცხოველი კავშირით და მიაღწიოს ბედნიერებას.

ამნაირად აღსრულდა წყევისაგან კაცის გამოსყიდვის, ცხოვნების საქმე. კაცობრიობამ ისწავლა ჭეშმარიტება, მას მიენიჭა ძალა თავისი გახრწნილი ბუნების გასწორებისა, ღმერთთან დაახლოვებისა და ნეტარების მოპოვებისათვის; და ყოველივე ეს იქმნა მაცხოვრის მიერ. აი, რა დიდი სიკეთე გვიყო ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ, და ნუთუ ჩვენ არ უნდა აღვივსნეთ მადლობითა და სიყვარულით მისდამი, ნუთუ ჩვენ მოვალენი არა ვართ, მუდამ წარმოვიდგენდეთ მის ღვთაებრივ სახეს, მის ღვაწლს, თავდადებას და სიკვდილს ჩვენთვის და ჩვენის ცხოვრებისათვის, და ნიშნად მხურვალე მადლობისა მისდამი ვასიამოვნებდეთ მას წმინდა სახარებაში ცხადყოფილი მისი ნების აღსრულებით, ჩვენი ცხოვრებით მის სწავლისამებრ!

ქადაგება სიონის საკათედრო ტაძარში
ქართველთა წმიდათა წმიდაო, ძვირფასო უუძველესო ნაშთო, დიდებულო ტაძარო სიონისაო! ბევრი რამის მომთხრობი ხარ! რა და რა დროის მოწამე არ ხარ! გინახავს დღენი, ბედნიერნიცა და მწარენიცა, უფრო კი მწუხარებითნი. ხან იმკობოდი, მშვენდებოდი, ხან იძარცვებოდი, უშნოვდებოდი. შენ თაღებქვეშ გაისმოდა ხან ტკბილი საღმრთო ქართული გალობა, ხან მტერთა გულისშემზარავი ყვირილი და თოფთა გრიალი. შენში მაღლა-მაღლა ადიოდა ხან საკმევლის საამო კვამლი, ხან ცეცხლის შავი ბოლი. შენ კედლებს ხან მლოცველთა ტუჩები სასოებით ეკვროდა, ხან უსჯულოთა მახვილნი ეხებოდნენ, ასახიჩრებდნენ. შენში ქართველნი ხან მშვიდობიანად წმინდა ტრაპეზზე უსისხლო მსხვერპლს უფალსა სწირავდნენ, ხან თავის თავსა ღმერთს უმსხვერპლებდნენ, იმათი სისხლით შენ უხვად ირწყვებოდი.

ასე, ხან ბრწყინავდი, ხარობდი; ხან შავად იმოსებოდი, სტიროდი, მაგრამ მიუხედავად მრავალთა ჭირთა, ბედნიერი იყავი, შენ ერთი რამ განუგეშებდა, ერთი რამ შვებას გაძლევდა. ძველნი ქართველნი შენ გსასოებდნენ, შენ შემოგნატროდნენ. იმათ გულში აღნთებულიყო ცხოველი სიყვარული ღვთისადმი და მუდამ შენკენ მრავლად ილტვოდნენ და აქ პოულობდნენ სულის სალმობათა კურნებასა, გულისტკივილთა დამშვიდებას. აქ ისმოდა წმინდა ქართული კითხვა-გალობა; აქ მწყემს-მთავარნი და მოძღვარნი ნამდვილ ქართულ ენაზე ხალხს უფალს ავედრებდნენ და სამწყსოს კეთილად მოძღვრავდნენ.

ხოლო აწ რას ხედავ შენ? შენში თითქმის შეწყდა ქართულ ენაზე ლოცვა-ვედრების აღვლენა ღვთისადმი; ქართველთა შენ მიგატოვეს, დაგივიწყეს, ისეთ დღესასწაულებშიაც კი, როგორიც არის ნინოობა, მარიამობა. შენს სივრცეს (იატაკს) უფრო ბლომად უცხოელნი იჭერენ, ვიდრე ქართველნი; შენს შესამკობად, შესანახად უცხოელნი უფრო ზრუნავენ, ვიდრე შენიანნი.

აი, ამ ქართველთა გადაგვარების, განხრწნის მხილველი, შენ სდგახარ დაღონებული, მომდურავი, თუმცა სიმშვენიერე დღესაც არ გაკლია, შენ სწუხარ, შენ სდრტვინავ, რომ ქართველებმა შენგან პირი იბრუნეს, მაშინ როცა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, ჭირსა და ლხინში, შენ გეხვეოდნენ, შენ გენაცვლებოდნენ.

რა დაემართა ამ ჩვენს ერს? რამ გაუგრილა მას გული ეკლესიისადმი? ვის აქვს ამაში დანაშაული? მაგრამ ამის ძიებას თავი დავანებოთ და უფალს შევსთხოვოთ, რომ ამ ჩვენს სიონს კვლავ დაუბრუნდეს ძველი დიდება, რომ ქართველთ ისევ იწყონ მრავლად დენა მასთანა, რომ მასში გაისმას ქართული კითხვა-გალობა, რომ მასში მწყემსმთავართა და მოძღვართა, გამსჭვალულთა ქართველობისადმი ღრმა და მხურვალე სიყვარულითა, აღამაღლონ ხმა და მძლავრის ხმითა მოუწოდონ განშორებულთ, გაბნეულთ ქართველთა, აღაგზნონ მათში სარწმუნოებრივი ნაპერწკალი, აღანთონ მათ გულში ძველებური მამაპაპური სიყვარული ეკლესიისადმი.

ღმერთო, ისმინე და კეთილ ინებე, შენს სიონს კიდევ დაუდგეს ის ბედნიერი დრო! დედა ღვთისაო, აკი შენი წილხვდომილი კუთხეა საქართველო? რად მოაკელი მას შენი სიყვარული, შენი ყურადღება? რად მიუშვი, რომ ქართველებმა თავი მიანებეს ეკლესიას, და დღეს ეს მშვენიერი ტაძარი დგას თითქმის ცარიელი? არა, დედავ, ისევ მოხედე წყალობის თვალით ქართველ ერსა და შეაყვარე მას ღვთისმსახურება.

წმინდა ქალწულო ნინო! დაგვაობლე, არა? თვალი მოგვაშორე, არა? ჯავრობ განა, რომ შენ ქართველობა ძალიან ნაკლებად გიხსენიებს, რომ არ მიისწრაფვის იგი შენს მაყვლოვან ბუჩქისკენ, მცხეთაში და შენს წმინდა საფლავისკენ ბოდბეში? გამწყრალი ხარ განა, რომ შენს განსვენების ადგილზედ დღეს არ ისმის ქართული დიდებისმეტყველება? არა, ჩვენთა წინაპართა განმანათლებელო, ძველ ქართველთა ტკბილო დედაო! ახლაც იყავ ჩვენი შემწე, ჩვენი მიმყვანელი ქრისტესადმი, ჩვენი ეკლესიის აღმადგენელ-განმამტკიცებელი.
1911 წ. დეკემბერი

ქადაგება სოფელ იყალთოში
იცით თქვენ, სადა დგახართ? წარმოდგენილი გაქვთ თუ არა, რა ფასი აქვს იმ ადგილს, სადაც თქვენ იმყოფებით? გესმით მნიშვნელობა ამ შენობის ნანგრევებისა?

დიდად ძვირფასია თვითეული ქვა ამ ადგილისა. მას უნდა ვემთხვიოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის გუგას. ეს ადგილი, ეს ქვანი მოგვითხრობენ ჩვენს ბედნიერ წარსულს, მოწმობენ, რომ ჩვენ ერთ დროს კაცურად გვიცხოვრნია, ვყოფილვართ განათლებულნი. აქ იჯდა მღვდელმთავარი; აქ იყო უმაღლესი სასწავლებელი; აქედან გამოდიოდნენ ნასწავლნი, რომელნიც განათლებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფენდნენ. აქ ემზადებოდნენ მოძღვარნი. რომ ეს ქვები არ იყოს, განა ჩვენ შევიძლებდით ნათლად წარმოდგენას იმისას, რომ ჩვენ მართლა გვქონდა ბწყინვალე წარსული? ახლა კი, როცა ეს ქვებია აქა, მოიყვანეთ ურწმუნონი, ჩვენი დამამცირებელნი, მაძაგებელნი და აჩვენეთ ეს კედლები, ეს ქვანი; ქვანი ღაღადებენ, ამტკიცებენ, რომ ჩვენ გვიცხოვრია განათლებულად.

დიაღ, ეს ადგილი შეადგენს საქართველოს სიამაყეს, ჩვენის ერის დიდებას. ამიტომ თქვენ, მკვიდრთ ამ ადგილისას, გევალებათ შეინახოთ, მოუაროთ ამ ძველ ნაშთებს, ამ ქვებს. თქვენს ძარღვებში თუ ჩქეფს ქართველის სისხლი, თქვენი გული თუ ქართველურად ცემს, უნდა თვლიდეთ თქვენ წმიდა მოვალეობად მოვლა-პატრონობას ამ შენობისას და ამ ქვებისას. გეტყობათ, ამ წმიდა ადგილს აფასებთ, და თუ პატივს სცემთ, ეს თქვენ უნდა გამოხატოთ იმით, რომ უნდა გაიღოთ საკმაო ფული ამ ეკლესიის შესაკეთებლად. თქვენ შორის კიდევაც გამოჩნდა ერთი მადლიანი კაცი, რომელსაც უხვად შეუწირავს ამ ეკლესიისათვის; სხვებმაც მიბაძეთ მას. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ეს ძველი ტაძარი და ეს ადგილი, დაიცვათ სუფთად, ლაზათიანად, მთელად, და მით შეუნახოთ ჩვენს სამშობლოს უტყუარი ნიშნები მისი ძველი დიდებისა.
1911 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat