უნდა შეგეძლოს, სადაც მიხვალ, სიკეთე და სილამაზე დაინახო, სხვისი კულტურა დააფასო. ამით მშობლიურსაც მეტად შეიყვარებ
უნდა შეგეძლოს, სადაც მიხვალ, სიკეთე და სილამაზე დაინახო, სხვისი კულტურა დააფასო. ამით მშობლიურსაც მეტად შეიყვარებ
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე) უკვე რამდენიმე თვეა ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვრობს. იქაური ქართველობა დიდი სიხარულით შეხვდა სულიერი მოძღვრის ჩასვლას. მამა დოსითეს ბრიუსელში დავუკავშირდით.

- მამაო, როდის ამოქმედდა ბრიუსელში წმინდა თამარ მეფის სახელობის სამლოცველო?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო 2001 წელს დაარსდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბრიუსელის იუსტიციის მინისტრის თანხმობით ბელგიის ხელისუფლებამ ის ოფიციალურად აღიარა. ამის შემდეგ სამრევლო მცირე ხნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში აღმოჩდა, 2006 წლის 23 აპრილიდან კი, ჩვენი პატრიარქის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბელგიის მმართველი მიტროპოლიტის პანტელეიმონის სახელზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე, კვლავ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა.

2006 წლის ზაფხულში, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ მზადება ბელგიაში გამოსამგზავრებლად. ბრიუსელში ნათლისღების დღესასწაულის შემდგომ ჩამოვედი და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას შევუდექი.

ბელგიაში სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, ისე მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსიც. მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელი ბელგიის მთავრობასთან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბელგიის სამიტროპოლიტო (მმართველი - მაღალყოვლადუსამღვდელოესი პანტელეიმონი) გახლავთ. ხელისუფლებისგან აღიარებული რელიგიური დენომინაციები და მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოები სახელმწიფოსგან სუფსიდირებულნი არიან.

- მამაო, ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველებმა როგორ მიგიღეს? ვიცი, რომ თქვენს ჩასვლას დიდხანს ელოდნენ...

- მართლაც, რამდენიმე თვე ელოდნენ სასულიერო პირის ჩამოსვლას...

ბრიუსელში თითქმის არავის ვიცნობდი. აღმოჩდა, რომ ჩემს მეგობრებს ჰყავდათ იქ ახლობლები - ზოგი დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა, ზოგიც უკვე დამკვიდრდა ბელგიაში. ჩამოსვლისთანავე მივედი ეკლესიაში. იქ ქართველები შეკრებილიყვნენ და მელოდნენ. ეს ხალხი ჩემთვის უახლოესი ადამიანები გახდნენ.

დამეთანხმებით, სამშობლოდან უცხო ქვეყანაში წასვლა იოლი არ არის. მართალია, კურთხევით მიდიხარ, მაგრამ სამშობლოს განუსაზღვრელი დროით დატოვება ნამდვილად ძნელია.

გულწრფელად გეტყვით, გამიჭირდა სამების მონასტრის, მრევლის, მისი უწმინდესობის წირვა-ლოცვის, სასულიერო აკადემიის მიტოვება. აკადემიაში 16 წელი გავატარე, აქედან 9 წელი პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი. აკადემია ჩემი ოჯახი გახდა, ბერად რომ აღვიკვეცე, ჩემს მონასტრად იქცა. უსაზღვროდ ვმადლობ უფალს, რომ სასულიერო განათლების ამ ტაძარში არაჩვეულებრივ პედაგოგებსა და სტუდენტებთან ერთად მრავალი წელი გავატარე.

- უცხოური ცხოვრების წესთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

- ევროპაში მართლაც თავისებური ცხოვრებაა, მაგრამ ადამიანმა სულიერი თვალსაზრისით მაინც ყველგან უნდა შეძლოს დამკვიდრება. ღმერთთან ურთიერთობისთვის გარემო ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ეს შენზე არ არის დამოკიდებული, გზა უნდა მოძებნო, ხოლო ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც.

ევროპაში ერთი საგულისხმო ტენდენცია შეიმჩნევა - მართლმადიდებელი მრევლი პროცენტულად იზრდება, და არამხოლოდ მართლმადიდებელი დიასპორის ხარჯზე; თვით ევროპელები იღებენ მართლმადიდებლობას. აქაური ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრება ადრექრისტიანული ეპოქის ქრისტიანთა ცხოვრების წესს ემსგავსება. განსხვავება ის არის, რომ მოწამებრივ მსხვერპლს, პირდაპირი გაგებით, აღარავინ ითხოვს.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შუაგულში, ფასეულობათა რღვევისა და გადაფასების პროცესში, აგრესიული საინფორმაციო წნეხის ქვეშ, გაურკვეველი შემწყნარებლობისა და გაუგებარი ძალადობის პირობებში ძნელია, სწორი არჩევანი გააკეთო და სწორი სულიერი სამყარო შეინარჩუნო, მაგრამ უნდა იბრძოლო და არ დანებდე. ტრანსპარანტებითა და ლოზუნგებით ბრძოლას არ ვგულისხმობ, არც "სასიკეთო" ძალადობის არავითარ გამოვლინებას - ქრისტიანი, კარგი გაგებითაც კი, მოძალადე არ არის. სასუფეველი მხოლოდ შენთვის იიძულების, ძნელია სხვა აიძულო. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის ნებაყოფლობითი ხასიათი, ასევე - ღვთისა და ერის წინაშე მოვალეობის ნებაყოფლობითობაც. ცხოვრების წესს თავად უნდა ქმნიდე. დაიცავი შენში ქრისტე, ხოლო თუ არ ძალგიძს, აღიარე შენი უძლურება და უფალს დახმარება სთხოვე.

თანამემამულეთა გარემოცვაში უცხო ცხოვრების წესს ნაკლებად ეხები, აქ ჩვენი საქართველო გვაქვს ეკლესიის სახით და ეს ძალიან გვანუგეშებს.

- როგორია თქვენი მსახურების განრიგი?

- ვიტყოდი, საკმაოდ მოკრძალებული. რადგან ქართველების უმეტესობა მუშაობს, წირვა-ლოცვას შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ვატარებთ. ლოცვას საღამოს 7 საათზე ვიწყებთ, წირვას - დილის თერთმეტის ნახევარზე. თითქმის ყოველთვის ვკითხულობთ თვენს, იმ წმინდანის ცხოვრებას, ვისი ხსენებაცაა იმ დღეს, ვქადაგებთ და შემდეგ სატრაპეზოში გადავინაცვლებთ ხოლმე. ტრადიციულად, სადღესასწაულო ტრაპეზს ვშლით.

გვაქვს კარგად მოწყობილი ეზო, საზაფხულო სატრაპეზო და ჩვენი სიამაყე - გურული ჯიშის ვაზის ტალავერი. ეზოში ერთი დიდი ოთახი გვაქვს. სწორედ ახლა ვარემონტებთ და ქართულ ელფერს ვაძლევთ. იქ ბიბლიოთეკას მოვაწყობთ და პატარა კულტურული ცენტრი გვექნება. ამ ბიბლიოთეკის უძვირფასესი შენაძენია მისი უწმინდესობის შემოწირული საუკუნის გამოცემა - "ნათელი ქრისტესი საქართველოს" და საიუბილეო გამოცემა - "პატრიარქი". მნიშვნელოვანი შენაძენია აგრეთვე ქალბატონ გიული ალასანიას გამოცემული "ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში" და სხვა სასულიერო თუ ისტორიული ლიტერატურა.

კვირას, წირვის შემდეგ, პატარებისთვის და მოზრდილებისთვისაც საკვირაო სკოლა მოქმედებს - ვასწავლით ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, საღვთო სჯულს, ხუთშაბათობით ვატარებთ საღვთისმეტყველო საუბრებს უფროსებისათვის.

- დაახლოებით რამდენი ქართველი ცხოვრობს ბრიუსელში? რას საქმიანობენ და ეკლესიაში თუ მოდიან?

- ბელგიაში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ეკლესიაში ყველა არ დადის. უფრო დღესასწაულებზე მოდიან. ძირითადი მრევლი კი 150-200 მორწმუნემდეა.

ბრიუსელთან ახლოს, ქალაქ ანტვერპენში, დიდი ხანია მოქმედებს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც იღუმენი აბიბოსი (ქურციძე) გახლავთ. წმინდა ნინოს ეკლესიას უფრო მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. ახლახან ქალაქ სპასთან მამათა მონასტრის დასაარსებლად მიწა შეიძინეს.

დედაეკლესია ჩვენი ნუგეშია. ჭეშმარიტად, ბელგიაში ქართველებს აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ "მიიდრიკონ თავი".

- როგორია თქვენი თვალით დანახული ბრიუსელი? ბელგიაში მართლმადიდებლური სიწმინდეები თუ არის?

- მოგეხსენებათ, 2001-2002 წლებში შვეიცარიაში, ჟენევაში, ვცხოვრობდი. ამ ზღაპრული სილამაზით გამორჩეულ ქვეყანას ბუნებით საქართველოს ვამსგავსებდი. თუმცა შემეძლო, იქ მაინც ვერ დავრჩი - გული საქართველოსკენ მომიწევდა. ასეა აქაც - თავიდან გამიჭირდა, მაგრამ თანდათან აღმოვაჩინე, რომ ბრიუსელი მშვენიერი ქალაქია. მაგრამ ჩემი სამშობლო სულ სხვაა...…თუმცა უნდა შეგეძლოს, სადაც მიხვალ, სიკეთე და სილამაზე დაინახო, სხვისი კულტურა დააფასო... ამით მშობლიურსაც მეტად შეიყვარებ.

მსმენია, რომ ბელგიაში მრავალი სიწმინდეა, თუმცა მათ შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი. მაგალითად, ამბობენ, ქალაქ ბრიუგეში მაცხოვრის წმინდა და უხრწნელ სისხლს სცემენ თაყვანსო.

- ბავშვებს როგორ ზრდიან ქართველები უცხო ქვეყანაში? როგორ უღვივებენ ტრადიციებისა და სარწმუნოების სიყვარულს?

- მომავალი თაობის აღზრდის პრობლემა ყველგან და ყოველთვის აქტუალურია. ცხადია, დიდი სურვილი გვაქვს, მომავალი თაობა ეროვნულ ტრადიციებზე აღვზარდოთ. 6-7 წლამდე ქართველი ბავშვების უმეტესობა ბელგიაშია დაბადებული. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებს თითქმის აღარ ახსოვთ საქართველო, არადა ბელგიის მოქალაქეობის მიღებამდე, რასაც წლობით ელიან, ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვთ. ისეთი ოჯახებიც არიან, 7-8 წელი რომ არ უნახავთ საქართველო. აქ მათ დიდი ტკივილი და განსაცდელი გადაიტანეს. ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც მოძღვარს შესჩივიან, ნოსტალგია და ახლობელ ადამიანთა მონატრებაა. მომავალი თაობა აქაურ სკოლაში სწავლობს. თანატოლებთან ურთიერთობისას ითვისებენ უცხოურ ტრადიციებს, მშობლიურის შესახებ კი მხოლოდ სმენიათ. ასეთ ვითარებაში დიდი მისია აკისრია ეკლესიას, საკვირაო სკოლას, ქართული კულტურის ცენტრს...

- რა იციან ქართველმა ბავშვებმა საქართველოს შესახებ? სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი თუ აქვთ?

- დაბრუნების სურვილი თითქმის ყველას აქვს - დიდსაც და პატარასაც. მეტიც - ახალგაზრდები, რომელთაც საქართველო ოდნავ მაინც ახსოვთ, მოუთმენლად ელიან სამშობლოში დაბრუნებას.

ადამიანი სამშობლოს მარტო გულით კი არ ატარებს, აცოცხლებს კიდეც თავის თავში - ჩვენ ხომ მშობლიური მიწით ვართ ნაკვები და ქართულ მიწას ვაცოცხლებთ ჩვენში.

- რამდენად ეხმარება სამრევლოს არსებობა ქართველობას ქართველობის შენარჩუნებაში?

- სადაც ეკლესიაა, იქაა ქართველობაც. ეკლესიის გარეშე ქართველობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეკლესიამ გადაარჩინა ჩვენშიც და უცხოეთშიც ქართული სული. სახარებაში ვკითხულობთ: "...და შექმნა ერთისა ან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქვეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა..." (საქმე 17,6).

- მამაო, დაგვლოცეთ უცხო ქვეყნიდან! ძალიან გვენატრებით.

- ღმერთმა დაგვლოცოს, გაგვაძლიეროს და გაგვამთლიანოს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
30.06.2006
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია საგარეჯოს ეპარქიას გამოეყო. 2003 წლის შემოდგომიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat