ღვაწლი იყო ძალიან დიდი და სამაგალითო
ღვაწლი იყო ძალიან დიდი და სამაგალითო
გვესაუბრება ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა):

- მღვდელმთავარი ეკლესიას განასახიერებს. ეკლესია კი მოციქულების ლოცვა-კურთხევისა და დარიგებების, ეკლესიური გადმოცემებისა და უფლის მცნებების გამგრძელებელია.. ეპისკოპოსს, მღვდელმთავარს უფლება ეძლევა ხელი დაასხას თავის მოწაფეებს ან სასულიერო პირებს, რომლებიც ეკლესიური კანონების შესრულებას შეუდგებიან. მღვდელმთავრის მნიშვნელობა ქართულ ეკლესიაში მთავარია არა მარტო ეკლესიური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. მღვდელმთავარს დიდი ადგილი უკავია ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სინამდვილეში. კომუნისტების დროს, საუკუნეების განმავლობაში მღვდელმთავრის ფუნქცია თითქოს შეუმჩნეველი და დამალული იყო, მაგრამ მღვდელმთავარი და ასევე პატრიარქიც უხილავად ხელმძღვანელობდნენ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეკლესიის ლოცვა არის ყოველთვის ფარი, შემწეობა და დედაბოძი, რომელსაც ეფუძნება ქართული დამოუკიდებელი სახელწიფოებრივი ცხოვრება.

მღვდელმთავრის მოღვაწეობა რთული და მძიმე ჯვარია. მღვდელმთავარი, ერთი მხრივ, არის მქადაგებელი და მატარებელი სულიერი მცნებებისა, ასევე არის ეკლესიის აღმშენებელი, სასულიერო პირების მაკურთხეველი, ამავე დროს, თავისი ქვეყნის მოქალაქეცაა. მღვდელმთავარი ემორჩილება როგორც სულიერ, ეკლესიურ კანონებს, ასევე სახელმწიფო, საზოგადო, სამოქალაქო კანონებს. მისი ცხოვრება, გარკვეულწილად, უფრო რთული და დატვირთულია, ვიდრე უბრალო ბერისა, რომელიც მონასტერში ცხოვრობს. მონასტრულ მყუდრო გარემოში თითქოს დაცულია გარკვეული სამოქალაქო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრებისგან. მღვდელმთავარი კი საზოგადო ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ერთი მხრივ, უნდა უქადაგოს მრევლს, შეეცადოს, განამტკიცოს რწმენაში, ააშენოს ეკლესია, მეორე მხრივ, ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთანაც. მოვალეა, გამონახოს საერთო ენა ხელისუფლებასთან, რამეთუ დაიყენოს გვერდით და ხელისუფლების, საზოგადოების დახმარებით ააშენოს ეკლესია. საუკუნეების განმავლობაში ეპისკოპოსები ცდილობდნენ, ახერხებდნენ, რომ საზოგადოებასთან, მრევლთან ერთად ეკლესიის მშენებლობაში მიგვეღო მონაწილეობა. ეკლესიაში ვგულისხმობ უკვე სულიერ ეკლესიას, საზოგადოების გაქრისტიანებას, მრევლის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ვრწმუნდებით, რომ მღვდელმთავარს საუკუნეების განმავლობაში საპატიო და ურთულესი ფუნქცია აკისრია. რაც უფრო ღვაწლმოსილი იყო მღვდელმთავარი, მით მეტი იყო მისი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე. ყველა ქართველი ეპისკოპოსი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც უნდა იყოს, მუდამ თავისი სამშობლოს ერთგულია. აფხაზეთის ომის, თუნდაც აგვისტოს ომის დროს, ყველა მღვდელმთავარი მედგრად იდგა თავის ეპარქიაში და ანუგეშებდა ერს, სამწყსოს, იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დასაცავად მიდიოდა. ეს დასაფასებელია.

***
სამწუხაროდ, როდესაც ეკლესიის მისამართით ისმის შენიშვნები, თავს ესხმიან და განიკითხავენ მას, რატომღაც არ ახსოვთ ის ღვაწლი, რაც გასწიეს სასულიერო პირებმა, მღვდელმთავრებმა, თუნდაც აგვისტოში, იმ საქმეში, რასაც სამშობლოს ერთგულება და ყოველი გაჭირვებულის ნუგეშისცემა ჰქვია. საეკლესიო, სასულიერო დასმა, უწმინდესმა, მღვდელმთავრებმა ანუგეშეს ქართველი ერი და აგვისტოს ცხელ დღეებში ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, ქართულმა ეკლესიამ და სასულიერო პირებმა გულში ჩახუტებული ლოცვით და ცრემლით გამოაბრძანეს. მართალია, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ გულსატკენია, როდესაც 17 მაისის უსიამოვნო მოვლენების გამო გაისმის ლანძღვა, წყევლა, გინება ეკლესიისა, სამღვდელო დასისა. არც ერთ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა არ უთქვამს და არ გაუხსენებია ის ნუგეში, ის გმირობა, რაც გამოიჩინეს ქართველმა სასულიერო პირებმა აგვისტოს დღეებში - დაამშვიდეს ქვეყანა და ააცილეს უფრო მეტი უბედურება. ომში დაღუპული ოჯახის წევრებმა ეკლესიისგან, სასულიერო პირებისგან ნამდვილად დიდი მამობრივი ზრუნვა და სიყვარული მიიღეს. ვინც წერს უამრავ სტატიას და განიკითხავს სასულიერო პირებს, ეკლესიას, გამოდის ტელევიზიით - მღვდლები უნდა დავაპატიმროთო, უმადურები არიან.

ამ განსაცდელებთან დაკავშირებით უნდა გავიხსენო მაგალითი წმინდა ამბროსი ხელაიასი. ასევე მაგალითი, თუნდაც აფხაზეთში დაღუპული მღვდელმონაზონ ანდრიასი (ყურაშვილი). ეს არის მაგალითები, როდესაც სასულიერო პირებმა ბოლომდე უერთგულეს თავის ქვეყანას, ქართველ ერს. წლების წინ შეიძლება სასულიერო პირების, მღვდელმთავრების ღვაწლი სათანადოდ არ ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვაწლი იყო ძალიან დიდი და სამაგალითო.

ჩვენი დედაეკლესიის მწყემსმთავარი ყველასთვის სამაგალითოა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული სიყვარული და მოთმინება, რასაც ის ქართველი ერის მიმართ ამჟღავნებს. ძალიან ძნელია ზოგჯერ მოუთმინო ქართველი ხალხის უმადურობას და ამავე დროს გიყვარდეს ქართველი ერი, იყო მისი ერთგული და აპატიო ყოველი უძლურება, შეუნდო და მაინც უფრო ძლიერად გიყვარდეს. ეს არის მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა მღვდელმთავრისა და ყველა სასულიერო პირისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat