ქართული მონასტერი სამი ქვეყნის სამკუთხედში
ქართული მონასტერი სამი ქვეყნის სამკუთხედში
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა

მას შემდეგ, რაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დასავლეთ ევროპის ეპარქია დაფუძნდა, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მცირედით მაინც შეუმსუბუქდათ სამშობლოს გარეთ ცხოვრების სიმძიმე. ქართულმა ეკლესიამ და ქართულ ენაზე აღვლენილმა ღვთისმსახურებამ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში საოცარი შვება მისცა ყველა მართლმადიდებელს, მომავლის რწმენა და სამშობლოს სიყვარული გაუღვივა ემიგრანტ ქართველებს.

დავუკავშირდით ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ აბიბოსს და ვთხოვე, "კარიბჭის" მკითხველისთვის გაეცნო იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრება.

ინტერვიუს დაწყებამდე ბევრი ვისაუბრეთ ქვეყნის ჭირსა და ლხინზე და მივხვდი, როგორ უყვართ მშობლიური მიწა-წყალი, რა ამაყად ამბობენ დროებით საზღვარგარეთ მცხოვრებნი - მე ქართველი ვარ! შეიძლება ჯობდეს, რომ აქაურებმაც ეს მეტად დავაფასოთ... ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში საქართველოსთან კავშირი და სითბო იპოვა და მადლობას სწირავენ უფალს.

მამა აბიბოსმა საუბარში მოულოდნელად ნაცნობი სახელი და გვარი ახსენა - ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუთხის შვილი აღმოჩნდა. ოჯახთან ერთად 11 წელია ევროპაში ცხოვრობს და ახლა განგებას მამა აბიბოსთან მიუყვანია. გამიხარდა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ასე შემთხვევით რომ ვიპოვე. გარეგნულად ცოტა შეცვლილა - წვერი მოუშვია, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მორწმუნეს. ერთად გატარებული ბავშვობის წლები სევდანარევი სიხარულით გავიხსენეთ. ბოლოს იმედიანად დამემშვიდობა - საქართველოში შევხვდებითო.

ცნობისთვის: იღუმენმა აბიბოსმა, ვიდრე მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდებოდა, სასულიერო მოღვაწეობა ვარძიის მონასტერში დაიწყო. ბერად წმინდა აბიბოს ნეკრესელის მონასტერში აღიკვეცა. საფარის მამათა მონასტერში კი დიაკვნად აკურთხეს. მისმა უწმინდესობამ ბოდბის დედათა მონასტერში, ნინოობას, მღვდლად დაასხა ხელი და სამოღვაწეოდ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში გადაიყვანეს. მისი ძმაც სასულიერო პირია. მღვდელმონაზონი გრიგოლი სოფელ უდეში წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარია.

უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით და მამა აბიბოსის ხელმძღვანელობით სამი ქვეყნის სამკუთხედში - ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის საზღვარზე ქართველებისთვის ქართული მონასტერი, სულიერი და კულტურული ცენტრი არსდება. უკვე შერჩეულია შესაბამისი ნაკვეთი შენობით და სათავსებით. მამა აბიბოსთან საუბარი სწორედ ამ სიახლით დავიწყე.

KARIBCHE- მამა აბიბოს, გულწრფელად მიხარია ქართული მონასტრის, კულტურისა და სასულიერო ცენტრის დაარსება. მაინც რამ განაპირობა აქ ქართული სავანის დაფუძნება?

- მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპის ეპარქია დაარსდა. მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ამ ხნის განმავლობაში ქართველების დაახლოების მიზნით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. რაც მთავარია, მცირედით შეუმსუბუქდათ სამშობლოს გარეთ ცხოვრების სიმძიმე. ეკლესიამ, ქართულ ენაზე აღვლენილმა ღვთისმსახურებამ, დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ადათ-წესების მიხედვით საოცარი შვება მისცა ყველას. ქართული ეკლესია მართლაც შეუცვლელი სულიერი თავშესაფარი აღმოჩნდა.

წმინდა ნინოს ტაძარმა სხვადასხვა ქვეყნიდან 500-მდე ადამიანი გააერთიანა. მაგრამ ნაქირავებ ტაძარში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე ვერ ავაწყობთ, როგორც ამას აქაური მდგომარეობა მოითხოვს. მაგალითად, შორეული ქალაქებიდან ჩამოსული მრევლის ღამის გათენების პრობლემას. არადა მსურველები მრავლად არიან - აქაურ სტუდენტს ან მომუშავე ემიგრანტს უფრო უადვილდება რამდენიმე დღით ჩამოსვლა და წირვა-ლოცვებზე დასწრება, ვიდრე რეგულარულად 100-200 კილომეტრზე სიარული. ასევე, აქ, საზღვარგარეთ, სადაც, დამეთანხმებით, მორწმუნეს ბევრად მეტი ყურადღება სჭირდება მართლმადიდებლობის გზაზე, წირვა-ლოცვაზე დასწრება ადამიანს სულიერ შველას აძლევს, მაგრამ გაძლიერება, განმტკიცება, წინსვლა ლიტურგიკურ ცხოვრებაში უფრო ღრმად მონაწილეობას მოაქვს.

დღეს ისიც შეუძლებელია, რომ ყველა იმ ქალაქში, სადაც ჩვენი თანამემამულენი ცხოვრობენ, იყოს ჩვენი ეკლესია.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, გადაწყდა ქართველებისთვის მონასტრის, სულიერი და კულტურის ცენტრის დაარსება ყველაზე ადვილად მისადგომ ადგილზე - სამი ქვეყნის სამკუთხედში.

ასევე ვთვლით, რომ ძალზე საჭირო იქნება, ამ მონასტერში გაიხსნას მცირე სასულიერო სასწავლებელი იმათთვის, ვინც აქ ყოფნის დროს გადაწყვეტს სასულიერო განათლების მიღებას, მაგრამ მიზეზთა გამო ჯერ ვერ ახერხებს საქართველოში ჩასვლას. ვფიქრობთ, ასეთი სასწავლებლის ოფიციალურად არსებობა ბევრად შეეწევა ჩვენს ქვეყანას როგორც სასულიერო, ასევე საერო მხრიდან. ასეთ სასწავლებელში განათლების მიღების მსურველები უკვე არიან.

სამონასტროდ შერჩეული ადგილი ქალაქ სპას მახლობლადაა. აქედან სულ რაღაც 40 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქები: მაასტრიხტი (ჰოლანდია), ბონი, კიოლნი, დიუსელდორფი (გერმანია), ლიეჟი, ვერვიესი (ბელგია), ლუქსემბურგი.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის სამეფო ერთი სახელმწიფოა, სამ ნაწილადაა დაყოფილი: ფრანგულ, ჰოლანდიურ (ფლანდრიულ) და გერმანულ მხარეებად. ეს მხარეები ბევრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახელმწიფო ენით, შეხედულებებით. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ეგრეთ წოდებული ფრანგული მხარე ლიეჟთან მდებარე ქვანახშირმა, ლითონის ქარხანამ და სხვა საწარმოებმა ბელგიის ყველაზე წარმატებულ მხარედ აქცია. აქაური კურორტები იზიდავდა უამრავ ტურისტს. საკურორტო ქალაქებიდან მნიშვნელოვანია სპა. ეს ადგილი წააგავს ბორჯომის ხეობას და ევროპაში მინერალური წყლის წყაროებითაა ცნობილი. აქ ხშირად ტარდება მინერალური წყლების კონკურსი, სადაც არაერთხელ გაიმარჯვა ქართულმა "ბორჯომმა". ამჟამად კი ეს მხარე მატერიალურად დასუსტდა, ტურისტებიც უფრო სხვა კურორტებს ირჩევენ დასასვენებლად, მაგრამ ბუნება, ხალხის თბილი სტუმართმოყვარეობა ისევ ისეთი დარჩა, როგორიც ადრე, ამ მხარის კეთილდღობის დროს იყო.

სწორედ ამ მიდამოში მოინახა მონასტრის მშენებლობისათვის 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ორი შენობით, რომლებიც საუკეთესოა ქართული გარემოს შესაქმნელად. ადრე ამ ადგილზე ფერმა ყოფილა, შემდეგ - საცხოვრებელი სახლი. დღეს ეს შენობა დაუმთავრებელი და მოსაწყობია და ალბათ ამიტომ მოხერხდა მისი შედარებით იაფად შეძენა. იქვეა მეორე, უფრო მომცრო ოთხოთახიანი შენობა, რომელიც ბერებისა და სასულიერო პირების საცხოვრებლად გამოდგება, ხოლო დიდ შენობაში, სადაც თხუთმეტი ოთახია, დროებითი სალოცავი და სატრაპეზო განთავსდება. ეზო მოკირწყლულია. შემოსასვლელში ხეივანია, მოედინება სასმელად ვარგისი ორი ბუნებრივი წყარო, რომლებიც ავსებს პატარა ტბას.

- მამაო, როგორც ვიცი, ქართული მონასტრის დაარსებაში გარანტად უცხოური ორგანიზაციები დგანან. საქართველოს მხარე ნაკლებად აქტიურობს?

- გვერდში გვიდგას ორი საკმაოდ სოლიდური ბელგიური ორგანიზაცია. ერთი მათგანი მზად არის, თავისი მიწაც და სახლიც კი ჩადოს გარანტად. დამეთანხმებით, ეს დიდი ნდობის გამოხატულებაა. მაგრამ ჩვენ გვინდა ეს სახლი ქართველებმა ააგონ, მათი გულის ნაწილი იყოს ამ მშენებლობაში ჩადებული. საზღვარგარეთ ყველა ჩვენი ძირძველი მონასტრის, სავანეების დაკარგვის ფონზე ამ მონასტრის აშენება ერის სულიერი აღორძინების ნიშნად აღიქმება. ნებისმიერ ქართველს შეეძლება ჩამოვიდეს ოჯახით, მარტო და რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენოს ამქვეყნიური ამაოებისგან, იმუშაოს მონასტრის მიწაზე, დაესწროს ყოველდღიურ ლოცვებს, ისარგებლოს ბიბლიოთეკით... იმედია, ღვთის შეწევნით და ჩვენი ერთობლივი მცდელობით ევროპის ცენტრში დაარსდება ქართული სულიერების ცხოველმყოფელი წყარო.

- მამაო, პირველად სად ატარებდით წირვა-ლოცვას?

KARIBCHE- მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლის სექტემბერში, ანტვერპენში სასამართლოს წესით ოფიციალურად დამტკიცდა ქართველ მართლმადიდებელთა სათვისტომო. თუმცა ამ დროს არსებობდა სამლოცველო ერთ-ერთ ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ ქართველები და ერთად კითხულობდნენ დაუჯდომლებს. საოცარია პირველი სალოცავის ამბავი. ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა. მეც მომიწია იქ წირვის ჩატარება და ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში ბინის მეპატრონეს საზღაური არ მოუთხოვია. ეს ხომ სასწაულია. შემდეგ დაფუძნდა ქართველ მართლმადიდებელთა სათვისტომო. ამ სათვისტომოს დაარსებით ქართველ მრევლს საშუალება მიეცა, ბელგიაში მოეწვია მოძღვარი. ამჟამად მსახურებას ახალ ტაძარში ვაგრძელებთ. ბიზანტიური სტილის გუმბათოვანი ტაძარი სახელმწიფოსგან გვაქვს დაქირავებული. გარდა სამლოცველოსი, გვაქვს სხვადასხვა სათავსები და ოთახები, დაახლოებით 50-კაციანი სატრაპეზო, მისაღები ოთახი, საკვირაო სკოლა, ვაკეთებთ ქართულ ბიბლიოთეკას. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მონასტრული წესით ვიცხოვროთ. მოგეხსენებათ, ქართული მონასტერი უკვე არის ქართული კულტურის გამოვლინება და მისი განუყოფელი ნაწილი. ამ მონასტერმა არსებობის სამი წლის მანძილზე ბევრი რამ შეცვალა ადგილობრივი მაცხოვრებლების ქართველებზე წარმოდგენაში. ჩატარდა მრავალი შეხვედრა, ზეიმი, კონცერტი. ქართული სამზარეულოს გასაცნობად სათვისტომომ გახსნა პატარა მაღაზია, სადაც ყველა ქართველს შეუძლია თავისი მომზადებული კერძი გაასინჯოს მსურველს და მცირედი ანაზღაურებაც მიიღოს. მონასტრის წევრები ძირითადად მაღაზიაში მუშაობენ.

- მამაო, სამრევლო სკოლა ახსენეთ. ძირითადად რას სწავლობენ ქართველი ბავშვები?

- ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში კვირაში ოთხჯერ ტარდება გაკვეთილები. დანარჩენ დღეებში ბავშვები ბელგიურ სკოლაში დადიან. შაბათ დღეს მოზრდილი ბავშვებისთვის ტარდება გაკვეთილები, კვირას - პატარებისთვის. სამშაბათს და ხუთშაბათს სიმღერას, მხატვრულ კითხვას სწავლობენ, შაბათ-კვირას - დედაენას, ისტორიასა და დაწყებითი კლასების საგნებს. ჯერჯერობით 24 ბავშვი სწავლობს და სამი მასწავლებელი გვყავს. ბავშვების უმეტესობა ანტვერპენის გარშემო მდებარე პატარა ქალაქებიდან მოდის.

- მამა აბიბოს, როგორია თქვენი თვალით დანახული ანტვერპენი?

- ეს არის საპორტო ქალაქი. მოსახლეობა ძირითადად კათოლიკეა. წმინდა კაპიტალისტური ცხოვრებაა და ყველა თავისი საქმითაა დაკავებული.

- მამაო, სულ რამდენ ქალაქში წირავთ?

- ხუთ ადგილას ვწირავ. გერმანიასა და ჰოლანდიაში - ორ-ორგან და ანტვერპენში.

- ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სულიერი მამობა გაუწიოთ და მისცეთ იმედი ადრე თუ გვიან სამშობლოში დაბრუნებისა...

- ქართველები აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. მთავარია, სულით დაბრუნდნენ. თუ ასე მოხდება, მაშინ ფიზიკურადაც დაბრუნდებიან. ღმერთმა დაგლოცოთ.

მამა აბიბოსთან საუბრის შემდეგ იქაურ ქართველებსაც გავესაუბრე. მკითხველისთვის, ვფიქრობ, საგულისხმო იქნება უცხოეთში მცხოვრები ჩვენებურების გულისნადები.

- ჩვენთვის უზარმაზარი სიხარულია, რომ ოცნება ავიხდინეთ და ვიყიდეთ მიწა ქართული სამონასტრო კომპლექსის დასაფუძნებლად. აქ აშენდება ულამაზესი ტაძარი და შეჭირვებული ქართველები სულიერად განიკურნებიან. ასე რომ, შენობა უზარმაზარი სულიერი საავადმყოფოა. ამაში მამა აბიბოსის დიდი წვალება და შრომაა ჩადებული. შესაბამისად, ჩვენც თავს არ ვზოგავთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენს ეკლესიას.

ოჯახი 1500 კილომეტრში, ესპანეთში მყავს. ჩამომყავს ხოლმე ერთი კვირით, ვეფერები ბავშვებს. ოჯახთან ურთიერთობა ძალიან მშველის და სამშობლოს მაახლოებს. მე და ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან ერთად მოვდივართ. ოჯახის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ტაძარში იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი... ახალ წელს მოვინახულე ჩემი ოჯახი. ერთ კვირაზე მეტი ვერ გავძელი. მონასტრიდან გასვლა მიჭირს. ირგვლივ სულ სხვა სული ტრიალებს. აქვე ახლოს საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი მაქვს, მაგრამ იქ მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ.

აქ მამა აბიბოსის წყალობით პატარა საქართველოა სითბოთი და სიყვარულით, ქართული პროდუქტითაც კი. იმ უბანში, სადაც ჩვენი მონასტერია, ებრაელები სახლობენ. ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ზრდიან შვილებს, ასწავლიან ქართულ ენას, ქართულად წერენ და კითხულობენ. ერთი სიტყვით, ცხოვრობენ ქართულად და მისტირიან მშობლიურ საქართველოს. მოძღვრის კურთხევით, აქვე გავხსენით ქართული მაღაზია, სადაც იყიდება სულგუნი, ტყემლის საწებელი, მჭადის ფქვილი... პირადად მე შოთებს ვაცხობ თონეში.

მონასტრის საძმო ჩვენი ხელით ვკვეთთ ქვაზე ქართულ ჩუქურთმას. ჩვენი ტაძარი, სადაც ახლა ვართ, შევიდა ქალაქის სანახაობათა წიგნში.

ბედნიერები ვართ მამა აბიბოსის ჩვენთან ყოფნით. აქ ღვთისმსახურება რომ არ იყოს, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მოძღვრის განრიგი ძალიან დატვირთულია. ზოგჯერ დღეში ორ ქალაქში უწევს ჩასვლა. შვიდგზის ზეთისცხება ახლა გერმანიაში ჩატარდა, რამდენიმე დღის წინ სხვა ქალაქში იყო, ჩვენთანაც უნდა ჩატარდეს ორჯერ, რომ ყველამ შეძლოს დასწრება. შეძლებისდაგვარად ჩვენც მივყვებით მოძღვრის განრიგს. ნელ-ნელა გვავარჯიშებს, იქნებ ჩვენგანაც გამოთალოს საქართველო. ოთხი ადამიანი ვუდგავართ გვერდზე. მედავითნე და ოსტატი ირაკლი ჭიჭინაძეა - ტაძრის კანკელი მან გააკეთა. ქართველებს ვთხოვთ, დაგვეხმარონ მონასტრის აშენებაში, ხელი შეგვიწყონ ფინანსურად. უფრო მეტი თანადგომა გვინდა, იმიტომ რომ შორს ვართ და მარტო ვგრძნობთ თავს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
30.06.2006
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია საგარეჯოს ეპარქიას გამოეყო. 2003 წლის შემოდგომიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat