თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი არაგვისა და ივრის ხეობათა ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთისა და ძველი ფხოვის ტერიტორიას - მოიცავს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაში შედის, დასავლეთით - ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას ეკუთვნის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მცხეთა-თბილისის ეპარქია. ჩრდილოეთ საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა ძველი ქისტეთის, იმავე ინგუშეთის, ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობას საერთო სახელი მთეულნი ეწოდებოდა. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურეს სამხრეთში, მდინარე ივრის დასავლეთით, მდებარეობდა ერწუ ანუ ერწო. ერწოს ზემოთ, იორზე, იყო თიანეთი (ეს სახელი იმთავითვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა). გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოვის მთებზე, შეფენილი იყო ფხოეთი. ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV საუკუნემდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი გახლდათ. ამრიგად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე - ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით - ფხოვზე) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე "ჟალეთის ქვეყნის" სახელით იყო ცნობილი).

თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთოქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ "მოუწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტეანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაი მათი და გარდავიდეს თუშეთს", ერწო-თიანელებზე კი ნათქვამია, რომ "მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს".

ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს, - "ესე იყო მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა", - და ოდნავ მოგვიანებით - წმინდა მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: "რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან". აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმინდა დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს მომხდარა, თუმცა გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე დაფუძნდა ეპარქია, რომელიც, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჟალეთად იწოდებოდა. ჟალეთს "გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დაუსვა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთისა და ხერკისა". მოგვიანებით, ჟალეთის დამცრობის შემდეგ, როდესაც იგი მხოლოდ "ჟალეთის ქვეყნის" პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია (ხარჭაშოს ეპისკოპოსი ხარჭაშნელად იწოდებოდა).

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს საგანმგებლოდ ითვლებოდა.

KARIBCHE

ქვეყნის ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისგან იცლებოდა. მათი მასობრივი გაუკაცურება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ყოფა-ცხოვრების ტრადიციული, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო.

XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ - კახეთ-ალავერდის - ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას, განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს "მთეულთ" - მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვა კუთხეებს აერთიანებდა.

2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე, რომელიც ურბნისის საკათედრო ტაძარში გაიმართა, წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა და ტერიტორიების საფუძველზე დაფუძნდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.

ეპარქიის ამგვარი სახელწოდება, თუმცა იგი არც ერთ ისტორიულ დოკუმენტში არ გვხვდება, საუკუნეთა წინათ გაუქმებული ჟალეთის, შემდეგ კი - ძველი ხარჭაშოს ეპარქიის განახლებას ნიშნავს.

წმინდა სინოდის განჩინებითა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახალდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ დაადგინა ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქიის აჩხოტისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიისა.
2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სადაც არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat