ჩემი თხოვნაც ეს არის, რომ ერთობა გვქონდეს უფალში
ჩემი თხოვნაც ეს არის, რომ ერთობა გვქონდეს უფალში
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...


- ადამიანი განსაცდელით უფრო უახლოვდება უფალს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, ასე რომ, ალბათ დროული იყო ჩემს ცხოვრებაში მოძღვრის გამოჩენა.

ოცდაათი წლის გახლდით, როცა ღვთის განგებამ მოძღვარს შემახვედრა და მონასტრული ცხოვრების გზა ამარჩევინა.

უფალმა ზედაზნის მონასტერში მიმიყვანა. მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ბასილი (მაჩიტაძე) გახლდათ. ქრისტეს სისხლსა და ხორცს პირველად სწორედ ზედაზენზე ვეზიარე. 1994 წლის 30 იანვარი იყო, ჩემი დაბადების დღე. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ემოციები ვერ დავფარე და მოძღვარს ჩემი განცდები გავუზიარე. ეს უფლის წყალობაა შენზეო, მითხრა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა ზიარებამ ბიძგი მომცა, მომავალზე უფრო სერიოზულად მეფიქრა.

იმ წელიწადს ერთი თვე ზედაზნის მონასტერში დავყავი. შემდეგ მთელი მონასტერი, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ჯვარზე გადავედით და იქ განვაგრძეთ მონასტრული ცხოვრება. მორჩილიც იქ გავხდი. დაახლოებით ერთი წლის თავზე დავდე ბერული აღთქმა და შევუდექი ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო გზას.

- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- მონასტერში წასვლა რომ გადავწყვიტე, დედა უკვე გარდაცვლილი მყავდა, მამა კი ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს. ისეთ ასაკში ვიყავი, რომ უკვე დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა არჩევანი, უფალმა კი მონასტრის გზა დამანახა.

ჩემი ეპისკოპოსად კურთხევა მისი უწმინდესობის სურვილი გახლდათ. ერთხანს მოძღვარი არ მყოლია, აღსარებას ხან ვის ვაბარებდი და ხან ვის. უწმინდესმა შემიკედლა და მთლიანად მის კურთხევას დავეყრდენი. ამან უფრო გადამაწყვეტინა ეპისკოპოსად კურთხევაზე თანხმობის მიცემა. 2003 წლის 18 სექტემბერს ურბნისის კრებაზე გამომარჩიეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად. მანამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევითა და ხელდასხმით გავიარე იერარქიის ყველა საფეხური ბერ-დიაკვნობიდან ეპისკოპოსობამდე.

სამღვდელო მსახურება ქვათახევის მამათა მონასტერში დავიწყე. შემდეგ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადავედი ყაზბეგის (სტეფანწმინდის) აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც დაახლოებით რვა წელი დავყავი.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში ორი წელი ვიმსახურე. შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბოლნისის ეპარქიაში გადმოვედი და დღემდე ვუძღვები.

ჩემი ერთადერთი და, მორჩილი ნინო, ამჟამად საპატრიარქოში სეფისკვერების გამცემად მსახურობს.

- ბერი თავისი განმარტოებული ცხოვრებით მონასტერში ადიდებს უფალს, ეპისკოპოსი თავის ეპარქიას უძღვება, თან საზოგადოებრივ ცხოვრებასაც დიდ ყურადღებას უთმობს. როგორია ერთსა და იმავე დროს იყო ბერიც და ეპისკოპოსიც?

- ბერობა სხვაა, ეპისკოპოსობა - სხვა. ბერობა აღთქმაა უფლის წინაშე დადებული, ეპისკოპოსობა კი ტვირთია, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით უნდა ზიდო. ორივეს ერთად ზიდვა ძნელია, მაგრამ ამას უფლის წყალობა და თანადგომა ახლავს, რომელიც სიძნელეების გადალახვას გვიადვილებს. ბერზე დიდია უფლის მფარველობა და წყალობა.

- ერისკაცსაც და სასულიერო პირსაც თავ-თავიანთი ჯვარი აქვთ სატარებელი. როგორ ვზიდოთ იგი?

- პირველ რიგში, ვზიდოთ სიმდაბლით. დავიცვათ ქრისტეს მცნებები, სახარების სწავლება. ეს არის სწორედ ის ჯვარი, რომელსაც უფალი გვაკისრებს.

- ცხოვრებისეულ განსაცდელთა დათმენა როგორ შევძლოთ?

- რა თქმა უნდა, განსაცდელთა დათმენა ერთბაშად არ ხდება. ამას უამრავი შრომა და ბრძოლა სჭირდება. ადამიანი ყოველდღე უნდა ვარჯიშობდეს, - სულიერ წვრთნას ვგულისხმობ, - რათა ცხოვრებისეული სირთულეები გადალახოს. წვრთნის საბაბს რა დალევს - განსაცდელით არის სავსე ეს ქვეყანა... თავიდან შეიძლება ისე ვერ დავითმინოთ, რომ უფალს სათნოვეყოთ ჩვენი საქმეებით, მაგრამ დავითმინოთ, რამდენადაც შეგვიძლია. ეს პირველი საფეხურია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. მეორე საკითხია, რისთვის დავითმენთ. როცა ღვთის გულისთვის დათმენას შევძლებთ, აი, მაშინ ექნება შედეგი ჩვენს ცხოვრებას. ადამიანი ამას ყველაზე უკეთ თავისივე გამოცდილების მეშვეობით სწავლობს; უყურებს თავის თავს დაცემულს და მეტს შეიმეცნებს, ვიდრე სხვისი ნათქვამიდან ან სხვის მაგალითზე შეიმეცნებდა. ეს ყოველივე კი მოძღვარს უნდა აუწყო, რათა მისი დახმარებით მომავალი სწორი გზით წარმართო.

- რა როლს ასრულებს მოძღვარი სულიერი შვილის ცხოვრებაში?

- მოძღვრის როლი სულიერი შვილის ცხოვრებაში ძალიან დიდი და საპასუხისმგებლოა. წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ მოძღვარს სრულ მორჩილებაში ჰყავს სულიერი შვილი, თავად აგებს პასუხს მის ცხოვრებაზე, ხოლო თუ მოწაფე არ ემორჩილება მოძღვარს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება.

- ბოლნისის ეპარქიას დავუბრუნდეთ. ამ მხარეში ქართველები თითქმის არ ცხოვრობენ... რა მდგომარეობაა დღეს ეპარქიაში, რა გიჭირთ, რა გილხინთ?

KARIBCHE KARIBCHE

- ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მართლმადიდებლები თითქმის არ არიან. საკათოლიკოსო ტაძარი, ბოლნისის სიონი, მოწყვეტილია მართლმადიდებლურ სამყაროს. ირგვლივ მთლიანად არაქართული მოსახლეობაა. სამღვდელმთავრო მსახურება ძირითადად ორ ტაძარში სრულდება: დაბა ბოლნისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც სამღვდელო მსახურებას აღავლენს დეკანოზი საბა და ბოლნისის სიონში, სადაც მსახურობს დეკანოზი ბესარიონი.

ეპარქიაში დამხვდა შვიდი ღვთისმსახური და ამდენივე მოქმედი ტაძარი.

ღვთის განგებითა და ადგილობრივი მთავრობის დახმარებით დიდი მარხვის პერიოდში გამოგვიყვეს ტრანსპორტი, რამაც ხალხს დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მრევლს ტაძრებში მოსვლა მაინც უჭირს. უფრო ხშირად თბილისიდან ჩამოდიან მოსალოცად. ასე რომ, ამ მხარის მიტოვება არ გვეპატიება.

ძალიან გვაკლია მგალობელთა გუნდი, რომელიც სტაბილურად მოემსახურება ტაძარს. ხშირად გვიწევს შორი მანძილიდან მათი მოყვანა, რაც, ბუნებრივია, სირთულეებს წარმოშობს. ამას ერთვის ისიც, რომ ეპარქიას არ გააჩნია სარეზიდენციო შენობა-ნაგებობა. მადლობა ღმერთს, გეგმა უკვე დაისახა და ალბათ შენობა უახლოეს მომავალში გვექნება, თუმცა სამუშაოები იქაც იქნება ჩასატარებელი.

- როგორ ეპყრობიან არამართლმადიდებლები ჩვენს ტაძრებს?

- ბოლნისის სიონისკენ მიმავალი გზად მართლმადიდებლურ ტაძარს შეხვდებით. მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი არ არის, სუფთად იცავს ამ სიწმინდეს. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მისასალმებელია.

ეპარქიაში არის ძალზე მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებსაც შეკეთება და რესტავრაცია სჭირდება. ერთგვარი პრობლემა ის არის, რომ ამ მხარეში მცირერიცხოვანია ქრისტიანული მოსახლეობა, მოსახლეობის უმეტესობა არაქართველია.

- წუღრუღაშენში მამათა მონასტერი დააარსეთ...

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE

- წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დავაარსეთ მამათა მონასტერი. ამჟამად იქ ბერი ღვთისავარი და მორჩილები ცხოვრობენ. სამომავლოდ განზრახული გვაქვს, წუღრუღაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის აღდგენა-დაბრუნებაში მღვდელმონაზონი სერაპიონი მრევლითურთ აქტიურად მონაწილეობს, კიდევ ერთ სასულიერო კერას ჩავუყაროთ საფუძველი. ამით ფიზიკურად და სულიერად შეჭირვებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, მეტად დაუახლოვდნენ უფალს.

- მეუფეო, ადამიანური სისუსტეები ხშირად გახსენებენ თავს? ხშირად ბრაზობთ?

- გაბრაზება არც ერთი მოკვდავისთვის არ არის უცხო. გარეგნულად შეიძლება არ გვეტყობოდეს, მაგრამ გულში მაინც ვბრაზობ. გამონაკლისი არც მე გახლავართ. ცოტა მწყინს და ცოტაც მიხარია. ყველაზე მეტად მზაკვრობა, ტყუილი მწყინს, ვერასდიდებით ვერ ვეგუები, ამიტომ საკუთარ თავსაც ვებრძვი, რათა ამ ცოდვისაგან გავთავისუფლდე.

- მეუფეო, სულისათვის სასარგებლო რა რჩევას მოგვცემთ?

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფლისადმი მინდობა საკუთარი ნების უარყოფით, საკუთარ ვნებათა დათმობით იწყება. თუ ადამიანმა თვითონ არ გაუღო კარი უფალს, რაც არ უნდა ვიშრომოთ და ოფლი ვღვაროთ, შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს უნდა ვახსენებდეთ მომავალ სამსჯავროს, სადაც თითოეული არა პროფესიით და თანამდებობით, არამედ თავისი საქმეებით წარდგება უფლის წინაშე.

მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ხშირად მოგვიწოდებს ერთიანი ლოცვისკენ, რაც მეტად საჭიროა დღეს. ერის სულიერი მამის ეს დარიგება ეხება ყოველ ქრისტიანს, ვისაც კი ლოცვა შეუძლია. არა აქვს მნიშვნელობა, რა სამსახურში იმყოფება ის - სახელმწიფო მოხელეა თუ პურის მცხობელი; უფალი ყველგან არის და ყველგან ისმენს ჩვენს სიტყვას. ერთიანობა მრევლისა უნდა ვლინდებოდეს არა მარტო ტაძარში, არამედ ტაძრის გარეთაც. გარდა ამისა, უნდა აღდგეს ქრისტიანული ტრადიციები - ქრისტიანი ეკლესიის მემკვიდრეობას არ უნდა ივიწყებდეს. იმასაც დავძენ, რომ პრობლემებს ადამიანები საკუთარი ძალით ვერ გავუმკლავდებით. ამიტომაც არის, რომ ბოროტთან ბრძოლაში ვმარცხდებით. თუ ადამიანი ეკლესიის წიაღში არ გამოსწორდა, მოძღვრის ქადაგება რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ეკლესია გვასწავლის და ჩემი თხოვნაც ეს არის, რომ ერთობა გვქონდეს უფალში.

- დიდი მადლობა, მეუფეო, საუბრისთვის. დაგვლოცეთ...

- ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. უფალი გფარავდეთ. ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველს ვუსურვებ, იმ ვიწრო კარიბჭით ყველა შევსულიყავით ცათა სასუფეველში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
30.06.2006
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია საგარეჯოს ეპარქიას გამოეყო. 2003 წლის შემოდგომიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat