ადამიანი სადად, მარტივად უნდა ცხოვრობდეს
ადამიანი სადად, მარტივად უნდა ცხოვრობდეს
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ალექსანდრე ეპისკოპოსის დასაფლავებაზე
საერთო მოვლენაა, რომ ადამიანი გამოესალმები ამ წუთისოფელს საზოგადოებისათვის შეუმჩნევლად. მას მხოლოდ უახლობელესნი ნათესავნი და ნაცნობნი გამოიტირებენ, საფლავამდის მიაცილებენ და შემდეგ, ცოტა ხნის განმავლობაში და ისიც ხანდისხან, მოიგონებენ და მწუხარებით აღივსებიან. გამონაკლისს ამისთანა მოვლენათაგან შეადგენს მხოლოდ უმცირესი რიცხვი ბედნიერ პირთა, სახელდობრ, იმ პირთა, რომელნიც ბუნებით უხვად დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა გვარი ნიჭითა, მოღვაწეობენ საზოგადოებრივ ასპარეზზე და ხალხისთვის სარგებლობა მოაქვთ. ამისთანა პირთა შორის ადგილი გიჭირავს შენც, ყოვლად უსამღვდელოესო ეპისკოპოსო ალექსანდრე! შენმა სიკვდილმა არა მარტო შენთა ხორციელთა მოყვასთა გულში გამოიწვია მწუხარება, არამედ ბევრი ქართველი დააღონა. ქართველი ერი შენ გაფასებდა, პატივს გცემდა; ფასს გდებდა იმიტომ, რომ მის წინაშე შრომა მიგიძღვის. შენ ხელს უწყობდი ხალხში ქართულ საღვთისმეტყველო მწიგნობრობის გავრცელებას; შენ აღადგინე და გაამშვენიერე ძველი მონასტრები და ტაძრები; შენ ეწეოდი ღარიბთა და ზრდიდი მოსწავლეთა! შენ მიეც ქართველ ერს მღვდელმთავარი, სულით და გულით ქართველი; შენ გვიჩვენე მაგალითი მაღალი ზნეობრივი ცხოვრებისა; შენ გვასწავლე, რომ ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადად, მარტივად უნდა ცხოვრობდეს. როცა შენ იყავ გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველი და მე ახალსენაკში სასულიერო სასწავლებელში ვმსახურებდი მღვდელ-მონაზონის ხარისხითა, როცა შენ სენაკში მოხვიდოდი, გაჩერებას ჩემს მოუწყობელ და ცივს ოთახში ამჯობინებდი, თუმცა ბევრი კარგი ოჯახის პატრონები გთხოვდნენ მათთან მისვლას; ბერი ბერთან უნდა მივიდესო, - იტყოდი ხოლმე შენ. ბევრნი უგუნურნი შენს უბრალო ცხოვრებას აწერდნენ შენს ვითომცდა სიძუნწეს. საწყლები რარიგ სცდებოდნენ! განა ძუნწი ეწოდება იმ კაცს, რომელმაც თავისი შეძლება მოახმარა ქვრივ-ობლებსა, მონასტრებსა და მწიგნობრობას? აი, ეს მონასტერი, ეს ტაძარი ღაღადებს, თუ როგორი ძუნწი იყავი შენ, ნეტავი შენისთანა ძუნწი ათიოდე იყოს ჩვენში!

ყოვლად უსამღვდელოესო! გვრწამს, რომ ღმერთმა შენ საუკუნო ბედნიერი ცხოვრება მოგაგო. შენ სდგახარ წინაშე ღვთისა და მის ნეტარებას სჭვრეტ. დარწმუნებულნი ვართ, რომ შენს ქართველ ერს ხშირად მოიგონებ და შესთხოვ უფალსა, რომ განამტკიცოს მასში სიყვარული, ძმობა, ერთობა, დაამყაროს მასში მშვიდობა და წარუმართოს მას განათლებაში.

1907 წ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat