თანდათან გამოიღვიძებს ქართული ხასიათი, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოება და მამულიშვილობა, რაც ჩვენი ერის მომავლისა და სიმტკიცის საწინდარია
თანდათან გამოიღვიძებს ქართული ხასიათი, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოება და მამულიშვილობა, რაც ჩვენი ერის მომავლისა და სიმტკიცის საწინდარია
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია საგარეჯოს ეპარქიას გამოეყო. 2003 წლის შემოდგომიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). მეუფე ექვთიმე სათავეში ჩაუდგა ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და ბევრი რამ სასიკეთოდაც შეიცვალა.

ეპარქიის ბერმონაზვნურ და, საერთოდ, მონასტრულ ცხოვრებას საფუძველი გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჩაეყარა. აქ ადრე დედათა მონასტერი იყო. ამ ეპარქიის პირველი მამათა მონასტერი, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე მომძლავრებულია და სრულ სამონასტრო ცხოვრებას ეწევა. მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი რაფაელი (ხელაშვილი). მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, მამა რაფაელი "კარიბჭის" მკითხველს გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაზე ესაუბრება.

- გურჯაანის ყოვლადწმინდა, რომელსაც ასეც მოიხსენიებენ, ორგუმბათოვანი ტაძარია. ფეოდალური ხანის (VIII-IX სს) ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი გურჯაანიდან სამხრეთით, სამი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

ტაძრის თავდაპირველი მფლობელის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, XVII საუკუნის დასაწყისში კი ტაძრის მფლობელთა შორის ანდრონიკაშვილები მოიხსენიებიან. 1640 წელს თეიმურაზ I-მა დიდოელებთან ომში დაღუპული თავად ჯანო ანდრონიკაშვილის მამულები და კახთუბნის ყოვლადწმინდის ეკლესია კათოლიკოს ზაქარიას ძმას, მართლმადიდებლობისა და სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლს, ერთგულ ნოდარ ჯორჯაძეს უბოძა.

ნოდარ ჯორჯაძემ ტაძარი განაახლა, მოახატვინა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი შესწირა. თავად ნოდარ ჯორჯაძე და მისი შთამომავლები ამ ტაძარში განისვენებენ. მონასტერი ცნობილი იყო ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით, რომლის შესახებაც გაზეთი "ივერია" წერდა: "დახატულია კაკალზედა, მთლად მშვენიერად დაჩუქურთმებული ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქმის ათ გირვანქაზე მეტი იქნება".

1615 წელს მონასტერი შაჰ-აბასმა დაარბია. დედა ღვთისმშობელმა ხილვაში წინასწარ აუწყა მონასტრის წინამძღვარს, იოანეს, მოსალოდნელი განსაცდელი და ბერებმა ტაძრის საგანძური მიწისქვეშა სამალავში, ხოლო ღვთისმშობლის ხატი ორიოდე კილომეტრში, წამებულის მონასტრის ერთ-ერთ სვეტში, გადამალეს. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ განუცხადა ღვთისმშობელმა ბერებს ხატის ადგილსამყოფელი. მათ ის დიდი პატივით გადააბრძანეს კახთუბნის მონასტერში.

KARIBCHE

1845 წელს მონასტერი დაცარიელდა. მისი სიწმინდეები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიტანეს. რევოლუციამდე მონასტრის დღესასწაული წელიწადში ორჯერ - ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათსა და ღვთისმშობლის მიძინების დღეს - იმართებოდა. მონასტრის ხატებს საზეიმოდ მიაბრძანებდნენ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მონასტრისკენ, სადაც მომლოცველთა დიდი ნაკადი მიედინებოდა სასწაულმოქმედი ხატის თაყვანის საცემად. ხატის ადგილსამყოფელი დღეს უცნობია. შესაძლოა, ბოლშევიკების მიერ ტაძრების დარბევისა და გაძარცვის დროს დაიკარგა.

- ეპარქიის დაარსებამდე ტაძარში ღვთისმსახურება სრულდებოდა?

- ტაძარში აღდგენილი იყო ღვთისმსახურება და მოქმედებდა დედათა მონასტერი, მაგრამ ტაძრის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. დაზიანებული იყო სახურავი, წვიმის წყალი ჟონავდა ტაძარში და საგრძნობლად დააზიანა, დაანესტიანა სამკვეთლო, ტაძრის კედლები. მადლობა ღმერთს, მეუფე ექვთიმეს დახმარებით ტაძარი თავიდან გადაიხურა, ჩატარდა სხვა სარესტავრაციო სამუშაოებიც. მოიჭრა ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან მიბჯენილი მიწის დიდი ნაწილი, რის შემდეგაც აღარ სველდება კედლები. ჩამოიფხიკა დაზიანებული ბათქაში, შეიღება საკურთხევლის ზედა თაღი, სამკვეთლო და სადიაკვნე, ძველი აგურის ტრაპეზის ნაცვლად დაიგო ტუფის ქვის ახალი ტრაპეზი. ტაძარი მოირთო ხალიჩებით, შეივსო ახალი ხატებით. მოიკირწყლა ტაძრის ტერიტორია.

მონასტრის მთავარი საზრუნავია მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ბერები ცხოვრობენ. მისი კუთვნილების საკითხი ჯერაც გადაუჭრელი და მოუგვარებელია. ძლიერ დაზიანებულია მონასტრამდე მისასვლელი გზის ერთი მონაკვეთი. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი მონასტერი კეთილი ადამიანების შემოწირულობებით არსებობს.

- კიდევ რომელ ტაძრებში აღევლინება ღვთისმსახურება?

- ეპარქიის სოფლებში არის მოქმედი ტაძრები. ველისციხის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში ღვთისმსახურებას უძღვება მამა იოანე. ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს წინამძღვრობს მამა გრიგოლი, რომელიც ამავე დროს მუკუზნის სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს წირვა-ლოცვებს და მოძრავი ოდიკით წირავს კაჭრეთის ტექნიკური სასწავლებლის შენობაში არსებულ ეკლესიაში. ღვთისმსახურებაში მამა გრიგოლს ეხმარება ახალნაკურთხი დიაკონი მამა შოთა. კარდენახსა და ბაკურციხეს მეურვეობს მამა ამირანი. მოგეხსენებათ, ბაკურციხე წმინდა გრიგოლ ფერაძის სოფელია. აქ მალე ამოქმედდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ეწევა მამა თეიმურაზი. კოლაგში იკურთხა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ტრაპეზი, სადაც მღვდელმსახურობს მამა ბარნაბა, რომელიც მალე სოფელ ჩუმლაყსაც მოემსახურება. არაშენდაში, ქოდალოში, ნანიანში ტაძრები განახლებულია, ტრაპეზი გამზადებულია, მალე იკურთხება ეკლესიები, სადაც ახალნაკურთხი მღვდელი მამა ნოდარი ჩაატარებს ღვთისმსახურებას. გურჯაანში მოქმედებს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მისი წინამძღვარია დეკანოზი მამა მიქაელი. ადგილობრივმა გამგეობამ გადაწყვიტა, გურჯაანში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას ჩაუყაროს საფუძველი. მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჩვენი ეპარქიის დაარსების შემდეგ ყოვლადწმინდას მამათა მონასტრის გარდა ამოქმედდა ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტერი, მოეწყო ბერთა საცხოვრებელი სენაკები, სატრაპეზო, გაიყვანეს წყალი, ელექტროობა. ასევე დაწყებულია სოფელ ვეჯინის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა, რომელსაც იღუმენი იოანე უძღვება, განზრახულია ვეჯინის დიდი სამონასტრო კომპლექსის, ლავრის ამოქმედება, რომელიც ეპარქიის სულიერი ცენტრი უნდა გახდეს. სოფელ ზეგანში, მღვდელმონაზონი სელაფიელი სათავეში უდგას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის განახლებას და სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას.

ეპარქიის შავი სამღვდელოება არცთუ ისე მრავალრიცხოვანია, მათ შორის არის ორი იღუმენი, ერთი მღვდელმონაზონი, სამი ბერდიაკონი, ოთხი ბერი, ერთი მონაზონი და მორჩილები.

- ადგილობრივი მრევლის მდგომარეობა როგორია?

- სამწუხაროდ, ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულმა პრობლემებმა მოსახლეობაში უიმედობა, უსასოობა დანერგა. ფესვგამდგარია მცირედმორწმუნეობა, ხალხი გატანჯულია უსახსრობით. მიუხედავად ამისა, იქაურები დიდ ნდობას იჩენენ ჩვენი სამღვდელოების მიმართ. იგრძნობა დაინტერესება, მოკრძალება, ყურადღება, ეკლესიური ცხოვრების სურვილი, რაც იმედს გვაძლევს, რომ თანდათან გამოიღვიძებს ქართული ხასიათი, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოება და მამულიშვილობა, რაც ჩვენი ერის მომავლისა და სიმტკიცის საწინდარია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გურჯაანში განახლდა სამრევლო სკოლა, ადგილობრივი რადიო და ტელევიზია აშუქებს რელიგიურ საკითხებს, მალე გამოვა ეპარქიის გაზეთი, გაიხსნება საეკლესიო მაღაზია. მეუფე ექვთიმეს შემწეობით ვცდილობთ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხში ღვთის სიყვარულის გაღვივებას.

- დაგვლოცეთ, მამაო რაფაელ.

- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat